მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ალბათობა იმისა, რომ სამყარო ღმერთ…

მიტროპოლიტი ილარიონი: ალბათობა იმისა, რომ სამყარო ღმერთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, ნულის ტოლია


2021 წლის 2 ოქტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გადის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: ეს არის დრო გადაცემისა „ეკლესია და მსოფლიო“ ტალეარხ «Россия 24»-ზე, სადაც ჩვენ ყოველ კვირას კითხვებით მივმართავთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. დღე მშვიდობისა!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმებით, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: მეუფევ, სექტემბრის ბოლოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პატრიარქმა აღნიშნა, რომ თქვენი განყოფილების მთავარ ამოცანებს შორისაა – მუშაობა მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული განხეთქილებების დასაძლევად, რომელიც „უკრაინაში კონსტანტინეპოლის პატრიარქის უგუნური შეჭრის შედეგად“ არის წარმოშობილი. როგორ აპირებთ პატრიარქის მიერ თქვენ წინაშე დაყენებული ამ ამოცანის გადაჭრას?

მიტროპოლიტი ილარიონი: თქვა რა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი განხეთქილებაში ჩავარდა, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ამ სამწუხარო ფაქტის მხოლოდ კონსტატირება მოახდინა. მას რაიმე პრინციპულად ახალი არ უთქვამს იმასთან შედარებით, რაც უკვე ითქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა აღიარა უკრაინელი სქიზმატიკოსები და კალმის ერთი მოსმით ისინი ვითომ ლეგიტიმურ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად“ აქცია. ამ უკანონო და ანტიკანონიკურ ქმედებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დაეთანხმა მთელი რიგი მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანებს კანონიკური ქიროტონია არ გააჩნიათ, ანუ, ჩვენი თვალსაზრისით, ისინი თვითნაკურთხი. სასულიერო პირები არიან.

ამჟამინდელი ეპისკოპოსების ლეგიტიმურობა, რომლებიც ეკლესიაში მსახურობენ, მხოლოდ სამოციქულო მემკვიდრეობის ფაქტს ეფუძნება; სახელდობრ – ეს არის ხელთდასხმების ჯაჭვი, რომელიც მოციქულებიდან უწყვეტად მოვიდა ამ ეპისკოპოსებამდე. ამასთან, არსებობს წესი, რომ ეპისკოპოსის ხელთდასხმა შეუძლია მინიმუმ ორ ან სამ ეპისკოპოსს. თუ ადამიანი არ არის ხელთდასხმული ორი ეპისკოპოსის მიერ ან ხელთდასხმულია ორი არაეპისკოპოსის მიერ, მაშინ მისი ხელდასხმა ნამდვილი არ არის. უკრაინულ განხეთქილებაში ხელთდასხმის სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს. იქ იყო თვითმარქვია, რომელიც თავს ეპისკოპოსად წარმოაჩენდა (სინამდვილეში ის იყო გაქცეული დიაკონი) და იყო ხარისხჩამორთმეული ეპისკოპოსი, – ამ ორი ავანტიურისტიდან წამოვიდა უკრაინული განხეთქილების ერთ-ერთი შტოს ეგრეთ წოდებული „იერარქია“. პატრიარქმა ბართლომეოსმა ეს თვითნაკურთხები ეპისკოპოსების ხარისხში აღიარა. უფრო მეტიც, მრავალმილიონიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედის, პატრიარქმა ბართლომეოსმა თავისი კალმის ერთი მოსმით ვითომ გააუქმა, და მისი უფლებები სქიზმატურ სტრუქტურას გადასცა, და ახლა ცდილობს, უკრაინის ხელისუფლების დახმარებით მიაღწიოს, რომ ამ სქიზმატურ სტრუქტურას კანონიკური ეკლესიის ქონება გადაეცეს. ფაქტობრივად, რისთვისაც ის უკრაინაში ჩავიდა.

მთელი ეს საქმიანობა იმდენად უკანონოა, უგუნურია, რამდენადაც, როგორც უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თქვა, რომ ისინი მოწმობენ იმას, რომ პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიკური ცნობიერება სრულიად დაკარგა. უფრო მეტიც, მან დაკარგა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მოქმედება მართებს სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან თანხმობით. ამ აღებულ შემთხვევაში კი ის მოქმედებდა არათუ სხვებთან შეუთანხმებლად, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მკაფიოდ გამოხატულ პოზიციის საწინააღმდეგოდაც.

ამიტომაც მან მიიღო ის, რაც დაიმსახურა, და ის სიტყვები, რაც ახლა მისი მისამართით გამოითქმის, მან სავსებით დაიმსახურა. იგი აღარ არის პირველი თანასწორთა შორის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში, რადგან მოინდომა პირველობა თანასწორთა გარეშე. ასეთი რამ კი ჩვენს მართლმადიდებლურ ტრადიციაში არ ხდება. როგორც ჩვენმა წმინდა სინოდმა განაცხადა, მან დაკარგა უფლება, იწოდებოდეს პლანეტის 300 მილიონი მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერ ლიდერად. ის უკვე აღარ წარმოადგენს მსოფლიო მართლმადიდებლობას, არამედ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ ეკლესიას და, შესაძლებელია, იმ ეკლესიებს, რომლებიც მოისურვებენ, რომ მან ისინი წარმოადგინოს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ ეკლესიების რიცხვს არ მიეკუთვნება.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ამ სხდომაზე სხვა რიგი მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს. ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება თავის რიგებში ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსები მიიღოს, რომლებიც არ ეთანხმებიან თავიანთი წინამძღვრის გადაწყვეტილებას არაკანონიკური უკრაინის ეკლესიის ცნობის შესახებ. ეს უკვე გადაჭრილი საკითხია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გაფართოვდება?

მიტროპოლიტი ილარიონი: საუბარი ეხება რამდენიმე ათეულ მღვდელს, რომლებმაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს თხოვნით მიმართეს, რომ მათი სამრევლოები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიეღოთ.

საქმე ისაა, რომ როდესაც ალექსანდრიის პატრიარქი კონსტანტინეპოლის პატრიარქს შეუერთდა და უკრაინაში არსებული სქიზმატური სტრუქტურა „მართლმადიდებელ ეკლესიად“ აღიარა და მისი ლიდერი ღვთისმსახურებაზე მოიხსენია, ამან ალექსანდრიის ეკლესიაში შიდა განხეთქილება გამოიწვია, რაც მოსალოდნელი იყო. მღვდლების მთელმა რიგმა, რომლებიც არ დაეთანხმნენ ამ მოხსენიებას და განხეთქილების აღიარებას, ჩვენ მოგვმართეს, კერძოდ კი პატრიარქ კირილეს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების თხოვნით.

ჩვენ, მიუხედავად ამისა, პაუზა ავიღეთ, რადგან მაინც ვიმედოვნებდით, რომ ალექსანდრიის პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შეუქცევადი არ იყო, რომ იგი დაფიქრდებოდა და გადახედავდა მას. ამის გარდა, ჩვენ მას ამის შესახებ სიგნალები გავუგზავნეთ: მან იცის, რომ ჩვენ კლირიკოსები დაგვიკავშირდნენ, იცის, რომ ჩვენ შეჩერებული გვაქვს ამ მიმართვების განხილვა იმისათვის, რომ შესაძლებლობა გვქონოდა მისგან პოზიციის შეცვლის შესახებ მიგვეღო სიგნალი, მაგრამ ეს სიგნალი ჩვენ ვერ მივიღეთ. გარდა ამის, ამა წლის აგვისტოში პატრიარქი თეოდორე წავიდა კუნძულ იმვროსზე – ეს არის ადგილი, სადაც პატრიარქი ბართლომეოსი დაიბადა. იქ მათ ერთად შეასრულეს ღვთისმსახურება, რომელშიც უკრაინელი სქიზმატიკოსების წინამძღვარი ეპიფანე დუმენკოც მონაწილეობდა. საეკლესიო კანონების თანახმად, თუ იერარქი განხეთქილებაში მყოფებთან თანამწირველობს, ის ამით თავად ვარდება განხეთქილებაში. სამწუხაროდ, ეკლესიის კანონები ჩვენ სხვა რაიმე ინტერპრეტაციის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ეს თანამსახურება შედგა და პატრიარქმა თეოდორემ საბოლოოდ განხეთქილებასთან საკუთარი თავის ასოცირება მოახდინა, ჩვენ აღარ გვაქვს საფუძველი და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ამგვარ მიმართვებზე უარით ვუპასუხოთ.

როგორ განვიხილავთ მათ, რამდენ ხანს გასტანს ეს განხილვა და სტრუქტურულად როგორ გაფორმდება ჩვენი ყოფნა აფრიკაში – ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ წმინდა სინოდის მუახლოეს სხდომებზე მოგვიწევს მსჯელობა.

ე. გრაჩევა: კიდევ საერთაშორისო თემებზე. ბოლო დღეებში ჩვენ ყველანი ვაკვირდებით კოსოვოში გამწვავებულ სიტუაციას, სადაც ახლა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიცია სერბული ნომრების მქონე ტრანსპორტს არ უშვებს. ბუნებრივია, ამ დაპირისპირებამ მთელი მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიქცია და განგაში გამოიწვია. მაშინვე ქრისტიანული სიწმინდეების ბედის შესახებ ჩნდება კითხვა. როგორ შეაფასებდით ამ ახალ ესკალაციას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვაფასებ მას, როგორც იმ სპირალის კიდევ ერთ წრედს, რომელიც ჩვენს თვალწინ ტრიალებს და რომელსაც, სამწუხაროდ, კოსოვოს სერბი მოსახლეობისთვის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ზოგადად სერბეთისთვის ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. არ მიკვირს, რომ სერბეთი ასე რეაგირებს იმაზე, რაც ხდება.

მე მოვიარე კოსოვო და მეტოქია და ჩემი თვალით ვნახე, შეიარაღებულმა დაპირისპირებამ რა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა. მე ვნახე დანგრეული ეკლესიები, სერბების მიერ მიტოვებული დასახლებები; მესმოდა ბევრი ისტორია იმაზე, თუ როგორ კვდებოდნენ კოსოველი ალბანელების ხელით უდანაშაულო ადამიანები. მაგრამ ყველა ეს ამბავი დასავლეთში საგულდაგულოდაა დადუმებული: დასავლეთმა კოსოვო გმირად აირჩია, ხოლო სერბეთი – ანტი-გმირად. კოსოვოსადმი დასავლეთის ამ ცალმხრივმა მხარდაჭერამ, სერბი ხალხის ნების სრული იგნორირებით, უკვე გამოიწვია ის, რაც მოხდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ესკალაცია არ მთავრდება და ჩვენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის ინტერესებს მთელს მის ისტორიულ და კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელიც, უდავოდ, საკუთარ თავში კოსოვოსაც მოიცავს. იქ სერბეთის ეკლესიის მთავარი სიწმინდეებია, დიდებული მონასტრები უნიკალური ფრესკებით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ამ მონასტრებისა და ფრესკების ბედით, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ შეშფოთებულნი ვართ კოსოვოს მხარის სერბული მოსახლეობის ბედით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოიძებნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება ცალმხრივი, არამედ ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

ე. გრაჩევა: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, –ეს გერმანიის არჩევნების შედეგებია. ჩვენს თვალწინ ანგელა მერკელის როგორც კანცლერის ეპოქა დასრულდა. სხვაგვარად ვერც იტყვი – ნამდვილი ეპოქა. ის 16 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, რამდენჯერმე მერკელი აღიარებულ იქნა როგორც ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში. როგორ შეაფასებდით მის გადაწყვეტილებებს და იმას, თუ როგორი გახდა ქრისტიანული გერმანია მისი ხელ;ისუფლებაში ყოფნის შემდეგ?

მიტროპოლიტი ილარიონი: ანგელა მერკელი, უდავოდ, გამორჩეული პოლიტიკოსია. ახალი გერმანიის ისტორიაში მას კონრად ადენაუერთან, ჰელმუტ კოლთან და სხვა გამოჩენილ მამაკაც პოლიტიკოსებთან თანაბარ დონეზე აყენებენ. ის გახდა პირველი ქალი პოლიტიკოსი, რომელსაც კანცლერის პოსტი და 16 წლის განმავლობაში ეკავა.

თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა გერმანია ამ წლების განმავლობაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ძალიან შეიცვალა. მაგრამ შეიძლება თუ არა ეს ცვლილებები ანგელა მერკელს მიეწეროს ან მას დაბრალდეს – ეს არის კითხვა, რომელსაც ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი.

ახლა ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ახალი გერმანიის ბუნდესტაგში იქნება ორი ტრანსგენდერი დეპუტატი, ანუ ორი ქალად გადაქცეული მამაკაცი. ეს ანგელა მერკელის დამსახურებაა თუ მისი ბრალია? ან იქნებ ანგელა მერკელს ამასთან არაფერი აქვს საერთო? ვფიქრობ, ყველაზე მეტად აქ საუბარი მიდის იმ ტენდენციებზე, რომლებიც უფრო საგრძნობი ხდება დასავლურ საზოგადოებაში და იწვევს ასეთი სახის მოვლენებს. და უკვე არცერთ პოლიტიკოსს, თუნდაც ამ მასშტაბის პოლიტიკოსს, ამ მოვლენების შეჩერება არ შეუძლია.

თუკი ანგელა მერკელზე კონკრეტულად ვისაუბრებთ, მაშინ ის პოლიტიკაში იყო ისეთი მიმართულების წარმომადგენელი, რომელიც ბისმარკის დროიდან გერმანულ ენაში აღინიშნება სიტყვით Realpolitik, ეს არის რეალური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია არა იდეოლოგიურ შეხედულებებზე ან ცრურწმენებზე, არამედ პირველ რიგში საკუთარი ხალხის კეთილდღეობის წარმოდგენაზე და პოლიტიკურ პრაგმატიზმზე. ანგელა მერკელს ევროკავშირის ინტერესებსა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს შორის ბალანსირება შეეძლო. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი, იგი აგრძელებდა და არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან, რომელთანაც, როგორც მე ვფიქრობ, მათ საკმაოდ თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ.

ვიმედოვნოთ, რომ მომავალი კანცლერის პირობებში რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა თანდათანობით განვითარდება.

ე. გრაჩევა: მეუფევ, გასულ კვირას ჩვენ ვისაუბრეთ პერმის უნივერსიტეტში სროლით გამოწვეულ ტრაგედიაზე. ამ კვირაში საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია გამოჩენილმა აუდიოჩანაწერმა, სადაც ისმის, თუ როგორ ჩაკეტა სროლის დროს უნივერსიტეტის პროფესორმა (მისი სახელია ოლეგ სირომიატნიკოვი) შიგნიდან აუდიტორია და სტუდენტების თხოვნაზე, შეეჩერებინა სასწავლო პროცესი, რეაგირება არ მოახდინა. თქვენ თავად ხართ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. როგორ შეაფასებდით პროფესორის ასეთ ქმედებას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არ მსურს გავასამართლო ან განვსაჯო პროფესორი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ყველა სიტუაციაში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა იფიქროს მასწავლებელმა, რაზეც მან უნდა იზრუნოს, – ეს არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. თუ მან აუდიტორია შიგნიდან სტუდენტების სიცოცხლის გადასარჩენად ჩაკეტა, როგორც ის განმარტავს, მაშინ ეს იყო სწორი და გაწონასწორებული გადაწყვეტილება. თუკი იქ სხვა რაიმე მოტივაცია იყო, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გამოძიება უნდა ჩატარდეს, და მხოლოდ გამოძიების შედეგების მიხედვით იქნება შესაძლებელი ამ საკითხზე საბოლოო აზრის გამოტანა.

ე. გრაჩევა: მეუფევ, დიდი მადლობა რომ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელემაყურებლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც პროგრამის – „ეკლესია და მსოფლიო“ – საიტზე შემოვიდა.

კითხვა: მეუფევ, რა მტკიცებულება არსებობს ღმერთის არსებობაზე? ის არგუმენტები, რომლებსაც მღვდლები ჩვეულებრივ პასუხად ამბობენ, დღეს, XXI-ე საუკუნეში, ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს, ბავშვურად, გულუბრყვილოდ. უბრალოდ, ეწინააღმდეგება საღ აზრსა და მეცნიერულ მონაცემებს. შეგიძლიათ დაასახელოთ ზებუნებრივის არსებობის რაიმე დამარწმუნებელი მტკიცებულება?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არ ვიცი, რომელი არგუმენტები გაქვთ მხედველობაში და რომელი მეცნიერული მონაცემები უარყოფს ღმერთის არსებობას. მე ჯერ ერთი დამაჯერებელი მტკიცებულებაც არ მინახავს ღმერთის არსებობის წინააღმდეგ. მაგრამ საკუთარ თავში იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი თავისთავად გაჩნდა, რომ მთელი ეს გიგანტური მექანიზმი, რომელიც ქმნის სამყაროს, ჩამოყალიბდა რაიმე სახის აფეთქებისგან, რაიმე ნივთიერებისგან და შემდეგ, შემთხვევითობის ძალით გაჩნდა სამყარო, და გალაქტიკები, და მზის სისტემა, შემდეგ კი დედამიწაზე გაჩნდა სიცოცხლე, ადამიანი და ისეთი რთული მექანიზმი, როგორიც არის ადამიანური სხეული, და რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობის ძალით – ჩემთვის ეს აბსურდს წარმოადგენს.

აიღეთ შვეიცარული საათი, დადეთ და თქვენთვის წარმოიდგინეთ, არის თუ არა სინამდვილის რაიმე წილი, რომ შვეიცარიული საათი შეიძლება გარემოებათა შემთხვევითი თანხვედრის ძალით გაჩენილიყო, სახელოსნოს გარეშე, ხელოსნების გარეშე? უბრალოდ შემთხვევით ერთად შეერთდნენ რაღაც ელემენტები და შვეიცარიული საათი გამოვიდა. ამის ალბათობა ნულოვანია. ასევე, ჩემი აზრით, ალბათობა იმისა, რომ სამყარო შემოქმედის მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, ღმერთის მონაწილეობის გარეშე – ნულის ტოლია.

ხოლო არგუმენტები იმდენია, რომ ყველა მათგანის მოყვანა შეუძლებელია. არსებობს ფართო ლიტერატურა. წაიკითხეთ მთავარეპისკოპოს ლუკას (ვოინო-იასენეცკის) წიგნი „სული, სამშვინელი და სხეული“, სადაც ის ძალიან საინტერესოდ ამტკიცებს ღმერთის არსებობას ბუნებრივი მოვლენების საფუძველზე, ადამიანის სხეულის აგებულებაზე დაყრდნობით. სხვათა შორის, ის იყო ქირურგი, რომელმაც სტალინის პრემია მიიღო ჩირქოვანი ქირურგიის სფეროში ჩატარებული კვლევისათვის, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ეკლესიის მსახურებას ქირურგიულ პრაქტიკას უთავსებდა. წმინდა ლუკას შემდეგი ფრაზა ეკუთვნის. როდესაც მას ჰკითხეს, როგორაა, რომ გაგარინი კოსმოსში გაფრინდა და იქ ღმერთი არ უნახავს (თუმცა გაგარინს ეს არასოდეს უთქვამს), მან უპასუხა: მე მრავალი წელია ტვინზე ოპერაციებს ვაკეთებ, მაგრამ რამდენი თავის ქალა გავხსენი, მე იქ არასოდეს მინახავს ჭკუა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ამ ტვინში ის არ არსებობს.

ამიტომ, უფრო სერიოზულად მოეკიდეთ იმ არგუმენტებს, რომლებიც ჟღერს არა მხოლოდ სასულიერო პირების ბაგეთაგან, არამედ მეცნიერთა ბაგეებიდანაც, რომელთა შორის ბევრი ღრმად რელიგიური ადამიანია.

კითხვა: ძვირფასო მეუფე ილარიონ, გთხოვთ დამეხმაროთ. როგორ ავუხსნა შვილს, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია? ის ამბობს, რომ მას ეს არ სჭირდება და არ სურს რამე იცოდეს უფლის რწმენის შესახებ. მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილი და ვოცნებობ, რომ ის მორწმუნე ადამიანი გაიზარდოს.

მიტროპოლიტი ილარიონი: მიმაჩნია, რომ თუ თქვენ ძალიან გიყვართ თქვენი შვილი, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუზიაროთ მას ის, რაც თქვენთვის საინტერესოა, რაც თქვენთვის ძვირფასია, ხოლო ამაზე ის როგორ უპასუხებს, ეს მასზეა დამოკიდებული.

იმისთვის რომ ნამდვილად შეიყვარო რწმენა, ღმერთი, ეკლესია, საჭიროა ადამიანი ამ მოწოდებას გამოეხმაუროს, მისმა სულმა უპასუხოს. შეუძლებელია ეს უბრალოდ ბავშვს ჩაუნერგო, შეუძლებელია ის ამაში დაარწმუნო. თუ თქვენ გრძნობთ, რომ იგი გეწინააღმდეგებათ, არ სურს თქვენი მოსმენა, უმჯობესია თავისუფლება მისცეთ. დაე ის თავად მივიდეს ყოველივე ამასთან. თუკი თქვენ მას რამეს თავს მოახვევთ, შეეცდებით ძალით ატაროთ ეკლესიაში, დიდი ალბათობით, ეს კონტრპროდუქტიული იქნება. თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი ვაჟი ჭეშმარიტად რელიგიური ადამიანი გახადოთ, თუკი შეძლებთ მას არა მხოლოდ რაიმე ჩაუნერგოთ, არამედ უპირველეს ყოვლისა უბიძგოთ საკუთარი სულიერი ძიებისკენ, რათა მან დამოუკიდებლად ღმერთთან ურთიერთობის დამყარება ისწავლოს.

კითხვა: ძვირფასო მეუფე ილარიონ, თქვენს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვენ მართლმადიდებელ გოგონებს ურჩიეთ მომავალი მეუღლე ეკლესიაში ეძებონ. მაგრამ ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ თუ ჩვენს სამრევლოში არიან მამაკაცები, ისინი ძირითადად დაქორწინებულები არიან. და თუ ის თავისუფალია, მაშინ ეს არის 40 წლის ცხოვრებისგან გატეხილი, დაკომპლექსებული, წარუმატებელი ადამიანი. მე ლამაზი გოგო ვარ, ტანადი, მაღალი და მეუღლის როლში განვიხილავ მხოლოდ წარმატებულ მამაკაცებს, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახის რჩენა და მომავალი შვილების აღზრდა. ურწმუნოთა შორის მე შევხვდი ადეკვატურ მამაკაცებს კარგი პროფესიით. არსებობს შეხედულება, რომ ასეთი მამაკაცის გვერდით ყოველთვის მხარდაჭერასა და დაცულობას იგრძნობ. მეუფევ, მითხარით, შეიძლება თუ არა ქრისტიანი ქალი ცოლად გაყვეს ურწმუნო ადამიანს?

მიტროპოლიტი ილარიონი: პირველ რიგში, თუკი თქვენ ასეთი ლამაზი, ტანადი და მაღალი ხართ, მაშინ ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ სვამთ ამ კითხვას. მე ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე თქვენზე უკვე ტაციაობა უნდა იყოს და ალბათ უკვე არიან მამაკაცები, ვისაც სურთ თქვენი ხელის და გულის მოპოვება.

მეორეც, თუ თქვენ სვამთ კითხვას, შესაძლებელია თუ არა მორწმუნე ქალიშვილის დაქორწინება ურწმუნო ადამიანზე, მაშინ გაიხსენეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7.14). ეს სიტყვები, მართალია ეხება იმ ქორწინებას, რომელიც უკვე შემდგარია, და არა ისეთ ქორწინებას, რომელიც ჯერ კიდევ იგეგმება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ თქვენ ნამდვილად რელიგიური გოგონა ხართ, და თქვენი ქმარი კი ანტირელიგიური იქნება, ანტიეკლესიურად განწყობილი, ქრისტიანული რწმენით შვილების აღზრდაში წინააღმდეგობას გაგიწევთ, ამან შეიძლება საბოლოოდ დაარღვიოს როგორც თქვენი ბედი, ასევე თქვენი ქორწინების კავშირი. ამიტომ, სანამ ასეთ ადამიანს ცოლად გაჰყვებით, ათჯერ უნდა დაფიქრდეთ. უკიდურეს შემთხვევაში, ასეთი ადამიანი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თქვენ თქვენს ეკლესიურ კუთვნილებას შეინარჩუნებთ, ივლით ტაძარში, ბავშვებს მართლმადიდებლური სარწმუნოებით აღზრდით. და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუკი ადამიანი საერთოდ ურწმუნოა, არაეკლესიურია, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ მასთან ჯვრისწერას, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ქორწინება მყიფე იქნება და შესაძლოა დაიშალოს.

აი, ამიტომაც ჩვენ, მღვდელმსახურები, არასოდეს ვურჩევთ მორწმუნე გოგონებს, თუნდაც ლამაზებს, კოხტებს და წარმოსადეგებს, დაქორწინდნენ ურწმუნო მამაკაცებზე.

ამ ციტატით ვისურვებდი დავასრულო ეს გადაცემა. ეს არის პავლე მოციქულის სიტყვები კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლიდან: „რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7.14).

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ; დაე, ყველას უფალი გფარავდეთ.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური


გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب