
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია უწმინდესი პატრიარქის კირილესა და რომის პაპის ფრანცისკეს შესაძლო შეხვედრაზე
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა კომენტარი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია უწმინდესი პატრიარქი კირილესა და რომის პაპის ფრანცისკეს შესაძლო შეხვედრაზე.
დეკმბრის ოციან რიცხვებში დაგეგმილია ჩემი შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან. მე ვაპირებ უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით მივულოცო მას დაბადებიდან 85-ე წლისთავი, ასევე განვიხილო მასთან იმ საკითხების ფართო სპექტრი, რომლებიც ჩვენს ეკლესიებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. ამ საკითხთა შორისაა – პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს შორის მომავალში შესაძლო შეხვედრა. ამ შეხვედრის არც ადგილი და არც თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
პატრიარქ კირილეს ფინეთში ვიზიტის შესახებ შემიძლია შემდეგი შეგატყობინოთ. პატრიარქის მისამართით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შემოვიდა მიწვევა ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მეთაურისაგან, ფინეთის მართლმადიდებელი მთავარპისკოპოსისგან და ჰელსინკის კათოლიკი ეპისკოპოსისგან. თუმცა მას შემდეგ „ბევრმა წყალმა ჩაიარა“, შეიცვალა მართლმადიდებელთაშორისი სიტუაცია, დაიწყო პანდემია. ამჟამად ამ ვიზიტისთვის მზადება შეჩერებულია.
პაპის მოსკოვში ვიზიტის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი ორმხრივ დონეზე ჯერ არ განხილულა.
იმედი მაქვს, რომ დეკემბრის ოცი რიცხვის შემდეგ დაგეგმილი შეხვედრა იმ საკითხებზე მსჯელობის საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021