მთავარი გვერდი ახალი ამბები
საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალ…

საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.11.2023. 2023 წლის 17 ნოემბერს ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვ.ვ. ყიფშიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დისტანციურ ფორმატში ისაუბრა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. როგორც  Патриархия.ru იუწყება ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებაზე დაყრდნობით, თავის ათწუთიან გამოსვლაში ვ.ვ. ყიფშიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათწლეულების განმავლობაში უღვთო დევნა განიცადა. 100 წლის წინ, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მორწმუნეები სახელმწიფოს მტრები გახდნენ. სარწმუნოების გამო მათ დევნიდნენ, ტაძტრებს აფეთქებდნენ და ართმევდნენ, სპობდნენ რელიგიური ისტორიის მახსოვრობას.

„ჩვენ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ რწმენის გამო დევნის ისტორია ჩვენს დროში უკრაინაში განმეორდებოდა. მაგრამ სიტუაციის ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის – უკრაინელთა უმრავლესობის რელიგიური თემის – ტოტალური განადგურება“, – ხაზგასმით აღნიშნა ვ.ვ. ყიფშიძემ.

ეკლესიის წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა, რომ მორწმუნეთა უფლებების დარღვევას ადასტურებენ როგორც გაეროს სტრუქტურები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. ამის შესახებ, მისი თქმით, ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის ანგარიშში, ასევე ეს დაამოწმა უკრაინელმა ჟურნალისტმა იან ტაქსიურმა 2023 წლის 26 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ სექტემბერში ამერიკელმა ადვოკატმა ბობ ამსტერდამმაც ისაუბრა პოპულარულ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან. ევროპის ქრისტიანი მეცნიერებიც აღიარებენ რელიგიური თავისუფლების დარღვევას. ასე მაგალითად, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა თომას ბრემერმა 2023 წლის 15 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც უარყო ეგრეთ წოდებული რელიგიური ექსპერტიზის შედეგები, რომელიც მზადდებოდა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიკვიდაციის გასამართლებლად.

ვ.ვ. ყიფშიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ არაერთხელ გაუგზავნა მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს მეთაურებს, სადაც მიუთითა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა უფლებების მასობრივ დარღვევებზე.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო საზოგადოებაში არავის აინტერესებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ურცხვი განადგურება, რომელიც აერთიანებს ათობით მილიონ მორწმუნეს. უფრო მეტიც, რუსეთის რელიგიური ორგანიზაციების გამოსვლები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების დასაცავად, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განიხილება როგორც დევნის კიდევ ერთი საბაბი “, – განაცხადა საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ.

თავისი გამოსვლის დასასრულს, მან აღნიშნა, რომ „უკრაინაში მშვიდობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი – ეს იქნება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის შეწყვეტა“ და მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გვერდზე გადადოს პოლიტიკური უთანხმოებები და დაიცვას რიგითი მორწმუნეები უპრეცედენტო რეპრესიებისგან. სამღვდელონი და საერონი, მონაზვნები და ეპისკოპოსები არ უნდა იქცნენ გასაცვლელ მონეტად მსოფლიო პოლიტიკაში.

„თუ თქვენ, გაეროს უშიშროების საბჭოს პატივცემულო წევრებო, არ გადადგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების აღსადგენად, მაშინ ხალხის რწმენის დაცინვა გაგრძელდება“, – დაასკვნა ვ.ვ. ყიფშიძემ.

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب