მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთ…

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა


2021 წლის 25 ნოემბერს ახალგაზრდა თეოლოგთა პირველი სრულიად რუსეთის ფორუმი გაიმართა, რომელიც თეოლოგიის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაციის (HOTA) მიერ იყო ორგანიზებული. მარდამჭერი ორგანიზაციები იყვნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის თეოლოგიური, რელიგიური და სულიერ-ზნეობრივი განათლების განვითარების საბჭოს კომისია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტი V სრულიად რუსეთის (საერთაშორისო მონაწილეობით) სამეცნიერო კონფერენციის – „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ – ფარგლებში.

ფორუმი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორმა, თეოლოგიის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გახსნა. მან, კერძოდ, აღნიშნა, რომ რუსეთის საგანმანათლებლო სივრცეში თეოლოგია არსებობს ორი ფორმით: დისციპლინების კომპლექსის სახით, რომლებიც კონფესიურ სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება, და ჰუმანიტარული მეცნიერების სახით, რომელიც საერო უნივერსიტეტებში ისწავლება.

„თეოლოგია, – ხაზგასმით აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა, – არის ერთ-ერთი ჰუმანიტარული მეცნიერება, რომელსაც კავშირი აქვს ადამიანთა ფართო სპექტრთან, მრავალთან, ვინც უმაღლეს განათლებას იღებს. და ამ თვალსაზრისით საერო საგანმანათლებლო სივრცეში თეოლოგია მოთხოვნადი და გამართლებულია. თეოლოგია ემსახურება განათლების მიმღებთა ჰორიზონტის გაფართოებას, რომლებიც ითავისებენ ადამიანური ცოდნის ამ სფეროს.

ბოლო წლებში ორი სფეროს დაახლოება ხდება: თეოლოგია სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თეოლოგია, რომელიც საერო საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს. ჯერ ერთი, უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს თეოლოგიის ზოგადი ფედერალური საგანმანათლებლო სტანდარტი, ამ დროისთვის სამი პასპორტი არსებობს: მართლმადიდებლური, ისლამური და იუდეური თეოლოგია. თეოლოგია არ შეიძლება მოწყვეტილი იქნეს კონკრეტულ რელიგიურ ტრადიციებს, და ამაშია განსხვავება თეოლოგსა და რელიგიურ მეცნიერს შორის. მეორეც, დაახლოება ხდება თანდათანობით ერთნაირი სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების გზით. ახლა იქმნება დახმარე სახელმძღვანელოები, რომლებშიც გათვალისწინებულია ჩვენი ეკლესიის მთელი დაგროვილ გამოცდილებას და სრულად პასუხობენ განათლების თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს. 30-მდე სახელმძღვანელო უკვე გამოიცა და ამდენივე გამოსაცემია. მომზადებულია „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის“ სამი ტომი, ერთი უკვე გამოცემის პროცესშია, მეორე რეცენზირებას გადის, მესამე დაწერილია და მალე გადაიგზავნება სარეცენზიოდ. უახლოეს წლებში ჩვენ ვეცდებით დავასრულოთ ბაკალავრიის დამხმარე სახელმძღვანელოების ახალი თანამედროვე სრული კორპუსის შექმნაზე მუშაობა, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც სასულიერო სასწავლებლებში, ისე საერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით ჩვენ თეოლოგიის სამეცნიერო- საგანმანათლებლო ასოციაცია (თსსა, HOTA) შევქმენით, რომელიც ახლა 70 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, და უახლოეს შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია დეკემბრის პირველ დღეებში, ჩვენ კიდევ შვიდი უნივერსიტეტიდან განვიხილავთ განაცხადებს.

ამ დროისთვის თსსა-ის შემადგენლობაში შედიან დამფუძნებლები – წმინდანთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სახემწიფო უნივერსიტეტები, სახალხო მეურნოებისა და სახელმწიფო სამსახურის რუსული აკადემია, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი „ეკონომიკის უმაღლესი სკოლა“, ეროვნული კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტი, სადაც თეოლოგიის კათედრა მოქმედებს. თსსა-ის შემადგენლობაში შედიან წამყვანი უნივერსიტეტები – როგორც ფედერალური და დიდი რეგიონალური უნივერსიტეტები, ისე, სასულიერო აკადემიები და სემინარიები, ასევე უნივერსიტეტები, რომლებიც სხვა რელიგიურ ტრადიციებს ეკუთვნის, კერძოდ, ისლამურს და ებრაულს. ამრიგად, ჩვენ ვავითარებთ თეოლოგიას სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საერო საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც რელგიათაშორის პროექტს. ჩვენი სამშობლო მრავალკონფესიურ ქვეყანას წარმოადგენს და თითოეული ტრადიციისთვის იქმნება ან შეიქმნება სივრცე იმისათვის, რათა ამ ტრადიციის წარმომადგენლებმა შეძლონ თეოლოგია სრული მოცულობით შეისწავლონ. დიდად ვიმედოვნებ, რომ თეოლოგები განათლების მიღებას შესაბამის მაღალ სამეცნიერო დონეზე შეძლებენ. ჩვენი მხრივ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

მათ, ვინც ფორუმზე შეიკრიბა, მინდა ვუსურვო, რომ თეოლოგიის შესწავლამ თქვენი ცხოვრება გახადოს საინტერესო, მდიდარი, სავსე, რადგან თეოლოგიის შესწავლა – არ არის მხოლოდ რაიმე აბსტრაქტული სამეცნიერო დისციპლინის შესწავლა, არამედ ის, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, და ამ მიმართებით თეოლოგია გამორჩეულად დგას სხვა მეცნიერებებს შორის, რადგან მას განსაკუთრებული კავშირი აქვს ადამიანის მსოფლმხედველობასთან და მის ცხოვრების წესთან“.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართგველოს რეფერანტმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს პასუხისმგებელმა მდივანმა ა.ვ. ტრეტიაკოვმა, რომელმაც მის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს რელიგიური განათლების კომისიის მუშაობის შესახებ ისაუბრა და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან თეოლოგიის განვითარების მხარდაჭერა დაადასტურა

შემდეგ გაჟღერდა სინოდალური განყოფილების წინაშე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სულიერი და ზნეობრივი აღზრდის, რელიგიური განათლებისა და კატეხეზაციის კომისიის წევრის, სარანსკისა და მორდოვის მიტროპოლიტ ზინობის მისალმება, რომელმაც, კერძოდ, თქვა: „თეოლოგიის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაციის (თსსა) თეოლოგიური პლატფორმა მოწოდებულია, გამოასწოროს დამახინჯებები, გამოიყენოს ადამიანის ცხოვრების გააზრების დადებითი გამოცდილება და საერთო ადამიანურ განვითარებაში იმ იმპულსის შეტანა, რომელიც ღვთის შეწევნის ბევრ კარგ ნაყოფს მოგვცემს ჩვენს კეთილ წამოწყებებში“.

ახალგაზრდობის საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ისტრას ეპისკოპოსმა სერაფიმემ, კონფერენციის მონაწილეებისადმი თავის მიმართვაში აღნიშნა: „ახალგაზრდა ღვთისმეტყველთა ფორუმი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეოლოგიის როლი თანამედროვე სამყაროში და კერძოდ ახალგაზრდებისთვის. თეოლოგიის პრაქტიკული მიმართულების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს საზოგადოების კითხვებსა და გამოწვევებზე მისი თეოლოგიური პასუხები. თეოლოგიის პოზიცია აუცილებლად უნდა გაჟღდეს ყველაზე ფართო აუდიტორიაში, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, რადგან მხოლოდ თეოლოგია შეისწავლის ადამიანისა და ღმერთის, ადამიანისა და ადამიანის ღრმა ურთიერთქმედებებს, აღწერს რა საზოგადოების ცხოვრების სულიერ ასპექტებს“.

მონაწილეებს ასევე მიესალმნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ვალენტინ ვასეჩკო, სახელმწიფო სამსახურისა და მართვის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რ.ნ. კორჩაგინი.

პლენარული სხდომა დასრულდა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, თეოლოგიის უმაღლესი საატესტაციო კომისიის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარის, თსსა-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის და დოქტორანტურის სამეცნიერო მუშაობის პრორექტორის, პროფესორის დ.ვ. შმონინის ლექციით – „თეოლოგია თანამედროვე განათლებისა და სტუდენტური მეცნიერების სისტემაში: საკურსო სამუშაოდან დისერტაციამდე“.

ღონისძიება ტელეხიდის ფორმატში გაიმართა, რომელიც ათ ძირითად ველს აკავშირებს – რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სასულიერო სკოლებს. მათ რიცხვშია – წმინდათა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა, სარატოვის ნ.გ. ჩერნიშევსკის სახელობის ეროვნული კვლევითი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კურსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თ.მ. დოსტოევსკის სახელობის ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სარატოვის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია, ეკატერინოდარის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია და სხვ.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდა თეოლოგმა რუსეთის ჩვიდმეტი რეგიონიდან, ასევე მონაწილეებმა სირიიდან და აშშ-დან, მათ შორის 240 სტუდენტი სწავლობს „თეოლოგიის“ მიმართულების მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბაკალავრის, მაგისტრატურის და ასპირანტის). გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო უმაღლესი სასულიერო პირების, სამთავრობო ორგანოების, რექტორების, პრორექტორების, დეკანების, საღვთისმეტყველო კათედრების გამგეების და სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაკების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

ფორუმმა 25 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მონაწილეები გააერთიანა, შვიდ სამეცნიერო განყოფილებაში 120 მოხსენება მოისმინეს.

დისკუსია სამეცნიერო სექციების შემდეგ მიმართულებებში მიმდინარეობდა: „დოგმატური ღვთისმეტყველება და პატრისტიკა“, „ფილოსოფიური თეოლოგია“, „ეკლესიის ისტორია“, „ბიბლეისტიკა“, „სამოძღვრო ღვთისმეტყელება, მისიოლოგია, სახელმწიფოსა და ეკლესიის სამართლებრივი ურთიერთობები“, „ლიტურგია და საეკლესიო ხელოვნება“, „თეოლოგია და განათლება“.

ფორუმის შედეგების მიხედვით, ცხრამეტმა ადამიანმა მიიღო გამარჯვებულის დიპლომი, მათგან ათი – სარატოვის ნ.გ. ჩერნიშევსკის სახელობის ეროვნული კვლევითი სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმინდანთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში სწავლობს. დანარჩენი გამარჯვებულები წარმოადგენდნენ ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კურსკის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თ.მ. დოსტოევსკის სახელობის ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეკატერინოდარის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიას, ტვერის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ი. ს. ტურგენევის სახელობის ორიოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ფორუმის დიპლომანტები 2021 წლის 2 დეკემბერს V სრულიად რუსეთის (საერთაშორისო მონაწილეობით) ახლაგაზრდული სამეცნიერო კონფერენციის – „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში: თეორია, ისტორია, რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის პრაქტიკა გლობალური გამოწვევების ვითარებაში“ – მონაწილეები გახდებიან.

ახალგაზრდა ღვთისმეტყველთა პირველი სრულიად რუსეთის ფორუმის შედეგების მიხედვით სამეცნიერო შრომების კრებულის გამოცემა იგეგმება.

 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა თანაგრძნობა გამოხატა შაბაცკის ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებისთვის ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო

24.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოხატა თანაგრძნობა სსკგ-ის მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვი) სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ეპისკოპოსად ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

22.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب