
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლინის სოფელ მიზოვოში, „მეუ“-ს რეიდერობისგან დაზარალებულმა სამრევლომ ახალი ტაძარი მოიპოვა


2021 წლის 13 ნოემბერს ვლადიმერ-ვოლინისა და კოველის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა ვოლინის ოლქის სტაროვიჟევსკის რაიონის სოფელ მიზოვოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის კურთხევის წეს-განგება შეასრულა. მიტაცებული ტაძრის ნაცვლად ახალი ტაძარი მრევლმა ცხრა თვეში ააგო.
ახლადნაკურთხ ტაძარში მიტროპოლიტმა ვლადიმერმა ეპარქიის სასულიერო პირების თანამსახურებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა, – იუწყება ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიის პრეს-სამსახური.
ღვთისმსახურების დასასრულს მწყემსთმთავრულ სიტყვაში მეუფემ მრევლსა და ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ ანატოლი მაცელიკს, სოფლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა – ახალი ტაძრის კურთხევა მიულოცა. შემომწირველნი და მრევლი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მშენებლობაში, საეკლესიო ჯილდოებით აღინიშნენ.
რეიდერების თავდასხმები ამ სოფლის ტაძარზე 2019 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრაზე, გაერთიანებული ტერიტორიული თემის ხელმძღვანელის ვ.ი. სემენიუკის მიერ, ინიცირებულ იქნა კენჭისყრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი რელიგიური თემის „მეუ“-ში გადასვლის შესახებ. მუდმივმა მრევლმა და ეკლესიის წინამძღვარმა უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან ის არ პასუხობდა უკრაინის კანონმდებლობასა და მორწმუნეთა სურვილებს. ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ადგილობრივმა „აქტივისტებმა“, მუქარის გამოყენებით, წინამძღვარს ტაძრის გასაღები წაართვეს, რომელიც რელიგიური კრებულის საკუთრებაა. და მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მარტში სასამართლომ დააკმაყოფილა დეკანოზ ანატოლი მაცელიკის საჩივარი, რის შემდეგაც ეკლესიის გასაღები კანონიკური ეკლესიის ტაძრის წინამძღვარს დაუბრუნდა, მოგვიანებით „მეუ“-ს აქტივისტებმა მაინც მოახერხეს რელიგიური თემისთვის ტაძრის წართმევა. თემის წევრებმა გადაწყვიტეს ახალი ეკლესიის აშენება და 2020 წლის 5 იანვარს ვლადიმერ-ვოლინისა და კოველის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა ეკლესიის საძირკველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელზე აკურთხა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის
საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების
მასალებზე დაყრდნობით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021