მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია მოგვიწოდებს რეპრესიული წლ…

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია მოგვიწოდებს რეპრესიული წლების ყველა უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შენარჩუნებას


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში ახალი სამახსოვრო თარიღი გაჩნდა – მართლმადიდებელი ქრისტიანების განსაკუთრებული ხსენების დღე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში „უდანაშაულოდ მოკლეს ღვთისმბრძოლებმა ან უდანაშაულოდ დააპატიმრეს". მათთვის სულისმოსახსენებელი ღვთისმსახურება ამიერიდან რუსეთის ტაძრებში ყველგან შესრულდება 30 ოქტომბერს, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე აღინიშნება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 23-24 სექტემბერს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს. იმის შესახებ, თუ რატომ გვჭირდება იმ ადამიანების ხსაოვნა, ვინც მე-20 საუკუნეში მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი გახდა, პირდაპირ ეთერში რადიო Sputnik-თან ილაპარაკა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

– თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მოგესალმებით!

– გამარჯობა!

– მეუფევ, რა განსაკუთრებულება გამოარჩევს ამ ახალ სამახსოვრო თარიღს – ღვთისმბრძოლების მიერ უდანაშაულოდ დახოცილი მართლმადიდებლების ან საბჭოთა პერიოდში უდანაშაულოდ დაპატიმრებულთა ხსენების დღეს? განა მანამდე არ იხსენიებდა ეკლესია დევნის წლების, კერძოდ, საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა სულებს?

– რა თქმა უნდა, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს ეკლესია ადრეც იხსენიებდა. არის დღე – ძველი სტილით 25 იანვრის შემდგომი კვირა – როდესაც იხსენიებენ რუსეთის ეკლესიის ყველა ახალმოწამესა და აღმსარებელს. ასეთი ხსენება აღესრულება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1917-1918 წლების ადგილობრივი კრების განჩინების შესაბამისად. ახალმოწამეებთან და აღმსარებლებთან ერთად ჩვენ ვიხსენიებთ ყველა უდანაშაულო მსხვერპლს.

რადგანაც ახლა რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო დონეზე არსებობს რეპრესიების მსხვერპლთა მოხსენიების დღე, ამიტომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტ პავლეს მოხსენების საფუძველზე, რომელიც არის მოწამეებისა და აღმსარებლების ხსოვნის უკვდავსაყოფად მომუშავე პატრიარქთან არსებული ეკლესიურ-საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ყოველწლიური ხსენების დღე დაეწესებინა ღვთისმბრძოლთა მიერ უდანაშაულოდ მოკლულთა თუ უდანაშაულოდ დაპატიმრებულთა სულების საოხად. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მათზე, ვინც ახალმოწამეებად და აღმსარებლებად არიან შერაცხულნი, არამედ ყველა უდანაშაულო მსხვერპლზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაპარაკია მილიონობით ადამიანზე.

სინოდმა დაადგინა, რომ ამ დღეს საპატრიარქოს ქრისტე მაცხოვრის სახ. საკათედრო ტაძარში უნდა აღსრულდეს საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი სამღვდელთმთავრო წეს-განგებით, ყველა ეპარქიაში აღესრულოს სულთასაოხი ღვთისმსახურება, ხოლო ბუტოვოს პოლიგონზე მდებარე ტაძარში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ცენტრია ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და ყველა უდანაშაულოდ დაღუპულთა ხსოვნის დასაცავად, ამავე დღეს ასევე აღესრულოს საღვთო ლიტურგია და პანაშვიდი. გარდაცვლილთა სულებისათვის ღვთისმსახურება უნდა ჩატარდეს სასულიერო აკადემია-სემინარიებშიც სტუდენტების მონაწილეობით, ასევე, სამრევლო ტაძრებშიც და მონასტრებშიც.

– მნიშვნელოვანია თუ არა სხვა ეპოქის მსხვერპლთა მოხსენიება? ან იქნებ ეკლესია ამას მაინც აკეთებს?

– ეკლესია იხსენიებს ყველა უდანაშაულო მსხვერპლს და, ზოგადად, ყველა გარდაცვლილს. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნაზე, მაშინ აქ ლაპარაკია ჩვენი მოქალაქეების კონკრეტულ და ძალიან მრავალრიცხოვან კატეგორიაზე, რომლებიც ყოველივე ამის შედეგად დაზარალდნენ.          

ხშირად ამ რეპრესიების მიჩუმათება ხდება, ხოლო დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული. ზოგადად, თუ ახლა ახალგაზრდებს, სტუდენტებს ჰკითხავთ, იციან თუ არა რამე რეპრესიების შესახებ, ცოტა ვინმე თუ გეტყვით, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 20-იან, 30-იან, 40-იან და 50-იან წლებში. არადა, რეპრესიები გაგრძელდა 1917 წლის რევოლუციის დასაწყისიდან თითქმის სტალინის სიკვდილამდე.

– ქრისტიანული თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობის დამყარება, ანუ ამ რეპრესიებში დამნაშავეთა დასჯა ან დაგმობა? ან იქნებ მთავარი მაინც შენდობა და შერიგებაა?

– ცნებები „შენდობა“ და „შერიგება“ სულაც არ ნიშნავს დავიწყებას, ტყუილზე დათანხმებას ან იმას, რომ საგნებს თავისი სახელი არ დავარქვათ. როდესაც 2000 წელს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ახალმოწამენი და აღმსარებელნი, მან დაასახელა როგორც დევნილები, ისე მდევნელებიც. როდესაც წმინდანთა დასში შევრაცხეთ ერთბაშად ადამიანთა დიდი რაოდენობა, ვინც სახელებით იყო ცნობილი, ჩვენ ისიც ვთქვით მაშინ, რომ ბევრი ადამიანი უცნობი დარჩა და, ალბათ, ასევე უცნობად დარჩება, რადგან დღეს არავინ იცის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა.

ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წმინდანად შეგვერაცხა ყველა – ვისი სახელებიც ვიცით, და ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ღმერთისთვის ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც ევნენ როგორც მოწამენი და აღმსარებელნი, რამეთუ ბოლომდე შეინარჩუნეს ქრისტესადმი ერთგულება.

90-იან წლებში უზარმაზარი სამუშაო იქნა ჩატარებული (2000-იან წლებშიც გაგრძელდა) ახალმოწამეთა კანონიზაციისათვის აუცილებელი მასალების მოსაგროვებლად. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველას, ვინც რეპრესიების მსხვერპლი გახდა, არ აღუსრულებია მოწამეობითი ან აღმსარებლობითი ღვაწლი.

ისეთებიც იყვნენ, ვინც უარყო რწმენა და დაკითხვის დროს სხვები გასცა. ამიტომ საგამოძიებო საქმეები ძალიან გულდასმით უნდა შესწავლილიყო. ზოგიერთ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ერთი პირის საგამოძიებო საქმე ვერ ავლენდა მის ზნეობრივ მანკიერებებს ან იმას, რომ, მაგალითად, სხვა პირებს ასმენდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ჩნდებოდა სხვა ადამიანების საგამოძიებო საქმეებში.

სახელობითად თითქმის ორი ათასი ადამიანი შეირაცხა წმინდანად, ხოლო მათ, ვისი სახელებიც უცნობია ხალხისთვის, მაგრამ ცნობილია ღმერთისთვის როგორც მოწამეები და აღმსარებლები, ჩვენც იმავე ხარისხში მოვიხსენიებთ.

რაც შეეხება ახალ დაწესებულ განსაკუთრებულ მოხსენიებას მართლმადიდებელი ქრისტიანებისა, რომლებიც არიან „უდანაშაულოდ ღვთისმბრძოლთა მიერ მოკვდინებულნი ან უდანაშაულოდ პატიმრობაში მყოფნი“ საბჭოთა პერიოდში – ეს, უპირველესად, მიმართულია იმ ადამიანთა სულთა განსასვენებლად, ვინც არ არიან კანონიზირებულნი, მაგრამ რეპრესიებს ემსხვერპლნენ. ეკლესიაში ჩვენ ვლოცულობთ წმინდანთა მიმართ, ხოლო არაკანონიზირებულთ – ვიხსენიებთ განსასვენებლად. და დღეს არის სწორედ უდანაშაულოდ ვნებული ყველა ადამიანის განსვენების მოსახსენიებელი დღე.

– იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის 70 წელი გავიდა, მაგრამ მისი სახელი კვლავ მრავალ დისკუსიას იწვევს. აქვს თუ არა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ერთმნიშვნელოვანი პოზიცია იოსებ სტალინის პიროვნებასთან მიმართებით?

– აქვს, რა თქმა უნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის ოფიციალური პოზიცია 2000 წელს სამღვდელთმთავრო კრებაზე გამოითქვა, როცა დევნილებიც და მდევნელებიც იქნენ დასახელებულნი. ვფიქრობ, სწორედ ამ პოზიციას უნდა დავეყრდნოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ხალხი უფრო ხშირად მიდრეკილია, მითების სჯეროდეს, ვიდრე ციფრებისა და ფაქტებისა.

ყველანაირი მითი ვრცელდება, მათ შორის საეკლესიო გარემოშიც, თითქოს სტალინმა მოინანია, რომ ის ფარული ქრისტიანი იყო, დადიოდა ნეტარ მატრონასთან, რომ მას კინაღამ კარის ეკლესია ჰქონდა მოწყობილი, სადაც ყოველდღე ლოცულობდა.

მაგრამ არის ფაქტები, და ეს ფაქტები ცნობილია, გამოქვეყნებულია. თუმცა პარალელურად არსებობს ყოველგვარი მითოლოგია. მაგალითად, ამბობენ, რომ სტალინმა არ იცოდა რეპრესიების შესახებ ეკლესიის წინააღმდეგ და რომ ამას სხვა ადამიანები აკეთებდნენ მისი სახელით. ამისი კვლავაც სჯერა ბევრი ადამიანს. ამიტომაა სტალინის პიროვნების ირგვლივ რომ ამდენი მითი არსებობს. იგი გმირად აქციეს, განსაკუთრებით, დიდ სამამულო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ამ გამარჯვების მნიშვნელობა, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ იმ საშინელ რეპრესიებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, სწორედ ამ ადამიანის პირდაპირი ბრძანებით ტარდებოდა.

შემიძლია მაგალითი მოგიყვანო. ეს არის 1937-38 წლების რეპრესიების ქრონიკკიდან. 1937 წელს გამოიცა შსსკ-ს საგანგებო ბრძანება № 00447 „ყოფილი კულაკების, კრიმინალებისა და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესირების ოპერაციის შესახებ“. „სხვა ანტისაბჭოთა ელემენტებს“ შორის ნახსენები იყო „ეკლესიურები“. ვინ არიან „ეკლესიურები“? პირველ რიგში ესენი არიან ძირითადად მართლმადიდებელი სამღვდელოების წარმომადგენლები, მაგრამ არა მხოლოდ.

შსსკ-ის თითოეულ რეგიონალურ განყოფილებას დავალებული ჰქონდა გარკვეული რაოდენობის ადამიანის რეპრესირება. დადგენილი იყო რეპრესიის კვოტები, მაგრამ ისინი განსაზღვრავდა არა რეპრესირებულთა რიცხვს, რომლის გადაჭარბებაც არ შეიძლებოდა, არამედ, პირიქით – იმ რიცხვას, რომელიც უნდა მიღწეულიყო. კვოტები დაწესდა მოსკოვში, მოსკოვის ოლქში, სხვა რეგიონებში.

გეგმა განაწესებდა სულ დაახლოებით 250 ათასი ადამიანის დაპატიმრებას, მაგრამ პროცესში სადამსჯელო ორგანოებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბეს რეპრესიების თავდაპირველ კვოტას. არსებობს კონკრეტული ციფრები: მხოლოდ 1937 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე რეპრესირებულ იქნა 31 359 „ეკლესიური და სექტანტი“, მათ შორის 166 მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი, 9116 მღვდელი, 2137 მონაზონი, „ეკლესიურ-სექტანტური კულაკური აქტივი“ – თითქმის 20 ათასი კაცი. ამათგან დახვრეტა მიესაჯა 13 ათას ადამიანს; აქედან იყო 81 ეპისკოპოსი, 4 629 მღვდელი და ა.შ.

ეს ციფრები შსსკ-ს დოკუმენტებში ფიგურირებს. საკითხავია: იცოდა თუ არა სტალინმა ამის შესახებ? სტალინისადმი ეჟოვის მოხსენებიდან: „ჩვენი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თითქმის მთლიანად ლიკვიდირებულია მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატი, რამაც საგრძნობლად დაასუსტა და მოარყია ეკლესია“. ნუთუ ეს მოხსენება სტალინამდე არ მივიდა? ის ხომ თვითონ წერდა რეზოლუციებს. „უნდა შევავიწროვოთ ბატონი ეკლესიურები“, – წერდა სტალინი ეჟოვს. ამიტომ, სავსებით ცხადია, რომ სტალინმა იცოდა, რა ხდებოდა – იცოდა ამ კვოტების შესახებ, რადგან პირადად ამტკიცებდა მათ. ამიტომ, სტალინის პასუხისმგებლობა რეპრესიებზე სრულიად აშკარაა. ეს შეიძლება აშკარა არ იყოს მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს დაიჯეროს მითები და არა – ციფრები და ფაქტები.

– მეუფევ, გვითხარით, როგორია ეკლესიის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად თვლიან, მაგრამ ამავე დროს კომუნისტურ შეხედულებებსაც იზიარებენ? მიაჩნია თუ არა ეკლესიას, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს თუ უშვებს მსგავს რამეს?

– ეკლესიაში ადგილი უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა და შეხედულების მქონე ადამიანებისთვის. არასწორი იქნებოდა ჩვენ რომ ვასოცირდებოდეთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პროგრამასთან ან გვეთქვა, რომ ესა თუ ის იდეოლოგია ხალხს უკრძალავს ეკლესიაში ყოფნას.

კომუნისტური პარტიის თანამედროვე წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც დადიან ეკლესიაში, მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში. ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ჩვენ ამას ყოველმხრივ მივესალმებით. ჩვენთან ყოველწლიურად ტარდება რუსული სახალხო მსოფლიო კრება უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით. კრებაზე სიტყვით გამოდიან სახელმწიფო დუმის ყველა პოლიტიკური ფრაქციის წევრები. ესენი არიან არა მხოლოდ „ერთიანი რუსეთის“ („Единой России“) წარმომადგენლები, არამედ ასევე – კომუნისტები, ლიბერალ-დემოკრატები და სხვა პარტიების წევრები, ანუ სიტყვით გამოსვლის საშუალება ყველას ეძლევა.

ეკლესიის შემოსასვლელში არავინ არავის ეკითხება: კომუნისტი ხარ თუ უპარტიო, სტალინის რეპრესიებს აღიარებ თუ არა? სხვა საქმეა, რა თქმა უნდა, რომ აუცილებელია საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა ხდებოდა რეალურად ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც სექტემბერში მივიღეთ, სწორედ ამისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ეკლესიაში შენარჩუნდეს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნა.

 


გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب