
მოსკოვის საპატრიარქო
გაიმართა სსკგ-ის თავმჯდომარისა და პაპის საბჭოს მეთაურის შეხვედრა რელიგიათშორის დიალოგთან დაკავშირებით
2021 წლის 24 ნოემბერს წმინდა განმანათლებელთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში გაიმართა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის შეხვედრა პაპის საბჭოს მეთაურთან რელიგიათაშორისი დიალოგის საკითხებში კარდინალ მიგელ აიუსო გიკსოტთან.
რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციაში სამოციქულო ნუნციატურის მრჩეველმა მონსენიორმა პეტრე ტარნავსკიმ და პაპის საბჭოს თანამშრომელმა რელიგიათაშორისი დიალოგის საკითხებში მონსენიორმა ლუჩიო სემბრანომ; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მხრიდან − სსკგ-ის მდივანმა ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონმა სტეფანემ (იგუმნოვი), მდივანმა რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმა დიმიტრი საფონოვმა და სამდივნოს თანამშრომელმა რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხებში ი.ა. ნიკოლაევმა.
მიტროპოლიტი ილარიონი გულითადად მიესალმა მაღალ სტუმარს და წარმოუდგინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება რელიგიათაშორისი დიალოგის სფეროში. სსკგ-ის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა რუსეთის სახელმწიფოს თანამოქმედების მაღალი დონე ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებთან, ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოსა და პრეზიდენტის საბჭოს საქმიანობაზე რელიგიურ გაერთიანებებთან თანამოქმედებით.
თავის მხრივ, კარდინალმა გიკსოტმა გამოთქვა მადლიერება შეხვედრის ორგანიზებისა და საშუალებისთვის, გაცნობოდა ფართო სპექტრით მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიათაშორის კონტაქტებს.
საუბრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს რიგი საკითხები, რომლებიც ეხებოდა დევნილი ქრისტიანების დაცვას, აბრაამისეული რელიგიის დიალოგს და საერთაშორისო უწყებებს.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021