მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ალექსანდრე ნეველში სახელმწიფო სიბ…

მიტროპოლიტი ილარიონი: ალექსანდრე ნეველში სახელმწიფო სიბრძნე შერწყმული იყო პიროვნულ სიწმინდესთან


2021 წლის 18 სექტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გადის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: ეს არის დრო გადაცემისა „ეკლესია და მსოფლიო“ ტალეარხ «Россия 24»-ზე, სადაც ჩვენ ყოველ კვირას კითხვებით მივმართავთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. ახლა ის ჩვენთან პირდაპირ კავშირზეა. მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმებით, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: 12 სექტემბერს სახელმწიფო მასშტაბის დიდი დღესასწაული იყო: მთავარ ალექსანდრე ნეველის დაბადების 800 წელი შესრულდა. აღვლენილი იქნა ლიტურგია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, რომელიც პატრიარქმა კირილემ აღასრულა. გაიხსნა დიდი მემორიალური კომპლექსი ფსკოვის ოლქში „ალექსანდრე ნეველი დრუჟინასთან ერთად“. რაში მდგომარეობს დღეს ალექსანდრე ნეველის ღვაწლის მნიშვნელობა და აქტუალობა? როგორ ხედავს მას დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია?

მიტროპოლიტი ილარიონი: ალექსანდრე ნეველი მართლმადიდებელი ეკლესისთვის წმინდანია, ხოლო რუსეთის სახელმწიფოსთვის – ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე მთელ მის ისტორიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რადგან ადამიანში ძალზედ იშვიათად არის შერწყმული სახელმწიფო სიბრძნე პიროვნულ სიწმინდესთან. ალექსანდრე ნეველს კი ერთიც ჰქონდა და მეორეც.

ეს იყო გარდამტეხი მომენტი რუსეთის ისტორიაში, საკითხი იდგა წმინდა რუსეთის ყოფნა-არ ყოფნაზე. სამხრეთიდან მონღოლთა ურდოების შემოტევა ხორციელდებოდა, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ჯვაროსნები მოდიოდნენ, რომლებსაც ჩვენი კულტურული კოდის განადგურება და ჩვენი გადაკოდირება სურდათ დასავლურ მანერაზე და კათულიკურ ყაიდაზე. თუმცა გამოწვევები ძალიან სერიოზული იყო და ქვეყანას რელური საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ალექსანდრე ნეველმა იპოვა საკუთარ თავში ძალები და ვაჟკაცობა იმისა, რომ წინაღდგომოდა როგორც დასავლეთიდან, ისე სამხრეთიდან მომდგარ მტერს. მან შეძლო ხალხის ერთ მუშტად შეკვრა, მეომრების განწყობა საბრძოლველად საბოლოო გამარჯვებამდე. იგი გახდა მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და გამარჯვების, სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და პიროვნული სიწმინდის სიმბოლო.

შემთხვევითი არ იყო ამ სიმბოლოს მიმართ პეტრე I-ის ინტერესი, რომელიც ახალი რუსეთისთვის, რომელსაც აშენებდა, იგი ერთგვარ სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და ზნეობრივ იდეალს ეძებდა.

ალექსანდრე ნეველის გახსენება შემთხვევითი არ ყოფილა მაშინაც, როცა საბჭოთა კავშირს თავს დაესხა ფაშისტური გერმანია. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს არსებობს ალექსანდრე ნეველის როგორც სახელმწიფო, ისე საეკლესიო ორდენიც. სახელმწიფო მას პატივს მიაგებს როგორც მხედართმთავარს, გამოჩენილ მმართველს, ეკლესია კი როგორც – წმინდანს, და ამის შესახებ უწმინდესმა პატრიარქმა შეგვახსენა თავის ქადაგებაში ალექსანდრე ნეველის ლავრაში. მან შეგვახსენა იმ დიდი პასუხისმგებლობის თაობაზე, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ თითოეულ ადამიანს აკისრია, და იმის შესახებ, რომ მიწიერი ხელისუფლება შეიძლება შერწყმული იყოს ადამიანის პიროვნულ სიწმინდესთან.

ე. გრეჩევა: გადავიდეთ საეთაშორისო თემებზე. ჩერნოგორიაში ვაკვირდებით მორიგ პოლიტიკურ დაპირისპირებას საერო და საეკლესო ხელისუფლებებს შორის. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროლოლიტის ინტრონიზაციისას იერარქმა ბრალი დასდო ჩერნოგორიის პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩს უწესრიგობების ორგანიზებაში. პასუხად ჯუნკოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ გავხდით მოწმენი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩერნოგორიის ხელისუფლების დიდი სირცხვილისა, – სირცხვილისა, რომელიც უპრეცედენტოა ჩერნოგორიის სახელმწიფოს დიდი ხნის ისტორიაში და ასევე, მართლმადიდებლობის მთელ ისტორიაში“. საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა. რომელ სირცხვილზეა ლაპარაკი ამ შემთხვევაში? რა აქვს მხედველობაში მილო ჯუნკოვიჩს?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, ჩერნოგორიის პრეზიდენტი ჯუკანოვიჩი იმას გულისხმობს, რომ სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორიგ ჯერზე დაადგინა თავისი იერარქი ჩერნოგორიის მიწაზე. როგორც თავის დროზე პოროშენკოს ოცნებად ჰქონდა შეექმნა „უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესია“, ასევე ჯუკანოვიჩის ოცნებაა, შექმნას „ჩერნოგორიის დამოუკიდებელი ეკლესია“. ამიტომ, არის რა ქვეყნის პრეზიდენტი, მხარს უჭერს არა იმ კანონიკურ ეკლესიას, რომლის მრევლიცაა მისი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, არამედ საეპისკოპოსო და სამღვდელო შესამოსლებში გადაცმული რამდენიმე ავანტურისტისგან შემდგარ რომელიღაც სქიზმატურ დაჯგუფებას.

სინამდვილეში ჩერნოგორიისთვის სამარცხვინოა ის, რომ მას ასეთი ლიდერი მართავს, რომელსაც არ შეუძლია მთელი ქვეყნის მოსახლეობის გაერთიანება, რომელიც ქვეყნის გაყოფაზე და კონფლიქტების შექმნაზე მუშაობს. სირცხვილი ის იყო, რომ სერბეთის პატრიარქმა, რომელიც იმისათვის ჩავიდა, რომ ჩერნოგორიის მიტროპოლიტის ინტრონიზაცია აღესრულებინა, ვერ მოახერხა ცეტინამდე მშვიდად მისულიყო, სადაც ინტრონიზაცია უნდა შემდგარიყო, ვინაიდან ჯუკანოვიჩის მომხრეებმა ამ საზეიმო პროცესისთვის ხელის შესაშლელად ხალხი გამოიყვანეს. პატრიარქს ვერტმფრენით მოუხდა ადგილზე მისვლა. არსებობს კადრები, როგორ გადმოდის ის ვერტმფრენიდან, სამხედროები კი მას და ჩერნოგორიის გამორჩეულ მიტროპოლიტს ფარებით იცავენ, რომ სნაიპერებმა არ დახოცონ. აი, ეს ნამდვილი სირცხვილია ჩერნოგორიისთვის, და პასუხისმგებლობა ამ სიცხვილზე ჩერნოგორიის პრეზიდენტის, ბატონ ჯუკანოვიჩის სინდისზეა.

ე. გრაჩევა: 16 სექტემბერს ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ცალკე კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა თემას, თუ როგორ უნდა რეაგირებდეს ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქის ქმედებებზე. კონფერენცია ფრიად წარმომადგენლობითი იყო: გამოვიდა პატრიარქი, მონაწილეობდნენ სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ხომ არ აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას იმის შიში, რომ მართლმადიდებელი ადამიანები, უბრალო მრევლი, ამ საეკლესიო ცილობის ფონზე, უბრალოდ, ზურგს შეაქცევენ ეკლესიას, დაიღლებიან მსგავსი ახალი ამბების მოსმენით იმ კონფერენციების შესახებ, სადაც მსჯელობენ, თუ ვინ ვისთან მეგობრობს და ვის წინააღმდეგ?

მიტროპოლიტი ილაარიონი: ვგონებ, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ადამიანი არასდროს განუდგება ეკლესიას. ეკლესიას შეიძლება ზურგი აქციოს ისეთმა ადამიანმა, რომლის რელიგიურობაც ზედაპირულია, ვინც არ გრძნობს, რომ ეკლესია – ეს არის სივრცე, სადაც ცხოვრობს და მოქმედებს ღმერთი; ვისაც ადამიანური რეალობის მიღმა არ ძალუძს დაინახოს ეკლესიაში საღვთო დასწრების რეალობა.

ეკლესია ადამიანებისგან შედგება. ადამიანები ეკლესიაში მოდიან თავიანთი ცოდვებით, ვნებებით, პრობლემებით და, სამწუხაროდ, არც მღვდელმსახურები არიან ადამიანური ცოდვების, სისუსტეებისა და ვნებებისგან თავისუფლები. ზოგჯერ ეს ადამიანური სისუსტეები და ვნებები ზეგავლენას ახდენს იმაზე, რასაც ჩვენ ეკლესიის პოლიტიკას ვუწოდებთ ან – ეკლესიის გეოპოლიტიკას, როცა ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესიები ერთმანეთში დავობენ, ან როდესაც ესა თუ ის ადამიანი ისაკუთრებს უფლებამოსილებას, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნის.

უკანასკნელ წლებში ჩვენ შვეჯახეთ კონსტანტინეპოლის პრეტენზიებს განსაკუთრებულ პრივილეგიებზე მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლებიც ენათესავება რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში პაპის უფებამოსილებას. მაგრამ თუკი დასავლურ კათოლიკურ ტრადიციაში არსებობს ეკლესიის მართვის ეს პაპური სისტემა, როდესაც მთელი ეკლესიის ზემდგომად ერთი ადამიანია აღიარებული, რომელიც ქრისტეს ადგილმონაცვლედ აღიქმება, ჩვენს მართლმადიდებლურ ტრადიციაში ასეთი რამ არასდროს ყოფილა. მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ადგილობრივი ეკლესიების ოჯახი, რომელთა წინამძღვრებიც ერთმანეთში თანასწორნი არიან, მიუხედავად მათ შორის არსებული გარკვეული რიგითობის წესისა. ამ რიგითობით ეწყობიან ისინი, როდესაც ერთობლივ საღმრთო ლიტურგიას აღასრულებენ. ამ წეს-რიგის თანახმად, რომელმაც თითქმის XI საუკუნემდე იარსება, პირველი იყო რომის ეპისკოპოსი, მის მერე მეორე მოდიოდა კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი, შემდეგ უკვე – სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები.

მას შემდეგ, რაც XI ს-ში თანაზიარების კავშირი გაწყდა კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის, პირველობა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში ბუნებრივად გადავიდა კონსტანტინეპოლის პატრიარქთან, მაგრამ ეს პირველობა იყო და რჩება პატივის მიხედვით. როდესაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი იწყებს ხელმწიფებრივი ხელისუფლების გამოვლენას, აცხადებს იმის შესახებ, რომ შეუძლია ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის საქმეებში ჩაერიოს, შეუძლია ეკლესიების საზღვრები შეცვალოს, რომ თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 300 წლის წინანდელი აქტები და შეთანხმებებიც კი შეუძლია გაუქმოს, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ვერ დაეთანხმებიან.

აი, რაზე ვლაპარაკობდით ქრისტე მაცხოვრის ტაძარში. აი, რაზე ლაპარაკობდნენ უწმინდესი პატრიარქი კირილე და სტუმრები სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.

ე. გრაჩევა: ახლა უკრაინის ახალ ამბებს შევეხოთ. უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა ქვეყანას მოუწოდა, უარი თქვან კირილიცაზე და მთლიანად გადავიდნენ ლათინიცაზე. ამასთან, იგი გამოდის ორი სახელმწიფო ენის შემოტანის ინიციატივით. მეორე, რა თქმა უნდა, მისი აზრით, ინგლისური უნდა გახდეს, თანაც, საბავშვო ბაღიდან. „ლაპარაკია ცივილური ურთიერთობის საშუალებაზე, რომელსაც ყველა უნდა ფლობდეს“. თქვენი აზრით, დაეხმარება თუ არა ინგლისური ენა უკრაინის ინტეგრირებას იმ დასავლურ ცივილიზაციასთან, რომელზეც დანილოვი ლაპარაკობს?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, ამგვარი მოწოდებები, ალბათ, წინასაარჩევნო ლოზუნგების რიცხვს მიეკუთვნება. ისინი დამიზნებულია გარკვეულ აუდიტორიაზე და არ გამოხატავს უკრაინაში არსებულ რეალობას.

უკრაინა – ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ უკრაინულად და რუსულად. ორივე ენისთვის ტრადიცილი შრიფტია კირილიცა, და არა – ლათინიცა. არასდროს არც რუსები, არც უკრაინელები ლათინიცაზე არ წერდნენ. მე ვფიქრობ, რომ ბევრი უკრაინელისთვის ლათინიცაზე ასეთი გადასვლა კულტურული შოკი იქნებოდა. მაგრამ საქმე ეს კი არა, ისაა, რომ უკრაინელი ხალხის კულტურული იდენტობის გადაკოდირება შეუძლებელა, თუნდაც რომ შეეცადონ უკრაინული ენის ლათინიცაზე გადაყვანას.

უფრო მეტიც, არასდროს მოხდება რუსული ენის ინგლისურით ჩანაცვლება, რადგან, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის გამოცდილება აჩვენებს, იქ სადაც ოდესღაც მიღებული იყო რუსული ენა მეორე ენად საერთაშორისო ურთიერთობისათვის, ადამიანები რეალურად ფლობდნენ ამ ენას. ხოლო იქ, სადაც ახლა შემოსულია ინგლისური ენა, ადამიანები ამ ენას არ ფლობენ. თქვენ რომ ამაში დარწმუნედეთ, საკმარისია ჩახვიდეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე სახელმწიფოში და ნახოთ, როგორ „ლაპარაკობენ“ იქ ინგლისურ ენაზე.

ე. გრაჩევა: განვაგრძოთ თემა კირილიცასთან და რუსულ ენასთან ბრძოლის შესახებ. ესტონეთის პარლამენტში არის პარტია „ოტეჩესტვო“ („Отечество“, „სამშობლო“), რომელმაც ამ დღეებში წარმოადგინა ესტონური ენის დაცვის გეგმა. მის საფუძველში დევს რესპუბლიკაში განათლების დერუსიფიკაცია. საიდან რუსულის ენის ასეთი შიში, როგორსაც ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ესტონეთში და უკრაინაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც? რას უკავშირდება ეს შიში? გამართლებულია თუ არა ის?

მიტროპოლიტი ილარიონი: ესტონეთშიც, უკრაინაშიც და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც ის პოლიტიკოსები, ვინც რუსული ენის ამოსაძირკვად გამოდიან, ფაქტიურად იმის წინააღმდეგ გამოდიან, რომ მათ სახელმწიფოში არსებობდეს რუსი ან რუსულენოვანი მოსახლეობა. აქ საუბარი არა არის მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანზე, რომელიც ამ სახელმწიფოებმა თუ პოლიტიკოსემა გააკეთეს, საუბარი კიდევ ადამიანის ელემენტარულ უფლების დარღვევაზეა, იმიტომ რომ, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე. თუნდაც ის ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდეს, სადაც ეს ენა არ არის უმრავლესობის ენა.

მაგალითის სახით ხშირად მომყავს შვეიცარია. იქ ოთხი სახელმწიფო ენაა: გერმანული, ფრანგული, იტალიური და რუმინელი. რუმინულ ენაზე სულ რამდენიმე სოფელი ლაპარაკობს, მაგრამ მაინც აქვს მას სახელმწიფო ენის სტატუსი. შევიცარიაში პატივს სცემენ ყველა ენას, კულტურას და ტრადიციას, რომლებიც ამ ქვეყნისათვის მისი კულტურული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნების ნაწილია.

ასეა ჩვენს ქვეყანაშიც. თუ ჩვენ შევხედავთ, რამდენ ენაზე ლაპარაკობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ვნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობის საერთო ნაციონალური ენა – ეს არის რუსული ენა, მაგრამ თათარისტანში ლაპარაკობენ თათრულ ენაზე, ოსეთში – ოსურზე, ბურიატიაში – ბურიატულზე და ა.შ. ყველგან მიიღება ძალისხმევები იმისათვის, რომ ვითარდებოდეს ადგილობრივი ენები, რომ ისინი არ მოკვდნენ, ისწავლებოდეს სკოლებში, მაგრამ ამასთანავე არსებობს ერთაშორისი ურთიერთობის ენა, რომელიც ჩვენი უზარმაზარო ქვეყნის ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთთან იურთიერთონ. ვერასდროს გამოდევნის ინგლისური რუსულ ენას.

ხოლო თუ ლაპარაკია რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, მაშინ სწორედ ამისთვის მიიღება ასეთი ზომები და ჟღერდება ასეთი ინიციატივები.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა, რომლებიც პროგრამის – „ეკლესია და მსოფლიო“ – საიტზე შემოვიდა.

კითხვა: მოგესალმებით, მეუფევ. ვითხოვ თქვენს განმარტებას, ეკლესიაში წმინდანთა გარაცვალების დღეს რატომ უწოდებენ დღესასწაულს? როგორ შეიძლება იზეიმო ყოვლადწმიდა ღბვთისმშობლის მიძინება ან იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა? ჩემი აზრით ეს დღესასწაულები კი არა, მოსახსენიებელი დღეებია.

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიაში არსებობს სიკვდილზე წარმოდგენა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება სიკვდილის შესახებ ზოგადმიღებული წარმოდგენისგან. ჩვენ სიკვდილს აღვიქვამთ როგორც მარადიულ ცხოვრებაში გადასვლას. ჩვენ ვდღესასწაულობთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას იმიტომ, რომ მისთვის ეს მოვლენა, მისი სიკვდილი, მისი აღსასრული გახდა მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა. რომ გავიგოთ, თუ რატომ ვდღესასწაულობთ ამ მოვლენას, უნდა შევხედოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. მასზე გამოსახულია ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც კეთილმშვენივრად წევს სასიკვდილო სარეცელზე, მის გვრდით კი უფალი იესო ქრისტე დგას, და ხმას ელში მის სული უჭირავს, რომელიც საფენებში გახვეული ჩვილის სახით გამოიხატება.

ეს, რა თქმა უნდა, სიმბოლური გამოსახულებაა, მაგრამ ის ბევრს ლაპარაკობს სიკვდილის აღქმაზე ქრისტიანულ ტრადიციაში. სიკვდილი ჩვენთვის მარადიულ ცხოვრებაში გასავლაა, მარადიულ ცხოვრებაში დაბადებაა, როდესაც ადამიანი კვდება, მისი სული ჩვილს ემსგავსება, ის იწყებს ახალ გზას სხვა სასუფეველში, რომელსაც იესო ქრისტე ცათა სასუფეველს უწოდებდა. თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი ღირსი ხდება ცათა სასუფეველში გადასვლისა, და არ მიდის მარადიულ სატანჯველში საკუთარი ცოდვებისათვის.

როდესაც ეკლესია წმინდანთა ხსოვნას აღნიშნავს, მათ შორის, ვინც ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა, როგორც იოანე ნათლისმცემელი, ის დღესასწაულობს მათი ცხოვრების ღვაწლს-გმირობას. ეკლესია წუთისოფელს წარმოუჩენს ამ წმინდანებს, როგორც სულიერ და ზნეობრივ მაგალითს ჩვენი თამამედროვეებისათვის, ახსენებს თითოეულ ადამიანს, რომ სიკვდილი – ეს არ არის ცხოვრების დასასრული, როდესაც მიწიერი ცხოვრება წყდება, მის შემდგომ კი არაფერი ხდება. სიკვდილს არის მარადიულიბაში გადასვლა; თითოეული ადამიანის ცხოვრებისეული მოღვაწეობის დაგვირგვინება. როდესაც წმინდანებს მითი ხსოვნის დღეს ვადიდებთ, ამით ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მათი ცხოვრების ღვაწლს ვადიდებთ, ასევე ვიხსენებთ ქრისტიანული ცხოვრების მიზანს და როგორ უნდა აღიქვას ქრისტიანმა სიკვდილი.

კითხვა: მოგესალმებით, მეუფევ ილარიონ. ძალიან მაინტერესებს მეფე ნიკოლოზ II-ის ოჯახის ნეშტის შესწავლის შედეგები. აღიარა თუ არა ჩვენმა ეკლესიამ მისი ნამდვილობა?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ ვემზადებით სამღვდელთმთავრო კრებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. კრებაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ეკატერინებურგის ნეშტთა ნამდვილობის საკითხზე. უკვე ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპერტიზა დაბეჯითებით აჩვენებს, რომ ეკატერინებურგთან მოპოვებული ნეშტები ნამდვილად ეკუთვნის მეფის ოჯახს. მაგრამ იმისათვის, რომ ეკლესიამ ეს აღიაროს, საჭიროა, რომ ყველა მღვდელთმთავარი გაეცნოს ექსპერტიზის შედეგს. მე ვფიქრობ, რომ როგორც კი ეს გაცნობა მოხდება, – ალბათ ნოემბერში სამღვდელთმთავრო კრებაზე, – ეკატერინებურგის ნეშტთა ნამდვილობას ეკლესია შეიწყნარებს.

მაგრამ მოდით, ნუ ვიჩქარებთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. მღვდელთმთავრებს სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ იმ ინფორმაციაზე რეაგირებისათვის, რომელსაც ისინი მიიღებენ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ცოტა ადამიანისთვისაა ცნობილი. ამ ინფორმაციას ფლობენ, კერძოდ, წმინდა სინოდის წევრები, რადგან იქ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, მოვისმინეთ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის მოხსენება და გავეცანით ექსპერტიზის შედეგებს, მაგრამ წმინდა სინოდის სხდომაზე ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ გამოგვიტანია. ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მას გამოიტანს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის უმაღლესი ორგანო – სამღვდელთმთავრო კრება.

კითხვა: მოგმართავთ თქვენ, როგორც აღიარებულ ექსპერტს წმინდა წერილის შესწავლის დარგში. შეიძლება ჩემი შეკითხვა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ სწავლის პროცესში აღმეძრა სურვილი, წამეკითხა სახარება ინგლისურ ენაზე. რომელი თარგმანით სჯობს რომ ვისარგებლო? რა შეგიძლიათ მირჩიოთ?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე საერთოდ ვფიქრობ, რომ სახარების კითხვა ინგლისურ ან სხვა რომელიმე ენაზე – ეს ძალიან კარგი მეთოდია ენის ასათვისებლად. განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანისთვის, რომელმაც კარგაც იცის სახარების ტექსტი. უფრო მეტიც, მე ყოველთვის ვიწყებდი იოანესაგან სახარებით, იმიტომ რომ, ამ სახარებაში ძალინ ხშირია სიტყვების გამეორება. გაიხსენეთ მისი დასაწყისი: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“ (იოანე 1:1-3), ანუ მუდმივად მეორედება ერთი და იგივე სიტყვები – ბერძნულზეც, – რომელზეც ის დაიწერა, – რუსულზეც, რომელზეც ჩვენ ვკითხულობთ, ინგლისურზეც [ქართულზეც]. თუ ამ სახარებიდან დაიწყებთ და ბოლომდე გახვალთ, მერე შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა სახარებებზე, პავლე მოციქულის ეპისტოლეებზე.

თუ იმაზე ვილაპარაკებთ, რომელი თარგმანით ისარგებლოთ – არსებობს ტრადიციული ძველი თარგამანი, რომელსაც ეწოდება King James Version. ეს თარგმანი დღეს ინგლისელების მიერ მიიღება დახლოებით ისე, როგორც აღვიქვამთ სლავურ ენას, ანუ იქ ძალიან მოძველებულ ენად ითვლება – ეს ის ენაა, რომელზეც შექსპირი ლაპარაკობდა.

თუკი უფრო თანამედროვე თარგმანებს მივმართავთ, მაშინ ვფიქრობ, ყველაზე შესაფერისი ვერსია იქნება, რომელსაც ეწოდება Revised Standard Version. ეს შემოწმებული თარგმანია და იმ ტენდენციებისგან თავისუფალია, რომლებითაც შეღებილია ბევრი თანამედროვე თარგმანი, სადაც ტექსტი არა მხოლოდ გადმოიცემა, არამედ ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვნად მახინჯდება მთარგმნელების მიერ ამა თუ იმ მიკერძოების გამო.

მინდა ეს გადაცემა დავასრულო პავლე მოციქულის სიტყვებით ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“ (ებრ. 12.14).

გისურვებთ ყოველივე სიკეთეს, დაე, უფალი გფარავდეთ ყველას.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب