მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
თურქეთის ჩარევა მსოფლიო პატრიარქის 1972 წლის არჩევნებში…

თურქეთის ჩარევა მსოფლიო პატრიარქის 1972 წლის არჩევნებში

Illustration_1.jpgწარმოგიდგენთ მეთიუ ნეიმის წერილის თარგმანს, რომელიც 2021 წლის 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა საიტზე «OrthodoxHistory.org». ამერიკელი ისტორიკოსის წერილში ლაპარაკია კონსტანტინეპოლის პატრიარქის არჩევნების შესახებ, რომელიც თურქეთისა და აშშ ხელისუფლებების ჩარევით ჩატარდა. 

1948 წელს მსოფლიო პატრიარქად აირჩიეს ათინაგორე სპირუ. ეს ბევრწილად მოხდა შეერთებული შტატების ხელისუფლების ზეგავლენით, განსაკუთრებით სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ მარშალის ჩარევით. როდესაც დღის წესრიგში მსოფლიო პატრიარქის არჩევის საკითხი დადგა, მან რჩევისთვის ბერძნული წარმომავლობის ამერიკელ ბიზნესმენს – სპიროს სკურასს მიმართა. სწორედ სკურასმა გაუწია რეკომენდაცია მთავარეპისკოპოს ათინაგორეს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსოს მაშინდელ მეთაურს. იმ დროისათვის ათინაგორე აშშ ხელისუფლებისთვის კარგად იყო ცნობილი, ვინაიდან 1940-იან წლებში იგი ამერიკის დაზვერვასთან თანამშრომლობდა. როგორც სკურასი აღნიშნავდა, „გენერალმა მარშალმა, რომელიც მაშინ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, უყოყმანოდ დაუჭირა მხარი მის უწმინდესობას, და ძირითადად მისი ძალისხმევითა და გავლენით მიიღო წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოს ათინაგორეს პატრიარქად არჩევის გადაწყვეტილება, თურქეთის ხელისუფლება კი მის ამ ნაბიჯს დაეთანხმა“. 

Illustration_2.jpg

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ათინაგორე, რომელიც 80 წელზე მეტი ხნის იყო და იცოდა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა, შეეცადა თავისი მემკვიდრისათვის ნიადაგი მოემზადებინა. მან კვლავ უზრუნველყო სპიროს სკურასის მხარდაჭერა, და ისიც შეეცადა, გამოეყენებინა საკუთარი გავლენა, რათა ახალი პატრიარქის არჩევნების პროცესში ჩარეულიყო ნიქსონის ადმინისტრაცია, მსგავსად იმისა, როგორც მანამდე ჩაერია ტრუმენის ადმინისტრაცია. თუმცა იმ ათწლეულების განმავლობაში, რაც გავიდა ათინაგორეს არჩევის დროიდან, გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ნიქსონმა ამჯერად უარი უთხრა სკურასს აუდიენციაზე, რომ ეს თემა განეხილათ.

ათინაგორე არ იყო ერთადერთი, ვისაც მემკვიდრის საკითხი აწუხებდა. 1970 წლის აპრილში ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, „თურქეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა საპატრიარქოზე ხელისუფლების გადაცემის საკითხში. პიპინელისის [საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. - რუს. რედ.] სიტყვებით, თურქებმა უკვე მიახვდინეს, რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოს იაკობის კანდიდატურა მათთვის მიეღებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მისი „პირადი საქმე“ არ იყო შეუბღალავი. მას ჩამორთმეული ჰქონდა თურქეთის მოქალაქეობა სამხედრო სამასახურიდან თავის არიდების გამო და, ამასთან, გაკეთებული ჰქონდა რიგი მტრული განცხადებები თურქეთის ხელისუფლებასთან მიმართებით“. ბრიტანული მოხსენების ავტორები უშვებდნენ, რომ „თურქებს შეიძლება დაეჟინათ სრული არარაობის არჩევა“, და შეშფოთებას გამოთქვამდნენ, დიდი ალბათობით, მოვლენების უარესი სცენარით განვითარების გამო, რაც სტამბოლიდან საპატრიარქოს განდევნას გულისხმობდა.   

შემდგომ თვეში, 1970 წლის 25 მაისს, სტამბოლის პრეფექტურამ მომავალი პატრიარქების არჩევასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. შემოღებული წესის თანახმად, კონსტანტინეპოლის წმინდა სინოდს გარკვეული დროის განმავლობაში უნდა შეედგინა კანდიდატების სია და განსახილველად სტამბოლის გუბერნატორისთვის (ვალისთვის) უნდა წარედგინა. მას შემდეგ, რაც სიიდან ყველა იმ სახელს ამოშლიდა, რომელიც თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგობას წააწყდებოდა, გუბერნატორს შესწორებული ვარიანტი წმინდა სინოდისთვის უნდა დაებრუნებინა. წმინდა სინოდი კი უკვე წინასწარ მოწონებულ კანიდატებს შორის აირჩევდა მსოფლიო პატრიარქს (აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ჩვენების თანახმად, „დადგენილებებში ასევე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუკი პატრიარქი არ იქნებოდა არჩეული რვა დღის განმავლობაში, მაშინ სტამბოლის გუბერნატორს თავად შეეძლო, პატრიარქი დაენიშნა – თუმცა დადგენილების ეს ასპექტი პრაქტიკაში არასდროს გამოუყენებიათ“. იხ. ამ დოკუმენტის 132-133 გვ.).   

Illustration_3.jpg

ბრიტანეთის სამთავრობო მოხსენებაში გადმოცემული იყო თურქეთის ოფიციალური პოზიცია, რომელიც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაახმოვანა 1970 წლის 25 მაისის ოფიციალურ დადგენილებამდე ცოტა ხნით ადრე. ამ სახელმწიფო მოხელემ ბრიტანელებს შეატყობინა: „რაც შეეხება ახალი პატრიარქის არჩევას, მას სინოდის წევრები ახორციელებდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ სტამბოლის ვალისთვის (გუბერნატორი) გადაეცათ სულ ცოტა სამი კანდიდატის სია, ვალს კი შეეძლო იქიდან რამდენიმე სახელი ამოეშალა. მას შემდეგ, რაც ის ამ უფლებით ისარგებლებდა, თურქეთის ხელისუფლება უკვე ხელს არ შეუშლიდა არჩევნების ჩატარებას და ნებისმიერ შემდგომ ცერემონიებს, იმ პირობით, რომ ისინი არ იქნებოდა ვატიკანური მასშტაბების“.

საბერძნეთში სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, რომელიც 1971 წლის ივნისში მომზადდა, საკითხი პატრიარქის მემკვიდრის შესახებ განიხილებოდა ბერძნულ-თურქული ურთიერთობის დაძაბულ ფონზე: „როგორც ჩანს, მაინც ვერ მოახერხეს მოდუს ვივენდის დამყარება ანკარასთან, რაც საშუალებას მისცემდათ უზრუნველეყოთ ხელისუფლების მშვიდობით გადაცემა სტამბოლში მცხოვრები მსოფლიო პატრიარქის – 86 წლის ათინაგორეს გარდაცვალების ან პენსიაზე გასვლის შემთხვევაში. საბერძნეთის ავტორიტეტი მჭიდროდ უკავშირდება პატრიარქს, თურქეთის ხელისუფლება კი, პრინციპში, ინარჩუნებს ვეტოს უფლებას მემკვიდრის არჩევის საკითხში. არჩევნები, რომელიც უკანასკნელი 23 წლის მანძილზე პირველად ტარდებოდა, პოლემიკის რეჟიმში რომ წარმართულიყო, ამას, შესაძლოა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაემწვავებინა. საქმე შეიძლება იქამდეც კი მისულიყო, რომ საბერძნეთის ოცი ათასი მოქალაქის ცხოვრებას სტამბოლში სერიოზული მუქარა შეექმნებოდა“ (სინამდვილეში 1964 წ. საბერძნეთის მოქალაქენი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები თურქეთიდან გააძევეს. ამგვარად, 1971 წლისთვის თურქეთში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ბერძენი თურქეთის მოქალაქე უნდა გამხდარიყო).

ზემოხსენებული მოხსენების მომზადებიდან ორ თვეში სპიროს სკურასი გარდაიცვალა. მან ვერაფერს მიაღწია აშშ-ს ხელისუფლებისგან პატრიარქის მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებით (სკურასის შესახებ მთელი ინფორმაცია, მის მცდელობებზე გავლენა მოეხდინა ნიქსონის ადმინისტრაციაზე და 1948 წ. მსოფლიო პატრიარქის არჩევნებზე, შეგიძლიათ მოიძიოთ ამ თემასთან დაკავშირებულ ჩემს სტატიაში). იმავე თვეში, როდესაც სკურასი მოკვდა, 1971 წლის აგვისტოში, თურქეთის ხელისუფლებამ იძულებით დახურა ხალკის კუნძულზე საღვთისმეტყველო სკოლა, და ეს საკითხი დღემდე მტკივნეულად რჩება.

Illustration_4.jpg

1972 წლის თებერვალში თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა დამატებითი დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევა ნოტარიუსით უნდა დამოწმებილიყო (Alexandris, The Greek Minority of Istanbul & Greek-Turkish Relations, 1918-1974, 306). იმავე წლის მარტში აშშ-ს საელჩო ანკარაში იტყობინებოდა, რომ თურქეთის ვარაუდით შემდგომი პატრიარქი ქალკედონის მიტროპოლიტი მელიტონი გახდებოდა (ეს აღნიშნული იყო საბერძნეთში აშშ-ს ელჩის ჰენრი ტასკას მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ ტელეგრამაში). 1972 წლის 7 ივლისს კი პატრიარქი ათინაგორე გარდაიცვალა.


***

ათინაგორეს სიკვდილის დღეს, 1972 წლის 7 ივლისს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სპირო აგნიუ (რომელიც თავად იყო ბერძნული წარმოშობის ამერიკელი, თუმცა არა მართლმადიდებელი) იმყოფებოდა ჰიუსტონში (ტეხასის შტატი), სადაც იმ დროს იმართებოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსოს სამღვდელოთა და საეროთა ყრილობა. უკვე დილით ის შეხვდა მთავარეპისკოპოს იაკობს – სამთავარეპიკოპოსოს მეთაურს, რომელსაც ძალიან სურდა შემდგომი პატრიარქი გამხდარიყო. თუმცა იმის გამო, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა და თურქეთის მოქალაქეობა არ გააჩნდა, ფორმალურად არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა. იაკობი ეხვეწებოდა ვიცე-პრეზიდენტს, დასწრებოდა ათინაგორეს დაკრძალვას სტამბოლში. აგნიუმ უარი უთხრა, თუმცა დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი ნიქსონი დაკრძალვაზე გაუშვებდა თავად იაკობს ეკუმენისტური დელეგაციის სათავეში.   

Illustration_5.jpg

მთავარეპისკოპოს იაკობთან საუბრის შემდეგ აგნიუმ დაურეკა სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერს. ჩვენს განკარგულებაშია ამ გასაიდუმლებული საუბრის განაშიფრი. როგორც კი ლაპარაკი შეეხო იაკობის შეერთებული შტატების წარმომადგენლად დანიშვნას ათინაგორეს დაკრძალვაზე, კისინჯერი შეშფოთდა. „მე უნდა დავრწმუნდე, რომ ეს არ იქნება მემკვიდრის არჩევნებზე რომელიმე წარმოდგენილი კანდიდატის მხარდაჭერის ნიშანი“, – განაცხადა მან. აგნიუ მის გადარწმუნებას შეეცადა, აღნიშნა ბერძენი ამომრჩევლების ხმების მნიშვნელობა: „ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავრეპისკოპოსი – აი, რა უნდა გვაინტერესებდეს ჩვენ ყველაზე მეტად. ჩვენ ამ თემში უზარმაზარი ავტორიტეტით ვსარგებლობთ“. მან გააფრთხილა კისინჯერი – ნაცვლად იმისა, რომ „მეტისმეტად ეზრუნათ თურქ ეპისკოპოსებზე, რომელთაგანაც არანაირი სარგებელი არა გვაქვს“, ძალისხმევა უნდა მიემართათ იმისკენ, რომ უზრუნველეყოთ „კეთილგანწყობილი ამომრჩევლების ძალიან დიდი ჯგუფის მხარდაჭერა“. კისინჯერი შეეპასუხა: „მიმიფურთხებია თურქ ეპისკოპოსებზე, მაგრამ არ მიმიფურთხებია თურქეთის ხელისუფლებაზე“. და მაინც, იგი დაჰპირდა, რომ ყველაფერს აწონ-დაწონიდა და, მართლაც, შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მრავალი შეხვედრა გამართეს თურქ დიპლომატებთან.

ორი დღის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ახლოაღმოსავლეთის საქმეების ბიუროში დარეკა თურქეთის სახელმწიფო მოხელემ და კატეგორიული უარი განაცხადა თურქეთში მთავარეპისკოპოს იაკობის შეშვებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტიდან მეორე დღეს გაგზავნილი ტელეგრამის თანახმად, „თურქეთის დროებითმა რწმუნებულმა ეგენმა სახლში დაურეკა თურქეთის საქმეების სამმართველოს ახლოაღმოსავლეთის საქმეების ბიუროს დირექტორს – დილონს, და უთხრა, რომ ანკარიდან მიიღო ინსტრუქცია, გადაეცა აშშ-ს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავარეპისკოპოს იაკობის ხელმეორედ შეშვების გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობაში უმაღლეს დონეზე განიხილეს; რომ იაკობი არის თურქეთის ყოფილი მოქალაქე, რომელსაც მოქალაქეობა ჩამოერთვა და ის მოქმედებდა თურქეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ; რომ მისი ყოფნა თურქეთში ამ რთულ პერიოდში, რაც პატრიარქის სიკვდილს უკავშირდება, ითვლება განსაკუთრებით არასასურველად. „ჩვენი აზრით, – დასძინა ეგენმა, – იაკობს თურქეთში შესვლის ნებართვის მიღება იმისთვის სურს, რომ თავისი პოლიტიკანური მაქინაციებით პატრიარქის მემკვიდრეობას მიაღწიოს, ეს კი თურქეთში „უკიდურესად მგრძნობიარე“ საკითხია“.

დაახლოებით იმავე დროს ვიცე-პრეზიდენტ აგნიუსსა და სახელმწიფო მდივან კისინჯერს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრი შედგა. კისინჯერმა არსებითად იგივე უთხრა აგნიუსს, რასაც ტელეგრამით იტყობინებოდნენ: „ყველა არხით შევამოწმე... ჩვენი ინფორმაციის თანახმად, ეს საკითხი თურქეთში უმაღლეს დონეზე განიხილეს და ისინი აბსულუტურად შეუვალნი არიან. მიზეზი ისაა, რომ ბერძენი პატრიარქი სტამბოლში არა მხოლოდ რელიგიური მოღვაწეა და როგორც ჩანს, როგორც მე მესმის, მათ არ უნდათ, რომ იაკობი პატრიარქი გახდეს“.

12 ივნისს მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ტელეგრამა გაუგზავნა გაეროში აშშ-ს წარმომადგენელს ჯორჯ ბუშს, მომავალ პრეზიდენტს, თხოვნით იმის შესახებ, რომ „გადაუდებლად შეეტანათ პროტესტი გაეროში მსოფლიო პატრიარქის არჩევის საქმეში თურქეთის მთავრობის უპრეცედენტო ჩარევის პასუხად, რაც გამოიხატებოდა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნაში, რომ შემდეგ პატრიარქს უნდა მიეღო მათი მოწონება და რომ არჩევნები უნდა დასრულებულიყო 72 საათში“. 

Illustration_6.jpg

მეორე დღრეს, 13 ივლისს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთმა წამყვანმა თანამშრომელმა ჰაროლდ სონდერსმა კისინჯერს სამუშაო ანგარიში გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო: „ჩვენი შემდგომი ჩაურევლობის სურვილი ცხადი ხდება“. თავის წერილში სონდერსი დიდ ყურადღებას უთმობდა შეთანხმებებს თურქეთის ხელისუფლებასა და მსოფლიო პატრიარქს შორის. აღწერა რა პროცედურა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის გუბერნატორს წინასწარ უნდა მოეწონა წარმოდგენილი კანდიდატურები, სონდერსმა აღნიშნა: „ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დაიწყო ის ათინაგორეს დაკრძალვის შემდეგ, რომელიც სამშაბათს შედგა. ჩვენი მონაცემებით, წმინდა სინოდმა სტამბოლის გუბერნატორს უკვე გადასცა სია განსახილველად (სიაში შეყვანილი იყო კომპრომისული კანდიდატი მელიტონ ქალკედონელიც), რადგან თურქებმა მოითხოვეს პატრიარქის 72 საათში არჩევა. თურქეთის პრესა იტყობინებოდა, რომ თურქების მხრიდან სიის რედაქტირების შემდეგ, მათ შეეძლოთ ეთხოვათ არჩევნების ჩატარება შემდგომი 72 საათის განმავლობაში. დაბოლოს, თურქეთის ხელისუფლებამ საჯაროდ მიახვედრა ყველა, რომ თუკი არჩევნების პროცედურა დაცული არ იქნებოდა, მაშინ ისინი, შესაძლოა, იძულებული გახდებოდნენ, თვითონვე დაენიშნათ ახალი პატრიარქი. თუმცა მათ ჩვენს საელჩოს ანკარაში განუცხადეს, რომ სურთ, ეს თავიდან აიცილონ“.

მთელმა ამ ვითარებამ მთავრეპისკოპოსი იაკობი ფრიად განარისხა – მისთვის პაყტრიარქის არჩევნებში თურქეთის ამ დონეზე ჩარევა აღმაშფოთებელი იყო. სონდერსმა შენიშნა: „ალბათ, იაკობს უფრო მეტი დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ მხარდაჭერა მოეპოვებინა, თურქების სურვილი კი საქმის სასწრაფოდ დასრულება იყო, და რომ ამ თემას პოლიტიკური ელფერი არ მიეღო. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, იაკობი არ არის მართალი, როცა თურქეთის ხელისუფლების ჩარევას „უპრეცედენტოს“ უწოდებს. პრაქტიკულად თურქეთის მთავრობა არათუ ერეოდა, არამედ ყოველმხრივ ჩანს, რომ სწორედ მან უზრუნველყო ათინაგორეს პატრიარქად არჩევა 1948 წ., – აიძულა რა სხვა კანდიდატები განზე განმდგარიყვნენ. დღევანდელი პრობლემა კი ისაა, რომ თურქეთის ხელისუფლება იაკობს ბლოკავს“. 1948 წელი არ ყოფილა ერთადერთი პერიოდი, როდესაც თურქეთი მსოფლიო პატრიარქის არჩევნებში ჩაერია. მაგალითად, ჩემს სტატიაში, რომელიც 1917-1925 წლების არეულობის ხანას ეძღვნება, მე ვწერ იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერი იყო მაშინ თურქეთის ხელისუფლების ჩარევა მსოფლიო საპატრიარქოს შიდა საქმეებში. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ოსმალეთის იმპერიას უკავშირდება, რომლის ხელისუფლებაც რეგულარულად ცვლიდა მსოფლიო პატრიარქებს და სხვადასხვა კანდიდატურას ვეტოს ადებდა.   

აშშ-ს საელჩომ ანკარაში სონდერსს აცნობა, რომ თურქები დაპირდნენ, რომ „მაინდამაინც თავს არ გამოიდებდნენ კანდიდატების სიის გაცხრილვისას“. მაგრამ ეს მართალი არ აღმოჩნდა. თურქეთის მთავრობამ არა მხოლოდ ვეტო დაადო მთავარეპისკოპოს იაკობის კანდიდატურას, არამედ სხვა, ყველაზე შესაძლო კანდიდატი, ქალკედონის მიტროპოლიტი მელიტონი, უარყო. როგორც შემდგომში ახლანდელმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, 1972 წლის არჩევნების მსვლელობისას ოთხ კანიდადატს დაადეს ვეტო („ელინისტური სამყაროს ენციკლოპედიის“ ავტორები კიდევ უფრო შორს წავიდნენ – ამტკიცებენ, რომ უარყოფილ იქნა ხუთი კანდიდატი). „სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით: „ცდილობდნენ რა პატრიარქი თავისი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდათ, თურქეთის ხელისუფლებამ დასაშვებ კანდიდატთა სიიდან ამოშალა მიტროპოლიტ მელიტონის სახელი. მელიტონს, რომელიც არ მალავდა თავის პროგრესისტულ შეხედულებებს, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა“.

სონდერსი თავის სამუშაო ანგარიშს ასრულებს საკმაოდ არასახარბიელო დასკვნით: „საქმე ისაა, რომ თურქები უკვე მრავალი წელია ავიწროებენ საპატრიარქოს, გარკვეულწილად სურთ, რომ მან დატოვოს ქვეყანა. იმის გათვალიწინებით, რომ მართლმადიდებლებს ძალიან სურთ სტამბოლში დარჩენა, ბერძნები, ვფიქრობ, რომ შეეგუენ ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებას. ამ პირობებში არა მგონია, ჩვენ რაიმეს შეცვლა შეგვეძლოს“.


***

16 ივლისს სტამბოლში ფანარიონზე ახალი მსოფლიო პატრიარქის არჩევა შედგა. მთავარი კანდიდატები – მელიტონი და იაკობი, ასევე, ყოველ შემთხვევაში, ორი სხვა კანდიდატი, თამაშს გამოეთიშნენ, ხოლო სამი კანდიდატი-ფინალისტები გახდნენ იმბროსისა და ტენედოსის მიტროპოლიტი დიმიტრიოსი, ანეისის მიტროპოლიტი ნიკოლოზი და კოლონის მიტროპოლიტი გაბრიელი. „სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით: „სამივე კანდიდატს მხარს უჭერდა მელიტონის ფრაქცია, რომელსაც თხუთმეტიდან რვა მიტროპოლიტი მიეკუთვნება“. წმინდა სინოდის თხუთმეტმა წევრმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, ქაღალდის ფურცლები პატრიარქის ტახტის წინ მდებარე ლარნაკში ვერცხლის ჩაყარეს. თხუთმეტიდან 12 ხმა დიმიტრიოსს მისცეს და ქალკედონის მიტროპოლიტმა მელიტონმა, რომელიც არჩევნებზე თავმჯდომარეობდა, შედეგები შეძახილით გამოაცხადა: „აქსიოს! აქსიოს!“. 

Illustration_7.jpg

დიმიტრიოსი მართლაც „ბნელი ცხენი“ იყო, – თავმდაბალი და მანამდე უცნობი, როგორც სულიერი მოძღვარი და მწყემსი. არჩევნების შედეგების კომენტირებისას „სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ საგენტო წერდა: „ჩვენი წყაროების ცნობით, ბევრ საკითხში დიმიტრი იხელმძღვანელებს მელიტონის რჩევებით, რომელიც მართლმადიდებლური ერთობის ბეჯითი მხარდამჭერია; ასევე, დიმიტრიოსს, თავისი არსით სულიერ მწყემსს, მცირე გამოცდილება აქვს სახელმწიფო საქმეებში“.

პატრიატრქი დიმიტრიოსი წინამძღვრობდა თითქმის 20 წელი, ვიდრე არ გარდაიცვალა 1991 წელს. მისი მემკვიდრის, პატრიარქ ბართლომეოსის არჩევნები გაცილებით მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. სტამბოლის გუბერნატორს არცერთი კანდიდატის წინაღმდეგ ვეტო არ გამოუყენებია. 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب