მთავარი გვერდი ახალი ამბები
ფესტივალის, „რწმენა და სიტყვა“, ფარგლებში გაიმართა პანე…

ფესტივალის, „რწმენა და სიტყვა“, ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია „ფანარის ქმედებები უკრაინაში: ასახვა მედია სივრცეში“


2021 წლის 20 ოქტომბერს, IX საერთაშორისო ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ ფარგლებში, რომელიც 18-22 ოქტომბერს მოსკოვის მახლობლად „კლიაზმას“ პანსიონატში ტარდება, მთავარი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა – პანელური დისკუსია „ფანარიონის ქმედებები უკრაინაში: ასახვა მედია სივრცეში“.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების მდივანმა დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა; ჟურნალის „თომა უკრაინაში“ (Фома в Украине) მთავარმა რედაქტორმა პროტოდიაკონმა ალექსანდრე კარპენკომ; უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პერსს-სამსახურის მეთაურმა ვ.ს. ანისიმოვმა; მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა ჟურნალ „რწმენის საკურთხევლი“-ს (Алтарь веры) მთავარმა რედაქტორმა დეკანოზმა ოქტავიანე მოშინმა; ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა. თავიანთ გამოსვლებში ექსპერტები ბოლო წლების განმავლობაში მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების ყველაზე პრობლემურ ასპექტებს შეეხნენ.

გამოსვლის წინ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა ფესტივალისადმი „რწმენა და სიტყვა“ კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტის ვლადიმერის მილოცვა გააჟღერა. მამა იგორმა ძირითადი მედია საშუალებები დაასახელა, რომლებიც როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას აშუქებენ, რომლებიც უკრაინის საკითხის ინტერპრეტაციას ეძღვნება და აგრეთვე მეტადრე სადისკუსიო თემები დაასახელა, რომლებიც კონსტანტინეპოლის მიერ სქიზმატური ჯგუფების წარმომადგენელთა ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო სივრცეშია წამოჭრილი.

პროტოდიაკონმა ალექსანდრე კარპენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში მართლმადიდებლური მედია ერთადერთ საინფორმაციო რესურსად რჩება, რომელიც მოგვითხრობს ტაძრების ჩამორთმევასა და უკანონო გადარეგისტრირებაზე, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების უფლებების დარღვევაზე.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეს-სამსახურის უფროსმა ვ. ს. ანისიმოვმა უკრაინაში ე.წ. „გამაერთიანებელი კრების“ ქმედებებს „დაუსჯელი დანაშაული“ უწოდა. „ისტორიული კონტექსტისა და კონსტანტინეპოლის ანტიკანონიკური ქმედებების ახსნასთან ერთად, დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან საკითხის სამართლებრივად, კანონიერად გადაწყვეტის მიღწევა. უაღრესად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღსადგენად სახელმწიფო მექანიზმების გამოყენება, ხოლო ჟურნალისტიკა უნდა დაეხმაროს სანდო ინფორმაციის გავრცელებას“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ნიკოლოზ პეიოვიჩმა მოკლემეტრაჟანი ფილმი წარმოადგინა – „ქრისტეს გამარჯვებამდე“, რომელიც ჩერნოგორიაში მართლმადიდებელი სერბების მართლმადიდებლური სიწმინდეებისა და ტრადიციული ფასეულობებისთვის დგომის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს ეძღვნება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის სამართალი გაიმარჯვებს უკრაინაში ისევე, როგორც მან ჩერნოგორიაში გაიმარჯვა, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება“, – აღნიშნა დეკანოზმა ნიკოლოზ პეიოვიჩმა.

ბულგარეთის მართლმადიდებლური საგანმანათლებლო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა იანინა ალექსეევამ თავის გამოსვლაში წამოჭრა ბულგარეთის ეკლესიის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის ისტორია, და ასევე წარმოადგინა უკრაინის საკითხზე მიძღვნილი ახალი აკადემიური პუბლიკაციები, რომლებიც რუსულ ენაზე აწი უნდა ითარგმნოს.

ჟურნალისტი საბერძეთიდან პ. დოკუ კომენტარით გამოვიდა: „მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ქვეყანაში ბერძნული მასმედია კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეოსის პოზიციას იკავებს. და მათ უმეტესობას არ სურს რეალურად გაიგოს თუ რა ხდება უკრაინაში. მეორე მხრივ, ევროპული მასმედია საერთოდ არ იცნობს უკრაინის საკითხს. მათი უმეტესობა ჩვენ მიმართ საკმაოდ მტრულადაა განწყობილი. ნება მომეცით ჩემი პირადი მოსაზრება გაგიზიაროთ, რადგან მე ვცხოვრობ ზუსტად იქ, იმ ადგილას, სადაც პატრიარქ ბართლომეოსის იურისდიქცია ვრცელდება; მე ვფიქრობ, რომ ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მას არ სჯერა დიალოგის, ეს ყველას უნდა ესმოდეს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ის ბევრ ახალ პრობლემას შექმნის. მას არ სურს მიიღოს ის ფაქტი, რომ შეცდომებს უშვებს. და რუსეთის ეკლესიამ, უპირველეს ყოვლისა, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრზე უნდა მოახდინოს გავლენა, რადგან შექმნილმა განხეთქილებამ რუსეთსა და საბერძნეთს შორისაც ბევრ საკითხში შექმნა პრობლემა“.

დისკუსიის დასასრულს, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა ხაზი გაუსვა შეკრებილთა ერთსულოვნებას მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. „დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენს აზრს სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც იზიარებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ღვთის სამართალი მაქსიმალური რაოდენობის ადამიანამდე მივიტანოთ, თავის ნაყოფს იძლევა“, –– დაასკვნა სსკგ-ს წარმომადგენელმა.

ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის

სინოდალური განყოფილება/

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას უხელმძღვანელა

28.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქრისტიანობის არსებობა წმინდა მიწაზე შენარჩუნდეს

07.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა ილარიონმა ღამისთევის ღვთისმსახურება აღავლინა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب