მთავარი გვერდი სტატიები
ალექსანდრიის პატრიარქის მრგვილმოსავლელ ეპისტოლეში სიმარ…

ალექსანდრიის პატრიარქის მრგვილმოსავლელ ეპისტოლეში სიმართლე დამალულია!

ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორეს [1] მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მრგვილმოსავლელ ეპისტოლეში, სამწუხაროდ, სიმართლე დამალულია.

კერძოდ:

1. იგი სავსებით სწორად აღნიშნავს, რომ „თავდაპირველად ქრისტიანული სამყარო ხუთი საპატრიარქოს საფუძველზე ჩამოყალიბდა“, ესენია: რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოები, მაგრამ შემდეგ შეცდომით წერს, რომ „დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში პირველ საყდარს (პირველ ადგილს) ფლობს რომის საპატრიარქო, ხოლო აღმოსავლურ ეკლესიაში ასეთივე ადგილს იკავებს და პირველი საყდრის კათედრის უფლებებით სარგებლობს სხვა ძველ საპატრიარქოებს შორის კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (ახალი რომი)“.

მთელი სიმართლე კი ისაა, რომ 1054 წლის განხეთქილებამდე (როდესაც რომის საპატრიარქო გამოეყო ეკლესიას და სქიზმატურ პარასინაგოგად ჩამოყალიბდა, – როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მაგრამ რასაც, როგორც ჩანს, არ ეთანხმება პატრიარქი თეოდორე) ერთმანეთის მიმართ თანასწორი იყო ხუთივე საპატრიარქო, მათ შორის პირველსაყდრობა კი მხოლოდ წესისა და რიგის ფორმალურ ელემენტს შეადგენდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ხელისუფლების პირველობასთან მთელს ეკლესიაზე (რასაც ადრე პაპისტები ოცნებობდნენ, ახლა კი კონსტანტინეპოლელი პაპისტები ოცნებობენ!).

ასე რომ, პატრიარქი თეოდორე არსებითად ამახინჯებს პენტარქიას [2], რომელიც მათ წარმოუდგენიათ როგორც ორი საწყისი (Двуначалие) – დასავლეთში რომი და აღმოსავლეთში კონსტანტინეპოლი)!

ამასთან, სახეზეა ნათესაობა თეორიისა ორი საწყისის შესახებ [3] ერეტიკულ თეორიასთან „ორი ფილტვის“ შესახებ [4].

2. ასევე, სავსებით სწორად აღნიშნავს, როდესაც ამბობს, რომ ძველ დროში „მართლმადიდებლური სამყარო ამ ოთხ საპატრიარქოში იყო გადანაწილებული (და კიდევ კვიპროსის ეკლესიაში), ხოლო მათი გეოგრაფიული საზღვრები გავლებული, მკაფიო და გასაგები იყო“. მაგრამ პატრიარქი თეოდორე სრულიად სხვა საზღვრებს ასახელებს, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო, და ეს ეხება როგორც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს (თითქოს ტერმინი „მსოფლიო“ არა მხოლოდ საპატიო ტიტული იყოს, არამედ მთელს მსოფლიოზე ხელმწიფებასაც ნიშნავდეს), ისე ალექსანდრიის საპატრიარქოსაც, რომელიც თავის იურისდიქციას ავრცელებს „მთელს აფრიკასა და მის კუნძულებზე“!

რადგანაც პატრიარქ თეოდორეს არ მოჰყავს აქ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ იურისდიქციების საზღვრებზე, კერძოდ, ამ ორი საპატრიარქოს საზღვრებზე, ამიტომ ჩვენ მოვიხმობთ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, რათა დავამტკიცოთ, რომ პატრიარქ თეოდორეს წერილში სიცრუე ვრცელდება:

i) თავისი მე-6 კანონით [5] პირველმა მსოფლიო კრებამ ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციად განსაზღვრა ეგვიპტე, ლიბია და პენტაპოლი (ასე ეწოდებოდა მაშინ კირენაიკას – ეგვიპტესთან მოსაზღვრე ლიბიის აღმოსავლეთ სანაპიროს).

ii) თავისი 28-ე კანონით მეოთხე მსოფლიო კრებამ [6] კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციად განსაზღვრა პონტოს ოლქი (პონტო – ტრაპიზონამდე [7]), აზიის ოლქი (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი პამფილიამდე, იმიტომ, რომ მცირე აზიის აღმოსავლეთი ჯერ კიდევ ანტიოქიის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედიოდა [8]) და თრაკიის ოლქი (ეს ტერიტორია შეიცავდა ან თრაკიის მთელს პროვინციას დასავლეთით მდებარე მეთი თავისი მიტროპოლიებით „დირარქიამდე“, – როგორც ბალსამონი განმარტავს [9], ან როგორც ზონარა განმარტავს [10] – მხოლოდ თრაკიას გეოგრაფიულად, მიტროპოლიების გარეშე, „ანუ მაკედონიასა და თესალიას, საბერძნეთსა და პელოპონესს, და ე.წ. ეპირსა და ილირიას“, რომლებიც მაშინ რომის საპატრიარქოს იურისდიქციას მიეკუთვნებოდნენ). გარდა ამისა, ამ მეოთხე მსოფლიო კრებამ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციას გადასცა სულიერი ხელისუფლება ბარბაროსებზე, რომლებიც მითითებული ოლქების მეზობლად ცხოვრობდნენ, – ესენი იყვნენ ალანები (პონტოს ოლქის აღმოსავლეთით) და რუსები (თრაკიის ოლქის ჩრდილოეთით) [11].

3. პატრიარქი თეოდორე განაგრძობს: „უახლოეს ხანაში ზოგიერთი ხალხმა, რომლებმაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა მოიპოვეს, მოინდომეს საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესიაც მიეღოთ. და მართლაც, მსოფლიო პატრიარქმა ჩამოიჭრა თავისი ტერიტორიები და შექმმნა ახალი დამოუკიდებელი ეკლესიები, რომლებმაც მიიღეს ავტოკეფალიის სახელწოდება. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო), რომელიც ავტოკეფალური გახდა მხოლოდ 1589 წელს“.

აქაც ალექსანდრიის პატრიარქი შეიძლება უცოდინარობაზე გამოვიჭიროთ!

რუსეთის ეკლესია არა მხოლოდ ავტოკეფალური გახდა, არამედ ასევე აყვანილ იქნა საპატრიარქოს რანგში რომის საპატრიარქოს სანაცვლოდ, რათა პენტარქია აღედგინათ. თანაც, ეს მოხდა არა 1589 წელს, როდესაც მაშინდელი კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II შეეცადა, თვითნებურად ემოქმედა, არამედ 1589 წელს ყოველთა მართლმადიდებლთა კრებაზე!

1589 წელს კი, მოსკოვში ყოფნის დროს, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იერემია II ტრანოსმა თვითნებურად გამოაცხადა მიტროპოლიტი იობი პატრიარქად და ახალ პენტარქიაში მოსკოვის საპატრიარქოს მესამე ადგილი მიაკუთვნა [12]. 

თუმცაღა, გააცნობიერა რა თავის ქმედებების არაკანონიკურობა, ასევე საკუთარი უფლებების გადამეტების ფაქტი (რაც პოლიტიკური ზეგავლენით მოხდა), მან მაშინვე, როგორც კი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა, 1590 წელს კრება მოიწვია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები 95 მღვდელთმთავართან ერთად. ამ კრებამ რუსეთის ეკლესიას მიანიჭა რანგით მეხუთე საპატრიარქოს სტატუსი[13].

მაგრამ მაშინდელმა ალექსანდრიის პატრიარქმა მელეტი პიგასმა, კრეტისა და მართლმადიდებლობის მშვენებამ და სიამაყემ, განხეთქილების შემდგომი პერიოდის ახალმა ფოტიოსმა [14], იმ დროის დიდმა მამამ და ეკლესიის მოძღვარმა, რომელიც ძალიან მგრძნობიარედ უდგებოდა კანონიკურ საკითხებს და ოდნავ კომპრომისზეც არ მიდიოდა კანონების საზიანოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტიმ განაცხადა და მსოფლიო კრების მოწვევა მოითხოვა, როგორც იმ ერთადერთი ორგანოსი, რომელსაც ჰქონდა იურისდიქციის აღიარებისა და მისი საზღვრების დადგენის უფლებამოსილება.

1591 წელს კონსტანსტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართ წერილში იგი წერდა, რომ საპატრიარქოს სტატუსში აყვანა პატრიარქის კი არა, კრების კომპეტენციაში შედის (თუ, რა თქმა უნდა, ის პაპიზმის ტაქტიკას არ მიჰყვება), და უფრო მეტიც, მსოფლიო, ანუ ყოველთა მართლმადიდებელთა კრების კომპეტენციაში, და მხოლოდ ასეთი მეთოდია ეკლესიისთვის ცნობილი, ამიტომ ამგვარი კრების მოწვევა აუცილებელია, რადგან არცერთი საპატრიარქო საყდარი სხვას არ ექვემდებარება“! [15]

და მართლაც, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იერემია II, – რომელიც მოიქცა არა ისე, როგორც ტირანი პაპი, არამედ როგორც თავმდაბალი პატრიარქი, – შეისმინა კანონიკური სამართლის ხმა, რომლის გამოხატულებაც გახდა ალექსანდრიის ღირსეული და არა მონური მორჩილების მქონე პატრიარქი წმინდა მელეტი პიგასი, და 1593 წელს დათანხმდა ყოველთა მართლმადიდებლთა კრების მოწვევას.

სწორედ ამ „წმინდა და კურთხეულმა დიდმა კრებამ“ [16], როგორც მას უწოდეს მასში მონაწილე პატრიარქებმა და მღვდელთმთავრებმა, სადაც პირველობის როლი წმინდა მღვდელთმთავარმა მელეტი პიგასმა შეასრულა და რომელიც თვალში დირესავით აქვთ გაჩხერილი ნეოპაპისტებსა და მათ სატელიტებს (აი, რატომაც დუმან ისინი მასზე), მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვის სამიტროპოლიტოსთვის საპატრიარქოს სტატუსის მინიჭებისა და მისთვის რუსების ყველა ქვეყნისა და ჩრდილოეთის სხვა ტერიტორიების დაქვემდებარების შესახებ. ამით ყოველთა მართლმადიდებელთა დონეზე კრებსითად დამტკიცდა ახალი იურისდიქციის საზღვრები და მოსკოვის პატრიარქო აღიარებულ იქნა თანახარისხოვნად, თანამოსაყდრედ, ტიტულითა და ღირსებით თანასწორად [17].

შესაბამისად, „ავტოკეფალიის“ მინიჭების ან „საპატრიარქოს“ რანგში აყვანის უფლებამოსილებას მხოლოდ ყოვლადმართლმადიდებლთა კრება ფლობს ხუთი კანონიკური პატრიარქის მონაწილეობით (რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ არცერთი მათგანი არ ყოფილა ერესში მხილებული).

ხოლო რადგანაც პატრიარქ თეოდორეს არ ეყო იმის გამბედაობა, რომ თავისი წინამორბედის – წმინდა მღვდელთმთავარ მელეტი პიგასის მაგალითს მიჰყოლოდა, რომელსაც ის, ამასთან, ორმაგად შეურაცხყოფს (წარმომავლლობითაც და კათედრის მემკვიდრეობითაც), რათა შეეკავებინა ეკლესიის შემჭმელი კონსტანტინეპოლისეული ნეოპაპიზმი, მაშინ დაე, ნუ განაწყენდება იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესია საეგზარქოსოებს აარსებს აფრიკის კონტინეტზე, რომელზედაც, როგორც ვნახეთ, მას არანაირი იურისდიქციული უფლება არ გააჩნია – გარდა ეგვიპტისა, ლიბიისა და პენტაპოლისა“, – როგორც ეს განსაზღვრულია პირველი მსოფლიო კრების მიერ.

ნიკოლოზ მანისი, პედაგოგი

 

¹ https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-alexandreias/47883-aleksandreias-i-ekklisia-tis-rosias-san-antipoina-paraviase-tin-paradosi-ton-oikoumenikon-synodon

² «Нынешний первопрестольный (патриарх) Римский, второй – Константинопольский, Александрийский, Антиохийский и Иерусалимский. Это пятиглавая власть церкви» (Οσίου Θεοδώρου του Στουδίτου, PG 99, 1417).

³ აქ ორრქიან მხეცზე საუბარი ხომ არ მიდის (გამოც. 13:13)?

⁴ Δημητρίου Τσελεγγίδη, Είναι οι ετερόδοξοι μέλη της Εκκλησίας; (https://www.imkythiron.gr/index.php/antiairetika/3690-)

⁵ «Да хранятся древние обычаи, принятые в Египте, и в Ливии, и в Пентаполе, дабы александрийский епископ имел власть над всеми сими...».

⁶ «...Посему токмо митрополиты областей, понтийские, асийские и фракийские, и такожде епископы у иноплеменников вышереченных областей, да поставляются от вышереченного святейшего престола святейшие константинопольские церкви...».

⁷ Вальсамон, Толкование на 28-е правило Четвертого Вселенского Собора.

⁸ Там же.

⁹ Там же.

¹⁰ Зонара, Толкование на 28-е правило Четвертого Вселенского Собора.

¹¹ Там же.

¹² Χρυσοστόμου Παπαδόπουλου, Οι Πατριάρχαι Ιεροσολύμων ως πνευματικοί χειραγωγοί της Ρωσίας κατά τον ΙΖ΄ αιώνα, Ιεροσόλυμα, 1907, σελ. 14-15.

¹³ W. Regel, Analecta Byzantino-Russica, Petropoli, 1891, p. 85-91.

¹⁴ Χριστόδουλου Παρασκευαΐδη (μετέπειτα Αρχιεπισκόπου Αθηνών), Μελέτιος Πηγάς, Αθήνα, 1971, σελ. 27.

¹⁵ ორიგინალი: „ძალიან კარგად ვიცი, რომ შენ შესცოდე მოსკოვის სამიტროპოლიტოს აღზევებით საპატრიარქოს ხარისხში, იმიტომ, რომ შენთვის უცნობი არ არის (თუკი მხოლოდ ახალი რომმა არ ისწავლა ძველის მიმდევრობა), რომ აე საქმე არ ხელეწიფება ერთ პატრიარქს, არამედ მხოლოდ კრებას, თანაც – მსოფლიო კრებას; ასე დაამტკიცეს ყველა აქამდე არსებული პატრიარქი. ამიტომ თქვენს უწმინდესობას უნდა მიეღო დანარჩენი ძმების ერთსულოვანი თანხმობა, რამეთუ მესამე მსოფლიო კრების მამების დადგენილებით ყველამ უნდა იცოდეს და განსაზღვროს, თუ რა უნდა გააკეთოს ყოველ ჯერზე, როდესაც საერთო საკითხი განიხილება. ცნობილია, რომ საპატრიარქო საყდარი სხვა არავის ექვემდებარება, გარდა კათოლიკე ეკლესიისა, რომელთანაც ის შეერთებული და დაკავშირებულია ერთი და უცვალებელი მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობით“ (Μεθοδίου Φούγια, Επιστολαί Μελετίου Πηγά, Εκκλησιαστικός Φάρος ΝΒ΄ (1970), с. 232).

¹⁶ https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanie-konstantinopolskogo-sobora-1593-goda-kotorym-utverzhdeno-patriarshestvo-v-rossii/

¹⁷ იქვე. საკამათო ნაწყვეტი: „ქალაქ მოსკოვის უპატოიოსნესი და საყდარი იყოს და იწოდებოდეს საპატრიარქო საყდრად, რადგან ამ ქვეყანას ღმერთმა სახელმწიფოდ არსებობა მოჰმადლა, – და მთელი რუსეთი და ჩრდილოეთის ქვეყნები დაექვემდებარონ ამ საპატრიარქო საყდარს, თავისთან იყოს და იწოდებოდეს მეთაურად... ასევე იყოს და იწოდებოდეს მართლმადიდებელი პატრიარქების ძმად – თავისი ტიტულის, ხრისხისა და საყდრის ძალით და, თანასწორად – წოდებითა და ღირსებით; ზედწარწერები და ხელმოწერები აწარმოოს მართლმადიდებელ პატრიარქების ჩვეულებისაებრ: პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებისა“.

 

 

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب