მთავარი გვერდი ახალი ამბები
ხანტი-მანსიისა და სურგუთის მიტროპოლიტმა პავლემ კონფერენ…

ხანტი-მანსიისა და სურგუთის მიტროპოლიტმა პავლემ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებთან მუშაობას მიეძღვნა

 

2021 წლის 17 ნოემბერს ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში – იუგრაში გაიხსნა VI საერთაშორისო კონფერენცია „საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განვითარება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან. რუსული სულიერი და კულტურული გარემოს შენარჩუნებაში მოკავშირეობა“. ღონისძიება უშუალო და დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

კონფერენციაში ვიდეო კავშირის მეშვეობით ხანტი-მანსიისა და სურგუთის მიტროპოლიტმა პავლემ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ხანტი-მანსიის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორი ნ.ვ. კომაროვა; იუგრას დუმის თავმჯდომარე ბ.ს. ხოხრიაკოვი; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ თანამემამულეებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, როსსოტრუდნიჩესტვოს, მოსკოვის მმართველობის, ფონდის „რუსული სამყაროს“, ა.ს. პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტისა და თათართა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებისადმი თავის მისასალმებელ სიტყვაში ხანტი-მანსიისა და სურგუთის მიტროპოლიტმა პავლემ, კერძოდ, აღნიშნა:

„ჩვენ ყველა – როგორც სამშობლოში მცხოვრებნი, ისე მის საზღვრებს გარეთ, – საერთო ისტორიით ვართ გაერთიანებულნი, რომელშიც არის დიდებული და გამარჯვების გვერდები, მაგრამ ასევე არის გვერდები რთული, ტრაგიკული. ჩვენ ისევ და ისევ ვცდილობთ გავიგოთ მშობლიური ისტორიის ეს ეტაპები, გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები, ახალგაზრდა თაობამდე მივიტანოთ ისტორიული სიმართლე იმ რთული განსაცდელების შესახებ, რომლებიც ჩვენს ხალხს თავს დაატყდა, – იქნება ეს მე-XIII საუკუნის ტრაგიკული თუ მე-XVII საუკუნის მშფოთვარე მოვლენები, ან თუნდაც მე-XX საუკუნის ძმათამკვლელობის პერიოდი. ამისთვის ჩვენ უნდა უკვდავყოთ მოწამეობრივი ადგილების ხსოვნა, სადაც წამებულთა სამარხებია და მემორიალური ნიშნები კი ჯერ აღმართული არ არის“.

იერარქმა აღნიშნა, რომ 30-იან წლებში ხანტი-მანსისში 598 ადამიანი დახვრიტეს, ხოლო 1917 წლიდან 1953 წლამდე სსრკ-ს რეპრესიული პოლიტიკის შედეგად მოსახლეობის საერთო დანაკარგმა 10-11 მილიონი ადამიანი შეადგინა.

„1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შედეგად რუსეთმა საზოგადოების ყველა ფენის მრავალი ადამიანი დაკარგა“, – ხაზგასმით აღნიშნა მეუფემ. – მხოლოდ მიახლოებული შეფასებებით ჩვენი ქვეყანა 3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. განვითარებული სამოქალაქო ომის ერთ-ერთი შედეგი „რუსული განფანტვა“ იყო – რაც საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მასობრივი გასვლამ გამოიწვია. პირველი ტალღის ემიგრაციის ძირითადი ცენტრები იყო სოფია, პრაღა, ბელგრადი, პარიზი და ბერლინი. მომდევნო წლებში ბევრი შორსაც წავიდა – შეერთებულ შტატებში, ასევე კანადასა და ლათინურ ამერიკაში. გარდა ამისა, თეთრი ემიგრაცია შორეული აღმოსავლეთის საზღვრებიდანაც ტოვებდა ქვეყანას, დიდი ემიგრაციული ცენტრები ჩამოყალიბდა ხარბინსა და შანხაიში. იქიდან ბევრი ემიგრანტი მოგვიანებით ამერიკასა და ავსტრალიაში გადავიდა“.

მიტროპოლიტ პავლეს სიტყვებით, „ჩვენი თანამემამულეები სადაც არ უნდა აღმოჩენილიყვნენ, რომელ კონტინენტზე და ქვეყანაშიც არ უნდა დასახლებულიყვნენ რუსეთიდან წასულები, მათ გვერდით ყოველთვის იდგა ჩვენი ეკლესია, რომელიც მათ ყველა მწუხარებასა და გაჭირვებას იზიარებდა“.

„საზღვარგარეთული საეკლესიო სამრევლოები რუსული საზოგადოებების მიზიდულობის ბუნებრივი ცენტრები გახდა, სადაც მორწმუნე თანამემამულეებს შეეძლოთ ნუგეშის მიღება და სულიერი ძალების აღდგენა. ეკლესია ჩვენი და-ძმების საიმედო მხარდამჭერი იყო, ემხარებოდა მათ კულტურული და ისტორიული იდენტობის შენარჩუნებაში. „რუსული გამოსვლის“ პირობებში ეკლესია უცხო მიწაზე თანამემამულეების კონსოლიდაციის წყაროდ იქცა“, ­– კონსტანტირება მოახდინა ხანტი-მანსიისა და სურგუთის მიტროპოლიტმა პავლემ.

დასასრულს, იერარქმა აღნიშნა, რომ VI საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანს იმ პროექტებს შორის, რომლებიც ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში – იუგრაში ხორციელდება“.

საერთაშორისო კონფერენცია ტარდება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მხარდაჭერისა და საზღვარგარეთ რუსული ენის გავრცელების კონცეფციის შესასრულებლად, რომელიც 2015 წლის 3 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ არის დამტკიცებული, ასევე „საზღვარგარეთ რუსული სკოლის“ კონცეფციისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2015 წლის 4 ნოემბერს დაამტკიცა.

2013 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში კონფერენცის მონაწილენი გახდნენ თანამემამულენი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და სხვ.). განხილული იქნა საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, მრავალეთნიკურ გარემოში რუსული კულტურისა და ენის შენარჩუნების, ტოლერანტული გარემოსა და ეროვნებათშორისი კულტურული ურთიერთობის ფორმირების, დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული ჭეშმარიტების შენარჩუნების, რუსული განათლების ხელშეწყობის, საზღვარგარეთ რუსულენოვანი სკოლების მხარდაჭერისა და სხვა მრავალი.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

ხანტი-მანსიის სამიტროპოლიტოს ვებ-გვერდის

მასალების მიხედვით

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب