
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთსა და აშშ-ს შორის კონსტრუქციული ურთიერთობები მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი
7 დეკემბერს რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების სამიტი გაიმართა ვიდეო ფორმატში. ვ.ვ. პუტინისა და ჯ. ბაიდენის საუბრის შედეგებზე სატელევიზიო გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს წამყვანის ე. გრაჩევას თხოვნით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა თავისი მოსაზრებები გამოთქვა.
„ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ორმა პრეზიდენტმა ისაუბრა“, – აღნიშნა იერარქმა. – „მათ ხანგრძლივი ორსაათიანი საუბარი ჰქონდათ და კარგია, რომ შეეხნენ საკითხებს, რომლებიც ახლა ორ სახელმწიფოს ჰყოფს და ორ ბირთვულ სახლემწიფოს შორის ურთიერთობების დამყარებას აფერხებს“.
მეუფე ილარიონი დარწმუნებულია: შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული ურთიერთობები აბსოლუტურად აუცილებელია და, უპირველეს ყოვლისა, ეს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი: „ერთი მხრივ, ბირთვულ სახელმწიფოები ფლობენ პოტენციალს, რომელსაც შეიარაღების რბოლის შეჩერება შეუძლია. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ წინააღმდეგობები ძალიან აშკარა გახდება, შეიძლება არსებული არსენალის გამოყენება დაიწყოს. ორივე მხრიდან აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა ეს არ მოხდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ორივე მხარე ითვალისწინებდეს საერთაშორისო ვითარებას“.
გარდა ამისა, განაგრძო მწყემსთმთავარმა, „ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობები პირდაპირ გავლენას ახდენს თითოეული მათგანის შიდა ვითარებაზე და იქ მცხოვრები ხალხის კეთილდღეობაზე“.
შეხვედრის მონაწილეთა მიერ წამოჭრილ საკითხებს შორის, მიტროპოლიტმა ილარიონმა ასევე აღნიშნა დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზების პრობლემა, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის წინადადება დიპლომატების საქმიანობაზე არსებული ყველა შეზღუდვების განულების შესახებ.
„ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში ბევრი სირთულე აღმოცენდა. თუ არსებული პრობლემები მოგვარდება, მაშინ ამას შეიძლება მხოლოდ ყველანაირად მივესალმოთ“ – რეზიუმირება მოახდინა სსკგ-ის თავმჯდომარემ.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021