მთავარი გვერდი ახალი ამბები
2020 წელს ევროპაში ქრისტიანთა მიმართ სიძულვილის ნიადაგზ…

2020 წელს ევროპაში ქრისტიანთა მიმართ სიძულვილის ნიადაგზე გამოწვეული დანაშაულებები მკვეთრად მატულობს


ეუთოს ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც ამა წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა, ევროპაში ქრისტიანების წინააღმდეგ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულები 2020 წელს საგრძნობლად გაიზარდა.

ეუთოს ანგარიშში, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთანაა დაკავშირებული, მოხსენებულია 980 თავდასხმაზე ქრისტიანებზე. ესენია კათოლიკური ტაძრების დაწვა, წმინდა ძღვენის შეურაცხყოფა და ძარცვა, გამოსვლები მღვდლების წინააღმდეგ და ანტიკათოლიკური წარწერები სამლოცველო და საღვთისმსახურო შენობებზე, მათ შორის აბორტის უფლების მოძრაობის აქტივისტების მიერ. 2019 წელს საგრძნობლად ნაკლები თავდასხმა დაფიქსირდა ქრისტიანებზე, კერძოდ 595 შემთხვევა.

ასევე აღნიშნულია ეკლესიის საკუთრებაზე თავდასხმების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდაც – 2019 წელს 459-დან 2020 წელს 871-მდე. ამავდროულად, ადამიანების წინააღმდეგ ბოროტი ქმედებები და ძალადობრივი თავდასხმები იმავე პერიოდში 80-დან 56-მდე შემცირდა. ქრისტიანების წინააღმდეგ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების ყველაზე დიდი რაოდენობა პოლონეთში დაფიქსირდა – 241 შემთხვევა 2020 წელს, სადაც ჭარბობდა ვანდალიზმი კათოლიკური საკუთრების მიმართებაში, რაც ეკლესიის მიერ აბორტების წინააღმდეგ გამოსვლებს უკავშირდება. ეუთოს ანგარიშში აღნიშნულია 172 ასეთი შემთხვევა გერმანიაში, 159 საფრანგეთში და 113 იტალიაში. წმინდა საყდარმა ეუთოს ევროპაში ქრისტიანთა სიძულვილით მოტივირებული 150-ზე მეტი მსგავსი დანაშაულის შესახებ მიაწოდა მტკიცებულება.

ორგანიზაციამ ასევე გამოაქვეყნა მონაცემები რწმენისადმი სიძულვილის, ანტისემიტიზმის, რასიზმისა და სხვა მოტივების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე – საერთო ჯამში, ანგარიშში მოყვანილია სიძულვილის ნიადაგით 7181 ასეთი დანაშაულის შემთხვევა. თუმცა, ქრისტიანების წინააღმდეგ სიძულვილით ჩადენილი დანაშაულების რიცხვი, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება მოყვანილ მაჩვენებლებს, რადგან ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 11-მა წარმოადგინა თავისი სტატისტიკა მსგავსი დანაშაულების თაობაზე.

მადლენ ენცლბერგერი, „ქრისტიანთა მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ობსერვატორიის“ (Observatory of Intolerance and Discrimination against Christians, OIDACE) ხელმძღვანელი ვენაში (ავსტრია), აღნიშნავს, რომ მასმედიის საშუალებები და პოლიტიკოსები თავს იკავებენ და იშვიათად „ახსენებენ ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართულ სიძულვილის ინციდენტებს პირველ რიგის სოციალურ პრობლემებს შორის“. „ეუთოს ანგარიში ასახავს მხოლოდ აისბერგის მწვერვალს, მხოლოდ დანაშაულების ოფიციალურ ქრონიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მრავალი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ენცლბერგერმა. – და მაინც ეს არის დაჟინებული მოწოდება საზოგადოების გაღვიძებისა და გულგრილობის დასაძლევად ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტის გავრცელების წინაშე“. ეუთოს ამჟამინდელ ანგარიშში ქრისტიანთა დევნა შემდეგ ძირითად კატეგორიებად იყოფა:

ვანდალიზმის აქტები აბორტის მომხრეების მხრიდან. ეს დანაშაულები ხშირად გამოწვეულია კათოლიკური ეკლესიის სიძულვილით, მის მიერ აბორტის უარყოფის გამო. არსებობს მონაცემები 2020 წელს პოლონეთში ეკლესიებზე შეურაცხმყოფელი წარწერების 100-ზე მეტი შემთხვევის შესახებ, ყველაზე ხშირად ანტიქრისტიანული და სატანისტური ლოზუნგებითა და სიმბოლოებით, ასევე ხშირად ლგბტქ სიმბოლოებით. მაგალითად, აბორტის მომხრე აქტივისტებმა, შავი საღებავით შეღებეს 2020 წლის ოქტომბერში პოლონეთის კათოლიკურ სასაფლაოზე არსებული აბორტირებული ბავშვების ძეგლი; სხვა სასაფლაოზე ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯვარი შეურაცხყვეს; თავს დაესხნენ მლოცველებს კათოლიკური ტაძრის მახლობლად და დაუშინეს მათ ბოთლები, ქვები და ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე მორწმუნე დაჭრეს. მსგავსი დანაშაული ესპანეთშიც დაფიქსირდა. იქ, 2020 წელს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მონასტერი და ოთხი ეკლესია ვანდალურად დაარბიეს, ხოლო მონასტერში ქალთა უფლებების დამცველებმა ჩაშალეს ღვთისმსახურება, ყვიროდნენ ანტიქრისტიანულ ლოზუნგებს.

კათოლიკური ეკლესიების დაწვა განხორციელდა საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში. მაგალითად, გერმანიაში თავდამსხმელებმა კათოლიკურ ეკლესიაში აალებადი შემადგნლობის მქონე სითხით სკამები დაასველეს და ცეცხლი წაუკიდეს. 2020 წლის თებერვალში „პროტესტის გამომხატველები“ საფრანგეთის კათოლიკურ ტაძარში შეიჭრნენ, ყველგან ექსკრემენტები შეასხეს, შემდეგ კი ტაძრის დაწვა სცადეს და მხოლოდ მისულმა პოლიციამ მოახერხა მათთვის ხელის შეშლა. 2020 წლის ოქტომბერში ათმა ნიღბიანმა მამაკაცმა კათოლიკური ეკლესიის კედელთან საწვავით სავსე მანქანა მიაგორა და ცეცხლი წაუკიდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ტაძარს. შვეიცარიაში, 2020 წლის მარტში, დამნაშავეებმა ცეცხლი წაუკიდეს კათოლიკური ეკლესიის საორღანო სივრცეს.

სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები სოციალურ ქსელებში. ესპანეთში 2020 წლის ნოემბერში კათოლიკე მღვდლებს სოციალური მედიის საშუალებით სიკვდილით დაემუქრნენ. პოლონეთის კათოლიკე მღვდლებმაც მიიღეს მსგავსი მუქარა მღვდლის დახვრეტისა და ანტიკათოლიკური ლოზუნგებით. იტალიაში ახლადმოქცეულმა ქრისტიანებმა სოციალური ქსელის მეშვეობით 2020 წლის ნოემბერში ანგარიშსწორების მუქარა მიიღეს. პოლონეთში ქალთა უფლებების აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, სადაც ისინი კათოლიკურ ეკლესიას 2020 წლის ოქტომბერში კვერცხებს ესვრიან.

დაუნდობელი თავდასხმები ქრისტიანებზე. მიუხედავად საკარანტინო ზომებისა, ქრისტიანებზე ძალადობა და თავდასხმები გაგრძელდა 2020 წელს, თუმცა ნაკლები სიხშირით, ვიდრე 2019 წელს. ამრიგად, 2020 წლის ოქტომბერში ნიცაში (საფრანგეთი) ღვთისმშობლის ტაძარში დანით მიღებული ჭრილობების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მღვდელი, რომელიც ფართოდ ცნობილი იყო მიგრანტებისა და უსახლკაროებისადმი თავისი ერთგული მსახურებით, 2020 წლის სექტემბერში, კომოში (იტალია) თავის სამრევლოსთან ტუნისელმა მამაკაცებმა დანით მოკლეს. 2020 წლის ივნისში ბრიტანეთში ორმა მამაკაცმა კათოლიკ მღვდელს პირდაპირ ეკლესიაში სცემა და ნეკნები ჩაუმტვრია. 2020 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი ბრიტანელი კათოლიკი მღვდელი ფიზიკური ძლადობის მსხვერპლი გახდა საკათედრო ტაძარში მიცვალებულისთვის წესის-აგების მსახურებისას. 2020 წლის სექტემბერში ესპანეთში მღვდელი ჰოსპიტალიზირებული იქნა მას შემდეგ, რაც საეკლესიო მსახურების დროს მკერდში დაჭრეს, ხოლო პოლონეთში კათოლიკემა მღვდელმა 2020 წლის ოქტომბერში მუცელში დანით რამდენიმე ჭრილობა მიიღო.

 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

პორტალ „Седмица“-სა და Catholic News Agency -ს მასალებზე დაყრდნობით

ფოტო: Catholic News World

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب