მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების იერარქებმა რუბლიოვის…

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების იერარქებმა რუბლიოვის მუზეუმის პირველი დირექტორის დ.ი. არსენიშვილის სულის საოხი პანაშვიდი აღავლინეს


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 16.11.2023. 2023 წლის 16 ნოემბერს გაიხსნა XI სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენციის დაწყებამდე ქ. მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმ. ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის პირველი დირექტორის, დავით ილიას ძე არსენიშვილის (1905–1963) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით სულის საოხი პანაშვიდი აღასრულეს მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რომელიც დავით არსენიშვილის ძმის შვილიშვილია.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ შესანიშნავ ადამიანს, ქართველი ხალხის შვილს, დავით ილიას ძე არსენიშვილს, რომელიც ჩვენ, რუს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვახსოვს როგორც თბილი გულის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა რუსული სულიერი კულტურის შესანარჩუნებლად, –განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლიმ პანაშვიდის დაწყებამდე თავის სიტყვაში. – უფალმა განაჩინა, რომ მას ეცხოვრა ძალიან მძიმე წლებში: ეს იყო ეგრეთ წოდებული მებრძოლი უღმერთობის პერიოდი, როდესაც ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, გეგმავდნენ და, როგორც ჩანს, ყველაფერი ჰქონდათ იმისთვის, რომ მოესპოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, გაენადგურებინათ სიწმინდეები, დაენგრიათ ტაძრები. თავად უფალმა გამოგვიგზავნა ეს მგზნებარე ადამიანი – დავით არსენიშვილი – აქ, მოსკოვში, სადაც მან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ძველრუსული ხელოვნების მუზეუმის მოსაწყობად, რომელსაც ერთ-ერთი გამორჩეული რუსი სულიერი მოღვაწის, ღირსი ანდრია რუბლიოვის სახელი ეწოდა. დავით ილიას ძეს ეს დიდ შრომად დაუჯდა, მაგრამ ამ ძალისხმევაში ჩანს მისი სიყვარული წმინდა მართლმადიდებლობისადმი, – ის ხომ მართლმადიდებელი კაცი იყო! მისი გულმოდგინებით, მონდომებითა და წარმოუდგენელი ძალისხმევით დანგრევას გადაურჩა მოსკოვის ეს მშვენიერი უძველესი ტაძარი, შენარჩუნებულ იქნა სხვა რუსული სიწმინდეებიც, მათ შორის, ჩვენი მართლმადიდებლური ხატები, რომლებსაც სრული განადგურება ემუქრებოდათ“.

იერარქმა ასევე აღნიშნა, რომ დავით არსენიშვილმა რუსული ხატწერისადმი ინტერესი გააღვივა ინტელიგენციაში, რომლებმაც იმ დროს ნაკლებად იცოდნენ საკუთარი ხალხის სულიერი კულტურა: „მისი შრომის წყალობით გაიზარდა ინტერესი რუსული სულიერი ტრადიციისა და რუსული ხატწერის მიმართ. მისი ძალისხმევით გადარჩა სულიერი კულტურის მრავალი ძეგლი; იგი მათ იკვლევდა და ინახავდა. მისი წვლილის წყალობით, ახლა ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ ვეზიაროთ ჩვენი წინაპრების შექმნილ სულიერ ტრადიციებს. დღეს ჩვენ ვღაღადებთ მის მარადიულ ხსოვნას, და მისდამი ჩვენი ხსოვნა უნდა გამოიხატოს, მათ შორის, იმ საქმის გაგრძელებაში, რომელიც ამ ღირსშესანიშნავმა ადამიანმა, მონამ ღვთისა დავითმა, თავის მიწიერ ცხოვრებაში აღასრულა“, – განაცხადა თავის სიტყვაში მიტროპოლიტმა გრიგოლიმ.

პანაშვიდის მსახურებაზე მღვდელთმთავრებს თანამსახურებას უწევდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ანდრონიკოვის მონასტრის ტაძრების საპატრიარქო მეტოქიონის წინამძღვარი არქიმანდრიტი დიონისე (კოლესნიკი), წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საეკლესიო ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი დეკანოზი ალექსანდრე სალტიკოვი, ქართული სამრევლოს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე კრეჩეტოვი, მოსკოვის სამღვდელოების წარმომადგენლები.

ტაძარში ლოცულობდნენ წმინდა ანდრია რუბლიოვის სახ. ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები, მოსკოველი მართლმადიდებლები.

ლოცვები და გალობები ჟღერდა საეკლესიო-სლავურ და ქართულ ენებზე.

მოსახსენიებელი მსახურების დასასრულს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მადლობა გადაუხადა ვოსკრესენსკის მიტროპოლიტ გრიგოლის ღვთის მონა დავითის სულის განსასვენებლად აღსრულებული ერთობლივი ლოცვისა და მისი ცხოვრებისეული ღვაწლისადმი მიძღვნილი სიტყვისათვის.

„თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ იგი შეეხო რუსი ხალხისთვის ძალიან ფასეულ რამეს – მის სულს“, –ბრძანა ქართველმა იერარქმა. აღნიშნა რა, რომ დავით არსენიშვილმა დაიცვა რუსეთისთვის მისი მემკვიდრეობა, დააარსა ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების მუზეუმი, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა: „მისი შრომის ნაყოფი არ არის დამოკიდებული დროის პირობებზე, პოლიტიკურ ვითარებებზე. ამ დღეს მოსკოვში ათი წელია ჩამოვდივარ: მიუხედავად ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობისა, მიუხედავად ეპიდემიისა, დავით არსენიშვილის მოსახსენიებელი მსახურება ყოველთვის აღესრულება. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ურთიერთობები არ არის დამოკიდებული არც დროზე, არც გარემოებებზე და არც სხვა რამეზე. ეს არის ჩვენი ერთობა ქრისტეში. ამიტომ, ძალიან მადლობელი ვარ თქვენი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, რუსი ხალხის. მინდა ვთქვა, რომ ეს დღე ჩემთვის ყოველთვის ნიშანდობლივია“.

საპასუხო სიტყვაში ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ ბრძანა: „რუსი მართლმადიდებელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს დავით ილიას ძე არსენიშვილს. ჩვენ ყოველთვის მადლობელნი ვიქნებით მისი იმი გამო, რომ ჩვენი სიწმინდეები სრული განადგურებისგან იხსნა და გადმოგვცა. განსაკუთრებით გვიხარია, რომ დღეს, მისი მეორე სულიერი დაბადების – ღვთის სასუფეველში დაბადების წლისთავზე, თქვენ, ძვირფასო მეუფევ ნიკოლოზ, ჩვენთან ერთად იმსახურეთ. ჩვენ შევადგენთ ერთ მართლმადიდებელ ერს. ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში, ერთნი ვართ რწმენაში, ერთნი ვართ ლოცვაში, მათ შორის, ჩვენი წინაპრებისთვის“.

ერთობლივი ლოცვის სახსოვრად მიტროპოლიტმა გრიგოლიმ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გადასცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სწორედ ამ ხატს ეძღვნება ეს უძველესი საკათედრო ტაძარი, რომელიც შენარჩუნებულ იქნა დავით არსენიშვილის ძალისხმევით, ზრუნვით, მონდომებით“.

ამავე დღეს, წმინდა ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიხსნა დავით არსენიშვილისადმი მიძღვნილი XI ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب