მთავარი გვერდი ახალი ამბები
გამოვიდა ჟურნალის „ეკლესია და დრო“ მორიგი ნომერი…

გამოვიდა ჟურნალის „ეკლესია და დრო“ მორიგი ნომერი


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 19.01.2024. გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის, „ეკლესია და დრო“, 104-ე ნომერი (2023 წლის №3/4), რომელსაც უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით გამოსცემს წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა საეკლესიო კავშირების განყოფილებასთან ერთად. ნომერში წარმოდგენილია მასალები ეკლესიოლოგიის, ლიტურგიკული ღვთისმეტყველების, ეკლესიის ისტორიისა და სამრევლო ცხოვრების შესახებ, – იუწყება ზსად-ის ვებგვერდი.

ჟურნალის ახალი ნომერი იხსნება 2023 წლის 19 ივლისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე მოწონებული და იმავე წლის 24 აგვისტოს წმინდა სინოდის მიერ დამტკიცებული ფუნდამენტური ოფიციალური დოკუმენტის – „ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების შერყვნის თაობაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქიის საქმეებსა და მისი წარმომადგენლების გამოსვლებში“ – გამოქვეყნებით. პუბლიკაციის შესავალ სიტყვაში მღვდელმონაზონ პავლეს (ჩერკასოვი) მიერ გადმოცემულია ამ დოკუმენტის შექმნის მიზეზები და ეტაპები.

წმინდა ანდრიას მონასტრის წინამძღვრის, ღვთისმეტყველების კანდიდატის, იღუმენ დიონისეს (შლიონოვის) განვრცობილ პოლემიკურ სტატიაში უარყოფილია თანამედროვე თეორიის ზოგიერთი ძალიან სადავო დებულება, რომელსაც მხარს უჭერს და ავითარებს რიგი ბერძენი კანონისტი და ღვთისმეტყველი. აღნიშნული თეორიის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქს მართლმადიდებელ ეკლესიაში პატივისა და ძალაუფლების პირველობა აქვს. პოლემიკის კონტექსტში ავტორი მიმართავს XVI-XVII საუკუნეების – მათ შორის, კონსტანტინოპოლის მიერ კიევის მიტროპოლიის მოსკოვისთვის გადაცემასთან დაკავშირებულ – წყაროებს. ერთ-ერთი ასე წყაროა იერუსალიმის პატრიარქის, წმინდა მღვდელთმთავარ დოსითეოს II-ის (ნოტარა) წერილი. ისტორიული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, საკუთარი ძალაუფლების გაფართოების თაობაზე, არანაირი ისტორიულ-კანონიკური საფუძველი არ გააჩნია.

ნიკოლო-უგრეშის სასულიერო სემინარიის რექტორის, სტავროპიგიულური ნიკოლო-უგრეშის მონასტრის წინამძღვრის, ღვთისმეტყველების დოქტორის, იღუმენ მეთოდეს (ზინკოვსკი) სტატია ეძღვნება „რუსული სამყაროს“ კონცეფციის იდეური პრინციპების საღვთისმეტყველო დასაბუთებას. მისი საფუძვლები ჩანს ქრისტიანობის მთავარ ჭეშმარიტებებსა და ონტოლოგიაში, სამყაროსა და ადამიანის მართლმადიდებლურ გაგებაში, კაცობრიობის მოწოდებაში შეკრებისკენ, როგორც ჰიპოსტასური არსებობის ხატებისკენ, – რომელიც აერთიანებს ერთობასა და მრავალფეროვნებას მსგავსად წმიდა სამების საღვთო პირებისა, – წუთისოფელში მისიონერული მსახურების პრინციპში ქრისტეს ხატისაებრ. ასეთ პერსპექტივაში „რუსული სამყაროს“ კონცეფცია თავისი არსით წინააღმდეგობას უწევს სამომხმარებლო საზოგადოების თანამედროვე იდეალებს, გლობალიზაციის მოძრაობას და რელიგიურ სინკრეტიზმს, რომელიც ქრისტიანულ სწავლების ნიველირებას ახდენს პიროვნული ღმერთისა და მისი განგებულების შესახებ თითოეულ ერთან და ცალკეულ ადამიანთან მიმართებით.

ნოვოდევიჩის სტავროპიგიალური დედათა მონასტრის კლირიკოსმა, ღვთისმეტყველების კანდიდატმა, მღვდელმა ალექსანდრე სუხარევმა გამოიკვლია ღვთისმსახურებაში „აქტიური მონაწილეობის“ ცნება მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში კათოლიკე ეკლესიის ისტორიის ХХ–ХХI საუკუნეების პერიოდში. ცნების გამოკვლევა, რომელიც გამოჩნდა საეკლესიო სიძველეების ეპოქისადმი კათოლიციზმის ინტერესის აღორძინების კონტექსტში, ეფუძნება კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური დოკუმენტების მასალას, „ლიტურგიული მოძრაობის“ და „საწყისებთან დაბრუნების“ მოძრაობის გამოჩენილი წარმომადგენლების იდეების ახსნას, ასევე, ზოგიერთი ცნობილი თანამედროვე დასავლელი ღვთისმეტყველის ნაშრომს. ავტორმა შეძლო, დაედგინა, ძირითადი ხაზი ლიტურგიაში მონაწილეობის მნიშვნელობის განმარტებასთან მიდგომებში, რომელიც ძირითადად მომართულია იმაზე, რომ შეცვალოს და აღამაღლოს მლოცველები, შეიყვანოს ისინი საღვთო მყოფობის იდუმალ სამყაროში. მთლიანობაში ეს კათოლიკური კონცეპტი საინტერესოა იმით, რომ მიუთითებს საეკლესიო ტრადიციის წარუვალ მნიშვნელობაზე, სადაც „ლოცვის კანონში“ გამოხატული მარადიული და უცვლელი ჭეშმარიტებები დროში პოულობენ თავის შემოქმედებით განხორციელებას.

შორეული საზღვარგარეთის საკითხებში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივნის, ღვთისმეტყველების კანდიდატის, დეკანოზ სერგი ზვონარიოვის სტატია ეძღვნება რუსეთისა და კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობას გამოჩენილი იერარქის, საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების მეორე თავმჯდომარის, ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკოდიმის (როტოვი) მოღვაწეობის პერიოდში. მიტროპოლიტი ნიკოდიმი დიდ ყურადღებას აქცევდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან კომუნიკაციასა და ურთიერთობას, დახვეწილი დიპლომატიური ინტუიციით ითვალისწინებდა ფანარიონის როლს მართლმადიდებლურ სამყაროში და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე. სტატიაში შემოხაზულია საკვლევ პერიოდში ორი ადგილობრივ ეკლესიას შორის ინტენსიური კონტაქტების ფართო თემატიკა: ყოვლადმართლმადიდებლური კრების მომზადება, მართლმადიდებლთაშორისი თანამშრომლობა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან ეკლესიათა ავტოკეფალური და ავტონომიური სტატუსის აღიარება, საეკლესიო ტერიტორიების იურისდიქციული კუთვნილება, დიალოგი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან, ასევე, პროტესტანტულ და ძველ აღმოსავლურ ეკლესიებთან, ეკუმენური დიალოგი, რუსული მონაზვნობის მდგომარეობა ათონის წმინდა მთაზე. ავტორის მიერ გრეთვე აღნიშნულია კომპრომისების მიღწევის ძალისხმევა ორმხრივი ურთიერთობის ურთულესი საკითხების გადაწყვეტაში.

სერგის წმინდა სამების ლავრის მკვიდრის, მღვდელმონაზონ გურიის (გუსევი) პუბლიკაციას წვლილი შეაქვს სერგი-პოსადის აღდგომის ტაძრის სინოდიკონის შედგენაში, რომელიც გადმოცემის თანახმად, შექმნილია 1608-1610 წლებში პოლონელ-ლიტველი დამპყრობლებისგან ლავრის დამცველთა ხსოვნის საპატივცემულოდ. სამრევლო ეკლესიის ისტორიული ეპოპეების აღწერის გარდა, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილისა, სტატიას აქვს გარკვეული სულიერი და პრაქტიკული მნიშვნელობა – გარდაცვლილი სასულიერო პირებისა და მრევლის ლოცვითი ხსოვნის შენარჩუნება, რათა, ავტორის სიტყვებით, ლოცვის მეშვეობით „შევინარჩუნოთ მათთან ცოცხალი ურთიერთობა“, რამეთუ „ეკლესიაში არ არის გაყოფა ცოცხლებსა და მკვდრებზე, ღმერთისთვის ხომ ყველა ცოცხალია“ (შდრ. ლკ. 20:38).

ჟურნალ „ეკლესია და დრო“-ს შეძენა შესაძლებელია საპატრიარქოს ჩერნიგოვის მეტოქიონის წიგნების პალატაში (პიატნიცკაიას ქ., 6/1 კორპ. 3).

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب