მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპ…

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმინდესი კირილეს 75 წლისთავისათვის მომზადდა აუდიოპროექტის „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“ პირველი ნაწილი: ახალი აღთქმა. პროექტის პრეზენტაცია შედგა 2021 წლის 24 ნოემბერს წიგნის პალატაში მოსკოვის ჩერნიგოვის საპატრიარქო მეტოქიონში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, ქრისტიანული კონფესიათაშორისი საკონსულტაციო კომიტეტის (ქკსკ) თანათავმჯდომარის, ჩერნიგოვის მეტოქიონის წინამძღვრის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ილარიონის მონაწილეობით.

აუდიობიბლიოთეკის ჩაწერაში მონაწილეობდნენ თეaტრისა და კინოს ცნობილი მსახიობები: ევგენი მირონოვი, ანდრეი ზავოდიუკი, ალექსეი ფატეევი, იგორ გორდინი, სერგეი მაზოვიკოვი, ალექსეი ივაშჩენკო, ალექსანდრე გრუზდევი, სერგეი კოლესნიკოვი, დენის ნეკრასოვი, ალექსანდრე კოვრიჟნიხი, იგორ ტარადაიკინი და სხვები.

აუდიობიბლიოთეკა მობილური აპლიკაციის სახით არის გამოშვებული, რომლის გადმოწერაც უფასოდ შეიძლება AppStore და Google Play-ში „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“ აკრეფით. ეს მობილური აპლიკაცია ასევე წარმოდგენილი იქნა ღონისძიების ფარგლებში.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის ქრისტიანული კონფესიების მეთაურები და წარმომადგენლები – ქრისტიანული კონფესიათშორისი საკონსულტაციო კომიტეტის წევრები: მოსკოვში ღვთისმშობლის არქიეპარქიის ორდინარიუსი არქიეპისკოპოსი პავლე პეცი, ქკსკ-ის თანათავმჯდომარე; რუსეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსი დიტრიხ ბრაუერი, ქკსკ-ის თანათავმჯდომარე; რუსეთის ევანგელური სარწმუნოების (ორმოცდაათიანელები) ქრისტიანთა გაერთიანებული კავშირის უფროსი ეპისკოპოსი ს. ვ. რიახოვსკი; რუსეთის ევანგელისტ ქრისტიან-ბაპტისტთა საბჭოს თავმჯდომარე პ.ვ. მიცკევიჩი; რუსეთის ევანგელური რწმენის ქრისტიანთა ეკლესიის უფროსი ეპისკოპოსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ი.ი. ბორიჩევსკი; მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტების ეკლესიის გენერალური კონფერენციის ევრო-აზიური დივიზიონის თავმჯდომარის მოადგილე ო.იუ. გონჩაროვი; სსკგ-ის ქრისტიანთაშორის ურთიერთობათა მდივანი მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი), ქკსკ-ის მდივანი; რუსეთის ექბ საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვ.ვ. იგნატენკოვი; რუსეთის ევანგელური სარწმუნოების (ორმოცდაათიანელები) ქრისტიანთა გაერთიანებული კავშირის უფროსი ეპისკოპოსის მოადგილე ჩრდილო-დასავლეთ ფედერალურ ოლქში დ.დ. შატროვი.

პრეზენტაციის გახსნისას მეუფემ ბრძანა, რომ ჩერნიგოვის შესახვევში მდებარე წიგნის პალატა – ეს არის სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გაიხსნა. „აქ შეიძლება სასულიერო ლიტერატურის შეძენა, აქ ასევე ჩატარდება წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ღონისძიებები იმისთვის, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის, მათ შორის წიგნებზე მსჯელობის და ლიტერატურული პროექტების განხილვის შესაძლებლობა მიეცეთ“, ბრძანა მღვდელთმთავარმა.

აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“ უკანასკნელი წლის განმავლობაში მზადდებოდა და მისი გამოშვება მიუსადაგეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლისთავს. „გუშინ მე შევხვდი უწმინდეს პატრიარქს, წარვუდგინე მას ეს პროექტი და ვუთხარი, რომ უნდა გავაცნო ის დღეს ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის სხდომის მონაწილე ქრისტიანული კონფესიების ხელმძღვანელებს, – ბრძანა მიტროპოლიტმა ილარიონმა. – უწმინდესმა პატრიარქმა მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის მისი კეთილი სურვილები, მისალმება, ლოცვა-კურთხევა და გამოთქვა იმედი, რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიაში მოთხოვნადი იქნება – ყველგან, სადაც რუსულ ენაზე ისმენენ და კითხულობენ ბიბლიას“.

სსკგ-ის თავმჯდომარემ დამსწრეთ შეახსენა, რომ 2016 წლის ოქტომბერში მოსკოვში ჩატარდა ბიბლიის სინოდალური თარგმანის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. „ამ თარგმანის რთული იტორია დაიწყო ფაქტობრივად XIX საუკუნის მიწურულს, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. – ასეთი ხანგრძლივი პროცესი განპირობებული იყო არა მხოლოდ იმით, რომ ბიბლიის წიგნები ებრაულიდან და ბერძნულიდან უნდა თარგმნილიყო, არამედ იმითაც, რომ მაშინდელ რუსულ საზოგადოებაში ბიბლიის რუსულ ენაზე თარგმნას ბევრი წინაღობა ხვდებოდა. ალექსანდრე I-ის დროს დაიწყო ეს მუშაობა, ნიკოლოზ I-ის დროს შეჩერდა, ალექსანდრე II -ს დროს კი განახლდა, და დასრულდა მხოლოდ 140-ზე ოდნავ მეტი წლის წინ“.

დღეისათვის ბიბლიის სინოდალური თარგმანი საყოველთაოდ აღიარებული თარგმანია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყველა ქრისტიანული კონფესია იიყენებს, აღნიშნა სსკგ-ის თავმჯდომარემ.

ახალი პროექტის თავისებურებათა შესახებ საუბრისას მეუფემ აღნიშნა: „რუსულ ენაზე არსებული აუდიობიბლიებისგან განსხვავებით ამ პროექტში ბიბლიის კითხვა როლებად არის დაყოფილი, ანუ ყველა ბიბლიურ ავტორსა და პერსონაჟს თავისი ხმა აქვს: ჩვენ გვესმის იესო ქრისტეს, მათე მახარებლის, მოციქული პეტრეს ხმები. გარდა ამისა ტექსტის გახმოვანება მუსიკალური თანხლების ფონზე ხდება, რაც ემოციურად აძლიერებს ტექსტის ზემოქმედებას. მუსიკის ნაწილი სპეციალურად ამ პროექტისთვის დაიწერა“.

მიტროპოლიტი ილარიონი პირადად მონაწილეობდა მახვილების შემოწმებაში, ასევე მუშაობდა მსახიობთა დასთან და ხმის რეჟისორებთან კითხვის მანერასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „პროფესიონალ მსახიობებსა და გამხმოვანებლებს აქვთ ტექსტის იმგვარად მიწოდების გამოცდილება, რომელიც ყურსა და გულს კარგად ხვდება. მეორე მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ხელოვნურობისა და აფექტურობის თავიდან აცილება, რომ ეს კითხვა მეტისმეტად მანერული და მომაბეზრებელი არ ყოფილიყო. ზოგიერთი მსახიობი რამდენიმე მოსმენის შემდეგ „გაიცხრილა“ – ასე ვთქვათ; სხვებთან ინტენსიური მუშაობა გახდა საჭირო, რომ ისეთი ინტონაცია შეგვერჩია კითხვისას, რომელიც ბუნებრივია და ყურს არ ჭრის“, – აღნიშნა მეუფემ.

აუდიობიბლიაზე მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კომპოზიტორმა სვიატოსლავ ოვოდოვმა, რომელმაც დაწერა მუსიკა აპოკალიფსისთვის. „როდესაც მე მოვისმინე ეს მუსიკა, მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. – გაგვიზიარა თავისი დამოკიდებულება მთვდელმთავარმა. – ეს ისეთი მუსიკაა, რომელიც ძალზე აძლიერებს ტექსტის აღქმას“.

მიტროპოლიტ ილარიონის გადმოცემით, პროექტს „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“ ასე კიდევ იმიტომ ეწოდა, რომ ადამიანებისთვის ბიძგი მიეცა წმინდა წერილის ერთობლივი კითხვისათვის: „ჩვენს დროში საკუთარი თავის პატივისმცემელი ყოველი ადამიანი თავს მოვალედ თვლის ბიბლია ჰქონდეს თაროზე. ხალხი ყიდულობს ამ სქელტანიან წიგნს, გადაშლიან, იწყებენ კითხვას, ვერაფერს გებულობენ ან ძალიან ცუდად ესმით, რაღაც მომენტში ჩერდებიან და ამბობენ: ეს ძალიან რთულია, დიდი დრო სჭირდება, დრო კი არ გვყოფნის და ასე შემდეგ. ერთობლივი კითხვა კი ოჯახში, ეკლესიურ თემში თუ ბიბლიის წრეში ბევრად აადვილებს წმინდა ტექსტის გაგებას და მის სმენით აღქმას“.

შემდეგ დამსწრეთ მოასმენინეს იოანეს სახარების 21-ე თავი.

პროექტის პროდიუსერისა და სამხატვრო ხელმძღვანელის ნატალია როსლანის აზრით, მობილურ აპლიკაციაში აუდიოწიგნის ფორმატში ბიბლია ძალზე აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის. „ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითქმის საუკუნენახევრის წინ დაწერილი ტექსტები ძალზე თანამედროვედ და აქტუალურად ჟღერს“, – თქვა ნატალია როსლანმა, – და დასძინა, რომ ეს „არაჩვეულებრივ აღმოჩენად“ იქცა პროექტის ყველა მინაწილისთვის.

მისი თქმით, უკვე ჩაწერილია ახალი აღთქმის 27 წიგნი – ეს 20 საათი და 25 წუთია. ძველი აღთქმა 50 წიგნს მოიცავს, რაც 95 საათს შეადგენს. „ჩვენ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ჩაწერის პროცესში ვართ და გვესმის, რომ ეს 115 საათი – უზარმაზარი მოცულობის სამუშაოა, რომელიც უკვე გაკეთდა და რომელიც კიდევ შესასრულებელია“, – აღნიშნა პროექტის პროდიუსერმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, და დაუმატა, რომ აუდიობიბლიის შემდეგ ნაწილზე მუშაობა მომავალ წელს გაგრძელდება.

შემდეგ პრეზენტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მოციქულ პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს 1-ლი თავი.

კომპოზიტორმა, აპოკალიფსის წიგნისთვის დაწერილი მუსიკის ავტორმა სვიატოსლავ

ოვოდოვმა მსმენელებს უამბო ნაწარმოების დაწერის პროცესის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მუსიკა უმოკლეს ვადაში დაიწერა – ერთნახევარ თვეზე ნაკლებ დროში. „ეს წარმოუდგენელი ვადაა კომპოზიტორისთვის. მე ვმადლობ უფალს ამ საოცარი ჩარევისთვის ამ შრომაში, იმიტომ, რომ წმინდა ადამიანურად ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი. ჩვენ ვიცით ამ წიგნის შინაარსი, მისი აქტუალურობა და იდუმალება. მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი მუსიკა მართლაც „ეხმიანება“ ტექსტს, მონაწილეობს მასში და რომ ის მაღლით მომეცა“, – თქვა კომპოზიტორმა.

შემდეგ შეკრებილთ მოისმინეს აპოკალიფსის 8-ე თავი.

ქრისტიანული საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრებმა, რომლებიც პრეზენტაციაში იღებდნენ მონაწილეობას, ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ პროექტს, აღნიშნეს მისი მნიშვნელობა და აუდიობიბლიის გამოყენების აუცილებლობა ქრისტიანულ თემებში ახალგაზრდებთამ მუშაობისას და ოჯახური მოსმენისათვის.

„აუდიობიბლია – ეს შემოქმედებითი პროდუქტია, რომლის შექმნაშიც ადამიანების დიდმა ჯგუფმა მიიღო მანაწილეობა: მკითხველებმა, კომპოზიტორებმა, ხმის რეჟისორებმა, სამხატვრო ხელმძღვანელებმა, თითოეულმა მათგანმა არა მხოლოდ პროფესიონალური უნარი, არამედ თავისი გულის ნაწილიც ჩააქსოვა ამ ნაშრომში“, – აღნიშნა შემაჯამებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა ილარიონმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და უფლის შეწევნა უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში.

 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب