მთავარი გვერდი ახალი ამბები
სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: დასავლურ პოლიტიკურ …

სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: დასავლურ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებთ შეწყვიტონ მტრული გამოხტომები პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.07.2022. დასავლეთის ქვეყნების მტრულ პოზიციაზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართ, თავის პირად განცხადებაში 2022 წლის 15 ივლისს ყურადღება გაამახვილა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ. მღვდელთმთავარმა, კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა:

წმინდა ქალაქ იერუსალიმში ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ და ვგმობთ დასავლეთის პოლიტიკური ძალების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს წინააღმდეგ.

ახლახან კანადამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელი იმ პირთა სიაში შეიტანა, ვის წინააღმდეგაც სანქციებია გამოცხადებული. ეს უკანონობა დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერაც არის მხარდაჭერილი. ამგვარ ქმედებას ჩვენ ერთი დიდი გეგმის ნაწილად აღვიქვამთ, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიის როლისა და ავტორიტეტის შესუსტებაზე, მისი სულიერი მისიის წინააღმდეგ თანამედროვე სამყაროში და იმ მორალური ფასეულობების განადგურებაზე, რომლებსაც ის ქადაგებს.

როგორც ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციები – ეს არის პროვოკაციები სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ დასავლეთის პოლიტიკურ ძალებს, შეწყვიტონ მსგავსი სახის მტრული გამოხტომები უწმინდესი პატრიარქის კირილეს წინააღმდეგ. ის არ წარმოადგენს პოლიტიკური კონფლიქტის რომელიმე მხარეს, არამედ მომხრეა მშვიდობიანი დიალოგისა.

ჩვენ, იერუსალიმის ეკლესიაში, მყარი კავშირები გვაქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან; ის იმყოფება წმინდა მიწაზე – მისი ტაძრები მდებარეობს იერუსალიმსა და სხვა ადგილებში. ეს მოწმობს რუსი მართლმადიდებელი მორწმუნეების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას წმინდა მიწასთან მიმართებით, რომელიც არის ქრისტიანობის აკვანი და უდიდესი სიწმინდეების საუნჯე.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრისადმი სრული მხარდაჭერით, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს კატეგორიულად უარყოფით პოზიციას ყველა იმ პროვოკაციებისა და უმართებულო ქმედებებისადმი, რასაც დასავლეთი მათი მისამართით ახორციელებს. ეს დასავლური ძალა, რომელიც ქებას ასხამს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, და იმავდროულად მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და სხვა ისეთ რამეებს, რომელთა მოწონება და შეწყნარება შეუძლებელია ადამიანური ცნობიერებით, დღეს უკვე თავს ესხმის პატრიარქ კირილეს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილების სულიერ მწყემსს როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ჩვენ თხოვნით მივმართავთ ყველა ოფიციალურ ეკლესიურ ლიდერს, მხარი დაუჭიროს ჩვენს პოზიციას ყველა იმ ქმედების დასაგმობად, რომლებიც მიმართულია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წინაღმდეგ. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ომის შესაწყვეტად როგორც უკრაინაში, ისე მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში; მშვიდობისა და სამართლიანობის დასამკვიდრებლად წმინდა მიწაზე და განსაკუთრებით, წმინდა ქალაქ იერუსალიმში, რათა ჩვენი პალესტინელი ხალხი დამსახურებული თავისუფლებაში და კეთილდღეობაში ცხოვრობდეს.

ჩვენ რწმენას გამოვთქვამთ, რომ დასავლური ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციები ვერ შელახავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის მაღალ ავტორიტეტს რუს ხალხსა და მთელს მის სამწყსოში, რომელიც სულიერად მისგან იკვებება აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე.

ჩვენ იმედით შევყურებთ უკრაინის ეკლესიის საკითხის ირგვლივ ანტიკანონიკური ქმედებების შედეგად მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით წარმოშობილი უთანხმოებისა და განხეთქილების დარეგულირების შესაძლებლობას სიყვარულისა და სიბრძნის სულისკვეთებით. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს განსაკუთრებით საჭიროებს სულიერი ლიდერების სიბრძნეს, რომლებსაც შეუძლიათ ინიციატივით გამოვიდნენ იმ რთული სიტუაციის დასაძლევად, რომელშიც ის აღმოჩნდა. განსაკუთრებით მტკივნეული საკითხი, უსწრაფეს გადაჭრას რომ მოითხოვს, არის ევქარისტიული კავშირის შეწყვეტა რუსეთისა და კონსტანტინეპოლის ორ და-ეკლესიას შორის.

მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა რწმენა იმისა, რომ კეთილი განზრახვის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი დავა და ნებისმიერი უთანხმოება შეიძლება გადაწყდეს დიალოგის წარმოების გზით. ვსასოებთ, რომ დღეს არსებული ყველა უთანხმოება გადაჭრილი იქნება, რამეთუ ჩვენ ერთი ეკლესია ვართ და ჩვენი რწმენა ერთია. ჩვენ ერთი სიყვარულით უნდა გავერთიანდეთ და ეკლესიის ერთი სხეული უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ვრცელდება ათეისტური ტენდენციები მიმართული ანტიქრისტიანული კულტურის დასამკვიდრებლად და ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის მიერ ქადაგებულ მორალურ ფასეულობებს, რომელთა დასაცავადაც ვართ ჩვენ მოწოდებულნი.

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب