
მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონში ფილიპოპოლის მიტროპოლიტის ნიფონის 80 წლის იუბილე აღნიშნეს




2021 წლის 4 დეკემბერს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის მეტოქიონში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენლის, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.
ანტიოქიის მეტოქიონში საზეიმო მიღების ფარგლებში მისალოცი სიტყვებით გამოვიდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში მ.ლ. ბოგდანოვი; ლიბანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში შავკი ბუ ნასარი; სირიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში რიად ჰადადი; დიასპორის წარმომადგენლები, ტაძრის მრევლი, საზოგადო მოღვაწენი.
ფილიპოპოლის მიტროპოლიტის ნიფონისადმი მიმართვისას, მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა:
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ძვირფასო მეუფევ ნიფონ!
დღეს, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიაზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით 80 წლის იუბილე მოგილოცათ და მაღალი ჯილდო გიბოძათ – კეთილმსახური მთავრის დანიელ მოსკოველის (I ხარისხი) ორდენი – ამ ეკლესიის წინამძღვრის პოსტზე თქვენი, მოსკოვის საპატრიარქოს საყდართან ანტიოქიის უწმინდესი ეკლესიის წარმომადგენლის, გამოჩენილი მსახურების აღსანიშნავად.
და ახლა აქ, ეკლესიაში, სადაც თქვენ რამდენიმე ათეული წელია მსახურობთ, შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც თქვენ უყვარხართ, პატივს გცემენ, აღგიქვამენ როგორც მეგობარს. მსურს ჩემი სახელით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლების სახელით, რომლებთანაც თქვენ მრავალი წელია დაკავშირებული ხართ, გულითადად მოგილოცოთ და გისურვოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და კეთილი ჯანმრთელობა.
არსებობს მოთხრობა იმის შესახებ, რომ ერთმა ადამიანმა, ინგლისში ჩასულმა, იკითხა: რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაზონი ასე თანაბარი გახდეს? მას ეუბნებიან: გაზონი რეგულარულად უნდა გაკრიჭო, ორ კვირაში ერთხელ, ბალახი ცოტ-ცოტა ამოიზრდება – შენ გაკრიჭავ, კიდევ ცოტ-ცოტა გაიზრდება – თქვენ კიდევ გაკრიჭავთ. და ასე სამასი წელი. ჩემთვის რომ ვინმეს ეკითხა, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რათა ღირსეულად წარმოვადგინო რომელიმე ეკლესია სხვა ეკლესიასთან, მე ვიტყოდი: თქვენ შეხედეთ, როგორ აკეთებს მეუფე ნიფონი, და იგივე გააკეთეთ. და ასე ორმოცი წელი.
ძვირფასო მეუფევ! ჩვენ თქვენ უბრალოდ პატივს არ გცემთ – ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ, აღგიქვამთ არა როგორც უცხოელს, არა უბრალოდ როგორც სხვა ეკლესიის წარმომადგენელს, არამედ როგორც ჩვენს ძმას, ჩვენს მეგობარს და გულწრფელი სიყვარულითა და სიმპატიით ვართ თქვენდამი განწყობილები.
მინდა გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი დარჩეთ ჩვენთან, რათა თქვენი მყოფობით არა მხოლოდ თქვენი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც დაამშვენოთ, რომ უფალმა დაგიცვათ ყოველგვარი ბოროტებისგან, რომ მშვიდობა გამეფდეს თქვენს მშობლიურ მიწაზე, რომ ის სიძნელეები დასრულდეს, რომლებსაც დღეს ლიბანი განიცდის, რომ თქვენ დაასრულოთ და აკურთხოთ ტაძარი, რომელსაც თქვენს მშობლიურ ქალაქში აშენებთ.
მსურს პირადად ჩემგან, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებისგან გადმოგცეთ წმინდა პანაღია და წმიდა ჯვარი ლოცვით იმის შესახებ, რომ თქვენს მსახურებაში თავად უფალმა გაგაძლიეროთ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი პატიოსანი ომოფორით დაგიფაროთ ყოველგვარი ბოროტებისგან.
მრავალჟამიერ!“
საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა ნიფონმა ღრმა მადლიერებით მოიხსენია იმ დღეს უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ მისთვის გადაცემული ჯილდო.
მოსკოვის საპატრიარქოს საყდართან ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელმა ასევე მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე გამომსვლელებს კეთილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის. „ეს დღესასწაული ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მინდა განსაკუთრებული მადლიერება თითოეული თქვენგანისადმი ჩემ მიმართ თქვენი დამოკიდებულებისთვის, თქვენი სიყვარულისთვის – სწორედ სიყვარულს გვასწავლის ეკლესია“, – აღნიშნა იერარქმა.
სსკგ-ის თავმჯდომარისადმი მიმართვისას მან, კერძოდ, თქვა: „მადლობა მეუფე ილარიონს მეტოქიონისადმი სიყვარულისთვის, ჩემდამი ყურადღებისა და სიყვარულისთვის“.
„აქ, მოსკოვის ანტიოქიის მეტოქიონში, ჩვენ ვლოცულობთ ანტიოქიის უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესთვის. ორივე მათგანი ჩვენთვის ძვირფასია, ორივე ჩვენი მამაა“, – ხაზგასმით აღნიშნა ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა.
ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ასევე სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მსოფლიოს რიგი სახელმწიფოს ელჩები, საზოგადოების წარმომადგენლები.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021