მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის უფრ…

მიტროპოლიტი ილარიონი: „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედება – დიდი ხნის მომწიფებული საკითხია


2021 წლის 30 ოქტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს დრო ტელეარხ „Россия 24“-ზე. აქ ჩვენ ყოველ კვირას კითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: მეუფევ, ამ დღეებში რომში „დიდი ოცეულის“ G20-ის სამიტი მიმდინარეობს. ელით თუ არა ამ სამიტიდან, მაგალითად, რომ ეს ოცი ქვეყანა მაინც შეთანხმდება ერთმანეთის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების აღიარებაზე? ან, თქვენი აზრით, ეს უტოპიაა? სხვათა შორის, ჩვენი ტურისტები აშშ-ში წერენ, რომ ისინი საზოგადოებრივ ადგილებში რუსული ვაქცინის „Sputnik V“-ის ვაქცინაციის QR-კოდით სარგებლობენ, რადგან თითქოს ამერიკაში QR-კოდების ამოცნობის სისტემა არასრულყოფილია.

მიტროპოლიტი ილარიონი: „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედება – დიდი ხნის მომწიფებული საკითხია, მით უფრო, ამჟამინდელი პანდემიის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ოცეულის“ ქვეყნებს შორის შეიძლება მრავალ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, პირველ რიგში პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, როდესაც საქმე ეხება მთელი კაცობრიობის წინაშე წამოჭრილ გამოწვევას, პოლიტიკური უთანხმოებები განზე უნდა გადავდოთ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ურთიერთაღიარების საკითხი – ეს ასევე დიდი ხნის მომწიფებული საკითხია, იმიტომ, რომ რუსული ვაქცინები არაფრით ჩამოუვარდება დასავლურ ვაქცინებს. ადამიანები, რომლებიც რუსეთში აიცრნენ, დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლისას მუდმივად აწყდებიან სხვადასხვაგვარ დისკრიმინაციას. მაგალითად, ევროკავშირში არის სპეციალური QR-კოდები, რომლითაც რესტორნებსა და საზოგადოებრივ ადგილებში უშვებენ. ასეთი QR-კოდის მიღება შეუძლებელია, თუ ადამიანი აცრილია არ არის ევროკავშირში აღიარებული ერთ-ერთი ვაქცინით, თუნდაც, ვთქვათ, რუსული ვაქცინით. იგივე პრობლემა ექმნებათ მათაც, ვინც რუსეთში ჩამოდიან, ვინაიდან აქ დასავლური ვაქცინები არ არის აღიარებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მომწიფებულია და მინდა იმედი ვიქონიო, რომ დადებითად გადაწყდება.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტეხასის შტატი პირდაპირი გაგებით იუსტიციის ფედერალური სამინისტროს აპელაციას იგერიებს, რომელიც ითხოვს ე.წ. „გულისცემის კანონის“ გაუქმებას, რომელიც ამ შტატშია მიღებული. მის თანახმად, აბორტის გაკეთება აკრძალულია იმ დროიდან, როდესაც ბავშვის გულისცემა ისმის. თქვენი აზრით, კათოლიკი ბაიდენის ადმინისტრაცია ასე დაჟინებით რატომ ითხოვს ამ კანონის გაუქმებას მაინდამაინც ტეხასისი შტატში?

მიტროპოლიტი ილარიონი: როდესაც ლაპარაკობენ კათოლიკი ბაიდენის შესახებ, მე ყოველთვის კითხვის დასმის სურვილი მიჩნდება: კერძოდ რაში მდგომარეობს ჯ. ბაიდენის კათოლიკობა? კათოლიკური ეკლესია გამოდის აბორტის წინააღმდეგ, ბატონი ბაიდენი კი მის მხარდასაჭერად. ის ამას აკეთებს როგორც კათოლიკი თუ როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი? თავის ქმედებებში ის საკუთარი სინდისის კარნახიდან გამოდის თუ პოლიტიკური კონიუნქტურიდან? არ შეიძლება ადამიანი საკუთარ თავს კათოლიკს უწოდებდეს და, იმავდროულად, ქრისტიანული ზნეობის ფუნდამენტალურ ნორმებს არღვევდეს და მათ დარღვევას მოუწოდებდეს.

რომის კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესია,  აბორტის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ გამოდის. თუ ამერიკის ერთ-ერთ შტატში არსებობს კანონი, რომელიც როგორღაც მაინც იცავს დაუბადებელი ჩვილების უფლებებს, მაშინ ამ კანონის დაცვას კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, მხოლოდ მიესალმება. თუმცა, ამერიკის ადმინისტრაცია ახლა ცდილობს ყველა შტატი ერთი სტანდარტის ქვეშ მოაქციოს, რომელიც ლიბერალურ ნორმებზეა ორიენტირებული. ლიბერალური ნორმების თანახმად კი, არშობილი ჩვილის სიცოცხლე არაფრად ფასობს, ის დაცვას არ საჭიროებს, ყველაზე მთავარი – ქალის უფლებების ზედმიწევნით დაცვაა. სხვა სიტყვებით, ამბობენ, რომ ქალს აქვს უფლება საკუთარი სხეული განკარგოს, აქვს უფლება მიიღოს აბორტის გადაწყვიტილება, და არავინ მას ამაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს. დასავლეთის ქვეყნების მთელი კანონმდებლობა სწორედ ამ მიმართულებით მიდის.

დასავლეთში კათოლიკური ეკლესია, მათ შორის, შეერთებული შტატებში, მართლმადიდებელი ეკლესია და მრავალი პროტესტანტი დგას ჯერ არშობილი ჩვილების დასაცავად და საუბრობენ იმაზე, რომ აბორტი – ეს მკვლელობაა, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, ჯერ კიდევ სამყაროს მოუვლენელი, ფლობს ფუძემდებელ უფლებას – სიცოცხლის უფლებას. ამის შესახებ, სამწუხაროდ, ხშირად ივიწყებენ თანამედროვე ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლები. ისინი იცავენ ყველანაირ უფლებას – მაგალითად, ჰომოსექსუალი წყვილის მიერ შვილის აყვანის უფლებას, მშობლების უფლებას, რომ არასრულწლოვან შვილს სქესის შეცვლის ოპერაცია გაუკეთონ. ეს ყველაფერი ადამიანის უფლებებად ითვლება. ხოლო ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანს აქვს დაბადებისა და სიცოცხლის უფლება – ავიწყდებათ, ადამიანის ეს ფუნდამენტალური უფლება უკუგდებულია.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ჩვენს საშინაო ახალ ამბებზე გადავიდეთ. მოსკოვის მეტროში FacePay-ის სახის ამომცნობი სისტემით უკონტაქტო საფასურის გადახდის სისტემა ამოქმედდა. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ ტელეფონის აპლიკაციით ან ბარათით გადახდა შეგვიძლია. მოცემულ შემთხვევაში სახე პაროლად გამოდის, რაც შესაძლებელს ხდის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას. ჩვენ გვესმის, რომ პერსონალური მონაცემები, როგორც არ უნდა დაიცვან ისინი, ადრე თუ გვიან თავისუფლად ხელმისაწვდომი აღმოჩნდება, მათ გაჟონავენ, მონაცემთა ბაზები იყიდება. იწვევს თუ არა ეს ინოვაცია თქვენში საშიშროებას თუ მშვიდად ხართ მისდამი განწყობილი? თქვენ პირადად მზად ხართ თქვენი სახით გადაიხადოთ საქონლის და მომსახურების საფასური?

მიტროპოლიტი ილარიონი: ყველაზე მთავარი, რაზეც ეკლესია მუდმივად საუბრობს, ისაა, რომ ასეთი სერვისებით სარგებლობა ნებაყოფლობით ხასიათს უნდა ატარებდეს, ანუ თუ ადამიანი მზად არის თავისი სახე საკრედიტო ბარათად გამოოიყენოს, მაშინ ეს, ალბათ, მას არავინ უნდა აუკრძალოს. თუ ადამიანი არ არის მზად ამის გასაკეთებლად, მაშინ გადახდის ალტერნატიული ფორმები უნდა შენარჩუნდეს.

ახლა ძალიან ბევრი თანდათან ნაღდი ანგარიშსწორებიდან საკრედიტო ბარათებით გადახდაზე გადავიდა. ბევრი ფიზიკურ საკრედიტო ბარათებს თავის მობილურ ტელეფონში ათავსებს, რათა არ ატაროს ისინი, არ დაკარგოს, და ტელეფონიდან გადაიხადოს. შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ამ ოპერაციებს ამარტივებს – არის ის, რასაც FacePay ეწოდება. ბევრი მას იყენებს, მაგალითად, საკუთარ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებისას, როდესაც პაროლების აკრეფის, კოდით SMS-ის მიღებისა და ამ კოდის შეყვანის ნაცვლად, ადამიანი უბრალოდ ხსნის ტელეფონს, უყურებს მას და შესაბამისი პროგრამა ცნობს მის სახეს და ის თავის ანგარიშს უერთდება, რომელსაც კონფიდენციალური ხასიათი აქვს. მაგრამ საშიშროება აქ, რა თქმა უნდა, მდგომარეობს იმაში, რომ კონფიდენციალური მონაცემები სადღაც გაჟონავს, რომ ადამიანების ფოტოები, რომლებიც მონაცემთა გარკვეულ საერთო ბანკშია მოთავსებული, შეიძლება ბოროტმზრახველთათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ბევრი რისკია.

ე. გრაჩევა: კიდევ სიახლე, რომელმაც ფართო დისკუსია გამოიწვია: სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განსაკუთრებულ შემთხვევებში ნობელის მშვიდობის პრემიის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე ისაუბრა, მაგალითად, როდესაც შეიძლება პრემიისადმი ნდობა შეირყეს ლაურეატის მხრიდან გამოვლენილი დანაშაულის გამო. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: როდესაც ნობელის პრემია იქნა ჩაფიქრებული, იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ის იმ ადამიანებს მინიჭებოდა, ვინც ხელს უწყობს საომარი კონფლიქტების შეწყვეტას, მშვიდობის დამყარებას დედამიწაზე ან კონკრეტულ რეგიონში; ადამიანებს, რომლებიც ადამიანის ფუძემდებლურ უფლებებს იცავენ. დღეისათვის ნობელის მშვიდობის პრემია თანდათანობით (უმეტეს შემთხვევაში) პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებად გადაიქცა, როდესც ის ენიჭება იმ ადამიანებს, რომლებსაც წვლილი არ მიუძღვით ერებს შორის მტკიცე მშვიდობის დამყარებაში, პირიქით, ისეთი პოლიტიკური პოზიცია უკავიათ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული რეჟიმის შესასუსტებლადაა გამოყენებული. რაც უფრო მეტია ეს ტენდენცია, მით უფრო მეტ კითხვას ბადებს ნობელის პრემია.

მე ვერ წარმომიდგენია, თუ როგორი მექანიზმით შეიძლება მოხდეს ხსენებული საერთაშორისო ჯილდოს ჩამორთმევა, მაგრამ ერთი ქვეყნის ფარგლებში, მაგალითად, არსებობს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევის პრაქტიკა: თუ ადამიანმა სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა, ვთქვათ, სახელმწიფო ღალატი, მას შეიძლება ჩამოერთვას ჯილდოები, რომლებსაც ის ფლობდა. ვფიქრობ, რომ ამ მექანიზმის საერთაშორისო მასშტაბით არსებობაც მოთხოვნადი იქნებოდა.

ე. გრაჩევა: რამდენიმე დღის წინ ტვერის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სამმაგი მკვლელობის საქმეზე გაამართლა: ალექსანდრე ზობენკოვი უდანაშაულოდ ინქა მიჩნეული, რადგან ის საკუთარ თავს და საკუთარი ოჯახის წევრებს იცავდა. ჩვენი სასამართლო სისტემისთვის ეს გადაწყვეტილება უნიკალურია, რადგან ჩვენი სასამართლოები იშვიათად იღებენ გამამართლებელ განაჩენებს, განსაკუთრებით „მკვლელობის“ მუხლზე. მიესალმებით თუ არა რუსეთის სასამართლო პრაქტიკის ასეთ შემობრუნებას?

მიტროპოლიტი ილარიონი: დიახ, მივესალმები. მე ამ საკითხის შესწავლა მომიწია – ამ კონკრეტული შემთხვევისაც და სხვა მსგავსი შემთხვევებისაც. სამწუხაროდ, რუსეთის კანონმდებლობა ამ მხრივ არასრულყოფილია. ვფიქრობ, ის გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს.

თუ ადამიანი თავს იცავდა, თუ მას თავს დაესხნენ და, თავდაცვისა თუ ახლობლების დაცვის დროს თავდამსხმელებს სხეულის დაზიანება მიაყენა, რამაც სიკვდილი გამოიწვია, მაშინ ეს მკვლელობად არ უნდა კვალიფიცირდებოდეს, რადგან მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა და ის თავდამსხმელი არ ყოფილა.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: კაცი საკუთარ სახლშია, მასთან ცოლი და სამი შვილია. უცებ სახლში ყაჩაღები შემოეჭრნენ. მან უნდა დაიცვას საკუთარი თავიც და ბავშვებიც, და აიღებს იმას, რაც ხელთ მოყვება – ეს შეიძლება იყოს სამზარეულოს დანა, ჩაქუჩი ან იარაღი, და იცავს თავს. დაბნეულობისას მას არ შეუძლია ზუსტად გათვალოს დარტყმის ძალა, რათა, დავუშვათ, სამი [თავდამსხმელი] გაანეიტრალოს და, ამასთან, ისინი ცოცხლები დარჩნენ. მან შეიძლება ვინმე დაჭრას და შემდეგ ის დაჭრილი გარდაიცვალოს. მაგრამ ის ხომ არ იყო თავდამსხმელი, ის არ იყო ბოროტმზრახველი. ბოროტმზრახველები თავად თავდამსხმელები იყვნენ, ამიტომ ისინი უნდა გაესამართლებინათ ყაჩაღობისთვის, და არა ის ადამიანი, ვინც თავის თავს და თავის ოჯახს იცავდა.

იმ საქმეში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ის დეტალები, რომლებიც გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ეს კაცი ბოროტმზრახველი არ ყოფილა – ის საკუთარ ოჯახს იცავდა. მან დაინახა ერთი ადამიანი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და მიხვდა, რომ ბოროტმზრახველებს შეეძლოთ მის ცოლს, მის შვილებს თავს დასხმოდნენ, და მან დაიცვა ისინი, როგორც შეეძლო – დანით დაჭრა, რადგან ხელთ სხვა არაფერი აღმოაჩნდა.

მე ვფიქრობ, ეს ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სხვა მრავალი მსგავსი საქმეც, რომლებზეც სხვანაირი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ახლა არსებითად უდანაშაულო ადამიანები საპატიმრო სასჯელს იხდიან, ასევე იქნება ხელახლა განხილული.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე!

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ – ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: პატივცემულო მიტროპოლიტო ილარიონ, მე ასეთი შეკითხვა მაქვს. ჩემთვის, მართლმადიდებელი ადამიანისთვის, ცოდვა იქნება თუ არა, რომ იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ დასავლელი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმებს ვუყურო? მინდა ფილიპ სავილის ფილმის, „იოანესაგან სახარება“, ნახვა; მელ გიბსონის „ქრისტეს ვნებანი“ და სხვა.

მიტროპოლიტი ილარიონი: აქ ცოდვა ნამდვილად არ იქნება, სხვა საკითხია, მოგეწონებათ თუ არა თქვენ ეს ფილმები. როდესაც კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა საერთოდ იესო ქრისტეს ფილმებში გამოსახვა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე განსაკუთრებული აკრძალვა არ არსებობს. ოდესღაც იესო ქრისტეს მხოლოდ ხატებზე გამოსახავდნენ, მოგვიანებით რელიგიურ თემებზე საერო მხატვრობა გამოჩნდა, შემდეგ კი კინოფილმები – ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს შესახებ გავიგოთ, და ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი გზის გამოყენება შეიძლება ქრისტესა და ქრისიტიანობის ქადაგებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს კეთილკრძალულებით, სახარების ტექსტის პატივისცემით, რათა არ მოხდეს სახარებაში ნათქვამის მიზანმიმართული დამახინჯება, როგორც ეს იყო, მაგალითად, მარტინ სკორსეზეს ცნობილ ფილმში „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. აი ასეთი ფილმების ყურება არ შეიძლება. ასეთი ფილმების ყურება ქრისტეს და ეკლესიის წინააღმდეგ ცოდვის ჩადენას ნიშნავს.

ხოლო ფილმები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, დიდი კრძალვით არის გადაღებული. პირველი მათგანი, რამდენადაც მე მახსოვს, ბუკვალურად სახარების ტექსტზეა დაფუძნებული, ხოლო მელ გიბსონის ფილმი, რომელიც ბევრმა ნახა, – ეს არის მცდელობა იმის გადმოცემისა, რაც ქრისტეს ვნების დროს მოხდა. ზოგისთვის ეს შეიძლება ძალიან ნატურალისტურად ჩანდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა იმ დროს რომის იმპერიაში სიკვდილით დასჯა, ფილმის ავტორებმა გაითვალისწინეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ფილმი რეალურ სურათს წარმოგვიდგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

კითხვა: იესომ თავის თავში ორი ბუნება შეაერთია – ღვთაებრივი და კაცობრივი. ამიტომ მინდა გკითხოთ: გარშემომყოფი ადამიანები და მოციქულები მისი დანახვისას როგორ ვერ გრძნობდნენ მის ღვთაებრიობას, როცა მის გვერდზე იმყოფებოდნენ? რამეთუ ღმერთთან ახლოს ყოფნისას, შეუძლებელია ადამიანმა ეს ვერ იგრძნოს.

მიტროპოლიტი ილარიონი: ეს მთლად ასე არ არის. ღმერთთან ახლოს ყოფნისას ადამიანმა შეიძლება ვერც კი იგრძნოს ღმერთის არსებობა. ღმერთი ყოველთვის ყველა ადამიანთან იმყოფება. ყველა ადამიანი ღმერთთან ახლოსაა, მაგრამ ყველა არ გრძნობს ამას. ზოგი საერთოდაც ფიქრობს, რომ ღმერთი არ არსებობს. ღმერთი მათ ეხმარება, ის იხსნის მათ, და მათ ამის არც შეგრძნება სურთ, არც დანახვა.

როდესაც სახარებას ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ ზოგჯერ მოწაფეები თავიანთ მასწავლებელში რაღაც განსაკუთრებულს გრძნობდნენ. მაგალითად, როდესაც იესო ქრისტე პეტრესთან ერთად ნავში შევიდა და მათ უთხრა, რომ ბადეები ესროლათ, მეთევზურებმა ბადეები ისროლეს და დიდი სიმრავლის თევზი დაიჭირეს. მაშინ შეშინებულმა პეტრემ თაყვანი სცა იესოს და უთხრა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“ (ლკ. 5:8). ჩვენ არ ვიცით, მასზე რამ იმოქმედა. ალბათ, ყველაზე მეტად მასზე როგორც მეთევზეზე გავლენა იქონია იმან, რომ მან ვერასოდეს [მანამდე] ვერ შეეძლო იმდენი თევზის დაჭერა, რამდენიც მაშინ, როცა იესომ უთხრა, რომ ბადე ესროლათ. აქედან გამომდინარე ის მიხვდა, რომ საქმე განსაკუთრებულ ადამიანთან ჰქონდა. თაყვანი სცა თუ არა მან მას როგორც ხორცშესხმულ ღმერთს, ჩვენ არ ვიცით.

მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს ბევრი ადამიანი ხედავდა, ისმენდა მის სწავლებას, მაგრამ ამავე დროს არა მხოლოდ არ ხარობდა ამით, რაც მათ თვალწინ ხდებოდა, არამედ, პირიქით, ყოველი მისი ახალი სასწაულით და ყოველი ახალი სიტყვით მასთან მიმართებით ისინი უფრო და უფრო მტრული ხდებოდნენ. ანუ ეს ასევე აჩვენებს, რომ ღმერთი შეიძლება ახლოს იყოს, ადამიანი კი მისგან შორს; ღმერთს შეუძლია ადამიანს მიმართოს, ხოლო ადამიანმა – ყურები დაიხშოს, რომ ღვთის ხმა არ ისმინოს.

კითხვა: თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მე პატივს ვცემ ჩემი მართლმადიდებელი წინაპრების რწმენას, მაგრამ რატომ არ უნდა ვცე პატივი ჩემი ქრისტიანობამდელი წინაპრების რწმენას?

მიტროპოლიტი ილარიონი: პასუხი ძალიან მარტივია. რწმენა ან ჭეშმარიტია, ან მცდარი. თუ თქვენ ქრისტიანობას მხოლოდ იმიტომ სცემთ პატივს, რომ ეს არის თქვენი წინაპრების რწმენა, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. თქვენ შეძლებთ ჭეშმარიტად პატივი სცეთ ქრისტიანობას მხოლოდ მაშინ, თუ იგრძნობთ და გაიგებთ, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგიაა, რომელიც თქვენ გიცხადებთ და რომელიც თავის დროზე თქვენს წინაპრებსაც უცხადებდა ჭეშმარიტ ღმერთს.

ეს ჭეშმარიტი რელიგია ცრუ, წარმართული რელიგიის შესაცვლელად მოვიდა, ხოლო ცრუ რელიგია არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს. მაშასადამე, იმაზე საუბარი, რომ ნებისმიერ სარწმუნოებას პატივი უნდა ვცეთ – არასწორია; იმის თქმა, რომ რაიმე სახის რწმენის პატივისცემა მხოლოდ იმიტომ, რომ წინაპრებს ასე სწამდათ – ეს ასევე არასწორია.

არსებობს სწორი მოსაზრება, და არსებობს გაურკვევლობა. არსებობს ჭეშმარიტი რწმენა, და არსებობს ცრუ. ცრუ რწმენა არ იმსახურებს პატივისცემას. მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა იმსახურებს პატივისცემას.

კითხვა: მსურს გავიგო მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის ქორწინების შესახებ. სადღაც წავიკითხე, რომ ეს რიგი პირობებით დასაშვებია. მაგრამ როგორ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მე უკვე კათოლიკურ ეკლესიაში დავქორწინდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწინება დაინგრა და ახლა ისევ დავქორწინდი, მაგრამ ეს მხოლოდ სამოქალაქო რეგისტრაციაა? ჩემი ქმარი თანახმაა მართლმადიდებელ ეკლესიაში ქორწინებაზე.

მიტროპოლიტი ილარიონი: თუ თქვენი ქმარი კათოლიკი ქრისტიანია, თქვენ კი მართლმადიდებელი ხართ და თქვენი ქმარი თანახმაა მართლმადიდებელ ეკლესიაში ქორწინებაზე, მაშინ ასეთი ქორწინება შესაძლებელია. ამის შესახებ წაიკითხეთ დოკუმენტში, რომელსაც „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები“ ეწოდება. იქ მხოლოდ ერთი პირობაა დაყენებული: ბავშვები მართლმადიდებლური რწმენით უნდა აღიზარდონ.

თუ მეორე ქორწინებაზეა საუბარი, მაშინ ეს ცალკე საკითხია, რომელიც მღვდელთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ეპისკოპოსთან უნდა გადაწყდეს. უნდა გესმოდეთ, რატომ დაირღვა თქვენი პირველი ქორწინება და პრინციპში, რამდენად შესაძლებელია თქვენთვის მეორე ქორწინებით შეუღლება. თუ ეს პრინციპში შესაძლებელია, მაშინ თქვენი ქმრის კათოლიკობა დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

მინდა ეს გადაცემა წმიდა პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლის სიტყვებით დავასრულო: „ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს, განიწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად“ (1 პეტ. 4:7).

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب