
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქ თეოფანე III-ს მისალოცი წერილი გაუგზავნა ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით. მილოცვაში ნათქვამია:
თქვენო უნეტარესობავ!
მოწიწებით გიძღვნით გულითად მილოცვას უწმინდესი იერუსალიმის ეკლესიის უძველეს კათედრაზე თქვენი აღსაყდრების წლისთავთან დაკავშირებით.
თხუთმეტ წელიწადზე მეტია, რაც ღვთის განგებულებით თქვენ გამორჩეული იქენით უფლის ძმის, მოციქულ იაკობის მემკვიდრედ და მას შემდეგ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა (1 კორ. 4:21) განამტკიცებთ წმინდა მიწის თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს მაცხოვნებელ სახარებისეულ გზაზე.
თქვენ ცნობილი ხართ მორწმუნე მომლოცველებისთვის, რომლებიც პალესტინაში ჩამოდიან, მათ შორის მოსკოვის საპატრიარქოს ფარგლებიდანაც, როგორც მწყემსი კეთილი, რომელიც მზადაა, სული თვისი დასდოს ქრისტეს სამწყსოს მეტყველ ცხოვართათვის (შდრ. ინ. 10:11) და უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეების დაცვისათვის.
ლოცვით ვუსურვებ თქვენს უნეტარესობას მშვიდობას, მტკიცე ჯანმრთელობას და უფლის მოუკლებელ წყალობას რთულ საპატრიარქო მსახურებაში.
პატივისცემით და უფლისმიერი სიყვარულით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021