მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია თავის მოძღვრებას არასოდეს…

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია თავის მოძღვრებას არასოდეს ახვევს თავს ადამიანებს

2021 წლის 9 ოქტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გადის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“ ტალეარხ «Россия 24»-ზე, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარესთან ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან. გამარჯობა, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმებით, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი იქნა შეტანილი, რომელიც გუბერნატორებს ზედიზედ ორი ვადით არჩევის აკრძალვას უხსნის, და რიგი სხვა ინიციატივებია გათვალისწინებული ამ კანონპროექტში. პირველ რიგში, იცნობთ თუ არა პროექტს, წაიკითხეთ თუ არა მის შესახებ მასმედიაში? თქვენი აზრით, რა პლუსები აქვს და რა წყალქვეშა ქვებს შეიძლება მალავდეს თავის თავში ამ კანონის პროექტი?

მიტროპოლიტი ილარიონი: მთავარი წყალქვეშა ქვა ისაა, რომ როდესაც ადამიანი ხელისუფლებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება კონკრეტულ რეგიონში, მას სურვილის შემთხვევაში შეუძლია ხელში აიღოს მრავალი მექანიზმი, რომლის დახმარებითაც მის რეგიონსა და მის ირგვლივაც კორუფცია აყვავდება. მთავარი პლუსი კი ის არის, რომ თუ ეს არის ნიჭიერი ხელმძღვანელია, თუ მისი მონაწილეობით, მისი ხელმძღვანელობით რეგიონი წარმატებით ვითარდება, მაშინ ის აუცილებლად რატომ უნდა მიდიოდეს, თუ ის კარგად მუშაობს, თუ ჯანმრთელობა, ასაკი, მას ამის საშუალებას აძლევს, თუკი მან თავისი მრავალწლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ შესაფერისია ამ თანამდებობისთვის?

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი სიტუაციები ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ამა თუ იმ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საჭიროება დგება, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ეს დამოკიდებული იყოს მისი უფლებამოსილების ხანგრძლივობაზე. თუ კონკრეტული რეგიონის ხელმძღვანელი თავის საქმეს ვერ უმკლავდება, მას ათავისუფლებენ მანამდე, ვიდრე ის თავის მანდატის ხამგრძლივობას ამოწურავს. და თუ ის კარგად მუშაობს, მაშინ რატომ უნდა წავიდეს ამა თუ იმ ვადის ამოწურვის შემდეგ?

ე. გრაჩევა: რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ უარი თქვა პოლ ვერჰოვენის ახალი ფილმისათვის – „ცდუნება“ გაქირავების მოწმობის გაცემაზე, რომელშიც მოთხრობილია აღორძინების ეპოქაში მცხოვრები იტალიელი მონაზონის შესახებ. როგორ გგონიათ, რამდენად გამართლებულია ასეთი გადაწყვეტილება? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს ეს ფილმი ინტერნეტში ნახოს. მე მახსოვს, როდესაც ფილმის, „მატილდა“, გაქირავებაში გაშვებას სკანდალების მთელი სერია ახლდა, ეს, ამ ფილმისათვის, მხოლოდ დამატებითი რეკლამა აღმოჩნდა.

მიტროპოლიტი ილარიონი: მე მხარს ვუჭერ ამ კინოსთვის გაქირავების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას, ვისაც სურს, უყურებენ ინტერნეტში იმას, რასაც ისინი მოისურვებენ, ეს ეხება პორნოგრაფიასაც, აკრძალულ კონტენტსაც. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ეს სიბინძურე და სისაძაგლე ტელევიზიაში უნდა გამოფინონ. დაე თუნდაც ჩვენი რუსული ტელევიზია მაინც იყოს თავისუფალი ამისგან.

თუ ვისაუბრებთ ამ ფილმის შინაარსზე, მაშინ მე არ მინახავს და არც ვაპირებ მის ყურებას. მე არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ამბობდნენ: მე პასტერნაკი არ წამიკითხავს, მაგრამ მაინც ვგმობ მას. არ მსურს განვსაჯო სურათი, რომელიც არ მინახავს, ​​მაგრამ ვიცი ვინ არის ეს კინორეჟისორი. მე გავეცანი სურათის სიუჟეტს და შემიძლია დაახლოებით წარმოვიდგენო, რა იქნება ის – ის იქნება მორიგი შეურაცხყოფა ქრისტიანობის, მონაზვნობის, ზოგადად ქრისტიანული ტრადიციის და კერძოდ, კათოლიკური ეკლესიის. არ ვიცი, ჩვენს მაყურებელს ეს ყველაფერი რაში სჭირდება.

ბატონი ვერჰოვენი – დარწმუნებული ათეისტია. მან იესო ქრისტეს შესახებ ბროშურა დაწერა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ღმერთკაცი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი. თუ ის რელიგიურ თემას მოეკიდა, მაშინ ერთადერთი მიზნით – გამოუშვას მორიგი ანტირელიგიური სურათი.

მე კიდევ, რა თქმა უნდა, როგორც მონაზონს, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად დასავლურ კინოგაქირავებაში მონაზვნობა დამახინჯებულ პრიზმაშია წარმოდგენილი, და ეს განსაკუთრებით დედათა მონაზვნობას ეხება. საკმარისია ნებისმიერ საძიებო სისტემაში ჩაწეროთ სიტყვა „მონაზონი“, და თქვენ ნახავთ თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ რა გამოვა. ეს იქნება, უპირველეს ყოვლისა, ყველა სახის მისტიკური თრილერი, სადაც მონაზვნები ვამპირებად გადაიქცევიან, სადაც ისინი სექსით იქნებიან დაკავებული და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, ფაქტობრივად, თავად „მონაზონის“ ცნება დასავლურ კინოში მუდმივ დაკნინებას, შეურაცხყოფასა და დამცირებას ექვემდებარება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება ეს სიმახინჯე ჩვენს რუსულ ტელევიზიაში, ჩვენს კინოგაქირავებაში, მით უკეთესი ყველა ჩვენგანისთვის.

ჩვენ გვაქვს რეალური ცხოვრების და რეალური ადამიანების ძალიან ნათელი მაგალითები, რომლებიც ამოწმობენ მონაზვნობას. ცოტა ხნის წინ, ჩვენმა ცნობილმა მსახიობმა, სსრკ-ს სახალხო არტისტმა ეკატერინე ვასილიევამ სამონაზვნო აღკვეცა მიიღო, მონაზვნობაში – მონაზონი ვასილისა. მას ჰკითხეთ რა არის მონაზვნობა და რას ნიშნავს მონაზონი. ჰკითხეთ მას, მოხარული იქნებოდა თუ არა ის რუსულ კინოგაქირავებაში ასეთი ფილმის ნახვით?..

მე ვფიქრობ, რომ არც ის, არც სხვა მონაზვნები და არც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მოხარული არ იქნებოდნენ. და ვინც ნახვას მოისურვებს, რა თქმა უნდა, შევა ინტერნეტში და ნახავს. ისევე როგორც ისინი, ვინც პორნოგრაფიითაა არიან დაინტერესებულნი, ამის ხვრელს იპოვნიან.

ე. გრაჩევა: ჩინეთში, ეგრეთწოდებულ ფემინ მამაკაცებს ტელევიზიაში გამოჩენა აუკრძალეს იმის გამო, რომ მათი ქალის მსგავსი გარეგნობა არ ჰგავს კომუნიზმის მაშენებელთა გარეგნობას. როგორ შეაფასებთ ჩინეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არასოდეს ვყოფილვარ კომუნისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი: არც საბჭოთა და არც პოსტსაბჭოთა პერიოდში და არასოდეს ამ იდეოლოგიაზე ჩემს შეხედულებებს არ ვმალავდი. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს საბჭოთა წარსულს, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მოვლენა, რომელიც დღეს ჩვენს ცხოვრებას წამლავს, მაშინ უბრალოდ არ არსებობდა. მაგალითად, არ იყო ისეთი საშინელი უზნეობა, რომელიც თანამედროვე დასავლურ კინოგაქირავებაში არსებობს. ჩვენ ეს-ეს არის ამაზე ვისაუბრეთ პოლ ვერჰოვენის ფილმთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენთან კინოგაქირავების მოწმობა ვერ მოიპოვა.

მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეყნის ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა თავის მოსახლეობაზე უნდა ზრუნავდეს, მათ შორის ზნეობაზე. თუ არსებობს რაიმე „ღირებულებები“, რომელთაც ხელისუფლებას არ სურს ხელი შეუწყოს, მას აქვს უფლება მიიღოს ის ზომები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ე.წ. „ღირებულებებს“. მათ შორის ეს ეხება ერთსქესიანი სიყვარულის, სქესის შეცვლის, ტრანსგენდერების და ა.შ. პროპაგანდას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი, ჩინელი ხალხისთვის ისევე უცხოა, როგორც რუსი ხალხისთვის, ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს უფლება მიიღოს ასეთი ზომები და შეზღუდვები.

ე. გრაჩევა: დიდ ბრიტანეთში 33 წლის სტეფანა ტეილორმა დამოუკიდებლად შეძლო ბავშვის ჩასახვა მობილური აპლიკაციით ნაპოვნი დონორის დახმარებით – განაყოფიერების ნაკრებით, რომელიც მან ელექტრონულ პლატფრომაზე შეიძინა YouTube-ს ვიდეო ინსტრუქციით. დედა ბედნიერია, მამა ასევე აცხადებს, რომ ის მზადაა ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს, ამასთან ერთად ამ დისტანციურ ჩასახვამდე ისინი პირადად შეხვდნენ ერთმანეთს, ყავა დალიეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ალბათ უკეთესია, ვიდრე უბრალოდ სპერმის ბანკის მიმართო, თქვენ როგორ ფიქრობთ?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არ შემიძლია ვუპასუხო თქვენს კითხვას, თუ რა არის მოცემულ შემთხვევაში უკეთესი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მე შემიძლია მხოლოდ ეკლესიის სწავლებიდან გამოვიდე და ეკლესია ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის: ბავშვის გაჩენის პროცესი განუყოფლად უნდა იყოს დაკავშირებული ორი კანონიერი მეუღლის, კაცისა და ქალის ქორწინებით ცხოვრებასთან. ეს არის სწავლება, რომელზედაც საუკუნეების განმავლობაში იყო აგებული ადამიანების კეთილდღეობა, მათ შორის მათი ოჯახური ბედნიერება.

თავისუფლების თანამედროვე იდეოლოგია შეზღუდვების გარეშე გვთავაზობს, რომ შესაძლებელია დაორსულება, მშობიარობა და ბავშვის აღზრდა ზოგადად ტრადიციული ოჯახის კონტექსტის მიღმა. ამიტომ, ახლა ჩნდებიან ეგრეთწოდებული ერთსქესიანი ოჯახები, მათ აძლევენ ბიჭებისა და გოგონების შვილად აყვანის უფლებას. ამიტომაც ჩნდება განაყოფიერების ყველა სახის გაუკუღმართებული მეთოდი ისე, რომ ბავშვი ოჯახური ცხოვრების კონტექსტის გარეთ ჩაისახოს. ეკლესიას არ შეუძლია ამას დაეთანხმოს.

ეკლესია არასდროს არავის თავს არაფერს ახვევს. ამიტომ, თუ ჩვენ გვეუბნებიან: ამ საკითხებში რატომ ერევით, საერთოდ ეს რატომ გაინტერესებთ, მაშინ ჩვენ ვერევით ამაში მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს კითხვები ჩვენი ეკლესიის წევრებს ეხება. ჩვენ არ გვინდა ჩვენი აზრის თავს მოხვევა იმ ადამიანებზე, რომელთაც არ სურთ მისი გულისხმისყოფა..

მეორე მხრივ, ეკლესიას დადუმება არ შეუძლია. თუ ჩვენ კითხვით მოგვმართავენ, როგორც ახლა თქვენ კითხვით მომმართეთ, მე გადმოვცემ, რა წარმოადგენს ეკლესიის სწავლებას. ეს სწავლება არ ექვემდებარება ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ იცვლება მოდა, სტანდარტები. არსებობს ის ზნეობრივი ბაზისი, სულიერი და ზნეობრივი კოდი, რომელიც, ჩვენი გადმოსახედიდან, საერთოდ არ შეიძლება შეიცვალოს. თუკი მისი შეცვლის მცდელობა განხორციელდება, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში მთელი ერებისთვის ტრაგიკულ და შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანს. ჯერ-ჯერობით, ბევრი პოლიტიკოსი ამას ვერ ხვდება. ახალი ღირებულებებისკენ სწრაფვისას, ყველაფრის უფლების ზნეობრივ სიშლეგეში მათ მხოლოდ ის აწუხებთ, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს ადამიანთა საყოველთაო ზნეობრივი სტანდარტებიდან უფრო და უფრო მეტი განდგომა. მაგრამ ოდესმე, იმედი მაქვს, სიფხიზლე მოვა, და ხალხი უკან მოიხედავს და დაფიქრდება იმაზე, რაც მათ ჩაიდინეს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ჩვენ ყველას გვახსოვს ისტორია, რომელიც ყირგიზეთში მოხდა, სადაც რუს ბიჭს თანატოლები დასცინოდნენ იმის გამო, რომ ის რუსია და მართლმადიდებელი. მსგავსი სახის ახალი ინციდენტი მოხდა ტაშკენტში, სადაც 8 წლის რუსი ბიჭი სამმა უზბეკმა თანატოლმა მისი ეროვნების გამო სცემა. ადგილობრივმა პოლიციამ უარი თქვა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. რა კომენტარს გაუკეთებდით მსგავსი სახის ინციდენტებს?

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოველ ასეთ შემთხვევაში საჭიროა საფუძვლიანი გამოძიება, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ბავშვები ერთმანეთთან ძალიან ხშირად ჩხუბობენ, ხშირად ერთმანეთს ახელებენ. თუ ბავშვი მიეკუთვნება სხვა ეთნიკურ ან რასობრივ ჯგუფს, ეს მუდმივად ხდება შეურაცხყოფის წყარო. ასეთი რამ შეიძლება ყველგან მოხდეს.

სხვა საკითხია, ზრუნავს თუ არა სახელმწიფო ეროვნებათაშორისი, ეთნოსთაშორისი და რელიგიათაშორისი სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. რამდენადაც მე ვიცი, უზბეკეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს ამ ფაქტორს. მე თვითონ არაერთხელ ვყოფილვარ უზბეკეთში, ვახლდი უწმინდეს პატრიარქს, როცა ის ამ ქვეყანას ეწვია, ვესწრებოდი უზბეკეთის პრეზიდენტთან მის შეხვედრას. მე ძალიან კარგად ვიცნობ იმას, თუ როგორ ცხოვრობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია უზბეკეთში. მე ვხედავ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ბევრი კეთდება იმისათვის, რომ უზბეკეთში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა, რუსმა ხალხმა იქ ძირძველ მოსახლეობასთან შემდგომშიც მშვიდობიანად და თანხმობით ცხოვრება შეძლოს.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინციდენტი სათანადოდ იქნება შეფასებული და მეხსიერებაში დარჩება როგორც ერთჯერადი ინციდენტი, რომელიც უზბეკეთში არსებულ ეროვნებათაშორის, ეთნოსთაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობების საერთო სურათს არ დაჩრდილავს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, დიდი მადლობა რომ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელემაყურებლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც პროგრამის – „ეკლესია და მსოფლიო“ – საიტზე შემოვიდა.

კითხვა: მეუფე ილარიონ, გთხოვთ ამიხსნათ, რაშია ლოცვის აზრი? მე ვლოცულობ და ვთხოვ უფალ ღმერთს რაღაცას, მაგრამ არაფერი ხდება. ვლოცულობ თუ არ ვლოცულობ, არაფერი იცვლება. შეიძლება მე რაღაცას არასწორად ვაკეთებ, არასწორად ვლოცულობ, ან ვითხოვ იმას, რაც ღმერთისთვის სათნო არ არის? და მე ვევედრები ავადმყოფის განკურნებას, მაგრამ რამდენიც ვილოცე, მას მდგომარეობა არ შეუმსუბუქდა.

მიტროპოლიტი ილარიონი: სახარება შეიცავს იგავს მომაბეზრებელი ქვრივის შესახებ. ერთი ღარიბი ქვრივი მსაჯულთან მივიდა, რათა მას იგი დამნაშავისგან დაეცვა, მისი საქმე გადაეწყვიტა. ეს მოსამართლე დიდი ხანია არ თანხმდებოდა მასთან შეხვედრას და მის თხოვნაზე პასუხის გაცემას, მაგრამ შემდეგ მან თავს თავის უთხრა: ეს მე არ მომეშვება, სანამ თხოვნას არ შევასრულებ, ამიტომ გავაკეთებ იმას, რასაც მთხოვს. რატომ არ სურდა მოსამართლეს ქვრივის თხოვნაზე პასუხის გაცემა, გასაგებია: მას აშკარად არაფერი გააჩნდა, რითაც გადაუხდიდა, ან რაც მას შეეძლო გადაეხადა, მისთვის საინტერესო არ იყო. ბოლოს რატომ უპასუხა? იმიტომ, რომ თავი მოაბეზრა და თავისთვის გადაწყვიტა: ჯობია თავიდან მოვიშორო, ვიდრე ჩემი დევნა განაგრძოს.

იესო ქრისტე ამ იგავიდან ძალიან საინტერესო დასკვნას აკეთებს. ის ამბობს: თუკი უსამართლო მსაჯული ასე იქცევა, როგორ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ თქვენს თხოვნას ღმერთი არ უპასუხებს? გასაკვირია, რომ ქრისტე, თითქოსდა ღმერთს უსამართლო მსაჯულს ადარებს, მაგრამ სინამდვილეში ის იყენებს საპირისპიროთი დამტკიცების მეთოდს. ის შეგვახსენებს იმის შესახებ, რომ თუ გვინდა ღმერთისგან რაღაცას მივაღწიოთ, მაშინ მოუკლებლად უნდა ვითხოვოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ.

მაგრამ ამავე დროს, ის არაერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ ჩვენი თხოვნა ღვთის ნებას შეიძლება არ შეესაბამებოდეს. ამიტომ „მამაო ჩვენოს“ ლოცვაში, რომელიც თავად მან თავად დაგვიტოვა მცნებად, ჩვენ ვამბობთ: „იყავნ ნება შენი“. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვაა, რომლითაც ყველა ჩვენი ლოცვა უნდა დავასრულოთ. თავისი შეპყრობის წინა ღამეს როგორ ევედრებოდა უფალი იესო ქრისტე თავის მამას: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მთ. 26.39). ერთი მხრივ, ის ადამიანურად სთხოვდა, რომ თუკი ეს შესაძლებელი იყო, სიკვდილი არიდებოდა; მეორე მხრივ, მან თავისი ხვედრი მამა ღმერთს არწმუნა.

კითხვა: ძვირფასო მეუფევ, გთხოვთ გვითხრათ, ჩვენი ეკლესია როგორ უდგება ჰოროსკოპებს და ზოდიაქოს ნიშნებს? თუ ეს მავნე გატაცებაა, მაშინ რატომ? ადამიანისთვის რაში მდგომარეობს მკითხვაბთან და ექსტრასენსებთან ურთიერთობის საფრთხე?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჰოროსკოპებით გატაცება საზიანოა, რადგან ის ტყუილზეა დაფუძნებული. ჰოროსკოპებს საერთო არაფერი აქვთ რეალურ ადამიანურ ცხოვრებასთან. ის, რაც ხდება თქვენს რეალურ ცხოვრებაში, შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენზე, თქვენს გარშემო მყოფებ ადამიანებზე, სხვადასხვა გარემოებებზე, თუნდაც ამინდზე, მაგრამ ის ნამდვილად არ არის დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშნებზე. თუკი თქვენ ცდილობთ თქვენი დღე ან სამუშაო კვირა ააგოთ იქიდან გამომდინარე, რასაც ჰოროსკოპები გირჩევენ, მაშინ თქვენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც ატყუებთ. ეკლესია ამას ყოველთვის ძალიან უარყოფითად უდგებოდა, რადგან, მის საფუძველში, ვიმეორებ, არის ტყუილი.

რატომ არ შეიძლენა მკითხავებისთვის და ექსტრასენსებისთვის მიმართვა? უპირველესად, იმიტომ რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ თაღლითები არიან, რომლებიც გყვლიფავენ. მეორეც, ეს ადამიანები ოპერირებენ ძალებით, რომელთა ბუნებას ვერც თვითონ და ვერც თქვენ აცნობიერებთ. თქვენ არასოდეს იცით რაში იგდებთ თავს, თუ მკითხავებთან მიდიხართ. უპირველეს ყოვლისა, თქვენ იწყებთ ყველა სახის წინასწარმეტყველების დაჯერებას. თქვენ ვარდებით ჭმუნვაში, დამოკიდებული ხდებით ამ წინასწარმეტყველებებზე, ამ ადამიანებზე. ისინი იწყებენ თქვენგან უფრო და უფრო მეტი ფულის გამოძალვას. მაგალითად, ისინი შთგაგონებენ, რომ ვიღაცამ გაგთვალათ. შემდეგ იწყებენ შთაგონებას, რომ მათ ამ ბოროტი თვალის მოცილება შეუძლიათ თქვენგან. ამ ყველაფერში ისინი ფულს იღებენ. ვარდებით ფინანსურ და ფსიქოლოგიურ უღელში. ამ ადამიანების მონა ხდებით. ეს ძალიან საშიში მონობა და საშიში დამოკიდებულებაა. ღმერთმა ნუ დაუშვას, ადამიანი ასეთ დამოკიდებულებაში ჩავარდეს.

კითხვა: რამდენიმე წლის წინ ქმარი გარდამეცვალა, სიცოცხლე თავად მოისწრაფა –დიდხანსავადმყოფობდა და ვერ გაუძლო. მას ეკლესიაში წესი არ აუგეს. ამას წინათ მითხრეს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ეკლესიის კანონების მიხედვით თვითმკვლელებს წესს არ უგებენ, თუ ადამიანმა ეს გააკეთა მძიმე ავადმყოფობის გამო, მაშინ ეს შესაძლებელია. რამდენად სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია და შემიძლია წესის აგება ახლა შევუკვეთო?

მიტროპოლიტი ილარიონი: თვითმკვლელების წესის აგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მან საკუთარ თავზე ხელი აღმართა გონებრივი შეშლილობისას, ფსიქიკური გონებადაზიანებისას, ანუ როცა ის თავისი ქმედებებს ანგარიშს ვერ უწევდა. მოცემულ შემთხვევაში, საუბარი ეხება არა უბრალოდ მძიმე ავადმყოფობას, არამედ მძიმე ფსიქიკურ დაავადებას. თუ ეს სამედიცინო თვალსაზრისით დამტკიცებულია, მაშინ შესაძლებელია ეკლესიაში ასეთ ადამიანს წესი აეგოს.

ეს გადაცემა მინდა დავასრულო პავლე მოციქულის სიტყვებით ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან:  „ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების“ (ებრ. 11.6).

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ; თავს მოუფრთხილდით, თქვენს ახლობლებს მოუფრთხილდით, დაე ყველას უფალი გფარავდეთ.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب