მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გა…

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის გახსნაზე, რომელიც 2022 წლის 14-5 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქში იმართება:

თქვენო აღმატებულებავ,
ღრმად პატივცემულო ყასიმ-ჟომართ ქემელის ძევ!

თქვენო უწმინდესობავ!

თქვენო უნეტარესობავ!

მაღალპატივცემულო რელიგიურო ლიდერებო, პატივცემულო მონაწილენო!

დღეს ყაზახეთის რესპუბლიკამ უკვე მეშვიდედ მოგვიწვია შესაკრებად თავის სტუმართმოყვარე დედაქალაქში, რათა შევძლოთ, ვილაპარაკოთ, მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები და შეხედულებები, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „თვალი თვალში“ გავესაუბროთ ერთმანეთს. კორონავირუსული ინფექციის პანდემიამ, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა, გამოაჩინა ჩვენი კოლექტიური მოწყვლადობა განსაცდელების წინაშე, გვაიძულა, ახლებურად შეგვეხედა ხალხებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმატზე. ჩვენ ხშირად დაუსწრებელი ურთიერთობები გვაქვს, პირადი შეხვედრები კი ერთგვარ პრივილეგიად იქცა. პანდემია – ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, მთელი კაცობრიობისთვის, მან აჩვენა საზოგადოებებისთვის რელიგიის მნიშვნელობა. რელიგიური მოღვაწენი ყოველთვის აერთიანებდნენ ადამიანებს თემებში და მსხვილ რელიგიურ ორგანიზაციებში. რელიგიათაშორისო ფორუმის ამოცანაა – დავძლიოთ რელიგიური განყოფები და შევძლოთ, განვახორციელოთ ერთობლივი ქმედებები ბარიერებს მიღმა, რომლებიც ყოფენ ჩვენს ტრადიციულ რელიგიებს. ეს არ ეხება ჩვენს სარწმუნოებას ან დოგმატებს, საუბარია ჩვენს როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი დაპირისპირებები სულ უფრო და უფრო იპყრობენ პრაქტიკულად მთელს მსოფლიოს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვაშენოთ ისეთი სამყარო, სადაც არ იქნება პირველი და მეორე ხარისხის ადამიანები, არ იქნება ჰეგემონები და სატელიტები; იქნება უზენაესი ღმერთისგან ბოძებულ ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული მშვიდობა.

მინდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, რომლებმაც მიუხედავად ობიექტური სიძნელეებისა, იპოვეს შესაძლებლობა შევეკრიბეთ ამ დღეებში ჩვენ აქ ყველანი და საშუალება მოეცათ ნამდვილი ძმური ურთიერთობისა. ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენეს ინფორმაციული იარაღის რეალური ძალა. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ იოლად შეიძლება ინფორმაციულ სივრცეში შექმნა მტრის ხატი, მასზე თითით აჩვენო და სიძულვილი გამოიწვიო ყველაფრის მიმართ, რაც მას უკავშირდება.

მსოფლიო საზოგადოება ამჟამად ურთულეს პერიოდს გადის. პოლარიზაცია ცალკეულ სახელმწიფოებს შორის და ძალების გლობალური ცენტრები მძლავრი გახდა როგორც არასდროს. ფრიად აშკარა გახდა მასობრივი შიმშილობის მუქარა, გლობალური კონფლიქტის მუქარა და ბირთვული კატასტროფის მუქარაც კი. დღეს პასუხისმგებლობა ადამიანთა ხვედრისთვის, მათი ზნეობრივი მდგომარეობისთვის ჩვენი, რელიგიური ლიდერების, კისერზეა. ისტორიულად ისე მოეწყო, რომ რწმენა ყოველთვის ერთადერთ ბარიერად რჩებოდა, რომელიც კაცობრიობას ქაოსსა და ანარქიას აშორებს. კაცობრიობის ყველაზე რთულ პერიოდში ადამიანები დახმარებისთვის ღმერთს მიმართავდნენ, იმიტომ, რომ სხვა იმედი მათ აღარ რჩებოდათ. ჩვენი ამოცანა, როგორც რელიგიური ლიდერებისა, ადამიანების შეგონებაა, მათთვის იმედის და ნუგეშის მიცემაა, ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებაა.

მასობრივი კულტურის პარადიგნა, რომელიც უკანასკნელ დროს სეკურალური და ათეისტური ცნობიერების დამცველები გვთავაზობდნენ, ცხადია, კრახს განიცდის. ღირებულებათა ამ სისტემაში ყველაფერი მოწყობილია კაცის თაყვანისცემაზე როგორც უმაღლეს არსებაზე. ამას მოჰყვება მისი სურვილების, ვნებებისა და მანკიერებების თაყვანისცემა. ეგოცენტრიზმის კულტი ქორწინების, ოჯახის, უფროსებისადმი პატივისცემის გამორეცხვას იწვევს. მას მოსდევს ადამიანური სიბილწეების ამაღლება და ჯანსაღი საზოგადოების იმ ფასეულობების დევიაცია, რომლებიც შემოქმედისგან იყო შთაგონებული და ათასწლეულების მანძილზე – შენარჩუნებული.

შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დღევანდელი მოვლენები მსოფლიო არენაზე, მათ შორის შიმშილობისა და მსოფლიო ომის მუქარები – ეს სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სიბილწეების წაქეზების შედეგი. მოდით, დავსვათ შეკითხვა: რატომ აწუხებს მსოფლიო საზოგადოებას ასე ნაკლებად ვითარება ე.წ. „მესამე სამყაროს ქვეყნებში“? რატომ დუმან ისინი, ვინც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ, ქრისტიანების დევნაზე აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, შიმშილის მუქარაზე ღარიბ ქვეყნებში? რატომ არ არის სერიოზული დამოკიდებულება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პრობლემების მიმართ, რომლებიც დიდ გასაქანს პოულობს კრიზისებისა და რყევების დროს? ვიმედოვნებ, რომ ფორუმის მონაწილენი შეძლებენ, განიხილონ, ბევრი მწვავე და უხერხული საკითხები, რომლებსაც დღევანდელი დღე გვიყენებს.

რა თქმა უნდა, ყველა ამ გამოწვევაზე პასუხი შეუძლებელია მივიღოთ ფართო დიალოგის გარეშე რელიგიურ ლიდერებს შორის, ერთმანეთის მოსმენის გარეშე. ამიტომ რელიგიების დიალოგი, რელიგიური განათლების ფართო გავრცელება, მორწმუნეთა შეკრულობა მორალური საფუძვლების ირგვლივ –– ეს საუკეთესო პასუხია თანამედროვეობის გამოწვევებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ რელიგია პოლიტიკურ საზღვრებს მიღმაა. ნებისმიერი რელიგიური ტრადიცია ზრუნავს ადამიანის როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობისთვის. ადამიანს, რომელიც არ იმყოფება მშვიდობაში ღმერთთან და საკუთარ თავთან, ვერც სხვა ადამიანებთან ექნება მშვიდობიანი ურთიერთობა. მე აქ მინდა ქრისტეს სიტყვები გაგახსენოთ: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მთ. 22:37-40).

ჩემი გამოსვლის დასასრულს მინდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მეთაურის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით ყრილობის ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

მადლობელი ვარ ყურადღებისთვის.

.

 

გაზიარება:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب