მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეუ…

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული


2021 წლის 31 ოქტემბერს, სულთმოფენობიდან მე-19 კვირიაკეს, მოციქულის და მახარებლის ლუკას ხსენების დღეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვში დიდ ორდინკაზე მდებარე „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

მწყემსთმთავარს ტაძრის კლირიკოსები თანამსახურებდნენ.

მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ღმრთისმსახურების დასრულებისას მწყემსთმთავარმა დამსწრეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

დღევანდელი კვირა დღე წმინდა მოციქულისა და მახარებლის ლუკას ხსენების დღეს დაემთხვა.

ლუკას სახარების საკითხავებს ჩვენ ტაძარში მთელი შემოდგომის განმავლობაში და გაზაფხულზე დიდი მარხვის ციკლის დაწყებამდე ვისმენთ.

დღეს მოვისმინეთ უფალი იესო ქრისტეს იგავი მთესვარისა და თესლის შესახებ. მასში მოთხრობილია ნაყოფის გამოსაღებად სხვადასხვა პირობებში ჩაყრილი თესლის თაობაზე: გზაზე, კლდოვან ნიადაგზე, ეკლებში და კკეთილ ნიადაგზე. თუ თესლი ნოყიერ ნიადაგზე ეცემა, ის ძლიერ იზრდება და თავის ნაყოფს იძლევა. და თუ კლდოვან მიწაზე ან ეკლებში ეცემა, მაშინ ან ჩიტები კენკავენ მას, ან მზე აშრობს, ან ეკლები იზრდება და მას ახშობს, და ის ვეღარ იზრდება.

მოისმინეს რა ეს იგავი, მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს, რა იყო მისი მნიშვნელობა. და ქრისტემ განმარტა, რომ თესლი, რომელსაც მიწა იღებს, – ეს ღვთის სიტყვაა, ხოლო ნიადაგი ეს ყოველი ადამიანია, ვისაც ეს სიტყვა ეძლევა. თითოეული ადამიანი ღვთის სიტყვას განსხვავებულად იღიქვამს. არიან ადამიანები, რომლებიც ღვთის სიტყვას უსმენენ, პასუხობენ, მაგრამ შემდეგ ეშმაკი მოდის და მათი გულიდან იპარავს იმას, რაც მათ მოისმინეს. და არიან ისეთებიც, რომლებიც უსმენენ ღვთის სიტყვას და, თითქოსდა, მზად არიან გამოძახილისთვის, მაგრამ შემდეგ ამსოფლიური საზრუნავი ავიწყებს ყველაფერს, რაც მათ მოისმინეს. არიან ისეთებიც, რომლებიც ისმენენ სიტყვას, იმარხავენ კეთილ და სუფთა გულში, ეხმაურებიან მას მას და მრავალჯერად ნაყოფს იღებენ.

უფალი შემთხვევით არ ასრულებს თავის იგავს სიტყვებით: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (მთ. 13:9). ბევრი ადამიანი ისმენს ღვთის სიტყვას, მაგრამ ვერ შეისმენს; ხედავენ, რას ის აკეთებს, ხედავენ მის ნიშნებსა და სასწაულებს, მაგრამ მათი თვალები დახუჭული რჩებათ, გული კი არ ეხმიანება ღვთის მოწოდებას.

თითოეული ადამიანი განსხვავებულად არის განწყობილი და ღია იმასთან მიმართებით, რაც მას ღმერთისგან ესმის.

ზოგს საერთოდ არ სურს ღვთის ხმის მოსმენა, და ამბობენ, რომ ღმერთი არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ სადღაც შორს და ისინი თავიანთ ცხოვრებას საკუთარი სურვილის მიხედვით მოაწყობენ. და როდესაც ღმერთი მათ მიმართავს მათივე ცხოვრების ზოგიერთი მოვლენის ან სხვა ადამიანების მეშვეობით, ანაც წმინდა წერილის საშუალებით, მათ მაინც ესმით და არ შეისმენენ, უმზერენ და ვერ ხედავენ და ღვთის სიტყვას არ იაზრებენ.

სხვები თავს მორწმუნეებად თვლიან, ზოგჯერ წმიდა წერილს კითხულობენ, ფიქრობენ, რომ ეკლესიური ადამიანები არიან, მაგრამ ამ დროს მათი ეკლესიურობა ზედაპირულია. ისინი წმინდა წერილს სიღრმისეულად არ სწავლობენ. და რაც მთავარია – საკუთარ ცხოვრებას წმინდა წერილთან არ აჯერებენ. ძალიან ხშირად ასეთი ადამიანები ცოდვილად ან უსაქმურად ცხოვრობენ, მაგრამ იმავდროულად ისინი დროდადრო საეკლესიო მსახურებებს ესწრებიან, ზოგჯერ საეკლესიო საიდუმლოებებშიც მონაწილეობენ, მაგრამ კვლავ და კვლავ ზედაპირზე რჩებიან, სიღრმეებში არ შედიან. ამიტომ უფალი მათ გულს არ ეხება, და თუ ეხება, ისინი ამას ვერ გრძნობენ.

არიან ისეთებიც, რომლებიც თავს ასავე მორწმუნეებად თვლიან, ღვთის ტაძარს სტუმრობენ, ზოგჯერ საეკლესიო საიდუმლოებებშიც მონაწილეობენ, კითხულობენ წმინდა წერილს, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე ამ საუკუნის საზრუნავებს აყენებენ. უპირველეს ყოვლისა, ისინი ფიქრობენ საკუთარ კეთილდღეობაზე, წარმატებაზე, ხოლო საეკლესიო ცხოვრებას ამ წარმატებული ცხოვრების ნაწილად აღიქვამენ, რადგან ახლა მიღებულია, რომ წარმატებული ადამიანი დროდადრო ეკლესიას ეწვიოს და ღვთის ტაძარს შესწიროს. ჩვენ მადლობელი ვართ ასეთი ადამიანების. მაგრამ ის, რასაც უფალი მათგან მოელის, არ ხდება, რადგან მათი გული ღვთის სიტყვას არ ეხმიანება.

და არიან ადამიანები, რომელთა გული ღვთაებრივ მოწოდებას ეხმიანება. ეს ადამიანები სხვადასხვა ასაკის, სტატუსისა და ქონების მქონენი არიან – წუთისოფელში წარმატებულები და არც თუ ისე წარმატებულები, მდიდრები და ღარიბები, მოხუცები და ახალგაზრდები, მამაკაცები და ქალები. რადგან ყველაფერი დამოკიდებულია არა გარემო პირობებზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, არამედ იმაზე, თუ რამდენად არის მზად ღმერთს გული გაუხსნას, თავისი ცხოვრება სახარებისეულ მცნებებს შეადაროს, შესწიროს საკუთარი თავი, დრო, ძალა, ფინანსები და ნიჭები იმას, რომ სხვა ადამიანებს სულიერი სარგებელი მოუტანოს.

უფალმა თავისი მცნებები თითოეულ ჩვენგანს მოსცა. ეს მცნებები პირველ რიგში ეხება იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ ადამიანებს შორის და ერთმანეთს როგორ ვეპყრობით. უფლის ნამცნების თანახმად, ჩვენ თითოეული ადამიანი უნდა გვიყვარდეს არა მხოლოდ საპასუხო, არამედ მსხვერპლგაღებითი სიყვარულითაც. ის ჩვენ გვეუბნება: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“ (მთ. 5:44); „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან“ (მთ. 5:46)

შესაძლოა, მტრის სიყვარულის მცნება ყველაზე რთული იყოს მთელს სახარებაში. თითქოსდა, როგორ შეიძლება გვიყვარდეს ჩვენი მტრები, როდესაც ისინი ამდენ ბოროტებას გვაყენებენ? როგორ შეგვიძლია დავლოცოთ, როცა ისინი გვწყევლიან? როგორ შეგვიძლია მივუბრუნოთ მარჯვენა ყვრიმალი, როცა მარცხენაში გვირტყამენ? მაგრამ უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ქმედითად მივყვეთ იმას, რასაც ის გვასწავლის. ადამიანი, რომელიც მზად არის არა მარტო მოისმინოს ღვთის სიტყვა, არამედ ამის შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება შეცვალოს – ეს არის ის ნოყიერი ნიადაგი, რომელზეც ღვთის სიტყვის თესლი უხვ აღმონაცენებს იძლევა.

წმინდანთა ცხოვრებიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ისინი ღვთის სიტყვას ეხმიანებოდნენ, ქრისტეს მიჰყვებოდნენ, თავიანთ ქონებას ღარიბებს ურიგებდნენ და მთელ ნიჭსა და შესაძლებლობებს ეკლესიის მსახურებას უძღვნიდნენ. ასეთი ადამიანები ჩვენთვის მაგალითებსა და გზამკვლევ ვარსკვლავებს წარმოადგენენ.

ვილოცოთ უფლის მიმართ, რომ არა მხოლოდ გვესმოდეს ღვთის სიტყვა, არამედ აღვასრულებდეთ კიდეც მას; რომ ჩვენს გულებზე დავარდნილი მისი სიტყვის მარცვალი, ნაყოფიერ ნიადაგზე მოხვედრილიყოს და ჩვენს ცხოვრებაში ნაყოფი გამოეღოს. ამინ.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს!

თავს მოუფრთხილდით, თქვენს საყვარელ ადამიანებს მოუფრთხილდით და უფალი გფარავდეთ ყველას“.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა თანაგრძნობა გამოხატა შაბაცკის ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებისთვის ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო

24.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოხატა თანაგრძნობა სსკგ-ის მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვი) სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ეპისკოპოსად ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

22.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب