მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კი…

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა


კრემლის ეკატერინეს დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესთვის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს –წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის გადაცემის ცერემონია ჩატარდა.

ჯილდო გადასცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა. როგორც სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებაშია აღნიშნული, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენი უწმინდეს პქტრიარქ კირილეს „სულიერი და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის, მშვიდობისა და ხალხებს შორის თანხმობის განმტკიცებისათვის მიენიჭა“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს 2021 წლის 20 ნოემბერს 75 წელი შეუსრულდა.

*** 

ვ. ვ. პუტინი: თქვენო უწმინდესობავ!

ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ იუბილე – დაბადებიდან 75 წლისთავი.

თქვენ სულიერი, ზნეობრივი მსახურების გზა აირჩიეთ და ღირსეულად, სიბრძნითა და ჩვენი ხალხის, რუსეთის ბედის გამო პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებით მიუყვებით მას. რა თქმა უნდა, ეკლესიას სხვადასხვაგვარი დრო გამოუვლია, მაგრამ დღეს მისმა ხმამ კვლავ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, მას უსმენენ, ენდობიან. და ეს მნიშვნელოვანწილად თქვენი პირადი ძალისხმევის, მოუღალავი მოძღვრული ღვაწლის, ადამიანთა გულებში მშვიდობის, სიკეთის, სამართლიანობის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების იდეალების განმტკიცებაზე გულწრფელი ზრუნვის შედეგია.

თქვენი მზრუნველი სულიერი წინამძღვრობით ეკლესია აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების ცხოვრებაში, საჭირბოროტო სოციალური ამოცანების გადაჭრაში, ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტების რეალიზაციაში.

ნაყოფიერმა სამოძღვრო მსახურებამ უმაღლესი ავტორიტეტი მოგიპოვათ, და არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მილიონობით მორწმუნე ადამიანის პატივისცემა მთელ ჩვენს უზარმაზარ სახელმწიფოში.

აღვნიშნავ ასევე თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი ხალხების ტრადიციული ფასეულობების განმტკიცების, ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. დღეს, როდესაც ჩვენ კორონავირუსული ინფექციის პანდემიას ვებრძვით, თქვენი მოწოდება, გავერთიანდეთ საფრთხის წინაშე, სულისჩამდგმელია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებისათვის, ვოლონტიორებისა და ყველასთვის, ვინც ავადმყოფებისა და მათი დახმარების კეთილშობილურ მისიას ასრულებს, ვისაც მხარდაჭერა და სულიერი საყრდენი სჭირდება.

თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი, უდიდესი პატივია აღვნიშნო თქვენი დამსახურება და ღვაწლი სამშობლოს საკეთილდღეოდ და გადმოგცეთ რუსეთის უმაღლესი ჯილდო – ორდენი წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულისა, ქრისტიანული რწმენის მქადაგებელისა და განმანათლებელის, რომელსაც განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ მთელს მსოფლიოში.

კიდევ ერთხელ მთელი სულით გილოვავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ მსახურებაში.

პატრიარქი კირილე: თქვენო აღმატებულებავ, ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

გულითად მადლობას გიხდით იმ სიტყვებისთვის, რომლებიც ახლა წარმოსთქვით ჩემი მოკრძალებულილ შრომის აღსანიშნავად, და რასაკვირველია, რუსეთის უმაღლესი ორდენისათვის.

ანდრია პირველწოდებულის ორდენი – სახელმწიფო ჯილდოა, მაგრამ შემთხვევითი არ არის, რომ ეს უმაღლესი ჯილდო მოციქულ ანდრიას პატივსაცემად არის დაწესებული. ის ერთ-ერთი იყო იმ თორმეტ მოციქულთაგან, რომლებმაც ქრისტეს ჭეშმარიტების ნათელი მოჰფინეს იმ მიწას, რომელიც ახლა რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილია. და ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ორდენი გარკვეული თვალსაზრისით არა მარტო წარჩინების გამომხატველი უმაღლესი სახელმწიფო ნიშანია, არამედ სიწმინდეც, ვინაიდან მასზე წმინდა ანდრია პირველწოდებულია გამოსახული.

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე რუსეთის უმაღლესი ორდენი ანდრია პირველწოდებულის, ჩვენი მიწის განმანათლებლის ორდენია, მინდა აღვნიშნო, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ხალხის ცხოვრება ბოლო ათწლეულების მანძილზე, როგორ შეიცვალნენ ადამიანები.

ცნობილია, რომ „არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა შესცოდოს“, – ასე ამბობს ეკლესიური სიბრძნე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც უშეცდომოდ გაივლის ცხოვრებას. არსებობს კოლექტიური შეცდომები, და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ისტორიაში იყო ასეთი შეცდომები.

XX საუკუნის დასასრულს და XXI საუკუნის დასაწყისში ისე საოცრად წარიმართა ჩვენი ცხოვრება – სახელმწიფო, საზოგადოებრივი, უამრავი ადამიანის პირადი ცხოვრება, – რომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. და თუმცა პრობლემა ბევრია, ისინი ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, ჩვენ გვაქვს უმთავრესი – ჩვენ თავისუფლები, დამოუკიდებლები ვართ, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი რწმენა. გადარჩა ჩვენი ხალხი XX საუკუნის უმძიმესი პერიპეტიების მიუხედავად.

დღეს რუსეთი წელგამართული მიუყვება თავის ისტორიულ გზას და ჩვენი ისტორიის ამ განსაკუთრებულ ხანაში ჩვენს სამშობლოს თქვენ მეთაურობთ.

მადლობას გიხდით ჯილდოსათვის და ამავე დროს მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ მადლიერება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ადამიანების სულიერი ცხოვრებისადმი თქვენი უცვლელი ყურადღებისათვის, პოლიტიკის ზნეობისათვის მისადაგებისთვის, თქვენი მისწრაფებისათვის, ააგოთ ჩვენი სამშობლოს ცხოვრება არა მხოლოდ კანონის, არამედ სიმართლის საძირკველზე. ყოველივე ამისთვის გიხდით მადლობას. მე ვიცი, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად იზიარებს დღეს ჩემს სიტყვებს.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით დიდი ჯილდოსთვის. ნება მიბოძეთ გისურვოთ ჯანმრთელობა, ღვთის შეწევნა, დღეგრძელობა, წარმატება რუსეთის სახელმწიფოს შემდგომ მართვაში.

ვ. პუტინი: თქვენო უწმინდესობავ, დიდი მადლობა.

ამ ცერემონიის დასასრულს – მოკრძალებულის, შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოკრძალებულის, რადგან ჩვენ იძულებულნი ვართ კორონავირუსთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვების პირობებში ვიცხოვროთ, მე ეს უკვე აღვნიშნე, მიუხედავად ამისა, ეს საზეიმო ცერემონიაა დიდ მოვლენასთან, სერიოზულ საბაბთან დაკავშირებით, და აი, ბოლოს რა მსურს ვთქვა.

რასაკვირველია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ქვეყნის კეთილდღეობის, ეკონომიკის განვითარების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საფუძველი არის სახელმწიფოს წარმატება ეკონომიკის სფეროში. ეს საბაზისო რამაა, რაც ეჭვს გარეშეა,

მაგრამ არსებობს ბევრად უფრო ღრმა საფუძველიც. თავად ეკონომიკაც და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, დამოკიდებულია ნებისმიერი საზოგადოების სულიერ საწყისებზე, რომლებიც ამ საზოგადოებას ადუღაბებს, ერთ მთლიანობად აქცევს. და მხოლოდ ამგვარად ერთ მთლიანობად ქცეული, გაერთიანებული საზოგადოება და სახელმწიფო წარმატებებს აღწევენ.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ყურადღებას უთმობს უმთავრესს – ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს სულიერ საწყისებს, ჩვენს საბაზისო ღირებულებებს, – და ამას მართლაც მთელი სულით, ძალების სრული დატვირთვით აკეთებთ.

ერთხელაც მსურს გამოვხატო ყველაზე გულწრფელი მადლიერება და გისურვოთ ყოველგვარი სიკეთე. გილოცავთ.

პატრიარქი კირილე: გმადლობთ.

Kremlin.ru/Патриархия.ru/

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب