მთავარი გვერდი სტატიები
„ვბრძანებთ, კიევის უწმინდესი ეპარქია დაექვემდებაროს ქალ…

„ვბრძანებთ, კიევის უწმინდესი ეპარქია დაექვემდებაროს ქალაქ მოსკოვის... უწმინდეს საპატრიარქო საყდარს... »


 „ვბრძანებთ, კიევის უწმინდესი ეპარქია დაექვემდებაროს ქალაქ მოსკოვის... უწმინდეს საპატრიარქო საყდარს...“

(კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალური დოკუმენტების ზოგიერთი კანონიკური ასპექტის შესახებ)

2021 წლის 20-24 აგვისტოს კიევში თავისი ვიზიტისას კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა კვლავ დაადასტურა საკუთარი შეხედულების ურყევობა იმის თაობაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქომ კიევის სამიტროპოლიტოზე იურისდიქციის თვითნებური უზურპაცია მოახდინა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდრის თანხმობისა და სანქციის გარეშე. მიხეილის თავოქროვანი მონასტრის საკათედრო ტაძარში 21 აგვისტოს დოქსოლოგიაზე პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა: „კიევის სამიტროპოლიტო ჩვენი ყოვლად უწმინდესი, სამოციქულო და საპატრიარქო საყდრის განუყოფელი კანონიკური ტერიტორია და მიტროპოლია იყო, თუმცა ისტორიული გარემოებებისა და მავანთა საერო მისწრაფებების გამო ძალადობრივად და დროებით მოკვეთილ იქნა თავისი ბუნებრივი სულიერი დედისგან“ [1]. 22 აგვისტოს სოფიის ტაძრისწინა მოედანზე აღსრულებულ ლიტურგიაზე, პატრიარქმა ქადაგებაში ასევე თქვა: „ეს მოხდა, ვინაიდან წინა საუკუნეებში კიევის საეკლესიო უზურპაციის მიზნით უკლებლივ ყველა მოქმედება კონსტანტინეპოლის დედა-ეკლესიის გვერდის ავლით იქნა განხორციელებული მისი ნებაყოფლობითი ლოცვა-კურთხევის გარეშე და მისთვის ძალზე გულსატკენად, რადგან სარგებლობდნენ მისი სისუსტით საერო თვალსაზრისით. ამგვარად, ეს მოქმედებები, ვიმეორებთ, იყო, ერთი სიტყვით, სრულიად უცხო მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისათვის და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიხმობდნენ უფლის მადლსა და კურთხევას“. „ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის დიონისე IV-ს შესაბამისი კანონიკური სიგელის გაუქმება ჩვენი მხრიდან იყო არა უფლებამოსილების გადამეტება, როგორც განუწყვეტლივ იმეორებენ ქრისტესმიერ მშვიდობისა და თანხმობის წინააღმდგომნი, არამედ მამობრივი ვალი, ვინაიდან ის უგულებელყოფილ იქნა არა აქაური ქრისტიანული სამწყსოს სასარგებლოდ“ [2]. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკურ საზღვრებში აგრესიული „შეჭრის“ თაობაზე მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ გამოთქმული ბრალდებების გაგრძელებაა 28 სექტემბერს ინტერნეტ-საიტზე ΦΩΣ ΦΑΝΑΡΙΟΥ  გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე თარგმნილი სტატია, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს დაწერა ბერძნულ ენაზე პროტოპრესვიტერმა დოქტორმა გიორგი ცეცისმა, და რომელშიც ის ირწმუნება, რომ რუსული ეკლესია „იყენებდა ყველა შესაძლებლობას შეჭრილიყო სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების ტერიტორიებზე ავტოკეფალიის შესახებ მისი ტომოსით დადგენილ საზღვრებს გარეთ, მეფის ჯარისა თუ საბჭოთა არმიის ფეხდაფეხ“ 3]. ამგვარი „შეჭრის“ მაგალითებად მ. გიორგი ცეცისს მოჰყავს „მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში 1811 წელს საქართველოსა და აფხაზეთის ეკლესიებისა და 1812 წელს ბესარაბიის სამიტროპოლიტოს ინკორპორაცია“ (sic!). ცნობილია თუ არა სახელგანთქმული ღვთისმეტყველისთვის, რომ 1721-1918 წლებში „მოსკოვის საპატრიარქო“, როგორც ასეთი, არ არსებობდა, ხოლო საეკლესიო საქმეების მმართველობას რუსეთის ეკლესიაში წმინდა სინოდი ახორციელებდა, რომელიც მთლიანად ექვემდებარებოდა სრულიად რუსეთის იმპერატორს, მმართველობის ასეთი ფორმა კი დადგენილი იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქის იერემია III-ს ლოცვა-კურთხევით?

ბოლო წლებში მრავალი ბეჭდური თუ ელექტრონული პუბლიკაცია გამოჩნდა, რომლებიც 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალური დოკუმენტების ანალიზს ეძღვნება. ამიტომ სტატიაში განვიხილავთ აღნიშნული დოკუმენტების ზოგიერთ კანონიკურ ასპექტს, რომლებიც შემდეგი თეზისების მტკიცებულებად გამოდგება:

            1)  1686 წლის აქტები მოწმობს, რომ პატრიარქი დიონისე IV-ს მიერ მოსკოვის საპატრიარქოს ნებაყოფლობით გადაეცა კიევის სამოტროპოლიტოზე კანონიკური და იურისდიქციული ულებების მთელი კომპლექსი, მისი ადრინდელი ავტონომიური სტატუსის, და არა მხოლოდ კიევის მიტროპოლიტის ხელთდასხმის უფლების შენარჩუნების პირობით;

            2) რუსეთის ეკლესიაში საპატრიარქოს გაუქმება და 1721 წელს უწმინდესი სინოდის დადგინება, ასევე საგუბერნიო რეფორმა, რომელიც XVIII საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ტარდებოდა და რომელმაც რუსეთის ეკლესიის თთოეული ეპარქიის, მათ შორის მალოროსიის, საზღვრებისა და სტატუსის ცვლილება გამოიწვია, იქცა იმ ობიექტურ გარემოებებად, რომელთა გამოც პატრიარქი დიონისეს მიერ წამოყენებული პირობების შესრულება შეუძლებელი გახდა და, შესაბამისად, ამ პირობებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა;

            3)  ვინაიდან საპატრიარქოს გაუქმება და წმინდა სინოდის დაწესება აღმოსავლეთის ოთხივე პატრიარქის თანხმობითა და კურთხევით მოხდა, ამიტომ ვერანაირი საფუძვლიანი პრეტენზია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხრიდან თანამედროვე მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ „სინოდალური პერიოდის“ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გამო, ვერ იარსებებს.

I. 

200-ზე მეტი წლის განმავლობაში, XX საუკუნის ოციან წლებამდე კონსტანტინეპოლის პატრიარქებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ 1696 წელს კიევის სამიტროპოლიტოზე ყველა იურისდიქციული უფლების მოსკოვის საპატრიარქოსთვის გადაცემის ფაქტი და ამის თაობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. კიკოსისა და ტილირიის მოტროპოლიტი ნიკიფორე აღნიშნავს, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ XVIII საუკუნიდან და 2018 წლამდე გამოცემულ ყველა „სინტაგმატიაში“, ანუ ადგილობრივი ეკლესიების მართლმადიდებელი ოფიციალურ დიპტიქებსა და სიებში, რომლებშიც ჩამოთვლილია მათი კუთვნილი სამიტროპოლიტოები და ეპარქიები, კიევის კათედრა ყოველთვის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია მოხსენებული. „სინტაგმატიები“, თავის მხრივ, „მართლმადიდებლური საპატრიარქოებისა და ავტოკეფალური ეკლესიების კანონიკური იურისდიქციის უტყუარი მოწმობაა“ [4]. მხოლოდ 1924 წელს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოცემისას გაისმა განცხადებები იმის თაობაზე, რომ კიევის სამიტროპოლიტოს მიერთება რუსეთის ეკლესიასთან იძულებით მოხდა „კანონიკური დადგენილებების განწესებათა დარღვევით“, თვით რუსეთის ეკლესიამ კი დაარღვია ხელშეკრულების პირობები და კიევის სამიტროპოლიტის ავტონომია წაართვა [5]. მაგრამ ჩვენს დროში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პოზიცია პრინციპულად განსხვავებულია. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ირწმუნება, რომ კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციისათვის გადაცემა არ მომხდარა და საპატრიარქოს კანონიკური საზღვრები უცვლელი რჩება. სინოდალური დოკუმენტები გულისხმობს მხოლოდ დროებით და სულგრძელებით (κατ’ οἰκονομία) გადაცემას სამართავად („მეტოქიონობა“, ἐπιτροπικῶς), რაც ფაქტიურად მხოლოდ კიევის მიტროპოლიტის ქიროტონიის უფლებას იძლეოდა მოსკოვში (მხოლოდ მისი და არა სხვა მღვდელთმთავრების). ლიტურგიაზე კიევის მიტროპოლიტის მიერ „პირველად“ კონსტანტინეპოლის პატრიარქის მოხსენიების პირობა, და მხოლოდ მის შემდეგ მოსკოვის პატრიარქისა, ეს „ხილული სიმბოლოა“ კიევის კათედრაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქის კანონიკური ძალაუფლების შენარჩუნებისა [6].

ეს თეზისი საეკლესიო ისტორიის ან კანონიკური სამართლის რომელიმე ბერძნენი ან ევროპელი პროფესორის წამოყენებული არ გეგონოთ – ეს პეტერბურგელ ვ.მ. ლურიეს ეკუთვნის, „რომელმაც სხვა რუს ისტორიკოსებთან ერთად შეისწავლა კიევის სამიტროპოლიტოსთან დაკავშირებული 1686 წლის სინოდალური დოკუმენტები და მივიდა დასკვნამდე, რომ მათი პირობები აშკარად მიმართულია კიევის ეპარქიაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქის კანონიკური ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ“ [7]. ციტირებული დოკუმენტის ავტორი, ქრისტუპოლის ეპისკოპოსი მაკარი (გრინიეზაკისი), ამჟამად ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი, ეყრდნობა ვ.მ. ლურიეს წიგნს „რუსული მართლმადიდებლობა კიევსა და მოსკოვს შორის. XV-XX საუკუნეების რუსული მრთლმადიდებლური ტრადიციების ისტორიული ნარკვევი“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ლურიე („მონაზვნობაში“ – გრიგოლი), „შეთავსებით“ განდგომილთა მცირერიცხოვანი ჯგუფის „ეპისკოპოსი“ და “თავმჯდომარეა“, – ჯგუფისა, რომელიც საკუთარ თავს „რუსეთის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბიროს“ უწოდებს. ბატონი ლურიეს ერუდიცია ეჭვქვეშ რომ არ დავაყენოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ საეკლესიო დისკუსიების სფეროში, პირველ ყოვლისა – კანონიკურ საკითხებში, სქიზმატური სექტის ლიდერის ნააზრევი და ჰიპოტეზები ვერანაირად ვერ მიიჩნევა ავტორიტეტულად და ვერ გამოდგება არგუმენტებად. ამ თეზისთან დაკავშირებით კი უპრიანია გავიხსენოთ კრინიის მიტროპოლიტის კირილეს (კატერელოსი) სიტყვები: „ავტოკეფალიის შესახებ ტექსტის შესაძლო მოწონება კრეტას კრებაზე ობიექტურად ვერ აგვაცილებდა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას, იმიტომ, რომ უკრაინა კონსტანტინეპოლის საყდრის იურისდიქციას წარმოადგენდა, რომელიც მოსკოვისთვის არასდროს გადაუციათ“ [8]. სხვა სიტყვებით, რუსეთის ეკლესია კრეტას კრებაზე რომც გამოცხადებულიყო, ხოლო განხილვიდან წინასწარ ამოღებული ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური წესის შესახებ დოკუმენტის ცნობილი პროექტი რომც მიეღოთ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო მაინც არ შეიცვლიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსებისა და აღიარების განზრახვას.

წმინდა კანონების თანახმად, მიტროპოლიტებისა და პატრიარქების იურისდიქციული პრივილეგიები თავმოყრილია ორ ძირითად „უფლებაში“ – jus ordinandi და jus jurandi, ანუ დაქვემდებარებულ ეპარქიებში ეპისკოპოსების ხელთდასხმისა და მათი პირველადი გასამართლების უფლებებში. სააპელაციო სამართლის აღსრულების უფლება ეკუთვნის ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქებსა და მეთაურებს. ძველად, ყოველ შემთხვევაში  V საუკუნეში, ეპისკოპოსის არჩევაში ადგილობრივი სამღვდელოება და თვით ეპარქიის მრევლი მონაწილეობდა, მიტროპოლიტები და პატრიარქები კი მხოლოდ ადასტურებდნენ რომ არჩევნები კანონიერია, კანდიდატები კი – ღირსეული, და ამტკიცებდნენ არჩევნების შედეგებს. IV მსოფლიო კრების 28-ე კანონში ნათქვამია: „მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინეპოლის წმინდა ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელთდასხმისთვის“. მიტროპოლიტებისა და პატრიარქების უფლებები და მოვალეობები ქალკედონის კრების ეპოქაში დეტალურად არის გაწერილი რომის პაპის წმინდა ლეონ დიდის ეპისტოლეებში ჩრდილოეთ ილირიის ეგზარქოსის, თესალონიკელი მიტროპოლიტის ანასტასისადმი (Epist. VI и XIV, PL. vol. 54). დროთა განმავლობაში კონსტანტინეპოლის ეკლესიაში სამიტროპოლიტოს სისტემა გაუქმდა და მიტროპოლიტის წოდებას ეპარქიის მღვდელთმთავრები ატარებდნენ, რომელთა არჩევაც კონსტანტინეპოლის სინოდზე ხდებოდა. მეორე ათასწლეულში თვით უძველესი სამოციქულო საყდრების პატრიარქებსაც კი არცთუ იშვიათად კონსტანტინეპოლში ირჩევდნენ. მაგალითად, XII საუკუნის გამოჩენილ კანონისტ თეოდორე ბალსამონს ანტიოქიის პატრიარქის ტიტული ჰქონდა, თუმცა მთელი ცხოვრება დედაქალაქში გაატარა და თავის კათედრაზე არასოდეს ყოფილა, ვინაიდან ანტიოქია მაშინ ჯვაროსნებს ეპყრათ. მაგრამ სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის კიევის ეპარქიამ, რომელიც 1448 წელს რუსეთის ეკლესიის გაყოფის შედეგად წარმოიშვა რომის პაპის პიუს II-ს ბრძანებით ფლორენციის უნიის მოქმედების პერიოდში, მართლმადიდებლურ წიაღში დაბრუნების შემდეგ შეინარჩუნა მიტროპოლიტების კრებით არჩევის წესი საკუთრივ კიევში. 1448 წლიდან 1686 წლამდე მთელი პერიოდის განმავლობაში კიევის კათედრაზე არ ყოფილა არცერთი მიტროპოლიტი, რომელიც საპატრიარქო სინოდის მიერ იქნებოდა არჩეული და კონსტანტინეპოლში ხელთდასხმული.

ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ IV მსოფლიო კრების 28-ე კანონში, ისევე, როგორც 1686 წლის სინოდალურ სიგელში, იდენტური გამოთქმებით არის ჩამოყალიბებული პატრიარქების უფლება, შეასრულონ ადგილობრივი კრებების მიერ არჩეული მიტროპოლიტების ხელთდასხმა. ნუთუ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს „ექსპერტები“ უარყოფენ იმას, რომ 28-ე კანონის მთავარი აზრი ისაა, რომ IV მსოფლიო კრებამ, რომელმაც ის გამოსცა, დაამტკიცა კონსტანტინეპოლის პატრიარქის კანონიკური იურისდიქცია აღნიშნულ სამ უძველეს სამიტროპოლიტოზე? მაგრამ კანონში ხომ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მიტროპოლიტების კურთხევაზეა. მაშ რატომღა არის უარყოფილი მოსკოვის პატრიარქისთვის კიევის სამიტროპოლიტოზე კანონიკური ძალაუფლების მინიჭების აქტი ფორმულირებათა აშკარა იგივეობის მიუხედავად?

II

XV საუკუნეში რუსეთის ეკლესიის მოსკოვისა და კიევის მიტროპოლიებად გაყოფის ხანიდან მოყოლებული, კიევის მიტროპოლიტები de facto  არ ექვემდებარებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქს. 1685 წლის 8 ივლისს კიევში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელზეც მიტროპოლიტი გედეონი აირჩიეს (სვიატოპოლკ-ჩეტვერტინსკი) და იქვე დაადგინეს, რომ ხელთდასხმას მოსკოვში შეასრულებდა პატრიარქი იოაკიმე. იმ დროისათვის კიევი უკვე თითქმის 10 წელი მოსკოვის სამეფოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და, ცხადია, კიევის კათედრის მოსკოვისათვის დაქვემდებარება მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ. მაგრამ კრების მონაწილეთა ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა სამიტროპოლიტოს რუსეთის დაქვემდებარებაში გადასვლას და ჩამოაყალიბა თავისი უარის რიგი მიზეზები. მათ შორის იყო ასეთი – «Аппелляцие от суду митрополита Киевского не бывало до вышняго духовного суду, в справах не противных в вере: а в Москве на митрополитов о меньших делах челобитные бывают до Патриарха»[9]. გეტმანი ივანე სამუელის ძე მიმართავდა თხოვნით მეფე ივანე V-სა და პეტრე I-ს: „რადგანაც კიევის სამიტროპოლიტო რჩება მოსკოვის უწმინდესი პატრიარქის კურთხევისა და დაქვემდებარების ქვეშ, ამიტომ თხოვნაა, რომ თქვენი მოწყალე სამეფო დიდებულების ქომაგობითა და მტკიცებით მისთვის შენარჩუნებული იქნეს ის ნება და უფლებები, რომლებიც მას ჰქონდა კონსტანტინეპოლის უწმინდესი პატრიარქის კურთხევის ქვეშ. კერძოდ, კონსტანტინეპოლისგან იღებდა თავისი ღირსების კურთხევასა და დადგინებას, ხოლო მის სასამართლო გადაწყვეტილებებში პატრიარქი არ ერეოდა და არც არავინ მიდიოდა მასთან საამისოდ“ [10]. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისი იყო 1589 წელს მიტროპოლიტ ონისიფორეს გადაყენება პატრიარქ იერემიას მიერ, რომელიც მოსკოვიდან უკან მიმავალი, გზად კიევის სამიტროპოლიტოს ეწვია. მაგრამ პატრიარქმა დიონისემ დაადგინა, რომ კიევის მიტროპოლიტი მოსკოვის პატრიარქის დაქვემდებარებაში ყოფილიყო: „საეკლესიო წესდების თანახმად, დაემორჩილოს მიტროპოლიტი იმავე მოსკოვის პატრიარქის საპატრიარქო სამსჯავროს“ [11]. უკვე თუნდაც მხოლოდ ეს განჩინება მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გადაეცა კიევზე პირდაპირი იურისდიქცია (лат. jurisdictio – სამართალწარმოება,  jus – სამართალი და dico – ვამბობ). ამიტომ ვ.მ. ლურიე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ის ირწმუნება, რომ სინოდალური დოკუმენტების თანახმად „მომავალში კიეველი მიტროპოლიტები შეიძლება დადგინებულ იქნენ მოსკოვში და მოსკოვის პატრიარქის მიმართ ისეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორც საეკლესიო სასამართლოს პირველად ინსტანციასთან“ [12], და ამავე დროს კიევის კათედრის მოსკოვის საპატრიარქოსთვის მიკუთვნებას „ისტორიულ მითს“ უწოდებს [13]. თუკი მოსკოვის პატრიარქი კიევის მიტროპოლიტისთვის „სასამართლოს პირველადი ინსტანციაა“, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მიტროპოლიტი მის უშუალო იურისდიქციაში ანუ კანონიკურ დაქვემდებარებაშია, ვინაიდან ამ დაქვემდებარების რეალიზაცია პირველ რიგში სასამართლოსადმი დაქვემდებარებაში ვლინდება.

III

კონსტანტინეპოლის საპატრიქრქო ირწმუნება, რომ კიევის სამიტროპოლიტოს შესახებ პატრიარქ დიონისეს მიერ გაცემული რწმუნების სიგელი (Γράμμα ἐκδόσεως) მოსკოვის პატრიარქს მხოლოდ  „კიევის მიტროპოლიტის ხელთდასხმის უფლებას ანიჭებს“ [14], და არ გულისხმობს არანაირ სხვა იურისდიქციულ უფლებებს. ეს დასკვნა კეთდება სიგელის ავთენტური ასლის ბერძნული ტექსტის წაკითხვის საფუძველზე,  რომელიც პატრიარქ კალინიკე II-ს მმართველობის ხანას განეკუთვნება [15] და ვ.ტ. ჩენცოვას მიერ არის გამოქვეყნებული 2017 წელს [16].

თუმცა, თუკი ამ სიგელის ბერძნულ ტექსტს ყურადღებით და მიუკერძოებლად წავიკითხავთ, დასკვნა სხვაგვარი გამოვა – სიგელში სწორედ რომ საუბარია კიევის სამიტროპოლიტოს კანონიკური მართვის უფლების სრულ გადაცემაზე, ოღონდ მისი ავტონომიური სტატუსის შენარჩუნების პირობით.

ტერმინი γράμμα ἐκδόσεως მოცემულ კონტექსტში უნდა ითარგმნოს, როგორც „გადაცემის სიგელი“. ბერძნულ საეკლესიო ბიუროკრატიაში, როგორც წესი, ასე ეწოდება დოკუმენტს, რომლითაც ერთი მღვდელთმთავრის კომპეტენციებისა და უფლებამოსილებების მეორისთვის დელეგირება ხდება. ყველაზე ხშირად – კონსტანტინეპოლის პატრიარქისა სხვა პატრიარქის ან მღვდელთმთავრისთვის. სიტყვა ἔκδοσις ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ქონებრივი უფლებების გადაცემას. სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს მას მრავალგზის ბალსამონი VII მსოფლიო კრების მე-12 კანონის კომენტირებისას («Итак, и правило говорит, чтобы епископ или игумен не отчуждали или не передавали угодий епископии или монастыря какому бы ни было лицу; в противном случае отчуждение, или передача (ἤ τήν ἐκποίησιν, ἤ τήν ἔκδοσιν), недействительны по 38-му апостольскому правилу» [ამ კანონის თანახმად, არც ეპისკოპოსმა, არც იღუმენმა საეპისკოპოსოს ან მონასტრის კუთვნილება არ უნდა გაასხვისოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გასხვისება გაუქმებულად ჩაითვლება მოციქულთა 38-ე კანონის საფუძველზე] [17]). აღნიშნულ კანონში და მის კომენტარებში საუბარია ეპისკოპოსების ან მონასტრის წინამძღვრების დასჯაზე საერო ხელისუფლებისა თუ კერძო პირების სასარგებლოდ საეკლესიო ქონების უკანონო გაყიდვისა და გასხვისებისთვის.

სიგელის ზედწარწერში ვკითხულობთ: «Синодальная грамота... во еже быти митрополии Киева подлежащей патриаршему его трону (т. е. Московскому) и хиротонисатися избранному Киевскому от него (ἐπὶ τῷ εἶναι τὴν μητρόπολιν Κιέβου ὑποκειμένην τῷ πατριαρχικῷ αὐτοῦ θρόνῳ καὶ χειροτονεῖσθαι τὸν ψηφισθησόμενον Κιέβου ὑπ’αὐτοῦ» [კიევის სამიტროპოლიტო იყოს მოსკოვის საპატრიარქო საყდრის დაქვემდებარებაში და კიევის მიტროპოლიტად გამორჩეულმა მისგან მიიღოს ხელთდასხმა]. სიტყვა ὑποκέιμενος (ქვემდებარე), ზმნიდან ὑπόκειμαι (დაქვემდებარება), ხშირად გვხვდება კანონიკური სამართლის კორპუსში და სრულიად ცხადი მნიშვნელობა აქვს – იყო დაქვემდებარებაში რომელიმე პატრიარქის, ეპისკოპოსის იურისდიქციაში ან მის სასამართლოს ექვემდებარებოდე. მაგალითად, – „ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება, თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ აღასრულოს ხელთდასხმა იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარება (Εἰς τάς μή ὑποκειμένας αὐτῷ πόλεις)“ (მოციქ. 35-ე კანონი)[18]; ეპისკოპოსი „...ნუ ჩაატარებს ხელთდასხმას ნურც მღვდლისას, ნურც დიაკვნისას სხვა ეპისკოპოსზე დაქვემდებარებულ ადგილებში (Εἰς τόπους ἑτέρῳ ἐπισκόπῳ ὑποκειμένους)“ (ანტიოქიის კრების 22-ე კანონი)[19]. II მსოფლიო კრების მე-2 კანონის განმარტებაში ბალსამონი წერდა, რომ იბერიის ავტოკეფალური ეკლესია ოდესღაც „ანტიოქიის პატრიარქს ექვემდებარებოდა“ («ὑποκειμένην τότε τῷ πατριάρχῃ Ἀντιοχείας) [20]. „...ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსი ექვემდებარება დასახელებულ იუსტინიანეპოლის წინამძღვარს (Κυζικηνών πόλεως ἐπισκόπου ὑποκειμένου τῷ προέδρω τῆς εἰρημένης Ἰουστινιανουπόλεως)“  (ტრულის კრების 39-ე კანონი).

სლავურ თარგმანში დოკუმენტის სარეზოლუციო ნაწილში ვკითხულობთ: „შესაბამისად... ვბრძანებთ, დაე კიევის უწმინდესი ეპარქია დაექვემდებაროს დიდი და ღვთივცხონებული ქალაქ მოსკოვის უწმინდეს საპატრიარქო საყდარს, ეს იქნება კიევის მიტროპოლიტის ქიროტონიის ადგილი მოსკოვის უნეტარესი პატრიარქისგან, როცა ამის საჭიროება დადგება“. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ტექსტში ცნება „დაქვემდებარებასა“ და ხელთდასხმის შესრულებას შორის „ტოლობის ნიშანია“ დასმული (подлежит, се есть – хиротонисатися). მაგრამ სლავური თარგმანი აქ ზუსტი არ არის, ისევე, როგორც დ. აფინოგენოვის რუსული თარგმანი. ბერძნულ ორიგინალში წერია - «ἵνα ἡ ἁγιωτάτη ἐπαρχία Κιόβου εἴη ὑποκειμένη ὑπὸ τοῦ ἁγιωτάτου πατριαρχικοῦ θρόνου τῆς μεγάλης καὶ θεοσώστου πόλεως Μοσχοβίας, χειροτονεῖσθαι δηλαδὴ μητροπολίτην Κιόβου ἐν αὐτῇ ἡνίκα παρεμπέσῃ χρεία παρὰ τοῦ μακαριωτάτου π(ατ)ριάρχου Μοσχοβίας». სლავურ თარგმანში (1) სიტყვებს ადგილი აქვთ შეცვლილი (се есть хиротонисатися – χειροτονεῖσθαι δηλαδὴ); (2) სიტყვა δηλαδὴ თარგმნილია, როგორც იგივეობის აღმნიშვნელი (ანუ).

სლავური ტექსტი გულისხმობს, რომ მოსკოვის საპატრიარქო ტახტისადმი „დაქვემდებარება“ ნიშნავს მოსკოვის პატრიარქის მიერ ხელთდასხმას. მაგრამ ბერძნულ ორიგინალში – რამდენადმე განსხვავებული აზრია. სამიტროპოლიტო ამიერიდან, სიგელის გამოცემის მომენტიდან, ექვემდებარება მოსკოვის პატრიარქს, რაც ნიშნავს, რომ მომავალში, მას შემდეგ, რაც კათედრა გათავისუფლდება, მიტროპოლიტებმა ხელთდასხმა მოსკოვში უნდა მიიღონ პატრიარქისგან და მისგან გადაეცეთ დადგინების სიგელი. სიტყვა δηλαδὴ თანამედროვე ახალ ბერძნულ ენაში ნიშნავს „ანუ, სწორედ“. ძველ ბერძნულში δηλαδὴ უფრო ფართო მნიშვნელობისაა – «სრულიად ცხადია, აშკარაა, რასაკვირველია, უდავოდ“ [21]. ამ მნიშვნელობით იყენებს სიტყვას δηλαδή მაგალითად, ზონარა თავის სქოლიებში – «если под предлогом благочестия отошлет свою жену, доколе, конечно, не будет убежден принять ее («ἕως ἄν δηλαδή πεισθῇ προσλαβέσθαι αὐτήν»); «…дают константинопольскому епископу право произвести эконома по собственному усмотрению, то есть своею властию, конечно, в подведомых ему церквах (Ἐν ταῖς ὑποκειμέναις αὐτῷ δηλαδή ἐκκλησίαις)» [უფლებას ანიჭებს კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს დაადგინოს ეკონომოსი თავისი შეხედულებისამებრ, ანუ თავისი ძალაუფლებით, რასაკვირველია, მისადმი დაქვემდებარებულ ეკლესიებში] ( VII მსოფლიო კრების  მე-11 კანონის განმარტება)[22]. ბალსამონი იყენებს სიტყვას δηλαδή განმარტების, დაზუსტების მნიშვნელობით – «всякому клирику, рукоположенному в другом месте, необходимо приносить с собою две грамоты от рукоположившего его, представительную то есть, и увольнительную (διττάς γραφάς ἐπιφέρεσθαι τοῦ χειροτονήσαντος αὐτόν, συστατικὴν δηλαδή, καὶ ἀπολυτικήν), чтобы первою мог воспользоваться для доказательства принадлежащей ему, по его словам, степени, а другою - для того, чтобы мог беспрепятственно причислиться к клиру другой церкви» [თითოეულ კლირიკოსს, რომელმაც სხვა ადგილას მიიღო ხელთდასხმა, თავისი ხელთდამსხმელისგან თან უნდა ჰქონდეს ორი სიგელი – წარმომადგენლობითი და განსატევებელი, რათა პირველით შეძლოს თავისი სასულიერო ხარისხის დადასტურრება; მეორეთი – სხვა ეკლესიის სასულიერო დასში გაწევრიანება] (VI მსოფლიო კრების 17-ე კანონის განმარტება [23].  ეტიმოლოგიურად სიტყვა δηλαδή წარმოსდგება სიტყვისგან δῆλος  (ნათელი, აშკარა, თვალსაჩინო) + δή (სწორედ, ამგვარად). აქედან გამომდინარე ფრაზის «…ἵνα ἡ ἁγιωτάτη ἐπαρχία Κιόβου εἴη ὑποκειμένη ὑπὸ τοῦ ἁγιωτάτου πατριαρχικοῦ θρόνου τῆς μεγάλης καὶ θεοσώστου πόλεως Μοσχοβίας, χειροτονεῖσθαι δηλαδὴ μητροπολίτην Κιόβου ἐν αὐτῇ,..» ზუსტი თარგმანი ასე უნდა ჟღერდეს: «…Да святейшая епархия Киевская будет подлежащая святейшему патриаршему престолу великого и богоспасаемого града Москвы, хиротонисатися, ясно же (поэтому, следовательно, конечно), митрополиту Киевскому в ней» [კიევის უწმინდესი ეპარქია დაე დიდი და ღვთივცხონებული ქალაქ მოსკოვის უწმინდესი პატრიარქის საყდარს დაექვემდებაროს, კიევის მიტროპოლიტის ქიროტინია კი, ცხადია (ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა) მასში (მოსკოვში) უნდა მოხდეს]. სავსებით უპრიანი იქნება აქ გამოვიყენოთ გამოთქმა “ანუ, სწორედ“, მაგრამ მხოლოდ თავის ადგილზე, ტექსტის ბერძნული ორიგინალის შესაბამისად. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ „მოსკოვში ხელთდასხმა“ „დაქვემდებარების“ თვალსაჩინო ლოგიკური შედეგია, მაგრამ არა ტოლფასი ცნება. ამდენად, თეზისი იმის შესახებ. რომ სიგელში გათვალისწინებულია მხოლოდ „ხელთდასხმის უფლება“, დაფუძნებულია თარგმანის უზუსტობაზე. რუს მკვლევარს ეპატიება, ვერ შენიშნოს შინაარსობრივი ნიუანსი ბერძნულ ტექსტში. მაგრამ როდესაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ოფიციალურ დოკუმენტში უაპელაციოდ ირწმუნებიან, რომ: „კიევის სამიტროპოლიტოს მოსკოვის პატრიარქისადმი დაქვემდებარება არსებითად მხოლოდ კიევის მიტროპოლიტის ხელთდასხმის უფლებაში მდგომარეობს“ [24], უნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ხდება ტექსტით შეგნებული მანიპულირება მკითხველის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

IV 

კიევის მიტროპოლიტის დადგინების შესახებ სინოდალურ სიგელებში მას ევალება მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება, როგორც თავისი „მეთაურის“ და „წინამძღოლის“ (γινώσκειν ἐκεῖνον γέροντα καὶ προεστῶτα αὐτοῦ). კიევის მიტროპოლიტის დადგინების წესის შესახებ სიგელში (სინოდის მიერ 1686 წელს მიღებულ მეორე სიგელში) ნათქვამია, რომ «покорнство (ἡ ὑποταγὴ – დაქვემდებარება, მორჩილება) сей митрополии Киевской подложися под святейший Московской патриаршеской престол».

ვ. გ. ჩენცოვა, რომელიც მეცნიერთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა გამოკვლევებსაც კონატანტინეპოლის საპატრიარქო უკრაინაში თავისი მოქმედებების დასაბუთებისათვის იყენებდა, ამტკიცებს, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი 1696 წლის მერეც „კანონიკურ პატრიარქად რჩებოდა კიევის მეუფეებისათვის“ [25]. ამასთანავე თავის სტატიაში ის ახსენებს პატრიარქ იაკობის სინოდალურ სიგელს (1687 წლის თებერვალი), რომელიც ადასტურებს იერუსალიმის პატრიარქის კანონიკურ იურისდიქციას სინას არქიეპისკოპოსზე. ამ დოკუმენტში ნათქვამია: „ის უნდა სცნობდეს საკუთარ თავს სინას მთის მთავარეპისკოპოსად, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო საყდარს ექვემდებარება (ὑποκείμενον τῷ πατριαρχικῷ Θρόνῳ τῶν Ἱεροσολύμων), იწოდებოდეს ღვთისსათნომყოფელად, იხსენიებდეს იერუსალიმის პატრიარქის კანონიკურ სახელს (μνημονεύειν τε τοῦ κανονικοῦ ὀνόματος τοῦ τῶν Ἱεροσολύμων πατριάρχου), როგორც მის მიერ ხელთდასხმული და მასზე დამოკიდებული, ამ პატრიარქისა და უხუცესის წინაშე (τῷ πατριάρχῃ καὶ γέροντι αὐτοῦ) უნდა ავლენდეს სათანადო მორჩილებასა და კეთილშესმენას (повиновение и благопослушание, ὑποταγὴν καὶ εὐπείθειαν) და დაურღვევლად იცავდეს, როგორც ეს მიღებულია, იმ საპატრიარქოს საყდრის უპირატესობას“ [26]. სინას მთავარეპისკოპოსის კანონიკური დამოკიდებულება იერუსალიმის პატრიარქთან იმავე ცნებებით არის აღწერილი, როგორითაც – კიევის მიტროპოლიტისა მოსკოვის პატრიარქთან მიმარებით. ტერმინი γέρων იხმარება 1663 წელს მეფე ალექსი მიხეილის ძისათვის გაგზავნილ „ოთხი მსოფლიო პატრიარქის პასუხებში“: «Митрополит или Патриарх яко старейшина (γέρων) тех (т. е. епархиальных епископов, принявших от него рукоположение) по причине хиротонии именуется… Уразумляется того ради от сих, по изложению хиротонии и по изложению чина быти отца того к епископом, от него поставленным, по вине же архиерейского достоинства и по изложению духовного сана быти купно братиею, купно и архиереом» [მიტროპოლიტი ან პატრიარქი მათ უხუცესად (γέρων) იწოდება მისგან მიღებული ქიროტონიის მიზეზით... აქედან ცხადია, ქიროტონიისა და ხარისხის მინიჭების შემდეგ ის მამა იქნება მისგან დადგენილი ეპისკოპოსებისთვის, ხოლო მთავარეპისკოპოსის ღირსებითა და სასულიერო წოდებით ის ძმაც არის და მღვდელთმთავარიც] [27]. ეს პასუხი იმ აზრამდე დაიყვანება, რომ პატრიარქ ნიკონს მეთაურის მდგომარეობა უკავია რუსეთის ეპისკოპოსებს შორის, ვინაიდან მათი ხელთდასხმის უფლება აქვს, თუმცა ეპისკოპოსთა კრებას მისი გასამართლება შეუძლია.

სიტყვა προεστῶς ფართო გაგებით ნიშნავს «უხუცესს, მამასახლისს“ (მაგალითად, სოფლად), „უფროსს”. მაგრამ კანონებში προεστῶς იხმარება ასევე ეპისკოპოსების მიმართ ადგილობრივი ეკლესიის ან ეპარქიის „წინამძღოლის“ მნიშვნელობით. ადგილობრივი ეკლესიის მეთაურის მნიშვნელობით προεστῶς იხმარება ანტიოქიის კრების 1 კანონში. («Аще же кто из предстоятелей церкви (τῶν προεστώτων τῆς ἐκκλησίας), епископ, или пресвитер, или диакон, после сего определения дерзнет к развращению людей и к возмущению церквей особитися…»; „თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განსაზღვრების შემდეგ ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად გაკადნიერდება და განკერძოვდება...“) [28]. III მსოფლიო კრების 8-ე კანონი ადგენს, რომ «предстоятели Кипра (τήν Κύπρον προεστῶτες)» [კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრებს] უფლება აქვთ, დამოკიდებლად დაადგინონ ეპიკოპოსები ანტიოქიის პატრიარქის სანქციის გარეშე [29]. ტრულის კრების 19-ე კანონი: „ეკლესიების წინამძღვრებმა (Предстоятели церквей, τῶν ἐκκλησιῶν προεστῶτας) ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, დამოძღვრონ მთელი საეკლესიო დასი და მრევლი ღვთისმოსავი სიტყვებით“ [30]; კონსტანტინეპოლის კრების 16-ე კანონი –„არაფრით არ შეიძლება იმ ეკლესიაში იქნეს დადგინებული ეპისკოპოსი, რომლის წინამძღვარიც ჯერ კიდევ ცოცხალია (ἐν τῇ ἐκκλησίᾳ, ἧς ἔτι ὁ προεστὼς ζῇ)“ [31]. ამიტომ სინამდვილეს არ შეესაბამება დოქტორ კ. ვეტოშნიკოვის მტკიცება იმის შესახებ, რომ „აქტებში არ არის სიტყვა „წინამძღვარი“, გამოყენებული ტერმინი კი ვერ ითარგმნება ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვრის მნიშვნელობით“ [32].

V

 XII საუკუნეში ბალსამონი ვერ ხედავდა არსებით სამართლებრივ პრობლემას სამიტროპოლიტოებისა და ეპარქიების იურისდიქციული საზღვრების ცვლილებაში.  II  მსოფლიო კრების 2-ე კანონის კომენტარებში ის წერს: “Присоединять в видах лучшего управления к одним церквам другие церкви, находящиеся «под властью народов» (ὑπό ἐθνῶν) (т. е. вне границ Византийского государства), настоящим правилом, как и следует, дозволено” [უკეთესი მართვის მიზნით ერთი ეკლესიისათვის სხვა ეკლესიათა მიერთება, რომლებიც „ხალხებს ეკუთვნის“(ὑπό ἐθνῶν) (ანუ ბიზანტიის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ არსებობს, ამ კანონით, როგორც ჯერ არს, დაშვებულია] [33]. XVII საუკუნეში კონსტანტინეპოლის ეკლესია ამას სხვაგვარად უყურებდა. იურისდიქციის შეცვლა შეიძლება ეკლესიათა უძველეს პრივილეგიებს შეეხოს, რომლებიც უცვლელი უნდა დარჩეს. უძველესი კანონებისა და პრივილეგიებისადმი მოწიწებით არის გამსჭვალული დოკუმენტები, რომლებიც უკავშირდება როგორც კიევის სამიტროპოლიტოს გადაცემას, ისე სინას კოლიზიის მოწესრიგების საქმეს, რომლებიც ერთსა და იმავე წლებში ხდებოდა. „ჩვენ მოვალენი ვართ უცვლელად შევინახოთ ეკლესიის წმინდა აპოლოგეტთა უძველესი განაწესები, მთელი ძალებით აღვუდგეთ მათი ხელყოფის მოსურნეთ და არ გავხდეთ მათი თანამონაწილე კაცთმოთნეობის გამო. ჩვენ ვერ შევეგუებით საეკლესიო განწესებების, მოციქულთა გადმოცემის და წმინდა კრებების კანონების დარღვევას“ [34]. გმობენ რა სინას მთავარიეპისკოპოსის პრეტენზიებს ავტოკეფალიაზე, კონსტანტინეპოლის პატრიარქი და მისი სინოდი მიზნად ისახავენ იერუსალიმის საპატრიარქო საყდრის კანონიკური უპირატესობების და ასევე თვით სინას მონასტრის უძველესი უფლებების განმტკიცებას და დაცვას.

პატრიარქი დიონისე რუსი მეფეებისადმი წერილში მიუთითებდა, რომ საპატრიარქოთა ტერიტორიული საზღვრების ცვლილება ეწინააღმდეგება ეკლესიის უძველეს განაწესებს. ამიტომ კიევზე იურისდიქციის გადაცემა დასაშვებია „იკონომიით“ და იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო პრივილეგიების ვითომდა დაცვა, სინოდმა დაადგინა: «Токмо во еже хранитися чести окрест Вселенскаго престола, и да не будет пренебрежение и лишение весьма в своих привилиях, повелевахом, во еже воспеватися в митрополии сей патриаршескому имени Вселенскаго Патриарха в первых, потом правильное (т. е. каноническое) имя Патриарха Московскаго по времени сущу митрополиту во священных литургиях; овое убо хиротонии ради, юже восприимает от Московскаго и долженствует по правилам воспоминати его, овое же памяти ради древних привилий Вселенскаго престола»[35]. კანონების თანახმად, ეპისკოპოსი ვალდებულია, მოიხსენიოს იმ პატრიარქისა თუ მეთაურის „კანონიკური სახელი“ რომლის იურისდიქციაშიც იმყოფება თვითონ და მისი ეპარქია („...ამიტომ, თუკი რომელიმე მღვდელი, ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი გაკადნიერდება განეშოროს თანაზიარებას თავის პატრიარქთან და აღარ აღავლენს მის სახელს განსაზღვრული და დადგენილი წესისამებრ საღმრთო საიდუმლოთ-მოქმედებისას (ლიტურგიაზე), და საკრებო გამოცხადებამდე და მის სრულყოფილ განსჯამდე შემოიღებს განხეთქილებას ეკლესიაში, ესევითარისთვის წმინდა კრებამ განაჩინა, რომ იგი სრულიად უცხო ეყოს მღვდლობას, ოღონდ თუკი ნამდვილად იქნება მხილებული ამ ურჯულოებაში...“ (კონსტანტინეპოლის ორგზისის კრების მე-15 კანონი). მაგრამ ეპისკოპოსი და მისი ეპარქია ერთდროულად ადგილობრივი ეკლესიების ორი მეთაურის კანონიკურ დაქვემდებარებაში ვერ იქნებიან. ამიტომ სიგელის ტექსტში მითითებულია, რომ მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება – „სწორია“, ანუ კანონიკური და სწორედ ის აღნიშნავს ნამდვილ იურისდიქციულ დაქვემდებარებას. გამოთქმა: „ქიროტონიის გამო“ აქ უნდა გავიგოთ, როგორც იურისდიქციული დაქვემდებარების საფუძველი და არა რაიმე სხვა მნიშვნელობით [36]. ცნობილია, რომ ეპისკოპოსი შეიძლება საპატრიარქო სინოდმა აირჩიოს, მაგრამ ხელთდასხმა სხვა მღველთმთავრებმა შეასრულონ დანიშვნის ადგილზე პატრიარქის მონაწილეობის გარეშე. ამ შემთხვევაში ეპისკოპოსი „ექვემდებარება“ თავის პატრიარქს და ლიტურგიაზე პატრიარქის სახელს იხსენიებს და არა იმ მღვდელმთავრისას, ვინც მის ქიროტონიას უძღვებოდა. ცხადია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენება აქ დადგენილია, როგორც მისი ისტორიული „პრივილეგიების“ მოგონება. და ეს უკვე ცალკე საკითხია, რომელიც ლიტურგიული მეცნიერების სფეროს განეკუთვნება, იყო თუ არა ეს განსაზღვრება „ნოვაცია“, თუ რაღაც წარსულ პრეცედენტებს ემყარება, რამდენად შეესაბამება ის ლიტურგიულ ტრადიციას და ა.შ. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ლიტურგიაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელის მოხსენიების დაწესება მოსკოვის პატრიარქის სახელთან ერთად ნიშნავს მის აქტუალურ კანონიკურ უფლებას კიევზე – ძირეულად მცდარია. ასევე არასწორია ანალოგიის გავლება „ახალი მიწების“ ბერძნულ სამიტროპოლიტოებში კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელის მოხსენიების პრაქტიკასთან და პატრიარქ დიონისეს სიგელის განაწესთან [37]. როგორც ცნობილია, კონსტანტინეპოლის პატრიარქს აქვს ვაკანტური კათედრების დასაკავებლად კანდიდატთა სიების შეთავაზების და დამტკიცების უფლება, ასევე უფლება აქვს, ყოველწლიური ანგარიში მოსთხოვოს ახალი მიწების მიტროპოლიტებს, ინარჩუნებს ამ სამიტროპოლიტოებზე სულიერ გავლენას, კანონიკურ და სასამართლო იურისდიქციას და აქტიურად იყენებს თავის უფლებებს პრაქტიკაში [38]. ამიტომ ახალი მიწების მიტროპოლიტებისთვის კანონიკური მეთაური კონსტანტინეპოლის პატრიარქია. ადმინისტრაციულად და ფინანსურად „ახალი მიწების“ სამიტროპოლიტიები ელადის ეკლესიას და საბერძნეთის სახელმწიფოს ექვემდებარებიან „ეპიტროფიით“. და სწორედ ელადის ეკლესიამ მოითხოვა, რომ ლიტურგიაზე მისი სინოდის მოხსენიება ახალი მიწების მიტროპოლიებში ერთ-ერთ პუნქტად შესულიყო კონსტანტინეპოლისა და ელადის ეკლესიებს შორის 1928 წლის ერთობლივ შეთანხმებაში.

VI

 ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ არგუმენტს, რომელიც „უკრაინის საკითხში“ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წამყვანმა კონსულტანტმა დოქტორმა კ. ვეტოშნიკოვმა მოიყვანა მღვდელ მიხეილ ჟელტოვთან პოლემიკაში. შემდეგ ფრაზაზე დაყრდნობით „и подающу со смотрением ему сицевую волю (καὶ διδόντος οἰκονομικῶς ἐκείνῳ τὴν τοιαύτην ἄδειαν)“, ბატონი ვეტოშნიკოვი ამტკიცებს, რომ „სიტყვა ἄδεια, რომელიც გამოიყენება ჩვენამდე მოსულ ბერძნულ ენაზე შესრულებულ დოკუმენტებში, რუსული ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან მისი სხვაგვარად ინტერპრეტაციის ყველა მცდელობის მიუხედავად, არავითარ საფუძველს არ ტოვებს, ეჭვი შევიტანოთ რომ საპატრიარქო და სინოდალური დოკუმენტების მოცემულ პაკეტში აღნიშნავს სხვა არაფერს, თუ არა „ნებართვას“ ან „უფლებას“. ბუნებრივია, ამ სიტყვას... სხვა მნიშვნელობებიც გააჩნია, მაგრამ მის გამოყენებას ბერძნულ საეკლესიო ადმინისტრაციულ აქტებში ვერანაირი სხვა აზრი ვერ ექნება“. აქედან ის ასკვნის, რომ კიევის სამიტროპოლიტოს მიმართ ეს ნებართვა „გაიცა მიტროპოლიტების მრავალჯერ არჩევის და ხელთდასხმის ან გადაყვანისთვის“, რაც „არ გამორიცხავს ამ დოკუმენტის გამოხმობის შესაძლებლობას, როგორც ეს რეგულარულად ხდებოდა იმ დოკუმენტების შემთხვევაში, რომლებშიც ეს ფორმულირება იყო გამოყენებული“ [39].

პატრიარქ დიონისეს სინოდალურ სიგელში სიტყვა ἄδεια სამჯერ არის გამოყენებული, კერძოდ:

1)  იმის აღნიშვნისას, რომ რუსმა მეფეებმა ნებართვა ითხოვეს შემდგომში კიევის მიტროპოლიტი მოსკოვში დაედგინათ;  

2)   მიტროპოლიტის არჩევა ზაპოროჟიეს გეტმანისთვის შეტყობინებითა და მისი ნებართვით (προτροπῇ καὶ ἀδείᾳ) ხდება;

3) პატრიარქი და სინოდი კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან მოსკოვის პატრიარქს „იკონომიით“ გადასცემენ კიევის სამიტროპოლიტოზე იურისდიქციული უფლებების გავრცელების «ἄδεια»-ს.

კანონიკურ დოკუმენტებსა და კომენტარებში სიტყვა ἄδεια არცთუ იშვიათად იხმარება „უფლების მინიჭების“ ანუ რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უფლებამოსილების მნიშვნელობით. იმავდროულად, ἄδεια შეიძლება ნიშნავდეს „უფლების ფლობას”. ანტიოქიის კრების 12-ე კანონის განმარტებაში ბალსამონი წერს: „სარდიკიის კრების მე-4 კანონი განაწესებს, რომ მსჯავრდებულს ორი აპელაციის უფლება აქვს (ἐπ᾽ἀδείας)“[40]. კართაგენის კრების 18-ე კანონის განმარტებაში – „მეფე არ ექვემდებარება არც კანონებს, არც წესებს, ამიტომაც აქვს უფლება (ἐπ᾽ἀδείας) საეპისკოპოსო აიყვანოს სამიტროპოლიტოს რანგში და ჩამოაშოროს ის [ძველ] სამიტროპოლიტოს; ზუსტად ასევე – გაყოს მღვდელთმთავართა სამთავროები და კვლავ დაადგინოს ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები, და განაწესოს, რომ ეპისკოპოსებს შეუძლიათ ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე იმღვდელმოქმედონ სხვის სამთავროებში ადგილობრივი ეპისკოპოსების დაუკითხავად და იმოქმედონ ზოგიერთი სხვა სამღვდელთმთავრო უფლებებით“ [41]. წმინდა პატრიარქ ნილოსის (კერამევსი) (1380/82 წ.) სინოდალურ სიგელში ნათქვამია: „არავის აქვს უფლება დაქვრივებულ ეკლესიას (οὐδέν ἔχη τις ἄδειαν ἀφελεῖν) წაართვას ის, რაც მას ეკუთვნის, არამედ ითავისებს მის უფლებებს (δικαίων) და მართავს მას მასზედ დადგინებული მიტროპოლიტი“ [42]. მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, რომ პატრიარქ დიონისეს სიგელის ფრაზის „καὶ διδόντος οἰκονομικῶς ἐκείνῳ τὴν τοιαύτην ἄδειαν”  სლავური თარგმანი – “и подающу со смотрением ему сицевую волю (т. е. право) – ასევე სავსებით სწორია.

ელემენტარული ლოგიკითაც ცხადია, რომ რაიმე უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირის ნებაყოფლობითი თანხმობით, ვისაც ეს უფლება იმთავითვე ეკუთვნის – ანუ კონსტანტინეპოლის პატრიარქის. მაგრამ ამ გადაცემის შემდეგ იურისდიქციული უფლებები ეკუთვნის უკვე მოსკოვის პატრიარქს, და ის „უფლებამოსილია“ (ἐπ᾽ἀδείας) შემდგომში განახორციელოს ეს უფლება. ობიექტურად რომ ვთქვათ, 1686 წლის აქტები არ შეიცავს მათი მოქმედების დროსთან დაკავშირებულ რაიმე სახის შეზღუდვას და მათი გაუქმების რაიმე პირობას. ამასთან, ბატონი ვეტოშნიკოვი მიიჩნევს, რომ ამ აქტებში ერთი ფრაზაც კი არ არის, რომელიც მათ „მარადიულობაზე“ მიუთითებდა. „ამავე დროს – წერს იგი – თუკი რაიმე გადაწყვეტილება საბოლოოა და „სამუდამო“, ამას ზუსტად მიუთითებენ, ხშირად არაერთხელ და სხვადასხვა ფორმით. მაგრამ ამ „სამუდამოობის“ მიუხედავად, მრავალი აქტი მოგვიანებით ან გაუქმებული იქნა, ან მათი დადგენილებები მომდევნო აქტებით შეიცვალა“[43].

თუ ჩავთვლით, რომ მოცემული აზრი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ოფიციალურ იურიდიულ პრაქტიკას ასახავს, და არა ბატონი ვეტოშნიკოვის პირად შეხედულებას, მაშინ ნებისმიერი საპატრიარქო ან სინოდალური აქტი, რაც კი მსოფლიო საპატრიარქომ გამოსცა, მისი შინაარსის მიუხედავად აპრიორი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ამ შემთხვევაში დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა კიევის სამიტროპოლიტოს გადაცემის შესახებ აქტები „გარდაუვალი“ თუ მხოლოდ დროებითი, იმთავითვე აზრს არის მოკლებული. ამიტომ მოსკოვის საპატრიარქოსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი კანონიკური კავშირის დამადასტურებელი არგუმენტები სხვა ისტორიულ მოვლენებსა და დოკუმენტებში უნდა მოვიძიოთ და არა 1686 წლის საპატრიარქო აქტებში.

VII 

ქალკედონის კრების მამებმა 28-ე კანონით დაადგინეს, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის თანასწორ პრივილეგიებს უნდა ფლობდეს და მის შემდეგ მეორე ადგილზე იდგეს. „ამგვარად, კონსტანტინეპოლის ეკლესიის პრივილეგიები დაფუძნებული იყო ქრისტიანული ოიკუმენის სახელმწიფო და საეკლესიო მოწყობის პარალელიზმის პრინციპზე, პატრიარქის ძალაუფლება კი განპირობებული იყო მისი, როგორც საიმპერატორო დედაქალაქის ეპისკოპოსის, მდგომარეობით“ [44] იმავე მიზეზით იქნა აყვანილი მოსკოვი საპატრიარქო საყდრის ღირსებაში – „რადგანაც ერთია ამჟამად დედამიწაზე დიდი მართლმადიდებელი მეფე და უღირსობა იქნებოდა, მისი ნება რომ არ გაგვეთვალისწინებინა“ [45]. მოსკოვის პარტიარქის საეკლესიო მმართველობა იმავე საზღვრებში ვრცელდებოდა, რომელშიც მოსკოვის თვითმპყრობელი მეფის ძალაუფლება. უნდა ითქვას, რომ მოსკოვში საპატრიარქოს დაფუძნების შესახებ სინოდალურ სიგელში არ არის მოსკოვის საპატრიარქოს ტერიტორიული საზღვრების შესახებ არანაირი კონკრეტული აღნიშვნა, განსხვავებით იმისგან, რაც I მსოფლიო კრების მე-6 კანონში და IV მსოფლიო კრების 28-ე კანონშია მოცემული აღმოსავლეთის საპატრიარქოებისთვის. 1686 წელს პოლონეთთან სახელმწიფო ხელშეკრულების შედეგად, რომელსაც მარადიული მშვიდობა ეწოდა, კიევი და მარცხენა ნაპირის უკრაინა მოსკოვის სამეფოს შემადგენლობაში შევიდნენ, რომელიც თურქეთის საწინააღმდეგო სამხედრო ალიანსში – წმინდა ლიგაში გაერთიანდა. გარდა ამისა, რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში იკისრა მარჯვენა ნაპირის უკრაინის მართლმადიდებელი მოსახლეობის დაცვის ვალდებულება. ამ პოლიტიკურ ვითარებაში კიევის სამიტროპოლიტოს გადასვლა მოსკოვის იურისდიქციაში ობიექტური გარემოებებით იყო წინასწარ განსაზღვრული. და მაინც, 1686 წელს მოსკოვის მეფეებმა პატივისცემა და მოწიწება გამოხატეს კონსტანტინეპოლის ეკლესიის მიმართ და კურთხევა ითხოვეს კიევის სამიტროპოლიტოს მათ გამგებლობაში გადაცემაზე და – პატიება მიტროპოლიტ გედეონის თვითნებურად დანიშვნისათვის. ამიტომ, არანაირი სამართლიანი საფუძველი საიმისოდ, რომ მოსკოვის საპარტიარქოს ბრალად დაედოს კიევზე საეკლესიო ძალაუფლების უზურპაცია, კონსტანტინეპოლის უფლებების საზიანოდ, არ არსებობს.

საპატრიარქო სინოდის 2018 წლის გადაწყვეტილება პატრიარქ დიონისეს „კანონიკური სიგელის“ დენონსაციის შესახებ ერთობ ექსტრავაგანტურად გამოიყურება კიდევ იმიტომ, რომ ის თითქმის 300 წლითაა დაგვიანებული. კონსტანტინეპოლს, კიევსა და მოსკოვს შორის 1686 წლის ხელშეკრულების პირობებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა ჯერ კიდევ შორეულ 1721 წელს, როცა იმპერატორმა პეტრე I-მა გამოსცა განკარგულება საპატრიარქოს გაუქმებისა და უწმინდესი მმართველი სინოდის შექმნის შესახებ. ამ დადგენილების არსი არ ყოფილა მხოლოდ ის, რომ საპატრიარქო საეკლესიო მართვა კოლეგიალური ფორმით შეცვლილიყო. საპატრიარქო ინსტიტუტი გულისხმობდა დიარქიას, სახელმწიფოში სასულიერო და სამოქალაქო ხელისუფლებათა გამიჯვნას („სამღვდელოება და იმპერია ორი უძვირფასესი საბოძვარია, რომლებიც ღმერთმა თავისი კაცთმოყვარეობით ადამიანებს უბოძა; პირველი ეხება საღმრთო საგნებს, მეორე – უფროსობს და მართავს მიწიერ საქმეებს და არის რა ორივე მათგანის წარმოშობა ერთი და იმავე საწყისისგან, ამშვენებენ კაცობრიობის ცხოვრებას“[46]). მაგრამ ახლა რუსეთის ეკლესიაში უზენაესი ძალაუფლების სისავსე უშუალოდ თვითმპრობელს გადაეცა, რომელიც უწმინდესი სინოდის „ბოლო მსაჯულად“ გამოცხადდა" [47], თავად სინოდი კი იქცა სახელმწიფო უწყებად, „კოლეგიად“, სხვა „კოლეგიებთან“ ერთად, რომლებიც მეფის კარზე სამინისტროების ფუნქციებს ასრულებდნენ.  ამგვარად, როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე ეკლესიაში გაიმარჯვა მონარქიულმა აბსოლუტიზმმა. ბუნებრივია, აბსოლუტიზმი გამორიცხავს ძალაუფლების სხვა ცენტრების არსებობას გარდა მეფის თვითმპყრობელობისა. პატრიარქმა იერემია III-მ და სხვა აღმოსავლეთ საპატრიარქოებმა თანხმობა გამოხატეს უწმინდესი მმართველი სინოდის დაწესებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო მართვის ასეთი ფორმა უცხო იყო მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციისთვის, და დამახასიათებელი იყო პროტესტანტული ეკლესიისთვის. პატრიარქმა იერემიამ აღიარა რუსეთის სამეფოში შექმნილი სინოდი – „რუსეთის დიდ წმინდა სამეფოში დაწესებული სინოდი“, როგორც თავისი „ქრისტესმიერი ძმა“[48]. ამ თანხმობის საფასური იყო არამარტო კონსტანტინეპოლის პატრიარქის სატიტულო „პრივილეგიების“ დავიწყება მის ყოფილ სამიტროპოლიტოში, არამედ ასევე იმ ტერიტორიებზე კანონიკური ძალაუფლების დაკარგვა, რომლებიც შემდგომ რუსული იარაღით იქნა გათავისუფლებული ოსმალეთის ბატონობისაგან და რუსეთის იმპერიის საზღვრებში შევიდა.

უკვე 1721 წლის 21 მაისს უწმინდესმა სინოდმა გაავრცელა განცხადება იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც შეწყდა საეკლესიო მსახურებაში პატრიარქის სახელის მოხსენიება, რომელშიც იკრძალებოდა რუსეთის ყველა ეპარქიის მღვდელმთავრების მიერ აღმოსავლეთის პატრიარქების სახელების მოხსენიება, გარდა მიტროპოლიტისა – სინოდის „პრეზიდენტისა“ [49]. XVIII საუკუნის 80-90 წლებში იმპერატრიცა ეკატერინე II დიდმა, მის შემდეგ კი იმპერატორმა პავლე I -მა ჩაატარეს საგუბერნიო რეფორმა, რომლის შედეგად გუბერნიებისა და გენერალ-საგუბერნეტოროების ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები დადგინდა. საეკლესიო ეპარქიების საზღვრები გუბერნიების საზღვრებს შეუსაბამეს, თვითონ ეპარქიის მღვდელმთავრები კი პირდაპირ სინოდს ექვემდებარებოდნენ [50]. სწორედ მაშინ გაუქმდა de facto კიევის სამიტროპოლიტო, რომელიც აერთიანებდა ყოფილი ლიტვის დიდი სამთავროს, შემდეგ კი რეჩ პოსპოლიტას საზღვრებში არსებულ მართლმადიდებლურ ეპარქიებს. აქ კვლავ უნდა გავიხსენოთ, რომ XVI-XVIII საუკუნეებში კონსტანტინეპოლის პატრიარქები რუს მეფეებთან მიმოწერაში მათ „ბასილევსებად“ და „ავტოკრატორებდ“ მოიხსენიებენ. ბიზანტიაში იმპერატორებს საეკლესიო ეპარქიების საზღვრებისა და სტატუსების შეცვლა შეეძლოთ და აქტიურად სარგებლობდნენ ამ უფლებით. ერთ-ერთი ქრესტომათიული მაგალითია – ჩრდილოეთ ილირიის ამოღება რომის პაპის იურისდიქციიდან და მისი კონსტანტინეპოლის პატრიარქის იურისდიქციაში გადაცემა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის მიერ. ამით მან იძია შური პაპზე, რომელიც ხატმბრძოლთა მწვალებლობას ეწინააღმდეგებოდა. პატრიარქ იერემიას სინოდალურ სიგელში (1575 წ.) სინას მონასტრის სტატუსის განსაზღვრების შესახებ ნათქვამია: „რამეთუ წმინდა მეოთხე მსოფლიო კრების 17-ე კანონი სხვა საკითხთა შორის ადგენს, რომ: „საეკლესიო სამრევლოების დანაწილება, დაე, სამოქალაქო და საერო წესით დადგენილ ტერიტორიულ დაყოფას შეესაბამებოდეს“, რამეთუ მეფეს აქვს უფლება გასცეს განკარგულება საეკლესიო საზღვრების შესახებ, წაართვას უპირატესობა ზოგიერთებს, აიყვანოს საეპისკოპოსო სამიტროპოლიტოს რანგში, გამოარჩიოს იღუმენები და შეასრულოს ზოგიერთი სხვა მსგავსი მოქმედება“[51]. 1663 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქი დიონისე თანამოძმეებთან – აღმოსავლეთის პატრიარქებთან ერთად მოსკოვში წერდა: „არავის აქვს უფლება, შეეწინააღმდეგოს მეფის ბრძანებას (ἐπίταγμα), რამეთუ არსებობს კანონი (νόμος), რომლის თანახმადაც გინდ იყოს საეკლესიო მოძღვარი, ან თუნდაც პატრიარქი ანაც სხვა რამ წოდების პირი, თუ მეფის ბრძანებას არ ემორჩილება, დაისჯება როგორც კანონის დამრღვევი“ [52]. პატრიარქები მეფეს „შურისმაძიებელს“, ანუ უფლის (κδικος) „მოსამართლეს” უწოდებენ[53]. მაშ რატომ უარყოფს ამჟამინდელი კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი იმპერატორთა დადგენილებების კანონიერებას, თუკი მისი წინამორბედები ცნობდნენ „ბასილევსების“ უფლებას, შეეცვალათ ეპარქიების „საზღვრები“ და „უპირატესობები“, ხოლო რუს იმპერატორს ასე უწოდებდნენ: „ღვთისუსათნოესი და უწყნარესი თვითმპყრობელი, წმინდა მეფე სრულიად მოსკოვიის, მცირე და თეთრი რუსეთის და ყველა ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთის და სხვა მრავალი ქვეყნის მპყრობელი“ [54]?

ჩვენი თანამედროვე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრეს მეთაურობით მოქმედი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის სახელმწიფოში, რომელიც წარმოიქმნა და თანამედროვე საზღვრები შეიძინა  XX  საუკუნეში. 1686 წლის სინოდალურ დოკუმენტებში საუბარი ეხებოდა ადრინდელი კიევის სამიტროპოლიტოს – პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს ადგილობრივ ეკლესიას. ამ საეკლესიო-ადმინისტრაციულმა სტრუქტურამ არსებობა შეწყვიტა XVIII საუკუნეში. ამიტომ 1686 წლის დოკუმენტები ვერანაირად ვერ ჩაითვლება ამჟამინდელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „საწესდებო“ დოკუმენტებად. მისი კანონიკური მოწყობა და ცხოვრება განისაზღვრება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრების 1990 წლის განჩინებით „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ“, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ალექსი II-ს 1990 წლის სიგელით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების X თავით, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებით. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის 2018 წლის 11 ოქტომბრის კომუნიკეში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ამ მოქმედი დოკუმენტების გაუქმების თაობაზე, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრებების მიერ არის მიღებული, და რომლის კანონიკურ უფლებამოსილებას 2018 წლამდე აღიარებდა ყველა ადგილობრივი ეკლესია, თავად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ჩათვლით. ხოლო 300 წელზე უფრო ძველი სინოდალური სიგელების „დენონსაცია“ ავტომატურად ვერ წაართმევს სამართლებრივ ძალას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე საწესდებო დოკუმენტებს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით 1686 წლის ისტორიული მოვლენებისა და აქტების კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსეული ინტერპრეტაცია, ისევე, როგორც მათ „დენონსაციასთან“ დაკავშირებული ყველა ქმედება, მოკლებულია არამარტო ლეგიტიმურ ძალას, არამედ ლოგიკასა და საღ აზრსაც.

 

პროტოდიაკონი კონსტანტინე მარკოვიჩი

ღვთისმეტყველების კანდიდატი

სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პედაგოგი,

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის

კრებათაშორისი დასწრების წევრი

 

[1]https://www.pomisna.info/uk/vsi-novyny/slovo-jogo-bozhestvennoyi-vsesvyatosti-vselenskogo-patriarha-kir-kir-varfolomiya-na-doksologiyi-pid-chas-jogo-vizytu-do-kyyeva/

[2] https://www.pomisna.info/uk/vsi-novyny/promova-jogo-bozhestvennoyi-vsesvyatosti-vladyky-varfolomiya-pid-chas-sobornoyi-sluzhby-predstoyateliv-u-kyyevi/

[3] Grand Protopresbyter Georges Tsetsis. “INVASIONS” AND “CANONICAL TERRITORIES” QUESTIONS AND COMMENTS IN THE AFTERMATH OF THE UKRAINIAN AUTOCEPHALY. https://fosfanariou.gr/index.php/2021/09/28/invasions-and-canonical-territories-questions-and-comments-in-the-aftermath-of-the-ukrainian-autocephaly/?fbclid=IwAR2y9_Gc8i77Fhd0Obv40gPLtOouMLR4KHxlkVVFi-pXqIyziBL3ZltR558

[4] Никифор митрополит Киккский и Тиллирийский. Современный украинский вопрос и его разрешение согласно божественным и священным канонам. М. 2021. С. 32.

[5] См. статью С. Ф. Михеев, С. Н. Остапенко. Происхождение современной позиции Константинопольского Патриархата по интерпретации документов 1686 г. о переподчинении Киевской митрополии. Церковь и Время, Июль-Сентябрь 2019. Сс. 161-236.

[6] THE ECUMENICAL THRONE AND THE CHURCH OF UKRAINE. The Documents Speak . September 2018. Pp. 9-11.

https://www.goarch.org/documents/32058/4830467/The+Ecumenical+Throne+and+the+Church+of+Ukraine+%28ENGLISH%29.pdf/8c509846-38e4-4610-a54e-30121eec77ef

[7] Ibid. Р. 12.

[8] კრინიის მიტრ. კირილე (კატერელოსი). კომენტარები საეკლესიო სიახლეების სააგენტო Romfea-სთვის ვოლოკოლამსკის მიტრ. ილარიონის მიერ მიცემულ ინტერვიუზე – 26. 01. 21. 

https://www.romfea.gr/images/article-images/2021/02/romfea/Epistoli_gia_ROMFEA.pdf

[9] ბელგოროდის მიტრ. აბრაამის სიგელი მოსკოვის პატრიარქ იოაკიმეს მიმართ, რომელსაც თან ახლდა ასლები სტატიებისა, რომლებიც უკავშირდებოდა კიევის სამღვდელოების პროტესტს კიევის სამიტროპოლიტოს გადასვლას მოსკოვის პატრიარქის ხელისუფლების ქვეშ. ст. 4. Воссоединение Киевской митрополии с Русской Православной Церковью. 1676-1686 гг. Исследования и документы. М., 2019. С. 479.

[10] გეტმან ივანე სამუელის ძის სიგელი მეფეებს ივანე V და პეტრე I ალექსის ძეებს, კიევის მიტროპოლიტად ლუცკის ეპისკოპოს გედეონის (სვიატოპოლკ-ჩეტვერტნიკოვი) გამორჩევასთან დაკავშირებით. об избрании епископа Луцкого Гедеона (Святополк-Четвертинского) на Киевскую митрополию. Воссоединение Киевской митрополии. С. 467.

[11] კონსტანტინეპოლის პატრიარქ დიონისე IV სიგელი მეფეების ივანე V და პეტრე I ალექსის ძეებისადმი შეტყობინებით, კიევის სამიტროპოლიტოს მოსკოვის პატრიარქის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ. c сообщением о передаче Киевской митрополии под власть Патриарха Московского. Воссоединение Киевской митрополии. С. 716.

[12] Лурье В. М. Русское православие между Киевом и Москвой. Очерк истории русской православной традиции между XV и XX веками. М. 2010. С. 208.

[13] Ibid. С. 223.

[14]The Ecumenical Patriarchate and The Church of Ukraine. The Documents speak. September 2018. P. 9

[15] Ibid. Р. 7.

[16] В. Г. Ченцова Синодальное решение 1686 г. о Киевской митрополии. http://www.drevnyaya.ru/vyp/2017_2/part_9.pdf

[17] Γ.Α. Ράλλη καὶ Μ. Ποτλῆ, Σύνταγμα τῶν θείων καὶ ἱερῶν κανόνων τῶν τε ἁγίων καὶ πανευφήμων Ἀποστόλων, καὶ τῶν ἱερῶν καὶ οἰκουμενικῶν καὶ τοπικῶν Συνόδων, καὶ τῶν κατά μέρος ἁγίων Πατέρων. Ἀθήνῃσιν. Т. 2 1852, 594.

https://play.google.com/books/reader?id=jtk_AAAAcAAJ&pg=GBS.PP4&hl=ru

[18] Σύνταγμα: Т. 2. 47.

[19] Σύνταγμα Т. 3. 464.

[20] Σύνταγμα: Т. 2. 172.

[21] Дворецкий И. Х. Древнегреческо-русский словарь. Т. 1. М. 1958, с. 357.

[22] Σύνταγμα: Т. 2. 579

[23] Σύνταγμα: Т. 2. 343.

[24] The Ecumenical Patriarchate and The Church of Ukraine. Р. 9

[25] В. Г. Ченцова Синодальное Решение 1686 г. О Киевской митрополии . С. 98. http://www.drevnyaya.ru/vyp/2017_2/part_9.pdf

[26] Греческий текст: Δελικανής, Καλλίνικος, ἀρχιμ. Τὰ ἐν τοῖς κώδιξι τοῦ Πατριαρχικοῦ Ἀρχειοφυλακείου σωζόμενα ἐπίσημα ἐκκλησιαστικά ἔγγραφα. Ἐν Κωνσταντινουπόλει, 1904. 399-405.

https://anemi.lib.uoc.gr/php/pdf_pager.php?rec=/metadata/9/7/c/metadata-240-0000073.tkl&do=143869_02.pdf&pageno=1&width=430&height=620&pagestart=1&maxpage=730&lang=en

Русский перевод: Материалы для истории архиепископии Синайский Горы. Православный палестинский сборник.

58. http://www.vostlit.info/Texts/Dokumenty/Byzanz/XVI/1580-1600/Mat_arch_Sin_gory/4_11.htm

[27] ოთხი მსოფლიო პატრიარქის პასუხი 25 შეკითხვაზე სამეფო ხელისუფლების განუსაზღვრელობისა, ხოლო პატრიარქის ხელისუფლების შეზღუდულობის შესახებ. ამ შეკითხვების მიზეზი გახდა რუსეთის პატრიარქ ნიკონის გასამართლება. Собрание государственных грамот и договоров, хранящихся в государственной коллегии иностранных дел. Часть 4. М. 1826, с. 112.

[28] Σύνταγμα: Т. 3. 323.

[29] Σύνταγμα: Т. 2. 203.

[30] Σύνταγμα: Т. 2. 346.

[31] Σύνταγμα: Т. 2. 694.

[32] Константин Ветошников. Ответ на аргументы представителей РПЦ о «полной передаче» Москве юрисдикции над Киевской митрополией в 1686 г. Гл. 7.

https://cerkvarium.org/ru/publikatsii/analitika/dokumenty-1686-g

[33] Σύνταγμα: Т 2. 172.

[34] Патр. Константинопольский Каллиник II. Соборное постановление, утверждающее права патриарха Иерусалимского на Синай. 1688.

http://www.vostlit.info/Texts/Dokumenty/Byzanz/XVI/1580-1600/Mat_arch_Sin_gory/4_15.htm

[35] Дионисий IV, Патриарх. Грамота Патриарха Константинопольского Дионисия IV Царям Ивану V и Петру I Алексеевичам… Воссоединение Киевской митрополии. С. 716.

[36] შდრ. „ღვთისუსათნოესო სინას მთების მღვდელთმთავარო კირ იოანიკე... შენ უნდა აღიარო შენი მღვდელთმთავრობის მეთაურად (იერუსალიმის) პატრიარქი, მოიხსენო მისი სახელი კანონიკური ვალდებულებით, როგორც ამას განგვიწესებენ საღვთო კანონები და მასვე უნდა მიმართავდე აპელაციისთვისაც, რამეთუ თითოეულმა საიდანაც ქიროტონია მიიღო, აუცილებლად იქიდან უნდა მიიღოს დამოკიდებულებაც“. Патр. Досифей Иерусалимский. Грамота о епископе Синайский

горы. https://drevlit.ru/docs/vizantia/XVI/1580-1600/Mat_arch_Sin_gory/4_18.php

[37] Константин Ветошников. Ответ на аргументы представителей РПЦ о «полной передаче» Москве юрисдикции над Киевской митрополией в 1686 г. Гл. 7.

https://cerkvarium.org/ru/publikatsii/analitika/dokumenty-1686-g

[38] „კონსტანტინეპოლის საპატრიარქო იცავს თავის კანონიკურ სა სულიერ იურისდიქციასა და უფლებებს ამ მიწებზე, რაც გახდა შედეგი გასაკუთრებული საეკლესიო შეთანხმებისა საბერძნეთის ეკლესიასთან და რომელიც საბერძნეთის ხელისუფლებამ აღიარა“. Anagnostopoulos Nikodemos. The Development of the Ecclesiology and the Political Theology of the Ecumenical Patriarchate of Constantinople and the Autocephalous Greek Orthodox Church in Response to Muslim Christian Relations in the Contemporary Context of Modern Greece and Turkey until 2014. Heythrop College, University of London. 2015.

Р. 133 и далее. https://core.ac.uk/download/pdf/42637029.pdf

[39] Ветошников: ibid. https://cerkvarium.org/ru/publikatsii/analitika/dokumenty-1686-g

[40] Σύνταγμα: Т. 3. 150.

[41] Σύνταγμα: Т. 3. 349.

[42]V. Lauгent, 'Les droits de l'empereur en matiere ecclesiastique', Revue des études byzantines, tome 13, 1955. p. 15.  

[43] Ветошников. ibid.

[44] Мейендорф Иоанн, прот. Византия и Московская Русь. Париж. YMCA Press. 1990. cc. 136-137.

[45] Грамота об утверждении Московского патриархата. 1590 г. https://doc.histrf.ru/10-16/gramota-ob-utverzhdenii-moskovskogo-patriarkhata/

[46] Юстиниан. Новелла VI, Введение. https://droitromain.univ-grenoble-alpes.fr/Anglica/N6_Scott.htm

[47] Присяга членов Духовные Коллегии. Полное собрание постановлений и распоряжений по ведомству Православного вероисповедания Российской Империи. Т. 1 СПб. 1879, С. 2.

[48] Царская и патриаршие грамоты о учреждении Святейшего Синода : с изложением православного исповедания Восточно-Кафолической Церкви. М. 1848. С. 5.

[49] Полное собрание постановлений и распоряжений по ведомству Православного вероисповедания Российской Империи.… Сс. 143-147.

[50] См. Именной указ императрицы Екатерины II от 21 марта 1785 г. “О подчинении церквей и монастырей, находящихся в Киевском наместничестве, митрополиту Киевскому, в Черниговской губернии — епископу Черниговскому; о переводе епископа Переяславского в Новгогод-Северский и именовании его Новгород-Северским и Глуховским. Полное собрание законов Российской Империи. СПб., 1830, Т. 22. С 329-330; именной указ императора Павла I “О причислении Новгородско-Северской епархии к Черниговской” от 1 сентября 1797 г. Полное собрание законов… Т. 24 С. 722.

См. также: Титов Ф. И. прот. Киевская митрополия-епархия в XVII—XVIII вв. Киев. 1905. Сс. 50-69.

http://books.e-heritage.ru/book/10078510

[51]Соборная грамота Патриарха Константинопольского Иеремии. 1575 г. Русский пер. https://drevlit.ru/docs/vizantia/XVI/1580-1600/Mat_arch_Sin_gory/4_2.php ср. Ср. со ссылкой 40.

[52] Ответы четырех Вселенских Патриархов… Сс. 92-93.

[53] Ibid. С. 87.

[54] Царская и патриаршие грамоты о учреждении Святейшего синода. Там же.




 


გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب