მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა მიწაზე აღნიშნეს იერიქონში რუსეთის სულიერი მისიის…

წმინდა მიწაზე აღნიშნეს იერიქონში რუსეთის სულიერი მისიის მეტოქიონის 150 წლის იუბილე


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.12.2023. 2023 წლის 15 დეკემბერს, რუსეთის სულიერმა მისიამ იერუსალიმში საზეიმოდ აღნიშნა ქრისტეს წმინდა მოციქულის – ზაქეს, ყოფილი მებაჟის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის სახ. თავისი მეტოქიონის დაარსებიდან 150 წლისთავი,– იუწყება РДМ-ს პრეს-სამსახური.

მიწის ნაკვეთი, რომელიც რუსეთის სულიერი მისიისთვის მისმა მეთაურმა, არქიმანდრიტმა ანტონინმა (კაპუსტინი) 1873 წელს შეიძინა, ქრისტიანული გადმოცემის თანახმად ზაქე მებაჟის კარ-მიდამო იყო. ამ გადმოცემას ადასტურებს ბიზანტიური მონასტრის ნანგრევები და ქტიტორის მოზაიკა იღუმენ კვირიაკეს საფლავზე, რომელიც მეტოქიონის ტერიტორიაზე მდებარეობს.

იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის ლოცვა-კურთხევით, რუსეთის სულიერი მისიისთვის მნიშვნელოვან დღეს სადღესასწაულო ღვთისმსახურებას წარუძღვა ვოსტრიის მიტროპოლიტი ტიმოთე (იერუსალიმის საპატრიარქო).

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებას უწევდნენ იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის უფროსი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი); იერიქონის წინასწარმეტყველ ელისეს ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პართენი; იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის, როგორც რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის მდგენელის, ხელმძღვანელი არქიმანდრიტი რომანი (კრასოვსკი); რუსეთის სულიერი მისიის მდივანი იღუმენი ნიკონი (გოლოვკო); იერუსალიმის საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მოციქულთა კონსტანტინესა და ელენეს სახ. ტაძრის კლირიკოსი არქიმანდრიტი ამფილოქე; ჰებრონში რუსეთის სულიერი მისიის წმინდა მამამთავართა სახ. მეტოქიონის მეკლიტური მღვდელმონაზონი ამბროსი (იგნატოვი); ეინ-კარემში გორნენის მონასტრის კლირიკოსი მღვდელმონაზონი ინოკენტი (ბესპალოვი), იერიქონის       წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახ. მონასტრის ბინადარი მღვდელმონაზონი აბრაამი (რუმინეთის საპატრიარქო).

ლიტურგიაზე ლოცულობდნენ ეინ-კარემის გორნენის დედათა მონასტრის იღუმენია ეკატერინე (ჩერნიშევა) დებთან ერთად; გეთსიმანიის დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედი (შმელცი) დებთან ერთად; მისიის მეტოქიონის უფროსი და იერიქონში მონაზონი ლუკინა (განიჩევა) მეტოქიონის ბინადრებთან ერთად; ადგილობრივი ქრისტიანული თემის წარმომადგენლები.

ტაძარში ლოცულობდა იერიქონის სამუზეუმო-საპარკო კომპლექსის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო «Госзагрансобственность»-ის წარმომადგენელი რ.ვ. დიკანსკი.

ღვთისმსახურებაზე, რომელიც შესრულდა საეკლესიო სლავურ, ბერძნულ, არაბულ და რუმინულ ენებზე, გალობდა გორნენის სავანის დების გუნდი.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ აღვლენილ იქნა ლოცვა მშვიდობისათვს.

საღმრთო ლიტურგიის წარგზავნის შემდეგ სასულიერო პირებმა განსასვენებელი ლიტია აღასრულეს იღუმენ კვირიაკეს საფლავზე. შემდეგ სასულიერო პირებმა, დებმა და მომლოცველებმა ჯვაროსნული მსვლელობა მოაწყვეს, მიტროპოლიტმა ტიმოთემ კი ეზოს ტერიტორია წმინდა წყლით აპკურა. შემდეგ გაჟღერდა წესდებული მრავალჟამიერები.

შემდეგ, არქიმანდრიტმა ბასიანემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა მიტროპოლიტ ტიმოთეს და, კერძოდ, აღნიშნა: „მე-19 საუკუნეში იერუსალიმის საპატრიარქოს სტუმართმოყვარეობამ საშუალება მისცა რუსეთის სულიერ მისიას მზრუნველობა და მეურვეობა გაეწია შორეული რუსეთიდან პალესტინის წმინდა ადგილების თაყვანსაცემად ჩამოსული მომლოცველებისთვის. ახლა კი, ამ ისტორიულ დღეს, როცა აღვნიშნავთ იერიქონში რუსული სულიერი მისიის მეტოქიონის არსებობის 150 წლისთავის იუბილეს, ჩვენ სიყვარულითა და სიხარულით, წმინდა ზაქეს სტუმართმოყვარეობის მიბაძვით, მოგესალმებით და გმასპინძლობთ თქვენ, ძვირფასო მეუფევ ტიმოთე. გვწამს და ვსასოებთ, რომ სწორედ ქრისტეს სიყვარული მოგვცემს ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანებს, იმის შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ ერთობა და ურთიერთგაგება და ამ მნიშვნელოვანი თვისებების დახმარებით გადავლახოთ ყველა სირთულე და განსაცდელი, და გადავცეთ მაცხოვნებელი სარწმუნოება ქრისტიანთა მომავალ თაობებს“.

საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა ტიმოთემ ყველა დამსწრეს გადასცა მილოცვა და კეთილი სურვილები იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III-ისგან და, კერძოდ, აღნიშნა:

„წმინდა მიწაზე ძველი სავანის ადგილზე ტაძრის აღმართვა მნიშვნელოვანი ფაქტია ქრისტიანობის ისტორიაში. ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ამ კურთხეული მიწის სიწმინდის დამოწმების გაგრძელება, რომელიც მაცხოვრის ნაფეხურებითაა გაწმენდილი. ეს არის კეთილმსახურების შედეგი წმინდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის, – როგორც იმპერიული მმართველობისას, ისე თანამედროვე რუსეთის პირობებში, – როდესაც ჩვენს იერუსალიმის ეკლესიას არ გააჩნდა საკმარისი სახსრები, ზრუნავდა წმინდა ადგილების დაცვასა და აღდგენაზე.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხორციელი შობის დღესასწაულის წინა დღეს, ჩვენ მხურვალე ლოცვები აღვავლინეთ რუსეთსა და უკრაინაში ძმათაშორისი ბრძოლის დასრულებისთვის, აგრეთვე წმინდა მიწაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის, – მოქმედებებისა, რომელთა შედეგიც გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ტრაგედია, უდანაშაულო ბავშვების ტკივილი და სიკვდილი. ჩვენ ასევე მუდმივად ვლოცულობთ ჩვენი შინაგანი სიმშვიდისთვის, მშვიდობისთვის აქ და მთელს მსოფლიოში“.

მიტროპოლიტმა ტიმოთემ არქიმანდრიტ ბასიანეს მიულოცა იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელად დანიშვნა, უსურვა მას სულის სიმტკიცე და მოთმინება, რათა მისი მსახურება ქრისტეს ეკლესიისა და კერძოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე იყოს „ერთგული და იერუსალიმის ეკლესიის იერარქიასთან კეთილთანამშრომლობაში წვლილის შემტანი ორ ეკლესიას შორის სულიერი კავშირების განსამტკიცებლად“.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, იერიქონის მეტოქიონის მუშაკთა გულმოდგინებით, ყველა სტუმრისთვის მოეწყო საზეიმო მიღება.

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب