მთავარი გვერდი ახალი ამბები
გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრე…

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა


2021 წლის 23 ნოემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების დიდ დარბაზში ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მერვე სხდომა.

ღონისძიებაში, რომელიც კომისიის მეთაურის სსკგ-ის თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ილარიონის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს რეფერენტმა, საბჭოს პასუხისმგებელმა მდივანმა (კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ) ა.ვ. ტრეტიაკოვმა, ახალ-ნახიჭევანისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რუსეთის ეპარქიის მეთაურმა არქიეპისკოპოსმა ეზრასმა, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა, რუსეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსმა დიტრიხ ბაუერმა, რუსეთის მუსლიმთა სასულიერო კრების მუფთიმ ალბირ კრგანოვმა, რუსეთის ევანგელური სარწმუნოების (ორმოცდაათიანელები) ქრისტიანთა გაერთიანებული კავშირის უფროსმა ეპისკოპოსმა ს.ვ. რიახოვსკიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფედერაციის სუბიექტებთან, პარლამენტთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კ. პ. კოჟანოვმა, სსკგ-ის შორეული საზღვარგარეთის საქმეთა მდივანმა დეკანოზმა სერგი ზვონარიოვმა, რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „რუსეთის რელიგიური თავისუფლების დაცვის ასოციაცია“ საბჭოს თავმჯდომარემ ა.ი. კუდრიავცევმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფედერაციის სუბიექტებთან, პარლამენტთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა მ.მ. მელეხმა, ტრადიციული სულიერი ფასეულობების შენარჩუნების მხარდამჭერი კავშირის – „ქრისტიანული სამყარო“ პრეზიდენტმა ა.ა. ჩერკეზოვმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა ა.ა. ტერენტიევმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა ა.-ხ. ა. სულტიგოვმა, ასევე სხვა მოწვეულმა ოფიციალურმა პირებმა.  

დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა და დღის წესრიგი გააცნო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

თავის გამოსვლაში მეუფე შეეხო, კერძოდ, აშშ-ის რელიგიურ თემებთან ურთიერთობათა საკითხს და აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთსა და აშშ-ს ურთიერთობებში არსებული სირთულეებისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს კეთილ კავშირებს ამერიკელ რელიგიურ მოღვაწეებთან.

«მართლმადიდებელ ეკლესიას ამერიკაში ყველაზე მრავალრიცხოვანი თემები ჰყავს ამერიკის მართლმადიდებელ იურისდიქციებს შორის, – აღნიშნა სსკგ-ის თავმჯდომარემ. რუსეთის დედა ეკლესია ინარჩუნებს თბილ ურთიერთბას ამერიკაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ვითარდება ურთიერთობა მრავალ სფეროში, კერძოდ, სასულიერო სკოლების თანამშრომლობის დარგში. მე ახლახან დავბრუნდი ამერიკიდან, სადაც წმინდა ვლადიმერის სემინარიაში საღვთისმეტყველო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, ერთობლივი მსახურება აღვასრულე ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონთან, ვეწვიე ეკლესიებსა და მონასტრებს. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ვლადიმერის სასულიერო სემინარიაში შექმნილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმინდესი კირილეს სახელობის ფონდი ბიბლეისტიკის დარგში გამოკვლევების წასახალისებლად“.

მეუფე ილარიონმა აღნიშნა, რომ აშშ-ში წრმოდგენილია ასევე რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესია, რომლის დაარსებაც რუსეთში სამოქალაქო ომის შედეგად მოხდა. 2007 წელს აღდგა ერთი რუსეთის ეკლესიის ორ ნაწილს შორის კანონიკური ერთობა და დღეს რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიას თვითმმართველობის სტატუსი აქვს მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში.

იერარქმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ერთობ აქტიურად ვითარდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომლობა ამერიკის მთელ რიგ რელიგიურ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, კერძოდ, ბილი გრემის ევანგელისტურ ასოციაციასთან.

2019 წელს მოსკოვში შედგა ასოციაციის მოქმედი პრეზიდენტის ფრანკლინ გრემის შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დევნილი ქრისტიანების დახმარებისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვის სარბიელზე თანამშრომლობის მნიშვნელობას. კერძოდ განიხილეს დევნილი ქრისტიანების დაცვის მსოფლიო სამიტი, რომელიც 2017 წლის 10-13 მაისს ჩატარდა ვაშინგტონში მოსკოვის პატრიარქის ინიციატივით ბილი გრემის ასოციაციასთან ერთად. სამიტის მიზანი იყო, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ახლო აღმოსავლრთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში დევნილი ქრისტიანების ტრაგედიისათვის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პერსპექტიული პარტნიორი გახდა საქველმოქმედო ქრისტიანული ორგანიზაცია Open Doors, რომელიც ისწრაფვის დახმარება აღმოუჩინოს მორწმუნეებს იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანული სარწმუნოება შევიწროებასა და დევნას განიცდის.

მიტროპოლიტმა ილარიონმა ასევე ისაუბრა დიალოგზე, რომელსაც რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აწარმოებს აშშ-ის იუდეურ ორგანიზაციებთან და თემებთან, კერძოდ, ფონდთან „სინდისის მოწოდება“, რომელსაც რაბინი არტურ შნაიერი უდგას სათავეში. დიალოგის ძირითად დღის წესრიგად იქცა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დასაცავად, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიო წალეკვას უქადის, ხოლო ამ ფასეულობათა დამამკვიდრებელ რელიგიურ მსოფლმხედველობას კი – მარგინალიზაციას.

მიტროპოლიტ ილარიონის ცნობით, იმ ამერიკულ რელიგიურ ორგანიზაციებთან კონტაქტები, რომლებიც პოზიტიურად არიან განწყობილი არა მხოლოდ რუსეთის ეკლესიის, არამედ ზოგადად რუსეთისადმი, შეიძლება ორ ხალხს შორის კავშირების გამყარების საყრდენად იქცეს, განსაკუთრებით დღეს, როცა რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს ნდობის კრიზისის ხანა უდგათ.

სსკგ-ის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ სხდომის მონაწილებმა ისაუბრეს აშშ-ის რელიგიურ თემებთან თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებაზე.

შეხვედრის მსვლელობისას ასევე გაიმართა მსჯელობა მის მიმდინარე დღის წესრიგში შემავალი საკითხების გარშემო.

 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب