რეგიონში რუსეთის მართლადიდებლობის დასწრების შესახებ ლიბანში კონფერენცია გაიმართა










2021 წლის 6 ნოემბერს ლიბანის დედაქალაქში არსებულ „რუსულ სახლში“ გაიმართა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენცია თემაზე: „რუსეთის მართლმადიდებლური დასწრება ლიბანის წმინდა მიწაზე. ბეირუთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის 75 წლისთავთან დაკავშირებით“.
ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა მეტოქიონის წინამძღვარი არქიმანდრიტი ფილიპე (ვასილცევი). „მიმდინარე კონფერენციით ჩვენ ვაგრძელებთ ბეირუთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის 75 წლისთავის საიუბილეო პროგრამას“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
შეკრებილთ ასევე მიესალმა ბეირუთში „რუსული სახლის“ ხელმძღვანელი ვ.ი. ზაიჩიკოვი. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს რუსეთისა და ლიბანის ურთიერთობის ისტორიაში და კერძოდ აღნიშნა: „სწორედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იდგა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის სათავეებთან, – იქნებოდა ეს ქრისტიანი მოსახლეობის მხარდაჭერა თუ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში პროექტების განხორცილება. ჩვენი რუსი თანამემამულეები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ლიბანში აღმოჩნდნენ, ყოველთვის პოულობდნენ ბეირუთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონში საკუთარი სახლის ნაწილაკს და იმ სულიერ სამაგრეებს, რომლებიც მათ უწყვეტად აკავშირებდათ რუსეთთან“.
თავის გამოსვლაში დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა, მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს ხელმძღვანელმა, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბრძანა: „ჩვენ რუსეთის მართლმადიდებლი ეკელსიის მეტოქიონის 75 წლის საიუბილეო პროგრამა დავიწყეთ საღმრთო ლიტურგიით, ლოცვით. ამ დროს ისმოდა იმ მღვდელმსახურებისა და მრევლის სახელები, ვიმც ამ 75 წლის განმავლობაში შეადგინეს ბეირუთში ჩვენი მეტოქიონის მდიდარი ისტორია. ამ სახელების უკან დგას ცხოვრებები, ადამიანთა ხვედრები, ეტაპები, არა მხოლოდ მეტოქიონის, არამედ მთელი ლიბანის სახელმწიფოს ისტორია“.
მწყემსთმთავარმა დამსწრე საზოგადოებას გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება და ლოცვა-კურთხევა. „უწმინდესი მეუფე დიდი ყურადღებით აკვირდება იმ ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება ჩვენი მეტოქიონის საიუბილეო დღესასწაულის ფარგლებში. როდესაც გამომგზავრებაზე კურთხევას მაძლევდა, უწმინდესმა პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ სადღესასწაულო ღონოსძიებები, მათ შორის ეს კონფერენცია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთისა და ანტიოქიის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცების საქმეში“, – ბრძანა მიტროპოლიტმა ანტონიმ.
ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპეპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა, კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს მოუთხრო თავისი ნაცნობობის შესახებ რუსეთის მართლმადიდებლობასთან: „როდესაც ბეირუთში რუსეთის ეკლესიის მეტოქიონის გახსნა გადაწყტა, მე მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ ჩემს სულიერ მოძღვარს, ზახლელ მიტროპოლიტ ნიფონს (საბა) ძალიან უყვარდა რუსეთის ეკლესია, მეგობრობდა რუს მღვდელთმთავართან. ზოგჯერ ზახლეში ჩამოდიოდნენ რუსი მღვდელმსახურები საკუთარ მრევლთან ერთად. გეოგრაფია ცუდად ვიცოდი და ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, თუ სად მდებარეობდა საბჭოთა კავშირი. თუმცა ვიცოდი, რომ არსებობდნენ რუსები, რომლებსაც ჩვენსავით სწამთ, მაგრამ მსახურების დროს არ ჯდებიან და ხშირად გადაისახავენ პირჯვარს“.
„შემდეგ, როდესაც გავიზარდე, ჩემს მოძღვარს სურდა, რომ სასწავლებლად რუსეთში გავმგზავრებულიყავი, სერგის სამების ლავრაში, – განაგრძო მეუფე ნიფონმა. – ჩვენ შევხვდით მღვდელმსახურებს, ვინც მაშინ ბეირუთში მსახურობდნენ, და ეპისკოპოს იოანეს (ვენდლანდი), რომელიც რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლი იყო დამასკოში. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, მეუფე იოანე კი დაჟინებით ითხოვდა, რომ მას თავად მოვემზადებინე ამ მოგზაურობისათვის. ჩემი მხრიდან უხერხული იყო უარის თქმა: მან მიყიდა თბილი სამღვდელო კაბა და მოსკოვის თვითმფრინავზე ბილეთი. ამის მერე მე ის არასოდეს მინახავს, მაგრამ მრავალი წლის შემდეგ მე მის საფლავზე ვლოცულობდი იაროსლავში. მახსოვს, ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ბეირუთში, რომელიღაც ბინაზე, და იქ, როგორც მაშინ მომეჩვენა, ღვთისმშობლის ძალიან უცნაური ხატი ვიხილე. მითხრეს, რომ მას ჰქვია „მოულოდნელი სიხარული“. შემდეგ ისე მოხდა, რომ მოსკოვის იმ ტაძარში, სადაც მე წინამძღვრად დამადგინეს, მთავარი და ყველაზე პატივსაცემი ხატი „მოულოდნელი სიხარული“ იყო, და მე ის იმდენად შევიყვარე, რომ ზახლეში ახლა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ ხატის სახელზე ტაძარს ვაშენებთ“.
ფილიპეპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა კეთილი სიტყვით მოიხსენია ბეირუთში რუსეთის ეკლესიის კიდევ ერთი წინანდელი წინამძღვარი – დეკანოზი პავლე სტატოვი: „მაშინ უკვე ლავრაში ვსწავლობდი, არდადეგებზე ლიბანში ჩამოვედი, მასთან ერთად რამდეჯერმე ვიმსახურე ბეირუთის ხარების ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში, რომელიც მაშინ რუსეთის ეკლესიის მეტოქიონს გადასცეს მსახურებისათვის; სტუმრადაც ვყოფილვარ მასთან. გვიმასპინძლდებოდა რუსული კერძებით, მათ შორის, ძლიან გემრიელი ბლინებით. მამა პავლეს დიდად აფასებდა ბეირუთის მაშინდელი მიტროპოლიტი, მარადსახსენებელი მეუფე ილია (სალიბა) და მახსოვს, რომ ყოველთვის იწვევდა მას პასექის მეორე დღეს საკათედრო ტაძარში თანამწირველად, სადაც მამა პავლე სლავურ ენაზე სახარებას კითხულობდა“.
„ეკლესიის წარმომადგენელი დიდ როლს ასრულებს ეკლესიებსა და ხალხებს შორის მეგობრობის განსამტკიცებლად, რადგან ჩვენი შემხედვარე მსჯელობს ხალხი ეკლესიაზე, ჩვენს ქვეყანაზე, – განცხადა შემდეგ მწყემსთმთავარმა. – ამიტომ მიხარია, როცა ვიხსენებ ისეთ წინამძღვრებს, როგორიც იყო, მაგალითად, დეკანოზი იაკობ ილიას ძე, ძალიან განათლებული და კულტურული ადამიანი“.
ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, აღნიშნა: „ძალიან მიხარია, რომ ამჟამად ბეირუთში რუსეთის ეკლესიის მეტოქიონს მეთაურობს მამა ფილიპე. როდესაც მას უცქერენ, მის კეთილ საქმეებს, რუსული სამრევლის ცხოვრებას, «ლიბანელები მსჯელობენ რუსეთის წმინდა ეკლესიაზე, რომელიც მე ძალინ მიყვარს. მე ვხედავ, როგორი ძრწოლითა და მოწიწებით მსახურობს მამა ფილიპე, როგორი კეთილკრძალულებითა და ინტერესით ეცნობა ლიბანის წმინდანებსა და სიწმინდეებს, მასთან ერთად კი – მთელი რუსული თემი, და მიხარია, რომ ეს ადამიანები თავისი ცხოვრების წესით აჩვენებენ ძმურ ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის“.
„დაბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ – ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლები მოსკოვის საყდართან და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები ანტიოქიის ეკლესიის საყდართან, ჩვენი ორივე მეტოქიონი ცხოვრობს ჩვენი ორი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხოლო აქ, უძველეს ქალაქ ბეირუთში, კიდევ ბეირუთის მიტროპოლიტ ილიას ლოცვა-კურტხევით“, – აღნიშნა ფილიპეპოლელმა მიტროპოლიტმა ნიფონმა.
სერბეთის უწმინდესი პატრიარქის პორფირის სახელით „რუსულ სახლში“ შეკრებილთ მიესალმა მორავიჩის მიტროპოლიტი ანტონი. „რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმეტესი ადგილობრივი ეკლესიის ტერიტორიებზე დიდი წვლილი შეიტანა ძმური საეკლესიო ურთიერთობების განმტკიცებაში, – აღნიშნა მეუფე ანტონმა. – რუსი ადამიანების მიერ ტაძრები ძეგლებს წარმოადგენს. ღვთისმსახურების სილამაზე და კეთილმშვენიერება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა დახვეწილობა და დიპლომატიურობა ასობით ათასი ადამიანის გულს იპყრობს ბევრ ქვეყანაში, რომლებიც მორწმუნენი ხდებიან. ეს შეიძლება დავინახოთ არამართლმადიდებელ ქვეყნებშიც, მაგალითად, ჩინეთში და იაპონიაში. როდესაც ვკითხულობთ ბეირუთის მეტოქიონის ისტორიის ფურცლებს, ვხედავთ, თუ როგორი გამოჩენილი ადამიანები ცხოვრობდნენ და ლოცულობდნე აქ. მათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. ძვირფასო მამაო ფილიპე, გილოცავთ მეტოქიონის 75 წლის იუბილეს. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, რათა შემდგომშიც ასევე კარგად უხელმძღვანელოთ ამ მეტოქიონს ორი ერის – ლიბანისა და რუსეთის – საკეთილდღეოდ“.
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, არქიმანდრიტმა სერაფიმემ (შემიატოვსკი) უნეტარესი მიტროპოლიტის როსტისლავის სახელით, შეკრებილ საზოგადოებას უსურვა „წარმატებული შრომა, მშვიდობიანი ცხოვრება და ღვთის შეწევნა ლიბანის კურთხეულ მიწაზე“.
რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიბანში ა.ნ. რუდაკოვი თბილად მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. „რუსეთსა და ლიბანს შორის ურთიერთობას მყარი სულიერი საფუძველი გააჩნია ტრადიციული მეგობრული კავშირების სახით რუსეთისა და ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, რომლის ფესვებიც შორეულ წარსულში იხილვება. XX საუკუნიის დასაწყისში პალესტინის საიმპერატორო მართლმადიდებელი საზოგადოებისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თაოსნობით 48 რუსული, ე.წ. „მოსკოვური“ სკოლა მოქმედებდა. ბეირუთში რუსეთის ფედერაციის საელჩო, სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ ყოფილ სკოლაშია განთავსებული“, – გაიხსენა დიპლომატმა.
მან ასევე ილაპარაკა არსებულ ურთიერთგაგებასა და ურთიერთმოქმედებაზე როგორც სახელმწიფოთაშორის, ისე ეკლესიათაშორის დონეზე, აგრეთვე რუსეთისა და ლიბანის მართლმადიდებელი საზოგადოებების დონეზე.
„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბეირუთში მისი მეტოქიონის საქმიანობა მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, ლიბანში სამოქალქო მშვიდობისა და თანხმობის მიღწევაზე ქვეყანაში ქრისტიანული დასწრების უპირობო აუცილებლობით“, – განაცხადა ა.ნ. რუდაკოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი შემდგომშიც აღმოუჩენს დახმარებას მართლმადიდებელ სამრევლოს ლიბანში, პოლიტიკურ-კონფესიონალურ და საზოგადოებრივ სფეროებში ბალანსის შესანარჩუნებლად“.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქთან, იღუმენმა არსენიმ (სოკოლოვი) შეკრებილთ შეახსენა, რომ ბეირუთის მეტოქიონი – ეს არის უძველესი ადგილი მოსკოვის საპატრიარქოს მოწმობისა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე: „მთელი იმისშემდგომი ისტორია, სამი თაობის სიცოცხლე – ეს არის მოსკოვის საპატრიარქოს ბეირუთის მეტოქიონის ისტორია“.
კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და სრეტენის (მირქმის) სასულიერო სემინარიის პროფესორი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებათაშორისი დასწრების წევრი დეკანოზი ვლადისლავ ციპინი, რომლის გამოსვლის თემა იყო „XX და XXI საუკუნეებში ურთიერთდამოკიდებულება ანტიოქიის საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“; ИТАР-ТАСС-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიბანაში დ.ა. ზელენინი (თემა – „პირველი ტალღის ემიგრანტები და რუსული მეტოქიონი“); ლიბანში რუსეთის დასწრების მკვლევარი ტ.ვ. ბახერი (კიუვაშევი), რომელმაც თავისი გამოსვლა მიუძღვნა თემას „რუსული სამარხები ლიბანის სასაფლაოებზე“; ჟურნალისტი და ანალიტიკოსი კფური ისკანდერი, რომელმაც მოხსენება წაიკითხა თემაზე: „მოსკოვური სკოლები“ პალესტინაში, ლიბანსა და სირიაში“.
ფორუმის მონაწილეთა აზრით, რუსებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლიბანის კულტურულ ცხოვრებაში და ამ მიმართულებით კვლევითი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. აქტუალურ საკითხს წარმოადგენს რუსული სამარხების რესტავრაცია ლიბანის მიწაზე.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ლიბანის მთების მიტროპოლიტი სილუანე, რომელმაც კერძოდ აღნიშნა: „თქვენი ისტორია ძალიან ლამაზი და ძალიან საინტერესოა. მე სიამოვნებით მოვუსმინე რუსეთიდან ჩამოსულ მომხსენებლებს, განსაკუთრებით მივესალმები დეკანოზ ვლადისლავ ციპინს. ეს ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც იცინ რუსეთ-არაბეთის ურთიერთობის ისტორია“. მეუფემ იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება სამეცნიერო კვლევები ამ მიმართულებით, „რაც შედეგებს მომავალში მოიტანს“.
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
ბეირუთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის
ვებ-გვერდის ინფორმაციის მიხედვით