
მოსკოვის საპატრიარქო
ტოლერანტობა ხალხში ტრადიციული რელიგიებისადმი პატივისცემის აღზრდის გზით უნდა დაინერგოს, - დარწმუნებულია მიტროპოლიტი ილარიონი
სრულიად რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) გამოკითხვის შედეგებს ზოგიერთი კომენტატორი საზოგადოების არატოლერანტობის ნიშნად მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც რუსების აბსოლუტური უმრავლესობა (80%) დარწმუნებულია, რომ ეკლესიის შესახებ ხუმრობა არავითარ შემთხვევაში არ არის მიღებული. საპირისპირო მოსაზრებას თანამოქალაქეთა მხოლოდ 17% უჭერს მხარს.
მსგავს მსჯელობას არ დაეთანხმა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. სატელევიზიო გადაცემის „ეკლესია და მსოფლიო“-ს ეთერში მან ხაზგასმით აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ საუბარი სწორედ იმაზე მიდის, რომ ადამიანებში ჩვენ ტოლერანტობა უნდა აღვზარდოთ ტრადიციული რელიგიებისადმი პატივისცემის აღზრდის გზით. ეს არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ხუმრობებს ეხება, არამედ ზოგადად ხუმრობებს, დაცინვას, რელიგიური ტრადიციების აბუჩად აგდებას“.
„ჩვენს ისტორიაში ასეთი რამ ძალიან ბევრი იყო: 70 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ისეთ ვითარებაში, როდესაც ოფიციალურად ხდებოდა ათეიზმის პროპაგანდირება, ხოლო რელიგიაზე იცინოდნენ, დასცინოდნენ, მორწმუნეებს დევნიდნენ, – აღნიშნა მწყემსთმთავარმა. – რატომ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომები?“
მეუფემ გაიხსენა: „საბჭოთა პერიოდიდან ეკლესიაზე, მღვდელმსახურებზე მრავალი კარიკატურა შემორჩა. XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში უღმერთოთა მებრძოლი კავშირი არსებობდა, რომელსაც ემელიანე იაროსლავსკი ხელმძღვანელობდა, – ისინი ეკლესიის წინააღმდეგ ავრცელებდნენ პამფლეტებს, ყველა სახის ანტირელიგიურ ლიტერატურას, კარიკატურებს“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანტირელიგიური აგონია თანდათან რამდენადმე ჩაქრა, ხოლო ომის დაწყებისთანავე სახელმწიფო პოლიტიკა ეკლესიის მიმართ შეიცვალა, პრაქტიკულად მაინც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო დრომდე ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგია ათეიზმი იყო: ხორციელდებოდა მისი პროპაგანდირება, ხოლო ხალხის გონებიდან და გულიდან რელიგიის განდევნას ცდილობდნენ, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021