მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმერის სემინ…

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმერის სემინარიის სამი მღვდელთმთავრის სახელობის ტაძარში ლიტურგია აღავლინა


2021 წლის 13 ნოემბერს, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების დღეს (იულიუსის ახალი კალენდრით), ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის უნეტარესი მიტროპოლიტის ტიხონის ლოცვა-კურთხევით, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, წმინდა ვლადიმერის სასულიერო სემინარიის სამი მღვდელთმთავრის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ სემინარიის პრეზიდენტი დეკანოზი ჩად ჰატფილდი, სამღვდელო ხარისხის მქონე მასწავლებლები და სტუდენტები, ნიუ-იორკის წმინდა ნიკოლოზის საპატრიარქო ტაძრის კლირიკოსები.

ღვთისმსახურებაზე ლოცულობდნენ სემინარიის მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები, და ასევე წინა დღით ჩატარებული სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციის „გამოიკვლიეთ წმინდა წერილი“-ს მონაწილენი, რომელიც მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის –„ იესო ქრისტე. ცხოვრება და მოძღვრება“ – ექვსტომეულის 4 წიგნის ინგლისურ ენაზე გამოცემას მიეძღვნა.

სახარების წაკითხვის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა შეკრებილებს ქადაგების სიტყვით მიმართა. კერძოდ, მეუფემ, თქვა:

„გუშინ ჩვენ წმინდა წერილის გამოკვლევისადმი მიძღვნილი კონფერენცია დავასრულეთ, დღეს კი მისი ერთ-ერთი უდიდესი განმმარტებლის, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენებას აღვასრულებთ. ჩვენ ლოცვით განვადიდებთ მას, მის და კიდეევ ორი დიდი იერარქის – ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის საპატივცემულოდ ნაკურთხ ტაძარში, რომლებსაც ეკლესია დამსახურებულად „მსოფლიო მოძღვრებს“ უწოდებს.

დღევანდელი სახარების კითხვისას ჩვენ უფალი იესოს სიტყვები მოვისმინეთ: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“ (ინ. 10:.9). სახარების ამ კონკრეტული ნაწილის კითხვა ეკლესიის განწესების მიერ სამართლიანად იქნა შერჩეული მისი ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საილუსტრაციოდ, რომელმაც საკუთარ ქადაგებებსა და თხზულებებში თავისი თანამედროვეების ყურადღება ღმერთკაცის პიროვნებაზე მიაქცია. მას სურდა, რომ მისი თანამედროვენი იესო ქრისტეს თაობა გამხდარიყო.

ეს გამოთქმა – „იესოს თაობა“ – არ ეკუთვნის იოანე ოქროპირს. ის პირველად ბილი გრემმა გამოიყენა, როდესაც ჩიკაგოში მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე ქადაგებდა. იმ დროისთვის სახარების იგავებზე დაფუძნებული პოპულარული მიუზიკლი „Godspell“ ამერიკის ყველა თეატრში იდგმებოდა. ერთი წლით ადრე პირველად გაჟღერდა როკ-ოპერა „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. ბილი გრემმა მისთვის ჩეული გამოხატვით წამოიძახა: „მე მაინტერესებს, რომ 1971 წელს პიესები, წიგნები, ოპერები, ფილმები იესოზეა – ჩვენი თაობა იესოს გვერდს ვერ უვლის. და როდესაც ამერიკული ბიბლიური საზოგადოების მიერ ახალი აღთქმის თარგმანი იქნა გამოცემული, რომელსაც „თანამედროვე ადამიანისთვის კეთილი უწყება“ ეწოდა, ოცდახუთი მილიონი დოლარის მთელი ტირაჟი მყისიერად გაიყიდა. ჩვენ არ შეგვიძლია იესოს გვერდი ავუაროთ! მე არასოდეს მსმენია ოპერა ან სპექტაკლი ბუდაზე, მუჰამედზე ან განდის შესახებ. მაგრამ ჩვენი თაობა ჩაიციკლა იესოზე. ახალგაზრდა ადამიანები საუბრობენ იესოზე; საუბრობენ საუნივერსიტეტო დასახლებაში, საშუალო სკოლაში, ყველგან. ახალგაზრდები განიხილავენ იესო ქრისტეს და კითხვას სვამენ: ვინ არის ის?“.

თავად იესომ ძალიან ნათლად უპასუხა ამ კითხვას. „მე ვარ კარი, – თქვა მან, – ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“. საინტერესოა, რომ ის არ მიუთითებს რაიმე სწავლებაზე ან მცნებაზე, როგორც გადარჩენის გზაზე. ის საკუთარ თავზე, თავის პიროვნებაზე მიუთითებს. ის ამბობს: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“. არა „ჩემი სწავლება“, არამედ „მე“.

სწორედ ამიტომ იესოს მიმდევრების პირველი თაობა საკუთარ თავს უწოდებდა არა სხვა რაიმეს, არამედ თავიანთი საღვთო მასწავლებლის სახელის მიხედვით – ქრისტიანებს. და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი დროის მქადაგებლებს სურთ, რომ ჩვენ ვიყოთ იესოს თაობა, და არა უბრალოდ განსაზღვრული სწავლების მიმდევრები. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიცხოვროთ იესოსთან, მოვათავსოთის ჩვენი სულიერი ცხოვრების გულისგულში. არა მხოლოდ შევიტყოთ მის შესახებ წმინდა წერილის გამოკვლევით, არამედ დავუკავშირდეთ მას ევქარისტიის საიდუმლოში, მისი ხორცი და სისხლი მივიღოთ, იესოს ლოცვა ვყოთ და მისი მცნებები აღვასრულოთ.

მას შემდეგ ორმოცდაათი წელი გავიდა, რაც ბილი გრემმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა ჩიკაგოში. მას შემდეგ ორი ახალი თაობა გაიზარდა. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი – იესოს თაობები არ არიან? შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ მისი პიროვნებისა და სწავლებისადმი ინტერესი მას შემდეგ შესუსტდა ან შემცირდა?

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც იესოს თაობა არ იყო. 60-იან და 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში ცოტამ თუ იცოდა და ლაპარაკობდა იესო ქრისტეზე: მისი სახელი მხოლოდ სპეციალურ „მეცნიერული ათეიზმის“ ლიტერატურაში იყო ნახსენები. სხვადასხვა საეკლესიო თემის მორწმუნეები ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, საჯარო სივრცეში რელიგიური საკითხი პრაქტიკულად არ განიხილებოდა, იესოს სახელი არც გაზეთებში იხსენიებოდა, არც ტელევიზიაში და არც ისტორიის სახელმძღვანელოებში. ბიბლიისა და სახარების შესახებ ძირითადად ათეისტური ლიტერატურიდან გებულობდნენ, ხოლო ქრისტეს შესახებ – ბულგაკოვის წიგნიდან „ოსტატი და მარგარიტა“.

მაგრამ დრო შეიცვალა, და 80-იანი წლების ბოლოს – 90-იანი წლების დასაწყისში ის თაობა, რომელიც არ იყო იესოს თაობა, მისი თაობა გახდა. მილიონობით ადამიანმა წაიკითხა სახარება, თავისთვის აღმოაჩინა იესო როგორც ქრისტე, ღმერთი და მხსნელი, მივიდა ეკლესიაში და მოინათლა.

უკვე თითქმის ორი ათასი წელია დედამიწაზე ისმის მოწოდება: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“. მილიონობით ადამიანი შევიდა და აგრძელებს შესვლას ამ კარიდან.

ქრისტიანობა იმით დაიწყო, რასაც, ადამიანური სტანდარტებით, შეიძლება სრული კოლაფსი ეწოდოს. იესოს ტრაგიკულმა სიკვდილმა, როგორც მაშინ ბევრს მიაჩნდა, მისი დაწყებული მოძრაობის წარმატების ყველა იმედი წარხოცა. და მიუხედავად ამისა, კაცობრიობის მთელ ისტორიაში სწორედ ეს გახდა ყველაზე წარმატებული მისიონერული პროექტი. ორი ათასი წლის განმავლობაში ქრისტიანთა რიცხვის უწყვეტი მატება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქრისტიანობა სხვა ფართომასშტაბიანი მისიონერული პროექტების კონკურენციას აწყდება.

დასავლეთში ბევრი ჩვენს ეპოქას „პოსტქრისტიანულს“ უწოდებს. საუბრობენ ქრისტიანული ცივილიზაციის დაკნინებაზე, მორწმუნეთა რაოდენობის შემცირებაზე, სამღვდელო და სამონაზვნო მოწოდებათა კლებაზე, ეკლესიებისა და მონასტრების დახურვაზე.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცხოვრობთ პოსტქრისტიანულ ეპოქაში, საკმარისია ეწვიოთ ერთ-ერთ მართლმადიდებელ ქვეყანას, სადაც რელიგიური ცხოვრების ფართომასშტაბიანი აღორძინება გრძელდება, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მხოლოდ ერთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ოცდაათი წლის განმავლობაში აიგო ან ნანგრევებიდან აღდგა ოცდაათი ათასზე მეტი ეკლესია: ეს ნიშნავს, რომ წელიწადში ათას ეკლესიას ხსნიდნენ, ან სამ ეკლესიას დღეში. ცხრაასზე მეტი მონასტერი გაიხსნა ან აღდგა, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდა მონაზვნებით შეივსო. სამოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ ორმოცდაათზე მეტი სასულიერო სემინარია და სკოლა დაარსდა ან განახლდა; გაჩნდა საღვთისმეტყველო ინსტიტუტები და უნივერსიტეტები; საერო უნივერსიტეტებში თეოლოგიური ფაკულტეტები და კათედრები გაიხსნა.

რელიგიური ცხოვრების ზრდა ყოფილი ათეისტური იმპერიის სივრცეში, ბევრისთვის მოულოდნელი და უპრეცედენტო მასშტაბით, მხოლოდ ბუნებრივი ან სოციოპოლიტიკური ფაქტორებით არ შეიძლება აიხსნას. მან გამოავლინა სულიერი ენერგიის ის ძლიერი მუხტი, რომელსაც ქრისტიანობა თავისთავში ატარებს და რომელსაც ზებუნებრივი ბუნება აქვს. ეს მუხტი არც ქრისტიანული ზნეობრივი ან სოციალური სწავლებიდან მოდის, არც ღვთისმსახურებიდან ან საღვთისმეტყველო მეცნიერებიდან. მას აქვს ერთი წყარო – იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივი პიროვნება, რომელიც ისტორიულ სივრცესა და დროში განაგრძობს მოქმედებას, სადაც ის ორი ათასი წლის წინ მოულოდნელად შეიჭრა.

ზამბარის მსგავსად, რომელსაც შეკუმშვა და გაჭიმვა შეუძლია, ისტორიულმა ქრისტიანობამ სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ადგილას განიცადა დევნის პერიოდებიც, შემდეგ გარეგანი კეთილდღეობის ეპოქებიც, შესაბამისად, ხან „მცირე სამწყსოდ“ (ლკ. 12:32) გადაიქცეოდა – დევნულ და შევიწროვებულ მცირე კრებულად, ხანაც – „იესო ქრისტეს კეთილ მოღვაწე“ (2 ტიმ. 2:3) მრავალმილიონიან არმიად. მაგრამ გარეგნულმა წარმატებამ არასოდეს უნდა მიგვიყვანოს ტრიუმფალიზმამდე, ისევე როგორც აშკარა წარმატების ნაკლებობა არ უნდა გახდეს მოწყინების ან სასოწარკვეთის მიზეზი.

სრული კოლაფსით დაწყებულმა, ქრისტიანობამ, მისი ღვთაებრივი დამფუძნებლის სახით, „ამა ქვეყნის“ ბოროტებასა და სიცრუეზე საბოლოოდ მოიპოვა ისეთი გამანადგურებელი გამარჯვება, რომელსაც ისტორიაში არავითარი ანალოგი არ გააჩნია. მან მილიონობით ადამიანი აიძულა თავიანთი წარმოდგენები გადაეხედათ ღმერთის, სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. ისტორიაში საკუთარი ჩარევით ხორცშესხმულმა ღმერთმა მისი მოძრაობა ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა. მაშინაც კი, თუ მის მიერ მოპოვებული გამარჯვება აღიარებული და გაცნობიერებული არაა ყველას მიერ და არც ყველგან, თუნდაც ბევრი ვერ ამჩნევდეს მას – როგორც ორი ათასი წლის წინ ვერ შეამჩნიეს, რომ ღმერთი სამყაროშო მოვიდა, – მას აბსოლუტური და გარდაუვალი ფასეულობა აქვს.

ქრისტიანობის ძალა იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ დედამიწაზე ერთხელ მოსვლის შემდეგ ქრისტე მისგან არსად წასულა: ის სხეულით ზეცაში ამაღლდა, მამასთან, მაგრამ სულით თავის მიმდევრებთან დარჩა დედამიწაზე. მის მიერ დაარსებული ეკლესია კვლავაც განაგრძობს მისი ცოცხალი დასწრების ადგილად ყოფნას, და ამაში საკუთარი გამოცდილებით მილიონობით ადამიანი დარწმუნდა.

პოსტქრისტიანული ეპოქა მხოლოდ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება. სანამ კაცობრიობის ისტორია დედამიწაზე გრძელდება, ამ ისტორიაში ქრისტე მოქმედებას გააგრძელებს. მისი ღვთაებრივი ხატება ხალხს ყოველთვის მიიზიდავს, ისინი ამ კარიდან შევლენ, გახდებიან რა სხვა არაფერი, თუ არა იესოს თაობები“.

ლიტურგიის დასასრულს მიტროპოლიტ ილარიონს თბილად მიესალმა წმინდა ვლადიმერის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰატფილდი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სემინარიის მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მან ღრმა მადლიერება გამოთქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტუმრისადმი „გამოიკვლიეთ წმინდა წერილის“ კონფერენციის ფარგლებში საინტერესო და ნაყოფიერი ურთიერთობისთვის, რომელიც წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების დღესასწაულზე საერთო ლოცვით დასრულდა.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა თანაგრძნობა გამოხატა შაბაცკის ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებისთვის ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო

24.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოხატა თანაგრძნობა სსკგ-ის მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვი) სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ეპისკოპოსად ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

22.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب