
მოსკოვის საპატრიარქო
ნეტარი მატრონა მოსკოველის მონასტერს ზვორნიჩკო-ტუზლანსკის ეპარქიაში სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის დელეგაცია ეწვივნენ













2021 წლის 7 დეკემბერს ზვორნიჩკო-ტუზლანსკის ეპისკოპოსის ფოტის მოწვევით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ე.ი. სკოპენკოს მეთაურობით ესტუმრნენ ნეტარი მატრონა მოსკოველის მონასტერს სოფელ რიტეშიჩში (სერბეთის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცოგოვინა).
მონასტრის წინამძღვარი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იღუმენი ესაია (ლუკიჩი) თბილად მიესალმა სტუმრებს, დაათვალიერებინა ნეტარი მატრონას სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი, – რომლის კეთილგამშვენიერებაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით ხორციელდება ფონდის დახმარებით 2020 წლიდან, – ღირსი სერაფიმე საროველის სახელობის ქვემო ტაძარი, სადაც უკვე აღესრულება ღმრთისმსახურება, ასევე მონასტრის საცხოვრებლები და დამხმარე შენობები.
ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული ნეტარი მატრონა მოსკოველის მონასტრის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება 2023 წელს იგეგმება.
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021