
მოსკოვის საპატრიარქო
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა
ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა.
თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფევ პატრიარქო!
რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ. გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად (ფილიპ. 1: 21,23).
წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებით ყველას მოუწოდებს, განსაკუთრებით კი ეკლესიის მწყემსთმთავრებს, მათი ცხოვრების კონცეტრირება ქრისტეს გარშემო მოახდიონ. რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ... (საქმ. 17:28). ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე მას ეკუთვნის. ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი მის ხელშია (ფილიპ. 1:20). ქრისტეს მიწიერი ცხოვრების გზით თანამედროვე გოლგოთამდე მივყავართ, და იოანე მოციქულის მსგავსად დაგვაყენებს ჯვრის ძირში და გვეკითხება, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ეკლესიისთვის.
მან ყველაფერი გააკეთა. ჩვენ კი გოლგოთაზე მიღებული ეს განულეველი სიმდიდრე უნდა შევინარჩუნოთ, ე.ი. მასთან ერთად ერთგულად დგომა ჩვენი ცხოვრების საღამოსა და აღდგომის დილას.
საპასექო „ქრისტე აღდგა“-თი ჩვენ სასოწარკვეთილ სამყაროს ფეხზე ვაყენებთ და ის ახალი ხდება. ქრისტესადმი ჩვენი მსახურება არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს. ჯანსაღ მართლმადიდებელ საეკლესიო ოჯახზე ზრუნვა ჩვენთვის, ჩვენი მწყემსთმთავრული მსახურების უპირველესი ამოცანა გახდა. რწმენა, იმედი, სიყვარული და სიბრძნე – ეს ჩვენი წარმატებაა. თავმდაბლობა და ერთობა – ჩვენი ძალაა. ღვთის სიტყვა – ჩვენი მახვილია.
ჩვენი ეკლესიის ბედი – გამარჯვება და აღდგომაა. ყველაფერი მიდის, ხოლო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე (ებრ. 13:8). ის თავსაკიდური ლოდია. ჩვენ ჩვენი ეკლესიის ფუნდამენტს წარმოვადგენთ, მასზე აგებულს.
თქვენო უწმიდესობავ! თქვენი მიწიერი ცხოვრების 75 წელი სრულდება და წელს ასევე აღინიშნება თქვენი საპატრიარქო მართლმადიდებლური რწმენის მოწმობის, თქვენი საეპისკოპოსო სამსახურის 45 და საპატრიარქო მსახურების 12 წელი.
თქვენო უწმიდესობავ! თქვენ, როგორც მყარ ფუნდამენტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კედლები გიპყრიათ. თქვენზე იღებთ თანამედროვე სამყაროს ყველა ტალღის დარტყმას. თქვენი ბრძნული მწყემსთმთავრული ომოფორის ქვეშ რუსული ეკლესია ვითარდება და ამის დიდი ნაწილი მთელ მართლმადიდებლობას უნაწილდება, რომელიც დღეს კრიზისში იმყოფება.
მივესალმები თქვენი უწმიდესობის 75 წლის იუბილეს და გისურვებთ ბევრ სულიერ სიხარულს, ჯანმრთელობას და წარმატებულ ბრძოლას მრავალი ადამიანის გადასარჩენად.
მადლიერებით ვიხსენებ თქვენი უწმიდესობის პოლონეთის მიწაზე ყოფნას. თქვენი საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა და უფლის ჭეშმარიტების მოწმობა ჩვენი საზოგადოებისთვის დღემდე ძალაში რჩება. და ამისთვის ღმერთი შეგეწიოთ!
კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს 75 წლის იუბილეს, ძმურად ვეხვევი თქვენს უწმინდესობას და ვღაღადებ: მრავალჟამიერ! უწმინდესო მეუფევ!
სიყვარულით ქრისტეში,
+ საბა,
ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021