მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთის სახელმწიფო კანაში მთავარა…

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთის სახელმწიფო კანაში მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის აღდგენაზე იზრუნებს


2021 წლის 27 ნოემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს დრო ტელეარხ „Россия 24“-ზე. ჩვენ ყოველ კვირაში რუსეთისა და მსოფლიოს მოვლენებზე მთავარ შეკითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ჩრდილოვან ინტერნეტ რესურსებზე გასაყიდად გამოიტანეს იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებმაც თავისთვის ვაქცინაციის და პისიარის ყალბი საბუთები შეიძინეს. პერსონალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში 500 ათასზე მეტი ადამიანია. ზოგიერთის აზრით, ეს საიტები და რესურსები, საკუთრივ, სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ შემდგომში ეს მოქალაქეები დააშანტაჟონ. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაიწყო განხილვა: აუცილებელია თუ არა ამნისტია ასეთი მოქალაქეებისა და ექიმებისთვის, რადგან გახშირდა თითქოსდა აცრილი რუსების მოთხოვნაც, რომ ერთი, ორი, სამი თვის შემდეგ უკვე ნამდვილი ვაქცინა გაიკეთონ? თქვენ როგორ ფიქრობთ, მეუფევ, უნდა გამოცხადდეს თუ არა ასეთი ამნისტია იმ ექიმებისთვის, რომლებიც „ვაქცინირებულებისთვის“ ყალბ ცნობებს გასცემდნენ?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა საუბარი ეხება კანონდარღვევას, და თუ ადამიანები არღვევენ კანონს, კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ. ახლა არ არის დრო, რომ მატყუარებისა და ავანტიურისტების ამნისტირება მოვახდინოთ. ახლა ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ფეიკი სერთიფიკატების გაყიდვის შესაძლებლობა გამოვრიცხოთ, რათა თითოეულმა ადამიანმა, ვინც ვაქცინა გაიკეთა, მიიღოს ნამდვილი სერტიფიკატი და მისით საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა შეძლოს.

რას ნიშნავს ფეიკი სერტიფიკატი? ჯერ ერთი, რომ ადამიანი საფრთხეს უქმნის თავის სიცოცხლეს და მეორეც, მის გარშემო მყოფთა სიცოცხლეს. ჩვენ ყოველდღიურად დაღუპულთა რაოდენობის ახალ რეკორდებს ვამყარებთ, ჩვენთან დღეში ათასზე მეტი ადამიანი კვდება – ეს დიდი რიცხვია. რასაც არ უნდა ამბობდნენ ვაქცინაციის მოწინააღმდეგენი, რასაც არ უნდა ამბობდნენ ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არანაკლები ადამიანი იღუპება გრიპით ვიდრე კოვიდით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს უზარმაზარი რიცხვებია, ჩვენ ხალხს ვკარგავთ. საავადმყოფოები გადავსებულია, ექიმები გადატვირთულია. და ამ უზარმაზარი კრიზისის ფონზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მოიცვა, ფეიკი სერთიფიკატების გაყიდვა უმაღლესი საფეხურის უზნეო ქმედებასა და დანაშაულს წარმოადგენს, რომლისათვისაც დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ: მათაც, ვინც ყიდის ამ სერტიფიკატებს, და მათაც, ვინც მათ ყიდულობს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ მოიწონა და სახელმწიფო დუმას განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი მამაკაცის უფლებების გაფართოების შესახებ დედობრივი კაპიტალის მიღებასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიის მამაკაცთა სიაში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ეს კაპიტალი, ისინიც არიან, ვინც შვილებს სუროგატი დედებისგან ზრდიან. ჩვენ გვახსოვს, რომ ივნისში პირველი „მერცხალი“ გაფრინდა: საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი ნორმა მოიწონა. ახლა სიტყვა სახელმწიფო დუმას ეკუთვნის. „კომსომოლსკაია პრავდამ“ საკუთარი გამოკითხვა ჩაატარა: ამ გადაწყვეტილებას გამოკითხულთა 60 პროცენტი ეთანხმება. ეკლესია რას იტყვის ამაზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ სუროგატულ დედობასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია გვაქვს, რომელიც „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებშია“ დაფიქსირებული, შემდეგ კი დამატებით მიღებულ დოკუმენტში – „სუროგატი დედებისგან დაბადებული ბავშვების ნათლობის შესახებ“. ჩვენ არ ვერევით კანონმდებლობაში, ადამიანების პირად ცხოვრებაში, მაგრამ იმათთან დაკავშირებით, ვინც ეკლესიის წევრია, საკმაოდ მკაფიოდ და ცალსახად ვსაუბრობთ: სუროგატული დედობა ეკლესიის მიერ მოწონებული არ არის და არ იკურთხება, რადგან სუროგატული დედობა არის ჩარევა იმაში, რაც თავად ღმერთს მიეკუთვნება.

ბავშვები მამისა და დედისგან უნდა დაიბადონ, ბიოლოგიური მამისგან და ბიოლოგიური დედისგან. შვილები კანონიერ ქორწინებაში იბადებიან, რომელიც ქორწინების საიდუმლოთი არის ნაკურთხი – ესაა სწავლება, რომელსაც ეკლესია ყოველთვის აღმსარებლობდა. ის, რაც სცილდება ამ სწავლების ჩარჩოს, ქორწინების მთლიანობის დარღვევაა, ეკლესია მას ვერ მიიღებს. შესაბამისად, ეკლესიას ასევე არ შეუძლია მოიწონოს სუროგაციის ამა თუ იმ ფორმით მხარდაჭერის ინიციატივები.

ე. გრაჩევა: რუსმა მუსლიმებმა ქალაქის ხელისუფლებას სთხოვეს, ნება დართონ, მოსკოვის მეტროსადგურებში სალოცავი ოთახები მოაწყონ, რათა მათ რეგულარული ნამაზის შესრულება შეძლონ, როგორც ამას მათი რელიგია მოითხოვს. მეტროში ასეთი სალოცავი ოთახები რომ გამოჩნდეს, ამისადმი როგორ განეწყობოდით?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, რომ ჩვენს სამშობლოში უნდა შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ყველა რელიგიურ კონფესიას უფლება ჰქონდეს თავისი რწმენა თავისუფლად გამოხატოს.

თუ მუსლიმებზე ვსაუბრობთ, მაშინ მე არაერთხელ მინახავს ახლო აღმოსავლეთში და სხვა ქვეყნებში, როგორ წყვეტენ მუსლიმები თავიანთ საქმიანობას ნამაზის დროს. მაგალითად, რომელიმე მაღაზიაში ვაჭარი ხალიჩაზე დგება და ნამაზს ასრულებს. ის არ უყურებს გარშემომყოფებს, არ ერიდება იმას, რომ საკუთარ რელიგიურ გრძნობებს საჯაროდ გამოხატავს. ის ამას აკეთებს, იმიტომ რომ რელიგია მას ასე უბრძანებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს სამშობლოში უნდა იყოს პირობები, რომ თითოეულ ადამიანს შეეძლოს თავისი რელიგია თავისუფლად იაღმსარებლოს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაზრისით, ლოცვის ადგილებს ტაძრები წარმოადგენს. ჩვენ ტაძრებში მივდივართ იმისთვის, რომ ვილოცოთ. ამავე დროს, ჩვენ მცნება გვაქვს, რომელიც თავად პავლე მოციქულამდე ადის: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5:17). ჩვენ მოწოდებულები ვართ ვილოცოთ არა მხოლოდ ტაძარში, არამედ მაშინაც როცა ვართ მეტროსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

მართლმადიდებლურ ტრადიციაში მიღებული არაა, დავუშვათ, ქუჩაში გაჩერება და ისე ლოცვა, როგორც ამას მუსლიმები აკეთებენ. თუ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვლოცულობთ, ამას ჩვენთვის ჩუმად ვაკეთებთ. მაგრამ ყველა რელიგიურ ტრადიციას თავისი წესები აქვს. მაგალითად, ებრაელები შაბათს ისე მკაცრად იცავენ, როგორც ერთმა ებრაელმა მითხრა, რომ თუ, მაგალითად, შაბათის დადგომის დროს აეროპორტში აღმოჩნდება და სადმე შორს უნდა გაფრინდეს, მაშინ აეროპორტში ერთი დღე უნდა იჯდეს, სანამ შაბათი არ დამთავრდება, რათა მან თავისი ფრენის განახლება შეძლოს.

თითოეულ რელიგიას თავისი წესები აქვს, ისინი პატივისცემას იმსახურებენ. თუ მუსლიმებისთვის შეიქმნება სალოცავი ოთახები, მაშინ უნდა შეიქმნას სალოცავი ოთახები როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე სხვა რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლებისთვის, რადგან მათაც აქვთ საკუთარი რელიგიური მოთხოვნილებები.

სხვათა შორის, მსოფლიოს მრავალ აეროპორტში არის ასეთი სალოცავი ოთახები სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლებისთვის. მაგალითად, ბრიუსელის აეროპორტს აქვს ექვსი სალოცავი ოთახი: ერთი კათოლიკებისთვის, მეორე პროტესტანტებისთვის, მესამე მართლმადიდებლებისთვის, მეოთხე მუსლიმებისთვის, მეხუთე იუდეველებისთვის და მეექვსე ეს არის ოთახი უბრალოდ ურწმუნოებისთვის, სადაც მათ მისვლა და ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა შეუძლიათ.

მეორე კითხვაა, სად მოეწყობა ეს შენობები? იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით მეტროპოლიტენი: იქაა ბილიკები, რომლებზეც მატარებლები მოძრაობენ, სადგურები, სადაც მგზავრები იკრიბებიან და თუ თითოეულ სადგურზე სალოცავი ოთახები მოეწყობა, მაშინ სად და როგორ განთავსდება ისინი? მაშინ, ალბათ, ყველა მეტროსადგურის გადაპროექტირება და გადაკეთებაა საჭირო. არ ვიცი, მზად არის თუ არა მოსკოვის მეტროპოლიტენი ასეთი სახეცვლილებისთვის.

ე. გრაჩევა: მსურს რუსული ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესებზე ვისაუბრო. რუსული ენა სწორედ მისი მიხედვით ცხოვრობს 1956 წლიდან. აღმოჩნდა, რომ სამოც წელზე მეტია ამ წყობაში ცვლილებები არ მომხდარა და, ფილოლოგების აზრით, დადგა დღე, როცა ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს და ლექსიკონი განახლდეს. განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ამ დოკუმენტის პროექტი და ახლა განახლებული ორთოგრაფიის წესებია შემოთავაზებული, მათ შორის რელიგიასთან დაკავშირებული სახელები. ვარაუდობენ, რომ სიტყვები „ღმერთი“, „აღდგომა“, „პატრიარქი“ დაიწეროს დიდი ასოებით. თქვენ როგორც მწერალი, მათ შორის, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, როგორ შეაფასებთ ამ სიახლეებს?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე მათ დადებითად ვაფასებ, მაგრამ ამას არ შეიძლება სიახლე ეწოდოს. ეს არის დაბრუნება სალიტერატურო რუსული ენის იმ ნორმებთან, რომლებიც არსებობდა მე-XIX საუკუნეშიც, და მე-XX საუკუნის დასაწყისშიც, და რომლებიც, იდეოლოგიური მიზეზების გამო, საბჭოთა პერიოდში სპეციალურად რელიგიისა და მორწმუნეების დამცირებისა და ფეხქვეშ გათელვის მიზნით დამახინჯდა. ამ მიზნით სიტყვა „ღმერთი“ იწერებოდა პატარა ასოთი, სიტყვა „ღვთისმშობელი“ იწერებოდა სტრიქონული ასოებით. მაშინ როცა მორწმუნე ადამიაენები ყოველთვის – საბჭოთა პერიოდშიც, მანამდეც, და ახლაც – ამ სიტყვებს დიდი საწყისი ასოებით წერდნენ.

ეკლესიაში ჩვენი ნორმატივები გვაქვს, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ, ისინი გამოქვეყნებულია. ის გამოცემები, რომლებიც ეკლესიის ეგიდით გამოდის, გარკვეულ წესებს მიყვებიან. სიტყვა „ღმერთს“ ჩვენ ყოველთვის დიდი ასოთი ვწერთ გარდა იმ შემთხვევისა, როცა საუბარი წარმართულ ღმერთებს ეხება: ამ შემთხვევაში სიტყვა „ღმერთი“ პატარა ასოთი იწერება. ჩვენ სიტყვა „ეკლესიას“ დიდი ასოთი ვწერთ, როდესაც საუბარი ეხება ეკლესიას, როგორც ორგანიზაციას. მაგრამ თუ ვსაუბრობთ ეკლესიაზე, როგორც ტაძრის ნაგებობაზე, მაშინ მას ვწერთ პატარა ასოთი. და ასე შემდეგ, ანუ არსებობს გარკვეული ლოგიკა ამა თუ იმ სიტყვების დიდი ან პატარა ასოებით დაწერისას და ჩვენ მივყვებით ამ ლოგიკას. ის დამუშავდა, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ მე-XIX საუკუნეში, როცა დიდი რუსი მწერლების მიერ ჩვენი ლიტერატურული ენა იქმნებოდა, მაგრამ ის, ვიმეორებ, საბჭოთა დროს დამახინჯდა. ახლა ეს დამახინჯებები მოშორდება და ეს მხოლოდ მისასალმებელია.

ე. გრაჩევა: მეუფევ, პირდაპირი შეკითხვა თქვენ, როგორც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ეს დაკავშირებულია გრასში ფრანგულ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელმაც კანის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია ჩვენი ქვეყნის საკუთრებად აღიარა. ესეც ასეთი გრძელი ამბავია. შეიძლება, თქვენ ამ დავის წინარე ისტორიის შესახებ დაწვრილებით მოგვითხროთ? ამ დავის გამო ტაძარი ახლა უმოქმედოა. გთხოვთ, გვითხრათ, როგორ მოხდა, რომ ჩვენს ქონებას საფრანგეთს ვედავებით? როგორი იქნება ახლა ტაძრის ბედი? ჩატარდება იქ ღვთისმსახურებები?

მიტროპოლიტი ილარიონი: საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ყველა რელიგიური კონფესია ცენტრალიზებული ორგანიზაციების სახით არ არსებობს, არამედ ასოციაციების სახით, ეს ნიშნავს, მაგალითად, საფრანგეთის რომის კათოლიკურ ეკლესიას არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი. ის კანონიკურად გაფორმებულია, იქ არის ეპისკოპოსთა კონფერენცია, მაგრამ ფრანგული სამართლის თვალსაზრისით, თითოეული სამრევლო სხვა არაფერს წარმოადგენს, თუ არა ასოციაციას, ანუ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც შეიკრიბნენ გარკვეული მიზნის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში – რელიგიურის. ამას ფრანგულად უწოდებენ „association sans but lucratif“, ანუ „ასოციაციას კომერციული მიზნების გარეშე“, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „არაკომერციულ გაერთიანებას“.

ასოციაციამ, რომელიც კანის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარს ფლობდა, ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. იქ არათუ რემონტი არ გაკეთებულა, იქ გუმბათიც კი ჩამოინგრა, და ის ახლა მიწაზე დევს. შენობა შემოღობილია, ის ავარიულია. იქ უკვე ექვსი წელია ხალხს არ უშვებენ. მღვდელი, რომელიც ამ ასოციაციის მიერ მსახურებისთვის არის მიწვეული, ღვთისმსახურებას კარავში ასრულებს. ეს აღმაშფოთებელი ვითარება ამ ასოციაციის ხელმძღვანელობის ბრალეულობის გამო შეიქმნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ახლა ტაძარი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, რადგან ის მე-XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის საიმპერატორო ოჯახის ხარჯებით აიგო. ის რუსეთის სახელმწიფოს საკუთრება იყო, და ის რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში ბრუნდება. ჩვენ შეგვიძლია, როგორც იქნა თავისუფლად ამოვისუნთქოთ, რადგან ახლა რუსეთის სახელმწიფო იზრუნებს ამ ეკლესიის აღდგენაზე, კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე.

მე დიდად ვიმედოვნებ, რომ მალევე მას შემდეგ, რაც ტაძარში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარდება, მორწმუნეები ამ ისტორიულ რუსულ ტაძარში კვლავ შეძლებენ ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღებას.

ე. გრაჩევა: იმედი ვიქონიოთ, რომ ის ისეთივე მართლმადიდებლობის მარგალიტად გადაიქცევა ცისფერ სანაპიროზე, როგორსაც ნიცას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია წარმოადგენს. დიდი მადლობა, მეუფევ, იმისთვის, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა მაყურებლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც გადაცემის „ეკლესიისა და მსოფლიო“ -ს ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: რუსეთში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვდება, არა მხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ სხვა სერიოზული დაავადებებისგანაც. მაგალითად, გრიპისგან, ტუბერკულოზისგან, გულის დაავადებებისგან. გასულ წელს რუსეთში მომხდარი ავტოსაგზაო უბედური შემთხვევების შედეგად 11 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, რატომღაც, მთელი ყურადღება კოვიდზეა მიპყრობილი, და თქვენ პირადადაც მუდმივად ამაზე საუბრობთ. მეუფევ, ჩემი აზრით, ეს პრობლემა თითიდანაა გამოწოვილი.

მიტროპოლიტი ილარიონი: არ ვიცი, ყოფილხართ თუ არა „წითელი ზონის“ ჰოსპიტალში ან საავადმყოფოში. წადით, ნახეთ. არ დაიზაროთ, ჩაიცვით სპეცტანსაცმელი, წადით ნახეთ ეს ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე არიან მიერთებულები, შეხედეთ ადამიანებს, რომლებიც კვდებიან. შესაძლოა, თქვენს ოჯახს ეს ჯერ კიდევ არ შეხებია, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ალბათ რომელიმე თქვენს ახლობელ ადამიანს შეეხება. მაშინ ნახავთ, რომ ეს პრობლემა არ არის თითიდან გამოწოვილი. მხოლოდ მაშინ გვიანი იქნება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი, როგორიც თქვენ, რომლებსაც არა მარტო ასეთი შეხედულებები აქვთ, არამედ აჟღერებენ მათ. სინამდვილეში ის, რაც ხდება, სრულიად შეუდარებელია იმასთან, რასაც თქვენ აღწერთ. თქვენ თვითონ წერთ, რომ გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 11 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხოლო კორონავირუსისგან დღეში ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. ასე რომ, შეადარეთ ეს რიცხვები. ამ რიცხვების უბრალო შედარებაც კი დაგანხებთ, რომ პრობლემა არ არის თითიდან გამოწოვილი.

კითხვა: მოგესალმებით, მეუფევ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ვაქცინაციის სასარგებლოდ თქვენი აქტიური პოზიციისთვის. მე თვითონ გავიკეთე აცრა, უფრო მეტიც, ვგეგმავდი რევაქცინაციის გაკეთებას. ეს არჩევანი მე თვითონ გავაკეთე, რადგან არ მინდა მოვკვდე. მაგრამ ახლობლებისთვის ახსნა და დარწმუნება არ გამომდის. ჩემი არგუმენტაცია მათზე არ მოქმედებს. ჩემი მეგობრების ნახევარი და რამდენიმე ახლობელი – მგზნებარე, შეიძლება ითქვას, „ზომბირებული“ ანტივაქცერია. როგორ ავუხსნა ვაქცინაციის აუცილებლობა მართლმადიდებლური თვალსაზრისით?

მიტროპოლიტი ილარიონი: იცით, ჩემი არგუმენტებიც ბევრზე არ მოქმედებს. აი ეს-ესაა მე წავიკითხე კითხვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრობლემა თითიდანაა გამოწოვილი. ციფრები ქვეყნდება. დღეში ათასობით ადამიანი იღუპება, მაგრამ ვიღაცას სურს, მიიჩნევდეს, რომ პრობლემა თითიდანაა გამოწოვილი. ვიღაცას სურს დაიჯეროს, რომ კოვიდი – ეს იგივეა, რაც სეზონური გრიპი. არიან ადამიანები, და ისინი ძალიან ბევრნი არიან, რომლებიც ამჯობინებენ არა ციფრებსა და ფაქტებს, არამედ მითებსა და ჭორებს დაუჯერონ. ისინი ამ მითებით ცხოვრობენ, ეს ხალხი ძალიან აგრესიულები არიან, როგორც ახლა ბევრი ჩვენი ანტივაქცერი: ისინი ხომ ძალიან აგრესიულები არიან, ისინი თავს ესხმიან სხვა ადამიანებს, არ ჩერდებიან იმის წინაშე, რომ გააყალბონ ან გაყალბებული სერთიფიკატები იყიდონ, ანუ ღრმად უზნეო ქმედებებზეც არ ჩერდებიან. არიან ადამიანები, რომელთა გადარწმუნებაც შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ, ვუთხრათ რა ხდება სინამდვილეში. და თუ არ სჯერათ, თუ ამისთვის თავს დაგვესხმიან, მაშინ ეს უნდა მოვითმინოთ. თუ მათ არ სჯერათ ან არ უნდათ ჩვენი მოსმენა, მაშინ ამ პრობლემას ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვერაფერს მოვუხერხებთ, სამწუხაროდ.

ბევრი ადამიანია, ვისაც კოვიდის არ სჯეროდა, ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ზღაპრებია, რომ ეს პრობლემა თითიდან გამოწოვილია, და შედეგად დაავადდნენ და ახლა უკვე იმქვეყნად წავიდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვებს აცრის გაკეთებას არ ურჩევდნენ, თავიანთ ნათესავებს, და ხელი შეუწყვეს იმას, რომ ეს ხალხი იმქვეყნად წავიდა, მძიმე ტანჯვაში მოკვდა. ახლა კი ჩვენთან მოდიან, მღვდლებთან, აღსარებაზე და ამბობენ: როგორ მოვინანიებ იმას, რომ საკუთარი დედა არ გადავარჩინე ან საკუთარი ბებია არ გადავარჩინე... ჩვენ ახლა მუდმივად ამას ვაწყდებით. სამწუხაროდ, ადამიანები გვიან ნანობენ და მაშინ მოდიან გონს, როცა უკვე საქმის გამოსწორება შეუძლებელია.

კითხვა: ორი მსგავსი კითხვაა: ერთი კონსტანტინესგან, რომლის დედაც ავად არის. ის მოუნათლავია და მას სურს მისთვის ეკლესიაში ილოცოს. და მეორე კითხვა სვეტლანასგან, რომელიც კითხულობს, როგორ შეიძლება მიცვალებულებისთვის ლოცვა, თუ ისინი მართლმადიდებლები არ იყვნენ, იყვნენ კათოლიკები ან სხვა ქრისტიანულ კონფესიებს მიეკუთვნებოდნენ.

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთი წესი არსებობს, რომ გარკვეული სახის მოხსენიება – როგორც ჯანმრთელისთვის, ისე მიცვალებულისთვის, და სწორედ ის მოხსენიება, რომელიც ღვთისმსახურებაზე საჯაროდ სრულდება – სრულდება მხოლოდ მართლმადიდებლებთან მიმართებაში, როგორც ცოცხალთათვის, ასევე მიცვალებულთათვის. ეს ეხება პროსკომედიაში მოხსენიებას, ანუ საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მოსახსენებლები ხმამაღლა იკითხება. მაგრამ არავინ უშლის ხელს მართლმადიდებელ ქრისტიანს, ილოცოს თავისი საყვარელი ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი კონფესიისადმი მიკუთვნებულობისა. ეს ეხება როგორც ცოცხლებს, ასევე მიცვალებულებს.

უფალმა მცნება მოგვცა ვილოცოთ ერთმანეთისთვის და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ადამიანებისთვის. ამიტომ, თუ გსურთ ილოცოთ თქვენი ახლობელი ადამიანისთვის, ცოცხალისთვის თუ გარდაცვლილისთვის, მაშინ არავინ შეგიშლით ხელს. ეს კარგი, კეთილი და წმინდა საქმეა.

კითხვა: რამდენიმე წლის წინ, როცა მოწიფულ ასაკში ვიყავი, ნათლობა ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მივიღე, რადგან იმ დროს ათენში ვცხოვრობდი. კითხვა: ჩემთვის, როგორც ახლა რუსეთში მცხოვრები მართლმადიდებლისთვის, ეს ცვლის რამეს? ხელახლა უნდა მოვინათლო?

მიტროპოლიტი ილარიონი: თქვენ არ გჭირდებათ ხელახლა ნათლობა. ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში ვამბობთ: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. თუ ადამიანმა ერთხელ მიიღო ნათლობა, მაშინ მას არანაირი ხელახალი ნათლობა არ სჭირდება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის, მაგალითად, რომელიმე სქიზმატურ საზოგადოებაში რომელიმე ცრუ მღვდელმა ან თვითმარქვიამ მონათლა, რომელსაც კანონიერი ხელთდასხმა არ გააჩნდა. აი, ასეთ შემთხვევაში აღესრულება ნათლობის საიდუმლო. ამასთანავე ჩვენ არ ვამბობთ, რომ ის განმეორებითია, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ თვითმარქვიის ან განხეთქილებაში მყოფის მიერ შესრულებული წინანდელი „ნათლობა“ ნამდვილი არ იყო.

მსურს ეს გადაცემა პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლის სიტყვებით დავასრულო: „ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ“ (ეფეს. 5:17).

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, დაე უფალმა დაიფაროს თითოეული თქვენგანი.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب