მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიის შემოსავლების ირგვლივ არა…

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიის შემოსავლების ირგვლივ არაჯანსაღი აჟიოტაჟი ყველაზე ხშირად ანტისაეკლესიო სპეკულაციებთან არის დაკავშირებული

    

2021 წლის 25 სექტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გადის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: ეს არის დრო გადაცემისა „ეკლესია და მსოფლიო“ ტალეარხ «Россия 24»-ზე, სადაც ჩვენ ყოველ კვირას კითხვებით მივმართავთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. ახლა ის ჩვენთან პირდაპირ კავშირზეა. მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმებით, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: მინდა დავიწყო სახელმწიფო დუმის განვლილი არჩევნებით. წინა მოწვევა ისტორიაში შევიდა ისეთი ფართოდ განხილული გადაწყვეტილებებით, როგორიცაა კონსტიტუციის ცვლილება, საპენსიო ასაკის გაზრდა, რენოვაცია. რას ელით ახალი მოწვევის დუმისგან? რას ურჩევდით მათ, პირველ რიგში საით მიმართონ თავიანთი ძალები?

მიტროპოლიტი ილარიონი: კანონმდებლობა მუდმივ სრულყოფას მოითხოვს. კანონმდებლობაში ბევრი ხვრელია, რომელიც ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმის მიერ უნდა აღმოიფხვრას.

მე მიმაჩნია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს სამ ძირითადი სფეროს, რომელშიც ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება. პირველი – ეს ადამიანების კეთილდღეობაა. ეს უპირველესად იმ ადამიანებს ეხება, ვინც სოციალური პირამიდის ბოლოში ან ბოლოსთან ახლოს არიან, ესენი არიან ღარიბები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მოხუცები – ერთი სიტყვით, ვისაც არ ყოფნით ფული საცხოვრებლად. მე ვფიქრობ, კანონმდებლობა მუდმივად უნდა სრულყოფილდებოდეს, რათა ჩვენს სამშობლოში თითოეულმა ადამიანმა ღირსეულ დონეზე იცხოვროს.

მეორე სფერო, სადაც ჩვენს კანონმდებლებს შეუძლიათ და უნდა გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები, – ეს არის ზნეობრიობა. კანონმდებლობა არ შეიძლება განვიხილოთ მორალისგან განცალკევებით. თუ ჩვენ მივიღებთ ღირებულებებს, რომლებსაც ძალიან ხშირად თავს გვახვევს დასავლეთის ლიბერალური საზოგადოება, ჩვენი ქვეყნისთვის ეს გახდება გზა არსაით. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ტრადიციული ზნეობრივი ფასეულობები, რომლებზეც საუკუნეების მანძილზე იგებოდა კაცობრიობის ცხოვრება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, უნდა განივრცოს, განმტკიცდეს, პოპულარული გახდეს ყველა შესაძლო გზით და, უპირველესად, მასმედიის საშუალებით.

რამდენიმე ხნის წინ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრაგედია მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანმა იარაღი აიღო და უდანაშაულო ადამიანებს ესროლა. ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული საკანონმდებლო ზომები, რომლებიც გამორიცხავს ასეთი უგუნურების მიერ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. მე არ მესმის, საერთოდ რატომ უნდა იყიდებოდეს იარაღი ჩვეულებრივ სამოქალაქო პირებზე. საჭიროა, რომ ჩვენმა კანონმდებლებმა იფიქრონ ამაზე.

ბოლოს, მესამე სფერო, რომელიც პირველთან არის დაკავშირებული, – ეს არის შობადობა. ამასთან მოცემული პრობლემის გადაწყვეტა მჭიდრო კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ჩვენს ქვეყანაში დაბალი შობადობაა. საკანონმდებლო ზომები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ შობადობა გაიზარდოს, გადაუდებლად უნდა იქნეს მიღებული, რადგან თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შემცირდება, ადრე თუ გვიან სხვა ხალხი მოვა ჩვენს შესაცვლელად, რომლებიც დაიპყრობენ ჩვენს ქვეყანას და დაეპატრონებიან.

ე. გრაჩევა: მეუფე, საკანონმდებლო ინიციატივების თემის გაგრძელება. შრომის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უკვე 2022 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ოჯახებს, სადაც მამა არის მშობელი, ხოლო მეუღლე – სუროგატი დედისგან დაბადებული შვილის მშვილებელი, შეუძლიათ მიიღონ დედობრივი კაპიტალი. მსგავსი რამ მანამდე შეუძლებელი იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ყველა არსებული საშუალებით შობადობის გასაზრდელ წახალისებად ჩაითვალოს. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას? როგორია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიის პოზიცია სუროგატული დედობის შესახებ მის ოფიციალურ დოკუმენტებში ცალსახად არის გამოხატული. ეკლესია არ ცნობს სუროგატულ დედობას, და მამისა და დედისგან შვილიერების ღვთივდადგენილ წესრიგში ჩარევად მიიჩნევს. ამრიგად, ნებისმიერი ღონისძიება, სუროგატული დედობის მხარდაჭერისკენ მიმართული, ეკლესიის მიერ მოწონებული ვერ იქნება. როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მიაღწიოს სიკვდილიანობის შემცირებასა და შობადობის ზრდას, მაგრამ არა ტრადიციული ზნეობრივი ღირებულებების დაკარგვის ხარჯზე.

თუ ჩვენ ვისაუბრებთ სიკვდილიანობის შემცირებაზე, მაშინ უკვე წელიწადნახევარია ვცხოვრობთ პანდემიურ პირობებში. ჩვენ პირველებმა გამოვიგონეთ კორონავირუსის ვაქცინა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის მესამედზე ნაკლები არის ვაქცინირებული. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ კამპანია ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის, ვაქცინების პროპაგანდირებისთვის დიდწილად ჩაიშალა. ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ჩვენი ხალხი იმაში, რომ საჭიროა ვაქცინაცია. ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ბევრი ადამიანი იმაში, რომ ვაქცინაცია საჭიროა, შესაძლოა, არა იმდენად თავად მათთვის, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია ახლობლების, მათ გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

მე ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც განაპირობებენ სიკვდილიანობის შემცირებას, ახლა ძალიან მოთხოვნადი და აუცილებელია, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მიმართულია შობადობის გაზრდისკენ. მაგრამ, განვმეორდები, არა ტრადიციული ღირებულებების უარყოფის ხარჯზე.

ე. გრაჩევა: სხვა თემებზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩებოქსარისა და ჩუვაშეთის ეპარქიის მმართველმა თავისი ეპარქიის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელს მსახურება შეუჩერა. მისი სახელია რომან სტეპანოვი. მიზეზი ის იყო, რომ მან მოუწოდა პატრიარქ კირილეს და სხვა მმართველ იერარქებს, საზოგადოებას მოუყვნენ თავიანთი შემოსავლისა და კუთვნილი ქონების შესახებ. რატომ არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქონებისა და შემოსავლების თემა ასეთი მგრძნობიარე და მტკივნეულიც კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის? რატომ არ შეიძლება ამ მონაცემების გასაჯაროვება?

მიტროპოლიტი ილარიონი: პირველი, რამდენადაც მე ვიცი, ამ მღვდელს მსახურება აუკრძალეს არა იმიტომ, რომ მან შემოსავლების გამჟღავნებისკენ მოუწოდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ზნეობრივი სახე არ შეესაბამებოდა მის მაღალ წოდებას. მეორეც, მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის, ეკლესიური ხალხის, სასულიერო პირების შემოსავალი – ეს არ არის ის თემა, რომლის შესახებაც ჩვენ საუბრის უნდა გვეშინოდეს. ჩვენ არ გვეშინია ამ თემაზე საუბარი. მე არაერთხელ მეკითხებოდნენ, და მე ვუპასუხე ამ კითხვებს, როგორია ჩემი შემოსავალი, საიდან მოდის. მე ვისაუბრე ჰონორარებზე, რასაც ვიღებ ჩემი წიგნებისთვის. მე ვიცი, რომ ბევრ სასულიერო პირს საერთოდ არ რცხვენია თავიანთ შემოსავლებზე საუბარი, რადგან ეს შემოსავლები მიღებულია პატიოსანი შრომით. ადამიანი მუშაობს – ის იღებს შემოსავალს, ეს სავსებით ბუნებრივია.

არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც ეკლესიის შემოსავლის თემის ირგვლივ აღმოცენდება, ყველაზე ხშირად სხვადასხვა სახის სპეკულაციასთან, ეკლესიის წინააღმდეგ ცილისწამებასთან არის დაკვშირებული, რომელიც ვრცელდება როგორც ტრადიციული მასმედიის საშუალებით, ასვე სხვადასხვა Telegram-არხებით, რომლებიც თავიანთი ანონიმურობის ძალით არავითარ პასუხისმგებლობას არ ატარებენ კანონის წინაშე, არც ხალხის და არც ღმერთის წინაშე. ამიტომ, ისინი დაუსჯელად ავრცელებენ მრავალფეროვან ინფორმაციას, მათ შორის უამრავ სიცრუეს.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მაყურებელს, არ ენდონ ამგვარი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს, არამედ მოუსმინონ, უპირველეს ყოვლისა, იერარქიის ხმას.

ე. გრაჩევა: ახლა რუსეთის განათლების საკითხის, უფრო სწორად, სწორედ ამ განათლების ნაყოფის შესახებ. ტელეწამყვანსა და ბლოგერს ნასტია ივლეევას, რომელიც ოცდაათი წლისაა, forbs-ის თანახმად, მისი წლიური შემოსავალი 2,7 მილიონ დოლარს შეადგენს. მან მისცა ინტერვიუ და ვერ უპასუხა კითხვებს, მაგალითად, ვინ არის რომანის „მამებისა და შვილების“ ავტორი, რა გვარს ატარებდა პეტრე I. უნდა ითქვას, რომ ამასთანავე ნასტია ივლეევა ახალგაზრდებს შორის ნდობის რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მას თავად არ რცხვენია თავისი მოკრძალებული ცოდნის და ამბობს, რომ ეს მას ხელს არ უშლის კარგად გამომუშავებაში. მაშ, როგორ დავარწმუნოთ ახალგაზრდები სწავლის აუცილებლობაში, თუკი ის პირდაპირ დამოკიდებულებაში შემოსავლის დონესთან უკვე აღარ არის?

მიტროპოლიტი ილარიონი: ცხოვრების ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობით. თუკი ჩვენ ამას არ ვასწავლით ჩვენს შვილებს და სტუდენტებს, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანზეც არ მოვუთხრობთ: რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი.

მატერიალური კეთილდღეობა – ადამიანის ბედნიერების მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. თუკი ადამიანმა ცოტა იცის, თუ ის ცუდად არის განათლებული, მაშინ უფრო განათლებულ ადამიანებთან შეხვედრისას, რომლებმაც მეტი იციან, ის ყოველთვის იგრძნობს საკუთარ უკმარისობას, არასრულფასოვნებას. ეს მოწამლავს მის ცხოვრებას. რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა რაც უფრო განათლებულია ის, მით უფრო სრულფასოვანი და მდიდარია მისი ცხოვრება.

ცოდნის შეძენა აუცილებელია არა მხოლოდ იმისთვის, რომ მატერიალური დაჯილდოება მიიღოთ. მაინც მიუხედავად ამისა, ბევრის გამოცდილება, მე ვიტყოდი, ადამიანების უმეტესობისა, აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტი იცის, თუკი მას შეუძლია ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, მით მეტს იღებს საბოლოოდ.

ე. გრაჩევა: აი, სრულიად სხვა ხასიათის ამბავი: 9 წლის ალისა ტეპლიაკოვა, რომელიც ცნობილი გახდა მთელს ქვეყანაში იმით, რომ რვა წლის ასაკში ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სწავლის დაწყებისას, ბუნებრივია, ყველაზე ახალგაზრდა იყო თავის თანაკურსელებში. ისინი აღნიშნავენ, რომ სასწავლო პროცესში, როგორც პირდაპირ, ასევე დისტანციურად, მას უჭირს, რომ მას ყოველთვის არ ესმის რა ხდება ლექციებზე. მეუფევ, როგორ ფიქრობთ, ღირდა თუ არა ბავშვის გაგზავნა ასეთ ადრეულ ასაკში უნივერსიტეტში სასწავლებლად? რა თქმა უნდა, ბავშვი დიდი ნიჭითაა დაჯილდოებულია, მაგრამ ამით მას ბავშვობა წაერთვას?

მიტროპოლიტი ილარიონი: ბავშვობის ჩამორთმევის საკითხი მშობლებმა უნდა დააყენონ საკუთარი თავის წინაშე, რა თქმა უნდა, თავად ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

შემიძლია მოგითხროთ ჩემი ბავშვობის შესახებ. მე არასოდეს ვყოფილვარ ვუნდერკინდი, მაგრამ გარკვეული გაგებით მოკლებული ვიყავი ბავშვობას, რადგან მთელ თავისუფალ დროს მუსიკის გაკვეთილებზე ვხარჯავდი, და არასოდეს ამის შესახებ არ მინანია. სხვა ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, ზოგი – ფრენბურთს, ზოგი უბრალოდ უსაქმურად ატარებდა დროს, მე კი დღეში მინიმუმ სამი საათი ვიოლინოს ვაწრიპინებდი – მერვე კლასამდე. მაგრამ არ ვნანობ ამას, რადგან საბოლოოდ ამ საქმემ ბევრი რამ მომცა. მართალია, მე არ გავმხდარვარ მევიოლინე, მუსიკოსი, მაგრამ ამან ხელი დიდად შეუწყო ჩემს ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებას. ამ მუსიკის გაკვეთილების მეშვეობით ბევრი რამ გავიგე.

ვფიქრობ, თუ ბავშვს აქვს შესაძლებლობები და განსაკუთრებით გამორჩეული შესაძლებლობები, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარება. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი ადამიანის მაგალითი, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითი, პროფესიული საქმიანობა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყეს. საკმარისია გავიხსენოთ მოცარტი, რომელიც, ჯერ კიდევ ბავშვი, უკვე მუსიკას წერდა და სოლო კონცერტებზე გამოდიოდა.

მე არ ვფიქრობ, რომ ბავშვის ამ ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, თუნდაც ის მნიშვნელოვნად უსწრებდეს თანატოლებს, ნიშნავს, რომ მას ბავშვობა წაართვეს. უბრალოდ მას სხვა ბავშვობა ექნება, უფრო საინტერესო და შინაარსიანი, ვიდრე მის თანატოლებს.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელემაყურებლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც პროგრამის – „ეკლესია და მსოფლიო“ – საიტზე შემოვიდა.

კითხვა: მეუფევ, მე არაერთხელ დავსვი ეს კითხვა გადაცემა „ეკლესიისა და მსოფლიოს“ საიტზე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. რატომ აიგივებს ეკლესია აბორტს მკვლელობასთან? ამას შესახებ სად წერია ბიბლიაში? გთხოვთ, მოიყვანოთ, ციტატა.

მიტროპოლიტი ილარიონი: გიპასუხებთ, ოლგა. ბიბლიაში არ არსებობს ციტატა, რომელიც ლაპარაკობს აბორტის შესახებ, რადგან აბორტი, რამდენადაც შემორჩენილი მოწმობების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, იმდროინდელ ისრაელის ხალხში გავრცელებული არ იყო და, შეიძლება, საერთოდ არც არსებობდა.

ბიბლია არ წარმოადგენს რეკომენდაციების კრებულს ყველა ცხოვრებისეული მოვლენის შესახებ. ადამიანის ცხოვრებაში ბევრი ახალი მოვლენაა, რომელთა შესახებაც ბიბლიაში სიტყვა არ არის ნათქვამი. მაგრამ თუ ბიბლიაში რაღაც არ არის ნათქვამი, ეს არ ნიშნავს რომ ამის გაკეთება შეიძლება.

ეკლესიის თვალთახედვით, ბიბლია წმინდა გარდამოცემის ნაწილს წარმოადგენს. ეკლესიისთვის წმინდა გარდამოცემა არანაკლებ ძვირფასი და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა წერილი. ხოლო ეკლესიის წმინდა გარდამოცემა მისი არსებობისთანავე აბორტს მკვლელობას უთანაბრებდა.

რამდენიმე ციტატას მოგიყვანთ. II საუკუნის აპოლოგეტი ათენაგორა ათენელი: „ქალი, რომელმაც მუცელი მოიშალა, არის მკვლელი და გასცემს პასუხს ღვთის წინაშე, რადგან საშვილოსნოში მყოფი ჩანასახი ცოცხალი არსებაა, რომელზეც უფალი ზრუნავს“. აი, ციტატა წმინდა ბასილი დიდის კანონიკური წესებიდან: „წინასწარი განზრახვით მუცელში ჩვილის მკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება. ვინც ორსულ ქალს მუცლის მოსაშლელ წამალს მისცემს, კაცისმკვლელია, ისევე როგორც მუცლისმოსაშლელი საწამლავის მიმღები“. ბევრი სხვა ტექსტის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ცალსახად აბორტს მკვლელობას უთანაბრებენ.

კითხვა: პატივცემულო მიტროპოლიტო ილარიონ! მე რთული სიტუაცია მაქვს, რომლის გარკვევასაც გთხოვთ. საყოველთაოდ ცნობილია ეკლესიის უარყოფითი პოზიცია აბორტთან მიმართებაში. მღვდელი ქალს არასოდეს მისცემს კურთხევას ასეთი ქმედებისთვის, რეალურად – მკვლელობისთვის. თუ ის გადაწყვეტს ამის გაკეთებას, მაშინ მოჰყვება ეკლესიის სასჯელი ­– უზიარებლობა. მაგრამ, გავიგე, რომ ქმარიც, რომელმაც ცოლის აბორტი დაუშვა, 20 წლით ზიარებიდან განეყენება. მე დავუშვი აბორტი და, რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე არავისთან მისაუბრია, მაგრამ თავად ჩემს თავს ავუკრძალე წმინდა ზიარების მიღება. რამდენად სწორად მოვიქეცი და მაქვს თუ არა შესაძლებლობა, რომ გამოვისყიდო ეს ცოდვა, ან ზიარებასთან მიახლებას მხოლოდ 2038 წელს შევძლებ?

მიტროპოლიტი ილარიონი: თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ მამაკაცს, რომელმაც ხელი შეუწყო აბორტს, ამის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება ისევე, როგორც ქალს, რომელმაც ეს გააკეთა. ამის შესახებ პირდაპირ არის საუბარი „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციების საფუძვლებში“. მაგრამ ამ ცოდვისთვის სასჯელი მისაღებად, თქვენ უნდა მიმართოთ მღვდელს. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა მიხვიდეთ აღსარებაზე, მოყვეთ იმაზე, რა მოხდა, და უკვე მღვდელი განსაზღვრავს სასჯელს. ზიარებისგან თავი შეიკავოთ 20 წლის განმავლობაში თუ ერთი წლის განმავლობაში – ამას მღვდელი გეტყვით.

კითხვა: მე თავს რელიგიურად ვთვლი, თუმცა ეკლესიაში დავდივარ მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე. მე არ მესმის, რატომ არის აუცილებელი ყოველ კვირას ეკლესიაში სიარული და რატომ არის აუცილებელი ზიარების წინ სადღესასწაულო ლოცვაზე დასწრება?

მიტროპოლიტი ილარიონი: თქვენ იცით, რომ საერთოდ ტაძარში მისვლის არავითარი საჭიროება არ არის. თუ თქვენ არ გინდათ, შეგიძლიათ საერთოდ არ წახვიდეთ ტაძარში. ჩვენ ტაძარში მივდივართ არა აუცილებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ გული გვიწევს. ჩვენ ასევე ვიღებთ ზიარებას არა აუცილებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს ღმერთთან შეერთება.

კითხვა იმაზე, თუ რამდენად ხშირად უნდა ვეწვიოთ ტაძარს, არის კითხვა, რომელიც თქვენ თვითონ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს და თავად გასცეთ პასუხი. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ კვირას დადიან ტაძარში. არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე მიდიან. ეს პირველ რიგში დამოკიდებულია თქვენს შინაგან მდგომარეობაზე. არავის შეუძლია დაგაკისროთ ტაძარში სიარულის ვალდებულება. მაგრამ მეჩვენება, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, ცდილობს რაც შეიძლება ხშირად იყოს ამ ადამიანთან და ის არ ამბობს: რატომ არის საჭირო შენთან შეხვედრა კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ, თუ მას მართლა უყვარს ეს ადამიანი. თუ ის შეხვდება ადამიანს მხოლოდ აუცილებლობის გამო, მოვალეობის გრძნობის გამო, ეს ნიშნავს რომ მას არ უყვარს იგი. შესაბამისად, თუ ადამიანი დასვამს შეკითხვას ასეთი სახით: რისთვისაა ტაძარში მისვლა აუცილებელი, მაშინ, ალბათ, ადამიანს საკმარისად არ უყვარს უფალი და ეკლესია.

შეეცადეთ გააღვივოთ თქვენში სიყვარული ეკლესიისადმი, ღვთისმსახურებისადმი. შეეცადეთ შეისწავლოთ ღვთისმსახურება, ღვთისმსახურების სიტყვებს მოსმენა, ჩაწვდეთ მის აზრს, ის გაიხსნება თქვენთვის ახალი და ახალი წახნაგებით.. მაშინ თქვენ უკვე აღარ იკითხავთ, რაშია ღვთისმსახურებაზე წასვლის აუცილებლობა, არამედ გამოიყენებთ ყოველ შესაძლებლობას ღვთისმსახურებაზე წასასვლელად, ტაძარში სამყოფელად, ღმერთთან სამყოფელად, ღვთისმსახურების სიტყვებთან საზიარებლად.

კითხვა: ძვირფასო მეუფევ, გამარჯობა! მითხარით, მართალია, რომ წმინდა წერილის ზოგიერთი ნაწილი ვატიკანის გავლენით დაიკარგა ან გადაიწერა და რედაქტირებული იქნა შუა საუკუნეების კათოლიკურ მონასტრებში? მადლობა.

მიტროპოლიტი ილარიონი: თუკი მოკლედ ვუპასუხებთ, ეს სიმართლე არ არის. თუ ცოტა უფრო დეტალურად ვუპასუხებთ, მაშინ უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ წმინდა წერილი დაახლოებით ათას ხუთასი წლის განმავლობაში არსებობდა მხოლოდ ხელნაწერების ტრადიციით, ეს ნიშნავს რომ მას ხელით იწერდნენ ბერძნულ ენაზეც, ჩეხურ ენაზეც, ლათინურ ენაზე, როგორც ეს იყო დასავლეთში. რასაკვირველია, გადაწერისას ტექსტში შეიძლება გაიპაროს გარკვეული შეცდომები, გამოტოვებები, ცვლილებები. მთელი უზარმაზარი სამეცნიერო სფერო არსებობს, რომელსაც ბიბლეისტიკა ეწოდება და ბიბლიური ტექსტოლოგიით არის დაკავებული, ანუ ბიბლიის ტექსტის ისტორიით.

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არავინ, არც ვატიკანში, არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში, სპეციალურად არ ცვლიდა წმინდა წერილის ტექსტებს და არ იღებდა მისგან ამა თუ იმ ფრაგმენტს, მაგრამ რადგან ტექსტი ხელნაწერითი ტრადიციით არსებობდა, მართლაც არის ერთი და იგივე ტექსტის მრავალი ვარიანტი, ერთი და იმავე ფრაზის. კრიტიკული ბიბლეისტიკა სწორედ ამით არის დაკავებული. ბიბლიის თანამედროვე გამოცემები, როგორც წესი, ემყარება კრიტიკული ბიბლესტიკის მიღწევებს, ანუ ხელნაწერით ტრადიციაში არსებული ტექსტის ყველა სიმრავლიდან, როგორც წესი, ყველაზე საიმედო გამოირჩევა.

კითხვა: შეუძლია თუ არა სუროგატ დედას, რომლის შვილიც მასთან დარჩა, ამ ბავშვის ნათლია გახდეს, რათა მათ შორის კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩემი პასუხი ცალსახაა – არ შეუძლია. სუროგატი დედა საერთოდ ვერ გახდება ნათლია, რადგან მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც შეუთავსებელია ეკლესიის სწავლებასთან. თუ მან ამის შესახებ იცოდა [და გააკეთა], მაშინ მას რა შეუძლია ასწავლოს ბავშვს? და თუ მან ამის შესახებ არ იცოდა, მით უმეტეს, რის სწავლას შეძლებს ის ბავშვისთვის?

ნათლია შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ქალი, რომელიც ენდობა ეკლესიას, ცხოვრობს საეკლესიო წესდებების თანახმად და არ დაუშვებს იმას, რაც ეკლესიის მიერ პირდაპირ აკრძალულია.

ვისურვებდი ეს გადაცემა დავასრულო პავლე მოციქულის სიტყვებით რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან: „რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა“ (რომ. 6.23).

გისურვებთ ყოველივე სიკეთეს. თავს მოუფრთხილდით, თქვენს ახლობლებს მოუფრთხილდით და უფალი გფარავდეთ ყველას.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب