მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის საზღვარგარეთის მართლმ…

მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განხეთქილების გადალახვა, როგორც ცრუ ანალოგია უკრაინელი სქიზმატიკოსების საკითხში

3414214.jpg

 ბელგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი, კიევის სამიტროპოლიტოს ვიკარიუსი, კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი

2018 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ თავის იურისდიქციაში მიიღო ფილარეტი (დენისენკო) და მაკარი (მალეტიჩი), ასევე მათი მიმდევრები. ამრიგად, კონსტანტინეპოლის ეკლესიის შემადგენლობაში შევიდნენ პირები, რომლებმაც ხელთდასხმა განხეთქილებაში ყოფნისას მიიღეს. ამასთანავე მათზე ქიროტონიები არ განმეორებულა, და ყველა წმინდა საფეხური, რომელიც მათ განხეთქილებაში მიიკუთვნეს, აღიარებულ იქნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ.

უკვე 2019 წელს მართლმადიდებლურ სამყაროში დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება კანონიკურ ტრადიციას. ამ დისკუსიაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საეკლესიო განხეთქილების განკურნების ისტორიულ პრეცედენტებს. კერძოდ, თავად პატრიარქმა ბართლომეოსმა, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსთან, უნეტარესს ანასტასისთან მიმოწერაში, არაერთ ასეთ პრეცედენტზე მიუთითა. ამრიგად, 2019 წლის 20 თებერვლით დათარიღებულ წერილში პატრიარქმა ბართლომეოსმა ახსენა 2007 წელს მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას (რსმე) შორის კანონიკური კავშირის აღდგენა. პატრიარქმა ბართლომეოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქ არ ყოფილა განმეორება ქიროტონიებისა ეპისკოპოსებსა და კლირიკოსებზე, საეკლესიო კავშირის გაწყვეტის დროს ხელთდასხმულებზე. პატრიარქი ბართლომეოსი წერდა, რომ რუსეთის ეკლესიამ „აპატია ადრე განხეთქილებაში მყოფ რსმე-ის წევრებს. როგორ მიიღეს ისინი თანაზიარებაში, განა ხელახალი ნათლობით ან ხელახალი ხელთდასხმით?“[1].

მოსკოვის საპატრიარქოსა და რსმე-ს შორის განხეთქილების დაძლევაზე ასეთი მითითებები უკრაინელი სქიზმატიკოსებისთვისაც დამახასიათებელია. ჯერ კიდევ 2007 წლის 14 დეკემბრის „კს უმე-ს (კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია) წმინდა სინოდისა და ეპისკოპატის გზავნილში, რომელიც მიმართული იყო უმე-ს (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია) ეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და საერო პირებისადმი“ ნახსენები იყო რსმე-თან კანონიკური კავშირის აღდგენის შესახებ. ამ დოკუმენტში მოსკოვის საპატრიარქოსა და რსმე-ს შორის ერთობის აღდგენა განიხილებოდა უკრაინაში საეკლესიო განხეთქილების დაძლევის შესაძლო მოდელად[2]. 2008 წლის 16 ივლისს, ამ მიმართვის საპასუხოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიუთითა რსმე-სა და კს უმე-ს შორის ანალოგიის არაკორექტულობაზე[3]. მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ, 2019 წელსაც პატრიარქმა ბართლომეოსმა, თავისი გადაწყვეტილებების გამართლებისას ფილარეტთან (დენისენკო) დაკავშირებით, ასევე მითითება გააკეთა რსმე-ის მაგალითზე.

ყოველივე ეს გვაიძულებს უფრო ახლოს დავაკვირდეთ ვითარებას, რომელიც შეიქმნა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და საეროებს შორის ურთიერთობაში, რომლებიც 1917-1920 წლების რევოლუციური და სამხედრო მღელვარებების შემდეგ ემიგრაციაში აღმოჩნდნენ. ამ დროისთვის ეს ისტორია უკვე საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. არსებობს როგორც რსმე-ის მიმდევრების, ასევე მისი კრიტიკოსების საფუძვლიანი ნამუშევრები[4].

რსმე-ის ჩამოყალიბების დეტალებში შესვლის გარეშე, მაინც შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის 1920-იან წლებში განვითარდა და თავის აპოგეას მას შემდეგ მიაღწია, რაც 1927 წლის 29 ივლისს პატრიარქის ადგილმონაცვლის მოადგილემ მიტრ. სერგიმ (სტაროგოროდსკი) დეკლარაცია გამოსცა საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურობის შესახებ და ყველა საღვარგარეთის სასულიერო პირისგან ასეთივე ლოიალურობაზე ხელის მოწერა მოითხოვა. რსმე-მ დეკლარაცია შეაფასა, როგორც საბჭოთა ხელისუფლების ზეწოლის ნაყოფი და, შესაბამისად, იგი თავისთვის არასავალდებულოდ მიიჩნია. გასაგებია, რომ რსმე-ის ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა ლოიალურობის დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. შედეგად, იმავე 1927 წელს, საზღვარგარეთის ეპისკოპოსთა კრებამ გადაწყვეტილება მიიღო მიტრ. სერგისთან ადმინისტრაციული ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, და 1931 წელს მასთან ლოცვითი კავშირი იქნა გაწყვეტილი. ამავდროულად, რსმე თვლიდა, რომ ის ურთიერთობას არ წყვეტდა თავად რუსეთის ეკლესიასთან, ღვთისმსახურებებზე აგრძელებდა საპატრიარქო ტახტის ადგილომონაცვლის მიტრ. პეტრეს (პოლიანსკი) მოხსენიებას.

მიტროპოლიტმა სერგიმ სრემსკის კარლოვის ეპისკოპოსთა სინოდს როგორც „თვითნებური კრებულის“ კვალიფიკაცირება მისცა და თანმიმდევრულად მის დაშლას მოითხოვდა. 1934 წელს მიტრ. სერგის თავმჯდომარეობით გამართულმა სინოდმა რვა იერარქს, რომლებიც რსმე-ის წევრები იყვნენ, მღვდელმსახურება აუკრძალა. ამასთან ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო კანონიკური წესებით, სადაც საუბარი იყო კანონიკურ იერარქიასთან ერთობიდან თვითნებური გამოყოფის დაუშვებლობაზე. მაგრამ რსმე-მ სიტუაცია პრინციპულად განსხვავებულად ესმოდა. საზღვარგარეთის ეპისკოპოსები მიტრ. სერგის და სინოდს, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, კანონიერ უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებად არ თვლიდნენ. რსმე რუსეთის ეკლესიის ლეგიტიმურ პირველიერარქად მხოლოდ საპატრიარქო ტახტის ადგილმონაცვლეს მიტ. პეტრეს (პოლიანსკი) მიიჩნევდნენ, რომელიც გადასახლებაში იმყოფებოდა.

საზღვარგარეთის სინოდს მიაჩნდა, რომ რუსეთის ეკლესიაში დაცული არის პირობა, რომლის შესახებაც საუბარი იყო 1920 წლის 7 (20) ნოემბრის წმინდა სინოდისა და მოსკოვის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დადგენილებაში (№362). ეს დადგენილება ითვალისწინებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ომის გარემოება ან სახელმწიფო საზღვრების ცვლილება გამოიწვევს მოსკოვში უმაღლეს საეკლესიო მმართველობასთან და ზოგიერთ ეპარქიას შორის კომუნიკაციის დაკარგვას, ან თუ თვით უმაღლესი საეკლესიო მმართველობა, პატრიარქის მეთაურობით, „რატომღაც შეწყვეტს თავის საქმიანობას“, ამ ეპარქიების მმართველ ეპისკოპოსებს შეუძლიათ ორგანიზება გაუკეთონ დროებითი უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ორგანოებს[5]. მარტივად რომ ვთქვათ, 1920 წლის 7 (20) ნოემბრის დადგენილება გულისხმობდა, რომ ომის ან ეკლესიის დევნის ექსტაორდინალურ პირობებში ეპარქიებს შეეძლოთ დროებით თვითმმართველობაზე გადასულიყვნენ.

საზღვარგარეთის ეკლესიის თვალსაზრისით 1927 წელს სწორედ ასეთ ვითარებას ჰქონდა ადგილი. კანონიერი ადგილმონაცვლე გადასახლებაში იმყოფებოდა და თავისი მოვალეობის შესრულების საშუალება არ ჰქონდა. საბჭოთა კავშირში არ არსებობდა უმაღლესი საეკლესიო მმართველობის ლეგიტიმური ორგანოები (რსმე-ის აზრით). ამავდროულად, მოსკოვსა და რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ნაწილს შორის რეგულარული კომუნიკაცია არ იყო. ამიტომაც რსმე სავსებით დასაშვებად მიიჩნევდა და აუცილებლადაც კი საზღვარგარეთის საეკლესიო მმართველი ორგანოების არსებობას. საზღვარგარეთის იერარქები მზად იყვნენ პასუხი გაეცათ თავიანთ ქმედებებზე, მაგრამ მხოლოდ თავისუფლად მოწვეული რუსეთის ეკლესიის კრების წინაშე. იმ დრომდე, სანამ ასეთი კრების მოწვევის შესაძლებლობა არ შეიქმნებოდა, რსმე თავს „თვითმმართველობის“ მდგომარეობაში მყოფად თვლიდა.

განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რომ რსმე-ს თავი არ გამოუცხადებია ავტოკეფალურ ეკლესიად და არ გაუკეთებია განცხადებები რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის შესახებ. საუბარი ეხებოდა ევქარისტიული კავშირის იძულებით გაწყვეტას მოსკოვის საეკლესიო ხელისუფლებასთან, რომელსაც საზღვარგარეთ არალეგიტიმურად მიიჩნევდნენ. ვარაუდობდნენ, რომ რსმე-ის ასეთი „თვითმმართველობა“ გაგრძელდებოდა მანამ, ვიდრე რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმი არ დაემხობოდა. გარდა ამისა, რსმე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ კავშირს ინარჩუნებს „მემარჯვენე ოპოზიციასთან“ (ანუ მიტროპოლიტ სერგის ოპონენტებთან იმ ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების რიგებიდან, რომლებიც სსრკ-ში იმყოფებოდნენ და დევნულებაში იყვნენ). საზღვარგარეთ თვლიდნენ, რომ სწორედ „მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენლები წარმოადგენენ დევნილი რუსეთის ეკლესიის ნამდვილ ხმას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდის მხრიდან, რომელსაც მიტრ. სერგი ხელმძღვანელობდა, ამას არ მოჰყოლია რსმე-ს მისამართით სასჯელის გამკაცრება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, აკრძალვას დაექვემდებარა არა მთელი საზღვარგარეთის ეპისკოპატი, არამედ მხოლოდ რვა იერარქი. სამღვდელო ხარისხის არავითარი ჩამორთმევა, და მით უმეტეს, ანათემას საზღვარგარეთის იერარქებთან მიმართებით, ადგილი არ ჰქონია.

მოსკოვის სინოდის მიერ საზღვარგარეთის იერარქებზე დაწესებული კანონიკური აკრძალვები არ იქნა აღიარებული სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ, რომლებიც მომავალშიც ინარჩუნებდნენ ევქარისტიულ კავშირს რუს ემიგრანტ ეპისკოპოსებთან. რსმე-ს ტრადიციულად მხარს უჭერდა სერბეთის ეკლესია, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებდნენ საზღვარგარეთის ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოები.

3.jpg

მართალია, რსმე-ის გაერთიანება მოსკოვის საპატრიარქოსთან მხოლოდ 2007 წელს მოხდა, მაგრამ მანამდეც იყო რსმე-ის ეპისკოპოსების მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში დაბრუნების შემთხვევები. კერძოდ, 1945 წელს რსმე-ის რამდენიმე იერარქი ერთდროულად შეურთდა მოსკოვის საპატრიარქოს: მიტროპოლიტი მელეტი (ზაბოროვსკი), მთავარეპისკოპოსები ნესტორი (ანისიმოვი) და დიმიტრი (ვოზნესენსკი), ეპისკოპოსები იუბენალი (კილინი) და ბიქტორი (სვიატინი). მეუფეებს დიმიტრის, იუბენალსა და ბიქტორს რსმე-ში 1930-იან წლებში დაასხეს ხელნი საეპისკოპოსო ხარისხში. მათი ქიროტონია მოსკოვის სანქციის გარეშე შესრულდა. მიუხედავად ამისა, მათი ხელთდასხმის კანონიერების შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ყველა მათგანი არსებულ ხარისხში მიიღეს თანაზიარებაში. მიტროპოლიტი მელეტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი რევოლუციამდეც იყო ხელთდასხმული ეპისკოპოსად, მაგრამ რსმე-ის ეპისკოპოსთა სინოდის გადაწყვეტილებით 1939 წელს იქნა აღყვანილი მიტროპოლიტის ხარისხში[6]. მოსკოვის საპატრიარქომ ის თანაზიარებაში მიიღო როგორც მიტროპოლიტი. ამრიგად, 1945 წელს, მოსკოვის საპატრიარქოში რსმე-ის გადაწყვეტილებები საეპისკოპოსო ქიროტონიებისა და იერარქების მიტროპოლიტის პატივში ამაღლების შესახებ აღიარებულ იქნა.

იმისდა მიუხედავად, რომ რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის ადმინისტრაციული და ლოცვითი კავშირის გაწყვეტა 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, საზღვარგარეთის ეკლესია მაინც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ის რუსეთის ეკლესიის ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, 1956 წელს რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ მიღებულ დებულებაში, ნათქვამია, რომ რსმე – ეს არის „ადგილობრივი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, რომელიც კრებების საფუძველზე დროებით თვითმმართველობს რუსეთში უღვთო ხელისუფლების გაუქმებამდე“. თვითმმართველობის საფუძვლად დებულებაში მითითებულია წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს 1920 წლის 7 (20) ნოემბრის დადგენილება (№362) [7].

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც რსმე-მ და არც მოსკოვის საპატრიარქომ არ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილებები ერთმანეთის საიდუმლოთა არ აღიარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რსმე-მ 1931 წელს მიიღო გადაწყვეტილება მიტრ. სერგისთან ლოცვითი კავშირის შეწყვეტაზე, თუმცა, მომდევნო წლებში მღვდლები, რომლებიც მსახურობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, მიღებულ იქნენ რსმე-ის იურისდიქციაში ხელახალი ხელთდასხმის გარეშე. 1938 წელს რსმე-ის საეპისკოპოსო კრებამ, მიტრ. ანასტასის (გრიბანოვსკი) თავმჯდომარებით, მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირებთან თანამსახურობის შესაძლებლობა განიხილა. შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ „მიტროპოლიტი სერგის ცოდვა არ ვრცელდება მის დაქვემდებარებაში მყოფ სამღვდელოებაზე“. ამიტომ, სინოდი მივიდა დასკვნამდე, რომ „მიტროპოლიტ სერგის სამღვდელოებასთან ლოცვითი კავშირისა და თანამსახურებისათვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“[8].

როგორც რსმე-ის, ასევე რმე-ის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები ერთმანეთის საიდუმლოებების უმადლობის შესახებ ყოველთვის მცდარად ფასდებოდა. მაგალითად, 1997 წლის დეკემბერში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ბერლინის ეპარქიის სასულიერო პირებს შორის მეცხრე შეხვედრის მონაწილეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო: „ჩვენ ვთანხმდებით იმაში და აღვნიშნავთ, რომ საიდუმლოებების, მღვდელმსახურებისა და საეკლესიო ცხოვრების მადლისმიერება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს... თუ მოცემულ მომენტში მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის კლირიკოსების ევქარისტიული კავშირი არ არსებობს, ამით მეორე მხარის „უმადლობა“ არ მტკიცდება[9].

ამრიგად, მოსკოვის საპატრიარქოსა და რსმე-ს შორის ურთიერთობის გაწყვეტას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. ეს ყოველთვის კარგად ესმოდა ორივე მხარეს. ასე მაგალითად, 2003 წელს უწმინდესმა პატრიარქმა ალექსიმ მოსკოვში რსმე-ის დელეგაციისადმი სიტყვით მიმართვისას თქვა: „კომუნისტური რეჟიმის დაცემით და რუსეთში რელიგიური თავისუფლების დამყარებით, გაჩნდა წინაპირობები, რომ გაერთიანებისკენ გზა დავიწყოთ“[10]. ანუ ერთიანობის არარსებობის ერთადერთ მიზეზად პატრიარქი ალექსი რუსეთში კომუნისტური რეჟიმის არსებობას მიიჩნევდა. რუსეთის ისტორიაში კომუნისტური პერიოდის დასრულების შემდეგ, რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის თანდათანობითი დაახლოება ბუნებრივივად დაიწყო.

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა მოსკოვის საპატრიარქოსა და რსმე-ს შორის ურთიერთობაზე, მე-XX საუკუნის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა განდიდება იყო. რსმე-ში ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კანონიზაცია ჯერ კიდევ 1981 წელს შედგა. მოსკოვის საპატრიარქოში კი ახალმოწამეთა განდიდება მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს გახდა შესაძლებელი. ასე რომ, 1989 წელს აღმსარებელთა დასში შეირაცხა წმინდა ტიხონი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. 1990-იან წლებში სხვა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კანონიზირებაზე აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა. 1995 წლის 26 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დოკუმენტი „ისტორიული და კანონიკური კრიტერიუმები რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა კანონიზაციის საკითხზე მე-XX საუკუნის საეკლესიო განხეთქილებებთან დაკავშირებით“[11]. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში აღიარებული იყო წმინდანთა დასში კანონიზაციის შესაძლებლობა იმ იერარქებისა და მღვდლების, რომლებმაც 1920-30-იან წლებში უარი თქვეს მიტრ. სერგისადმი დამორჩილებაზე და მას არ თვლიდნენ რუსეთის ეკლესიის კანონიერ პირველიერარქად. ამან საშუალება მისცა წმინდანთა დასში შეერაცხათ მიტრ. სერგის ისეთი თანმიმდევრული კრიტიკოსები როგორიც იყო, მაგალითად, ყაზანის მიტროპოლიტი კირილე (სმირნოვი). ამავე დროს რსმე 1920-იანი წლების ბოლოდან სოლიდარული იყო წმ. კირილეს (სმირნოვი) პოზოციასთან, რომელიც მიტრ. სერგისთან პოლემიზირებდა.

ამ ყველაფერმა ნიადაგი მოამზადა განხეთქილების დასაძლევად. 2007 წლის 17 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა კანონიკური კავშირის აქტს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ამ აქტით აღდგა „კანონიკური კავშირი ადგილობრივ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში“. დოკუმენტში სპეციალურად იყო აღნიშნული, რომ ყველა „ადრე გამოცემული აქტი, რომელიც ხელს უშლიდა კანონიკური კავშირის სისრულეს, უმოქმედოდ და ან ძალადაკარგულად არის აღიარებული“. კანონიკური კავშირის აქტის ხელმოწერის შემდეგ, რსმე მოსკოვის საპატრიარქოს თვითმმართველი ნაწილი გახდა, ინარჩუნებს რა თავის განსაკუთრებულ უზენაეს სულიერ, საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და მაკონტროლებელ უფლებამოსილებას საზღვარგარეთის სამღვდელთმთავრო კრების სახით[12].

რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის კონფლიქტის ასეთი ზედაპირული გადახედვაც კი საშუალებას გვაძლევს დასკვნა გავაკეთოთ მისი მნიშვნელოვანი განსხვავებულების შესახებ მე-XX და XXI-ე საუკუნეების მიჯნაზე უკრაინის საეკლესიო განხეთქილებისგან. ჯერ შევაჯამოთ ის, რა ითქვა რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის კონფლიქტის სპეციფიკაზე.

უპირველეს ყოვლისა, რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის ურთიერთობების გაწყვეტა პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული. რუსეთის ეკლესიის იერარქებმა, რომლებიც იძულებით აღმოჩნდნენ ემიგრაციაში და არ იყვნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქენი, თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ საჯაროდ გამოსულიყვნენ ბოლშევიზმის წინააღმდეგ და მსოფლიო საზოგადოების წინაშე დაემოწმებინათ რეჟიმის ანტიქრისტიანული არსი, რომელიც ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე გამეფდა.

34564532431.jpg

თუ მოსკოვის პატრიარქის ტიხონის სიცოცხლეში, მიუხედავად ყველა სირთულისა, კავშირი რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის შენარჩუნდა, მაშინ მისი გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა. მთავარი დაბრკოლების ქვა მიტრ. სერგის საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურობის დეკლარაცია იყო. სწორედ მის შემდეგ რსმე-მ, არ სურდა რა საბჭოთა ხელისუფლებისადმი ერთგულების ვალდებულება აეღო, დაარღვია ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი ლოცვითი კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან. ამავე დროს რსმე-ს არასოდეს გამოუცხადებია თავი ავტოკეფალურ ეკლესიად და მუდმივად ამტკიცებდა, რომ იგი რჩება რუსეთის ეკლესიის ნაწილად და მზად იქნება აღადგინოს კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან საბჭოთა ხელისუფლების დაცემის შემდეგ. ამრიგად, კონფლიქტი რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის – ეს არის რუსეთის ეკლესიის შიდა კონფლიქტი.

მიტროპოლიტმა სერგიმ (სტრაგოროდსკი) მას შემდეგ, რაც რსმე-მ უარი თქვა მის მმართველობას დამორჩილებოდა, მას არაერთხელ უწოდა სქიზმატური ორგანიზაცია. ამავე დროს, მის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა სინოდმა რსმე-ს მხოლოდ რვა იერარქს აუკრძალა მსახურება. მოსკოვში არასოდეს ყოფილა მიღებული გადაწყვეტილებები რსმე-ის ეპისკოპატის ხარისხიდან განკვეთის და, მით უმეტეს, ეკლესიიდან მისი მოკვეთის ან ანათემზე გადაცემის შესახებ. ასევე, მოსკოვის საპატრიარქო არ უარყოფდა რსმე-ში შესრულებული ქიროტონიის კანონიერებას. მოსკოვის საპატრიარქოში გადასვლის შემთხვევაში, რსმე-ის ეპისკოპოსები არსებული ხარისხით მიიღებოდნენ. ისინი ასევე აღიარებულნი იყვნენ იმ წოდებით, რაც მათ რსმე-ში ჰქონდათ მინიჭებული.

თავის მხრივ, საზღვარგარეთის ეკლესიამაც არ უარყო მოსკოვის საპატრიარქოში აღსრულებული საიდუმლოთა მადლმოსილება და თავის რიგებში მოსკოვის საპატრიარქოს კლირიკოსებს იღებდა მათზე ქიროტონიის განმეორების გარეშე.

თავად აქტის სახელწოდება, რომელიც 2007 წელს მოსკოვში იქნა ხელმოწერილი მოწმობს იმას, რომ შერიგებული მხარეები ხანგრძლივ განყოფას განიხილავდნენ, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა კონფლიქტს. ამიტომ 2007 წელს მომხდარი მოვლენა რუსეთის ეკლესიის ორ ნაწილს შორის კანონიკური კავშირის აღდგენად იქნა წოდებული.

4.jpg

ახლა ვაჩვენოთ ამ კონფლიქტსა და უკრაინის საეკლესიო განხეთქილებებს შორის მთავარი პრინციპული განსხვავება.

პირველი რიგში, საეკლესიო განყოფა უკრაინაში 1980-1990-იანი წლების ბოლოს დაკავშირებული იყო ავტოკეფალიის თვითნებურ გამოცხადებასთან, ე.ი. ეპისკოპოსთა, სასულიერო პირთა და საერო პირთა საეკლესიო კავშირისგან გამოყოფით. როგორც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები პრინციპულად დაჟინებით მოითხოვდნენ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის გაწყვეტას და ავტოკეფალიის გამოცხადებას, როგორც რუსეთის ეკლესიის, ასევე სხვა ადგილობრივი ეკლესიების თანხმობის გარეშე. როგორც ჩვენ ვნახეთ, რსმე არასოდეს იჟინებდა თავის ავტოკეფალურობას შესახებ, პირიქით – ამტკიცებდა, რომ ის რჩებოდა რუსეთის ეკლესიის ნაწილად, რომელიც იძულებულია „თვითმმართველობის“ მდგომარეობაში იმყოფებოდეს

მეორეც, კლირიკოსებს, რომლებიც უკრაინაში განხეთქილებისკენ მიიდრიკნენ, სხვადასხვა კანონიკური სასჯელი დაედოთ: მსახურების აკრძალვა, ხარისხის ჩამორთმევა, ხოლო კიევის ყოფილი მიტროპოლიტის ფილარეტის (დენისენკოს) მიმართ გამოყენებულ იქნა საეკლესიო სასჯელის უმაღლესი ზომა – განკვეთა (ანათემა). მოსკოვის საპატრიარქოს კი რსმე-ის ეპისკოპოსებისა და კლირიკოსებისთვის არასოდეს ჩამოურთმევია ხარისხი და არ განუკვეთია ისინი ეკლესიიდან.

დღეს უკვე დოკუმენტალურად არის დამტკიცებული, რომ უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში (უამე) საეპისკოპოსო ქიროტონიის სამოციქულო მემკვიდრეობა შემონახული არ ყოფილა. უამე-ის იერარქიის ხელთდასხმის წყარო გახდა, 1990 წლის 31 მარტს შესრულებული ხელთდასხმა, რომელიც შეასრულეს სამღვდელო ხარისხისა და მონაზვნობაჩამორთმეულმა ყოფილმა ეპისკოპოსმა იოანემ (ბოდნარჩუკი) და თვითგამოცხადებულმა ეპისკოპოსმა ბიკენტი ჩეკალინმა (სინამდვილეში მას არასოდეს ჰქონია საეპისკოპოსო ხარისხი, იყო მხოლოდ დიაკონი, მაგრამ აღნიშნული „ქიროტონიის“ შესრულებისას, ის უკვე დიაკვნის ხარისხიდანაც განკვეთილი იყო) [13]. ამიტომ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს აღიარებდნენ უამე-ში შესრულებული ქიროტონიების კანონიერებას. უამე-დან მიღებული „ეპისკოპოსებზე“ ყოველთვის კანონიერი ხელთდასხმა აღესრულებოდა.

კს უმე-ში ვითარებას თავისი სპეციფიკა ჰქონდა. მიტროპოლიტ ფილარეტს კანონიერი ხელთდასხმა ჰქონდა, მაგრამ განხეთქილებაში წასვლის შემდეგ, მას ჯერ ხარისხი ჩამოერთვა (1992 წელს), შემდეგ კი ეკლესიიდან განიკვეთა (1997 წელს). ამიტომ, ყველა საეპისკოპოსო ქიროტონია. რომელსაც ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტი ხელმძღვანელობდა მისი ხარისხიდან განკვეთის შემდეგ, უკანონოდ ითვლებოდა. კს უმე-ში ხელთდასხმული იერარქები, ერთობაში ასევე კანონიერი ქიროტონიის მეშვეობით მიიღებოდნენ.

აქ ჩვენ კვლავ ვხედავთ რადიკალურ განსხვავებას იმ სიტუაციისგან, რომელიც შეიქმნა მოსკოვის საპატრიარქოსა და რსმე-ს შორის ურთიერთობაში. როგორც ზემოთ არის წარმოჩენილი, ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, მხარეები არ უარყოფდნენ ერთმანეთის ხელთდასხმის კანონიერებას. რსმე-ში ხელთდასხმული იერარქები იმავე ხარისხით მიიღებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოში. ამიტომ 2007 წელს კავშირის აღდგენა განმეორებითი ქიროტონიების გარეშე მოხდა.

44575452343.jpg

მესამეც, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კს უმე-ს და უამე-ის იერარქებსა და კლირიკოსებზე დაწესებული ყველა კანონიკური სასჯელი აღიარებული იყო ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში. არც უამე-ს და არც კს უმე-ს ევქარისტიული კავშირი არ გააჩნდათ არცერთ ადგილობრივ ეკლესიასთან.

სულ სხვა სიტუაცია იყო რსმე-თან დაკავშირებით. კანონიკური აკრძალვები, რომელიც საზღვარგარეთის ეპისკოპოსებზე იყო დადებული წმინდა სინოდის მიერ, რომელსაც მეთაურობდა მიტრ. სერგი, სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ არ იყო აღიარებული. მაგალითად, სერბეთის პატრიარქი ბარნაბა უკვე 1934 წელს პირდაპირ წერდა მიტრ. სერგის, რომ იგი ამ სასჯელებს უკანონოდ მიიჩნევდა [14]. ამიტომ საზღვარგარეთის სინოდი განაგრძობდა მოღვაწეობას სრემსკი კარლოვცში და , იმყოფებოდა სერბეთის ეკლესიის მფარველობის ქვეშ. ემიგრანტი ეპისკოპოსები კავშირში იყვნენ სხვა ადგილობრივ ეკლესიებთანაც.

ეს ყველაფერი გვიჩვენებს 2007 წლის კანონიკური კავშირის აღდგენის აქტსა და უკრაინაში საეკლესიო განხეთქილების განკურნების პრობლემას შორის შედგენილი ანალოგიების ღრმა არაკორექტულობას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უკვე 2008 წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის კავშირის განახლების მაგალითი უკრაინაში საეკლესიო განხეთქილების დაძლევის მოდელად ვერ გამოდგენოდა [15].

კს უმე-ის გზავნილის შემდგენლებმა, რომლებიც 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დამოკიდებულება რსმე-ისადმი კს უმე-ის დამოკიდებულების იდენტური იყო, მხოლოდ საკუთარი გაუცნობიერებლობა აჩვენეს ამ საკითხში. დამოკიდებულება პრინციპულად სხვა იყო. ამიტომაც კავშირის აღდგენაც ისეთი გზით მიმდინარეობდა, რომელიც სრულიად შეუსაბამოა უკრაინის სიტუაციისთვის.

როგორც ჩანს, იგივე გაუცნობიერებლობით უნდა აიხსნას მთავარეპისკოპოს ანასტასისადმი 2019 წლის 20 თებერვალს მიწერილ წერილში პატრიარქ ბართლომეოსის მიერ რსმე-ს სიტუაციის თავის სასარგებლო არგუმენტად გამოყენების მცდელობა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მთავარეპისკოპოსი ანასტასი 2019 წლის 21 მარტს პატრიარქ ბართლომეოსისადმი მიწერილ საპასუხო წერილში წერდა: „უკრაინის საკითხს არავაითარი ანალოგი არ გააჩნია რსმე-თან. ეს შემთხვევა ეხება დიასპორაში მცხოვრები რუსების განდგომას რუსეთის ეკლესიისგან, რომელიც საბჭოთა ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. აქ არ ყოფილა არც ეკლესიიდან განკვეთა, არც ანათემა და არც სამოციქულო მემკვიდრეობა დამდგარა ეჭვქვეშ, და როცა დაეცა ათეისტური რეჟიმი, მოხდა გაერთიანება“[16].

ალბანეთის ეკლესიის წინამძღვრის ამ მოკლე პასუხში საკმაოდ ზუსტი შეფასებაა მოცემული უკრაინის ვითარებასა და რსმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის არსებულ კონფლიქტს შორის განსხვავებების შესახებ.

---------------------------------------------------------------------------------------------

[1] Греческий оригинал: Απάντηση Οικουμενικού Πατριάρχη στον Αρχιεπίσκοπο Αλβανίας. [Электронный ресурс:] https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/27436-apantisi-oikoumenikou-patriarxi-ston-arxiepiskopo-a.... Русский перевод: Ответ Патриарха Варфоломея предстоятелю Албанской Церкви по поводу автокефалии ПЦУ. [Электронный ресурс:] https://credo.press/223362/.

[2] Звернення Священного Синоду та єпископату УПЦ КП до архієреїв, духовенства та вірних Української Православної Церкви (в складі Московського Патріархату) [від 14.12.2007]. [Электронный ресурс:] http://arhiv.orthodoxy.org.ua/uk/mejkonfessionalnyy_dialog/2007/12/21/13012.html.

[3] Відповідь Священного Синоду Української Православної Церкви на «Звернення Священного Синоду та єпископату УПЦ КП до архієреїв, духовенства та вірних Української Православної Церкви (в складі Московського Патріархату)» від 14 грудня 2007 року. 16.07.2008. [Электронный ресурс:] http://orthodox.org.ua/article/v%D1%96dpov%D1%96d-svyashchennogo-sinodu-ukra%D1%97nsko%D1%97-pravosl....

[4] См., например: Троицкий С. В. Размежевание или раскол. Paris: YMCA-Press, 1932. 150 с.; Он же. О неправде Карловацкого раскола: Разбор книги прот. М. Польского «Каноническое положения высшей церковной власти в СССР и заграницей». М., 1992. 127,[1] с.; Он же. История самочинной карловацкой организации // Церковно-исторический вестник. № 8. М., 2001. С. 18-68; Митрофанов Г., свящ. Православная Церковь в России и в эмиграции в 1920-е годы: К вопросу о взаимоотношениях Московской Патриархии и русской церковной эмиграции в период 1920-1927 гг. СПб., 1995. 144 с.; Вениамин (Федченков), митр. Раскол или единство // Церковно-исторический вестник. № 4-5. М., 1998. С. 5-139; Кострюков А. А.​ Русская Зарубежная Церковь в первой половине 1920-х годов. Организация церковного управления в эмиграции и его отношения с Московской Патриархией при жизни Патриарха Тихона. М., 2007. 398 с.; Он же. Русская Зарубежная Церковь в 1925-1938 гг. Юрисдикционные конфликты и отношения с московской церковной властью. М., 2011. 624 с.; Законодательство Русской Православной Церкви Заграницей: (1921-2007) / Сост. Д. П. Анашкин. М., 2014. 620 с.; Русак В. Зарубежная Церковь ХХ век. Джорданвилль – Карлсбад – Москва – Чикаго, 2017. Т. 1. 633 с.; Т. 2. 661 с.

[5] Документ полностью опубликован в: Митрофанов Г., свящ. Православная Церковь в России и в эмиграции в 1920-е годы: К вопросу о взаимоотношениях Московской Патриархии и русской церковной эмиграции в период 1920-1927 гг. СПб., 1995. С. 86-88.

[6] Подробнее см: Доклад епископа Елевферия (Воронцова) и священника Григория Разумовского о пребывании в Маньчжурии в 1945 году / [Публ., вступ. ст. и примеч. О. В. Косик] // Вестник ПСТГУ. Серия II: История. История Русской Православной Церкви. 2007. № 2(23). С. 131–153.

[7] См.: Законодательство Русской Православной Церкви Заграницей (1921-2007) / Сост. Д. П. Анашкин. М., 2014. С. 489.

[8] Цит. по: Кострюков А. А.​ Русская Зарубежная Церковь в 1925-1938 гг. Юрисдикционные конфликты и отношения с московской церковной властью. М., 2011. С. 408.

[9] См.: Законодательство Русской Православной Церкви Заграницей (1921-2007). С. 233.

[10] Члены делегации Русской Зарубежной Церкви молились за Патриаршим богослужением в Архангельском соборе Кремля. 21.11.2003. [Электронный ресурс:] https://mospat.ru/ru/news/82678/.

[11] Документ опубликован в: Журнал Московской Патриархии. 1996. № 2. С. 53-59

[12] Документ опубликован в: Законодательство Русской Православной Церкви Заграницей (1921-2007). С. 508-510.

[13] Подробнее см.: Шумило С. В. Самозваный «епископ» Викентий Чекалин и его участие в первых хиротониях УАПЦ в 1990 г. // Труди КДА. № 31. К., 2019. С. 240-273.

[14] См., например, письмо патр. Варнавы митр. Сергию от 6.01.1934. Опубликовано в: Кострюков А. А.​ Русская Зарубежная Церковь в 1925-1938 гг. С. 535-541.

[15] Відповідь Священного Синоду Української Православної Церкви на «Звернення Священного Синоду та єпископату УПЦ КП до архієреїв, духовенства та вірних Української Православної Церкви (в складі Московського Патріархату)» від 14 грудня 2007 року. 16.07.2008. [Электронный ресурс:] http://orthodox.org.ua/article/v%D1%96dpov%D1%96d-svyashchennogo-sinodu-ukra%D1%97nsko%D1%97-pravosl....

[16] Греческий оригинал: Περί του Ουκρανικού ζητήματος. 2α απόκριση αληθεύοντες εν αγάπη. [Электронный ресурс:] https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/27885-peri-tou-oukranikou-zitimatos-2a-apokrisi-alitheuon.... Русский перевод: Письмо Блаженнейшего Архиепископа Тиранского и всей Албании Анастасия Патриарху Константинопольскому Варфоломею от 21 марта 2019 года. [Электронный ресурс:] http://www.patriarchia.ru/db/text/5403657.html.

 

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب