მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმიდესი პატრიარქის კირილეს პასუხები ჟურნალ „Forbes Fra…

უწმიდესი პატრიარქის კირილეს პასუხები ჟურნალ „Forbes France“-ის კითხვებზე

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ინტერვიუ მისცა ჟურნალ „Forbes France“-ს.

– თქვენო უწმინდესობავ, როგორც ცნობილია, თქვენ ყველაზე აქტიურ და უშუალო მონაწილეობას იღებდით 2000 წლის მღვდელთმთავართა საიუბილეო კრებაზე მიღებული დოკუმენტის, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები“, შემუშავებაში, რომელშიც ეკლესიის პოზიცია ფორმულირებული და სისტემატიზირებული იყო პრობლემების ფართო წრის ირგვლივ, რომლებიც უკავშირდებიან საზოგადოების ცხოვრებას და რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, კერძოდ, ქველმოქმედებისა და სოციალური მსახურების აუცილებლობაზე მსოფლიოში, სადაც სულ უფრო მატულობს უთანასწორობა. ამრიგად, თქვენ დაასწარით რომის პაპ ფრანცისკეს და მის ცნობილ ფრაზას „ეკლესიის შესახებ, რომელიც ღარიბებისთვისაც ღარიბია“. ორივე თქვენგანისგან განსხვავებით, ეკონომიკა პოსტულირებს ბუნებრივ ადამიანურ ეგოიზმს, რომელიც ესწრაფვის მხოლოდ ინდივიდუალური სიამოვნების მაქსიმიზაციას, თანაც, ხშირად ცოდვის მეშვეობით. როგორ შეუძლია ალტრუისტულ კეთილგანწყობას მესამე გზა მოიძიოს ჰიპერმატერიალისტურ კაპიტალიზმსა და რევოლუციურ მარქსიზმს შორის?

– თვითგამდიდრებისკენ სწრაფვა, როგორც ცხოვრების უმაღლესი მიზნისკენ, ისევე როგორც თვითკმაყოფილი სოციალური ეგოიზმი, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. ჩემი წარმოდგენით,

ამ მისწრაფებების მასტიმულირებელი არ არის ეკონომიკური მეცნიერება, რომლისთვისაც ამა თუ იმ ფაქტორის აბსოლუტიზაცია ბუნებითად დამახასიათებელი არ არის. ამ როლს უფრო ფინანსურ-ეკონომიკური ელიტები და ტრანსნაციონალური კორპორაციები ასრულებს. სამომხმარებლო ინსტინქტის წახალისების მიზეზი ძალიან მარტივია: მოგების მაქსიმიზაცია სოციალური და პიროვნული შედეგების მიუხედავად. მაგრამ განა ეს არ არის უღმერთო საზოგადოების მორალური დეგრადაცია, რომელიც წარმოშობს მატერიალური სიკეთეების ფლობის, ნებისმიერი საშუალებით გამდიდრების შეუზღუდავ მისწრაფებებს? და ეს ნებისმიერი საშუალება არ გამორიცხავს მოტყუებას, კორუფციას, კრიმინალს, მოგების უსამართლო განაწილებას -ყოველივე ეს არის სწორედ კრიზისის წყარო, რომელიც მილიონობით ყველაზე მოწყვლად ადამიანს აზიანებს. ეს არის ის ფასი, რომელსაც ვიხდით თანხმობისა და საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების კვარცხლბეკზე „ოქროს ხბოს“ აღმართვისათვის.

კაპიტალიზმისაც და მარქსიზმის გარდაქმნაც ახალი კვაზირელიგიის მსგავსებად, თანაბრად მიუღებელია. ჩვენ, ვინც კომუნიზმის ეპოქა გამოვიარეთ, კარგად ვიცით, რომ აგრესიულ იდეოლოგიად ქცეული სოციალური სამართლიანობის იდეა ანადგურებს ყველაფერს ჩვენ ირგვლივ. რწმენის გამო უკანონოდ დახვრეტილი ასობით ათასი ადამიანისთვის, მტრული კლასებისთვის, სოციალური გეტოს შექმნა – ეს არის „კომუნისტური სამოთხის რეალობა დედამიწაზე“.

არანაკლებ საშიშია „კაპიტალისტური სახარება“, რომელიც კომუნიზმის დაცემას თავისი უმწიკვლოებისა და უალტერნატივობის მტკიცებულებად მიიჩნევს. ჩვენ უკვე ახლა ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ქრისტიანები, მატერიალური სიმდიდრის ზომიერების და მოყვასისადმი მსხვერპლშეწირვის მსახურების სახარებისეული იდეალების ერთგულებით, სულ უფრო ნაკლებად ერგებიან მომხმარებლობითი სამყაროს იდეალურ სურათს.

ეკლესიის მოვალეობაა, მოუწოდოს მათ, ვის ხელშიცაა ეკონომიკური ძალაუფლების ბერკეტები, გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა ღმერთის, მისი შემოქმედებისა და ხალხის წინაშე და დაადასტურონ ეს მშრომელი ხალხის კეთილდღეობაზე რეალური ზრუნვით. ყველამ უნდა იცხოვროს ღირსეულად, როგორც ადამიანს შეეფერება. აშკარაა, რომ ჰარმონიული სამყაროს შექმნა შეუძლებელია ადამიანების მიერ მკაფიო გააზრების გარეშე რაიმე საქმიანობის – მათ შორის ეკონომიკურის – მყარ მორალურ საფუძველზე ორგანიზების აუცილებლობის გარეშე. ქრისტიანებისთვის ეს საფუძველი ყოველთვის იყო წმინდა წერილი და ეკლესიის ტრადიცია, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკუთარი უნიკალური მოდელები და მათი კავშირი სოციალურ ცხოვრებასთან – მაგალითად, მართლმადიდებლური მონასტრების გამოცდილება. რუსეთის ბევრმა ქალაქი დაიწყო სწორედ მონასტრით და ამან ჩაუყარა ძლიერი საძირკველი სოციალური ცხოვრების საფუძველს, სადაც ქრისტიანული მორალი, გულმოწყალება, ურთიერთდახმარება და თავგანწირვა ჩადებული იყო, როგორც ადამიანთა შორის ჯანსაღი ურთიერთობის განუყოფელი ელემენტები.

ეკლესია, როცა ადამიანს მიმართავს, – იქნება ეს მეწარმე, ბანკირი, მუშა თუ გლეხი, – ეყრდნობა არა ამა თუ იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმას, არამედ სახარებას. ამჟამინდელი სოციალური და ეკონომიკური ჩიხიდან გამოსასვლელად მხოლოდ ერთი ეფექტური გზა არსებობს – ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა ყველგან, სადაც ადამიანს აქვს არჩევანი ან სადაც მან ის უნდა დაიცვას. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება ძლიერი ძალები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი საშუალება გამოიყენონ, ოღონდაც არ დაუშვან საღვთო იდეების გაბატონება ჩვენი თანამედროვე ადამიანების გონებაში, რადგან ღვთივგანათლებული ადამიანი ხდება თავისუფალი და დამოუკიდებელი, და არა საკუთარი ვნებების უნებისყოფო მომხმარებელი, რომლებსაც მას თავს ახვევს თანამედროვე მომხმარებლობის „კულტურა“.

– ქრისტიანი ლიდერები არ არიან პროფესიონალი ეკონომისტები, მაგრამ თეოლოგები განიხილავდნენ მატერიალური სიკეთეების წარმოების საკითხს. დიდი კათოლიკი თეოლოგი წმინდა თომა აკვინელი, მაგალითად, კატეგორიულად გმობდა მევახშეობას, როგორც ბუნების საწინააღმდეგოს და არსებულს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანური სიხარბე უბიძგებს ადამიანს, ღმერთს დრო მოპაროს. თქვენ არაერთხელ გაანალიზეთ რუსეთის ეკონომიკური ევოლუცია, მაგალითად, 2012 წლის 8 თებერვალს 2000-იანი წლების ეკონომიკის აღდგენას უწოდეთ „ღვთის სასწაული ქვეყნის ხელმძღვანელობის აქტიური მონაწილეობით“. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ 1990-იან წლებში რუსეთში ეკონომიკური და სოციალური ქაოსი გამოიწვია რუსი ოლიგარქების (რომლებმაც გაძარცვეს რუსეთის სახელმწიფო) და დასავლელი ბანკირების (რომლებიც ის გაკოტრებამდე მიიყვანეს) გადაჭარბებულმა სიხარბემ?

– რუსეთის სახელმწიფომ დიდწილად მოახერხა 1990-იანი წლების ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის შედეგების დაძლევა და მე მჯერა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა ღვთის წყალობის გარეშე ჩვენი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი რწმენის გამო დევნის პერიოდი გამოიარა. საბჭოთა წლებში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის განადგურება, – თუნდაც არა სრულყოფილის, მაგრამ რომელიც უბრალო ადამიანს პურის ნაჭერს, სამუშაოს და ჭერს მაინც აძლევდა, –მიმდინარეობდა სულიერ ტრადიციებთან დაბრუნების გზით ეკლესიური ცხოვრების შენების პარალელურად. დარწმუნებული ვარ, 90-იან წლებში მომწიფებულმა ჩვენი ხალხის სულიერი აღორძინების პროცესებმა საფუძველი ჩაუყარა 2000-იან წლებში ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში პოზიტიურ განვითარებას. თუმცა მე შორს ვარ იმ წლების სიტუაციის იდეალიზებისგან. ბევრისთვის მატერიალური წარმატება ცდუნებად იქცა, საბაბად იმისა, რომ ემსჯელათ იმის შესახებ, რომ კეთილდღეობის გარკვეულ ეტაპზე რწმენა თითქოს ზედმეტი „ოპციაა“. მაგრამ ასეთები, მადლობა ღმერთს, უმცირესობას წარმოადგენენ.

დიახ, 1990-იანი წლები რუსეთში იყო ვნებების ნავარდის დრო, მათ შორის – დაუოკებელი სიხარბის. გამდიდრება ითვლებოდა ერთადერთ ღირებულებად, რისთვისაც ნებისმიერი საშუალება მისაღები და მოსაწონი იყო. საზოგადოება იცვლებოდა და მომხვეჭელობის ასეთი იდეოლოგია მის სიღატაკეს ავლენდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს ოლიგარქების სია, რომლებიც რომ არ დაბადებულიყვნენ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. სულიერი დაავადება, როგორიცაა სიხარბე, საზოგადოების ყველა ფენას აზიანებს. ზნეობრივი თვალსაზრისით, ერთი რუბლის მომპარავი იმავე ცოდვაშია დამაშავე, რომელშიც მილიარდის ქურდი. თუმცა, რა თქმა უნდა, სოციალური შედეგები შეუდარებლად განსხვავებულია.

ამასთან, ადამიანური ვნებები არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს. ოლიგარქი, რომელიც საფულის გარდა არაფერზე ფიქრობს, ერთნაირად ამაზრზენია ყველგან, სადაც ცხოვრობს: რუსეთში, გერმანიაში თუ საფრანგეთში. რუსეთის ეკლესია თავის მსახურებას ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – როგორც დსთ-ს სივრცეში, ისე მისი საზღვრებიდან შორს, და ჩვენი სამწყსო იქ აწყდება მსგავს გამოწვევებს, რომლებიც ეროვნული ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებითაა გამოწვეულია .

საბანკო პროცენტებს, რა თქმა უნდა, არა აქვს ისეთი ნეგატიური სოციალური შედეგები, როგორიც თომა აკვინელის დროინდელ შუა საუკუნეების მევახშეობას. მაგრამ ახლა ჩვენ მოგვიხდა რუსეთში და ჩვენი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის სხვა ქვეყნებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან შეჯახება, რომლებიც უბრალოდ ძარცვავენ მიმნდობ ადამიანებს. ეკლესია მოუწოდებს, შეწყდეს ასეთი უკანონობა, დაიცვან ხალხი ეგრეთ წოდებული კოლექტორული სააგენტოების თავნებობისგან.

– მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს რეპუტაცია მასიური, მონოლითური ორგანიზაციისა, რომელიც მოკლებულია მოქნილობას, როგორც, მაგალითად პროტესტანტები. მათ შორის, განსაკუთრებით, ამერიკელი ევანგელისტები მართლაც ბევრად უფრო მოხერხებულები და ფხიანები არიან. ცოტა ხნის წინ ზოგიერთ ახალგაზრდა ფრანგ კათოლიკს სურდა, ნაწილობრივ მოეგვარებინა ეს პრობლემა სმარტფონის აპლიკაციის გამოგონებით, რომელიც მესის დროს რიტუალური შემოწირულობების გაღების საშუალებას იძლევა. საფრანგეთში, იზოლაციის დროს, ბევრმა მღვდელმა დაიწყო ვირტუალური მესების გამართვა, რასაც პროტესტანტი ტელევანგელისტები წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ახალისებთ თუ არა ამ ინიციატივებს მართლმადიდებელ ეკლესიაში? რომელიც, როგორც ცნობილია, საკმაოდ კონსერვატიულია ლიტურგიის საკითხებში? რა არის საჭირო ჭეშმარიტად მართლმადიდებლური მეწარმეობის შესაქმნელად? შეგვიძლია შევათავსოთ ტრადიცია და ინოვაცია?

– პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ეკლესიის ტაძრები დაიხურა, ჩვენ ვმართავდით ღვთისმსახურების ტელეტრანსლიაციებს, რათა ხალხს საშუალება ჰქონოდათ კომპიუტერებისა და ტელევიზორის ეკრანების წინ მაინც ელოცათ. გაჩნდა მოძრაობა „მხარდაჭერა შენს ტაძარში“: მრევლს, რომელსაც ტაძარში მისვლის საშუალება პირადად არ ჰქონდა, შემოწირულობების გაგზავნა ინტერნეტით შეეძლო. ამ პრაქტიკამ ძალიან დიდი გავრცელება პოვა.

მაგრამ ეს მდგომარეობა არანორმალური იყო და იმ სიტუაციამ გამოიწვია, რომელშიც აღმოვჩნდით. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, ხალხი ტაძრებს დაუბრუნდა. ეკლესიის მისია მსოფლიოში არის ჭეშმარიტების შენარჩუნება და ქადაგება, მაცხოვრის მიერ დადგენილი საიდუმლოებების აღსრულება.

ჩვენთვის „ვირტუალური ეკლესია“ არის სუროგატი, რომელიც ვერ იტევს კაცობრიობის ღმერთთან ზიარების მთელ სავსებას, ისევე როგორც სუნელი ვერ შეცვლის პროდუქტის ნამდვილ გემოს. ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების სხვა სფეროებში, ინოვაცია შეიძლება სრულიად მიზანშეწონილი იყოს. ეკლესია ყოველთვის ხალისით იღებდა ახალ ტექნოლოგიებს ტიპოგრაფიასა თუ არქიტექტურაში, და დღესაც იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიას ღვთის სიტყვის საქადაგებლად, აქტიურად ვითარდება მღვდელ-ბლოგერების რიცხვი, იქმნება მისიონერული მიმართულების მობილური აპლიკაციები.

მართლმადიდებლური მეწარმეობა ამ სიტყვის ფართო გაგებით – ეს კიდევ ცალკე საკითხია. სიხარულით ვაკვირდები, რომ მართლმადიდებელ მეწარმეთა საზოგადოება ვითარდება, მრავლდება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც სულის ძახილითაა დაფინანსებული. მე თავად ვიცნობ ბევრ მართლმადიდებელ მეწარმეს, ვინც ძალიან ყურადღებით და სერიოზულად ეკიდება საკუთარ სარწმუნოებას, ცდილობს, გაიგოს, თუ როგორ უნდა აისახოს მართლმადიდებლობის ზნეობრივი პრინციპები მის აქტიურ საქმიანობაში. აქ დიდ როლს ასრულებს მორწმუნეთა ერთმანეთთან ურთიერთობა – და ჩვენთან შექმნილია მართლმადიდებელ მეწარმეთა კავშირი, რომელმაც მიიღო „მართლმადიდებელი მეწარმეების ეთიკის კოდექსი“. ის ეხმარება მორწმუნე საქმიან ადამიანებს, სწორად ჩამოაყალიბონ ორიენტირები საკუთარ საქმიანობაში.

– როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქი, თქვენ ცხოვრებაში იცავთ ასკეტიზმს და მკაცრ დისციპლინას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური ლიდერების ჯგუფის შეხვედრაზე თქვენ თქვით, რომ „მარხვის დისციპლინა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ზრდის საკუთარ თავს, ზღუდავს საკუთარ თავს, ზღუდავს საკუთარ მოთხოვნილებებს“. და რომ „ყველაფერი, რაც დღეს ხდება კლიმატთან და ადამიანებთან მიმართებით, ამტკიცებს, რომ ჩვენ არასწორად ვვითარდებით“. რომელ ასკეტიზმს ან დისციპლინას ურჩევდით რუს მართლმადიდებელ მეწარმეს, რომელიც მზად არის საზოგადოებას ემსახუროს?

– ქრისტიანული ასკეტიზმი – ეს არის ქრისტეს მცნებების შესრულების სურვილით განპირობებული მაღალი შინაგანი დაძაბულობის შერწყმის ხელოვნება თანამედროვე ცხოვრების რეალიებთან. ამიტომ, მან საეკლესიო ტრადიციის ღრმა გაცნობით უნდა დაიწყოს: იმის შესწავლით, თუ როგორ მიიღწევა სიწმინდე. უპირობოდ, ყველაფერი იწყება შინაგანი დისციპლინით, როცა ღმერთის მიხედვით ცხოვრებისა და მცნებების შესრულების სურვილი მთლიანად აღავსებს მის კეთილ ნებას. ეს პროცესი არასოდეს არის უმტკივნეულო: „ძველი კაცი“ ყოველმხრივ წინააღმდეგობას უწევს, ცდილობს, დაიცვას, თავისი ჩვევები და ჩვეულებები. ჩვენ გვჭირდება რწმენა, რომელიც უხსნის ღმერთს შესაძლებლობას, უშუალოდ დაეხმაროს ადამიანს: ადამიანი უკვე ცალკე, მარტო თავისით კი აღარ ცდილობს სულის ბნელ ძალებთან გამკლავებას, არამედ ღმერთი თავისი ენერგიით, რომელსაც ჩვენ მადლს ვუწოდებთ, თანამონაწილეობს ამ ბრძოლაში.

ასკეტიზმი, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ვნებებთან საბრძოლველად. ვნების პრობლემა ის არის, რომ ის ნთქავს ადამიანს და თავის მონად აქცევს. ძალაუფლების, დიდების, ამა თუ იმ ნივთისა თუ ფულის გაუმაძღარი სურვილი – აი, ვნებების დამანგრეველი შედეგის მაგალითები, იმ ვნებებისა, რომლითაც დღეს ბევრია დაავადებული. თავის მხრივ, კეთილმოქმედება ვნებაზე არანაკლებ ძალას ფლობს და ის მხოლოდ სიკეთისკენაა მიმართული. წმიდა მამები ამბობენ, რომ სათნოების შეუსრულებლობის გამო პარაზიტირებს ვნება ადამიანს.

ცნობილია ისეთებიც, ვისთვისაც პიროვნული ასკეტიზმი ერთგვარი თვითმიზანი, სიამაყის გამოხატულება ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ასკეტიზმი მხოლოდ მოყვასის სიყვარულის მზრდელი საშუალება. თუ არის ასკეტიზმი, მაგრამ არ არის მოყვასის დახმარების სიყვარული და სურვილი, მაშინ თვითშეზღუდვას აზრი არ აქვს. როგორც წმიდა პავლე მოციქული წერდა: „და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა“ (1 კორ. 13:3).

დღეს ნებისმიერმა აქტიურმა მოღვაწემ, მათ შორის მეწარმემ, ნათლად უნდა გააცნობიეროს: როგორც კი ადამიანები შეწყვეტენ მორალისთვის მნიშვნელობის მინიჭებას საკუთარ ცხოვრებაში, მაშინვე მათ ნებას ბოროტი ძალები დაეუფლებიან და მათი არჩევანით მანიპულირებას დაიწყებენ, თავისუფლების მხოლოდ იერსახეს მოაჩვენებენ, სინამდვილეში კი მხოლოდ უბედურებასა და ტანჯვას მოუტანენ, რაც არანაირად არ კორესპონდირებს მის საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხასთან.

ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯიდან იწყება. დაე, მეწარმისთვის ეს პირველი ნაბიჯი გახდეს მისი შეგნებული დახმარება უახლოესი ეკლესიისთვის, ბავშვთა სახლისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ახალგაზრდა დედების დახმარების ცენტრებისთვის და სხვა ადამიანების დახმარებისთვის, ვინც შორს არის ცხოვრების ნორმალური პირობებისგან. კეთილმოქმედება – ეს არის საწვავი, რომელიც ინარჩუნებს რწმენის ცეცხლს იმ ადამიანის გულში, ვინც იცის, როგორ შეამციროს თავისი ჩვეული მოთხოვნილებები გონივრულ დონემდე, ზედმეტი კი საქველმოქმედოდ გამოიყენოს.

– თუ 1970-იან წლებამდე დასავლური კაპიტალიზმი აწარმოებდა პროდუქტებს საოჯახო მოხმარებისთვის, როგორიცაა საოჯახო ფილმები, საოჯახო ბინები, სამაგიდო თამაშები ოჯახებისთვის, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში კი გაჩნდა უფრო ინდივიდუალური მოხმარების ნიმუშები. ბინები უფრო პატარაა, გაცნობის საიტები ემსახურება არასტაბილურ მარტოხელებს, ხოლო სმარტფონი, უკანასკნელი ათწლეულის სიმბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან პირადად ნივთად ითვლება. ეს ტენდენცია კიდევ უფრო მკაცრი იყო პოსტკომუნისტურ რუსეთში, თანაც მთელი ევოლუცია მოხდა მხოლოდ ბოლო ოცი წლის განმავლობაში. არის თუ არა ეს განვითარება გარდაუვალი? როგორ შევათავსოთ კაპიტალიზმი და ოჯახი?

– კაპიტალიზმი ოდესღაც ოჯახს იყენებდა, როგორც ზრდის წერტილს, როგორც პრიდუქციისა და მომსახურების კოლექტიურ მომხმარებელს. მაგრამ რაღაც მომენტში, ადამიანმა, რომელსაც არ ჰქონდა მყარი მორალური ნიადაგი, მოახერხა, დაერწმუნებინა, რომ პერსონალიზირებული საქონელი და მომსახურება, უფრო მორგებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის, უკეთ აკმაყოფილებს მის ეგოისტურ მოთხოვნილებებს.

საოჯახო მანქანა, ბინა, ფილმი – ეს ყოველთვის კომპრომისია. უნდა შევვიწროვდეთ, რომ ადგილი მივცეთ ახლობლებს, რაღაც უნდა შევწიროთ, რაღაც დავთმოთ. რა საჭიროა ყველა ეს კომპრომისი, თუკი ახლობლების მსახურების ზნეობრივი გრძნობა და შვილების აღზრდის სურვილი დათრგუნულია ან არ არის ჩევაზე მიმყნილი?

ეს არის ის, რაც კორპორაციებმა გამოიყენეს. ბაზარი ახალისებს მინიმალური წინააღმდეგობის გზას, სთავაზობს ადამიანებს დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას ხელმისაწვდომ ფასად. ჩვევა, ყველაფრის დაუყოვლებლივ და ერთბაშად მიღებისა, ძირს უთხრის მოთმინებისა და გაძლების გამოვლენის შესაძლებლობას, დაჟინებული ძალისხმევისა და მსხვერპლგაღების უნარს.

მაგრამ კაპიტალიზმისთვის არსებობს „პატარა“ პრობლემა: ეგოისტები არ მრავლდებიან. მათ ამის საჭიროება არ აქვთ. მომხმარებელთა რაოდენობა შეუქცევლად მცირდება, რადგან ცხოვრების უმაღლეს ხარისხშიც კი ადამიანი მოკვდავია. ამგვარად, კაპიტალიზმი, რომელსაც არ შეუძლია „ხალხის წარმოება“, ოჯახური ფასეულობების წახალისება, იძულებულია, ახალი მომხმარებლები გარედან მოიზიდო,. იმ რეგიონებიდან, სადაც ქცევის სხვა მოდელები მოქმედებს. თუნდაც კვლავ აკრიბონ მათგან შემოსავალი. ეს არის დაღმავალი სპირალი, რომელიც აუცილებლად კრახით დასრულდება.

ბოლო დრომდე რუსეთი ამ გზას მიჰყვებოდა, მაგრამ ახლა საზოგადოებასა და ხელისუფლებაში არსებობს გაგება იმისა, რომ ოჯახი – ეს არის ბაზისური ფასეულობა, და არა პროდუქცია ან მომსახურება. მასში საჭიროა რესურსების – მატერიალურის, მორალურის – ინვესტიციაა, მის სჭირდება დაცვა და მხარდაჭერა. ასეთ დასკვნამდე მიდის სულ უფრო მეტი ადამიანი დასავლეთის ქვეყნებშიც, რამეთუ აცნობიერებენ, რომ კაცობრიობის მომავალი შეუძლებელია ტრადიციული ოჯახის გარეშე.

 

 

 

 

 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب