
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე წმინდა ეგიდის თემის წარმომადგენელს შეხვდა



2021 წლის 17 ნოემბერს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მცირე დარბაზში, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის ერევნისა და სომხეთის მთავარეპისკოპოსის ლეონიდესა და წმინდა ეგიდის თემის წარმომადგენელს ალესანდრო სალაკონეს შორის შეხვედრა შედგა.
საუბრის მსვლელობისას აფრიკის კონტინენტზე სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
***
წმინდა ეგიდის საზოგადოება (იტალ. Comunità di Sant'Egidio) – ეს არის ერისკაცების საერთაშორისო საზოგადოება, საზოგადოებრივი საქველმოქმედო და სამშვიდობო ორგანიზაციაა. დაარსებულია რომში 1968 წლის თებერვალში სტუდენტ ანდრია რიკარდის მიერ (ამჟამად პროფესორი, ქრისტიანობის მკვლევარი თანამედროვე მსოფლიოში, 2011-2013 წლებში იტალიის მთავრობაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის მინისტრი იყო).
ამჟამად წმინდა ეგიდის თემი დაახლოებით 50 ათასი წევრს ითვლის. ის საქმიანობას მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებს, აერთიანებს სხვადასხვა რწმენის, ასაკისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ლოცვით, ღარიბებისთვის უანგარო მსახურებით და იღვწიან მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021