მთავარი გვერდი ახალი ამბები
ეკლესიის კრებსითმა გონებამ შეფასება უნდა მისცეს პატრიარ…

ეკლესიის კრებსითმა გონებამ შეფასება უნდა მისცეს პატრიარქ ბართლომეოსის მოქმედებებს, – აცხადებს უმე-ს საქმეთა მმართველი


უკრაინაში ჩამოსულმა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უარი თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათასობით მრევლს შეხვედროდა კიევში უმაღლესი რადას შენობასთან. ამ ვიზიტის დროს, რომლისგანაც ქვეყანაში კონფლიქტების გამწვავებასა და საეკლესიო განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავებას ელოდებიან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ „რია-ნოვოსტის“ კორესპოდენტს უამბო, თუ მოვლენების როგორი განვითარებისთვის ემზადება კანონიკური ეკლესია, როგორ აფასებს ის შექმნილ ვითარებას, მზად არიან თუ არა ადგილობრივი ეკლესიები სარწმუნოების სიწმინდის დასაცავად და აუცილებელია თუ არა გაგრძელდეს მათი დიალოგი „ამანის“ ფორმატში.

– მეუფევ ანტონი, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კიევში ჩამობრძანდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი. ადრე ლაპარაკი იყო პაპი ფრანცისკეს შესაძლო ვიზიტზეც. როგორ აფასებენ ამ რელიგიური მოღვაწეების ვიზიტს კიევში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში? რჩება თუ არა ძალაში მისი სამღვდელოების უარი ბართლომეოსის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე?

– თუკი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელთა რიტორიკით ვიმსჯელებთ, რომის პაპის ვიზიტი უკრაინაში ალბათ არ შედგება, რადგან მის მზადებაზე არაფერი ყოფილა ნათქვამი. რაც შეეხება პატრიარქ ბართლომეოსის ჩამოსვლას, ამის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე თვის წინ. ზოგიერთი ექსპერტი პროგნოზირებს, რომ ეს მოვლენა კატალიზატორი გახდება რელიგიური ვითარებისა ჩვენს ქვეყანაში. საქმე ისა, რომ აღნიშნული ვიზიტი და ფანარას მეთაურის მიღება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, „მეუ“-ს მომხრეების მიერ შეიძლება აღქმული იქნეს როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესასუსტებლად მათი ძალისხმევის მხარდაჭერის სიგნალი, რასაც სავსებით შესაძლებელია მოჰყვეს კანონიკური ეკლესიის სამრევლოებსა და ტაძრებზე რეიდერული შემოტევების ახალი ტალღა. ამ კონტექსტში ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ დაგეგმილ ღონისძიებებში თუკი იქ, კიევის სოფიის ტაძარში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დელეგაცია იქნება, რადგან სწორედ ფანარა და მისი მეთაურია ბევრწილად პასუხისმგებელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევაში. როგორ უნდა დადგე მათ გვერდით, ვისმა გადაწყვეტილებამაც უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მამაპაპისეული სარწმუნების დაცვა სურთ, ამდენი ბოროტება და უბედურება მოუტანა?

– „მეუ“-ს ავტოკეფალიის ე.წ. ტომოსის ხელმოწერასთან „სტავროპიგიის“ თემაც ფიგურირებდა – წარმომადგენლობები, რომლებიც მფლობელობაში კონსტანტინეპოლს უნდა გადაეცეს. ახლა ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ პატრიარქ ბართლომეოსის ჩამოსვლის წინ ხელისუფლებამ შეიძლება მას გაუკეთეოს ასეთი „საჩუქარი“ – „სტავროპიგიის“ სახით პრეზენტად გადასცეს კანონიკური ეკლესიის რომელიმე ტაძარი ან მონასტერი. რამდენად რეალურია მოვლენების ამგვარი განვითარება და, საერთოდ, დაცულია თუ არა ეს შეთანხმება სტავროპიგიებთან დაკავშირებით და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რომელ ტაძრებს ემუქრება საშიშროება?

– 2018 წელს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას უკრაინასა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შორის. ამასთან, ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ დოკუმენტს ერთვოდა უკრაინული ტაძრების ჩამონათვალი, რომელთა გადაცემის ვალდებულებასაც ფანარას განკარგულებაში თავის თავზე იღებდა მაშინდელი ხელისუფლება პოროშენკოს სახით. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, ამის თქმა მიჭირს. თუმცა აღვნიშნავ, რომ 2019 წელს უმაღლესი რადის სპიკერმა ანდრია პარუბიმ საჯაროდ განაცხადა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთვის ოცამდე ყველაზე ძველი და კეთილმოწყობილი მონასტრისა და ტაძრის შესაძლო გადაცემის შესახებ. მათ რიცხვში ასახელებდნენ კიევ-პეჩერის ღვთისმშობლის მიძინების ლავრას, მიძინების საძმოს ლვოვში, მეჟიგორის ფერისცვალების მონასტერს, კიევის ღვთისგანცხადების საძმოს, მანიავსკის მონასტერს.

– რუსეთის ნათლობის ზეიმთან დაკავშირებულ ლიტანიობაში ეკლესიის მონაცემებით 350 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, უკრაინის პოლიციის მონაცემებით – 55 ათასი. თქვენი აზრით, რატომ არის ციფრებში ასეთი დიდი განსხვავება?

– წინა წლებში განგებ ხდებოდა რუსეთის გაქრისტიანების დღესთან დაკავშირებულ ჯვრით მსვლელობაში მონაწილე მორწმუნეთა რიცხვის შემცირება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას არ სურდა, საზოგადოებას კანონიკური ეკლესიის მხარდაჭერა დაენახა. თუმცა მთელი მათი ძალისხმევა ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ფაქტს ეჯახებოდა და იმსხვრეოდა – ეს იყო ზღვა ხალხის კადრები ტელევიზორების ეკრანებიდან. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი კადრებიც ადამიანთა უსასრულო ნაკადისა, რომელიც ვლადიმერის გორაკიდან კიევ-პეჩერის ლავრისკენ მიედინებოდა, თვითონ ლაპარაკობს საკუთარ თავზე. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება არაფრის მტკიცება, ყველაფერი ისედაც მშვენივრად ჩანს. სხვათა შორის, პოლიციის მადლობელი ვართ მონაცემების გაჟღერებისთვის. ადრე, საერთოდ, აბსურდულ ციფრებს გვაწერდნენ. მაგალითად, 2018 წელს ამტკიცებდნენ, რომ მსვლელობაში სულ 20 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ასე რომ, იმის ფონზე 55 ათასი სრულებითაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, რადგან პოლიცია, თუნდაც რამდენადმე თავისებურად, მაგრამ მაინც აფიქსირებს ჩვენს ჯვრით მსვლელობაში მონაწილეთა უწყვეტ ზრდას.

– რამდენად თავისუფალია გარემო ამჟამად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისა და სამღვდელოებისთვის? უკანასკნელ წლებში გართულდა თუ გაადვილდა ეკლესიური ცხოვრება?

– დიდება ღმერთს, ჩვენ აღარ გავდივართ იმ განსაცდელებს, რომლებიც ჩვენს ეკლესიას თავსმოეწია გასულ საუკუნეში – ვგულისხმობ ბოლშევიკურ რეპრესიებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მღვდლები და მრევლი ხშირად განიცდის მათი უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას. სამწუხაროდ, გვხვდება პირდაპირი ძალადობისა და აგრესიის ფაქტები კანონიკური ეკლესიის სამწყსოსთან მიმართებით. პრეზიდენტობიდან პოროშენკოს წასვლის შემდეგ ვითარება რამდენადმე გამოკეთდა, მაგრამ არსებითი პრობლემები არსად გამქრალა. ყველაფერი, უბრალოდ, ჰაერში გამოეკიდა. ნებისმიერი გარე ფაქტორი, იგივე პატრიარქ ბართლომეოსის ვიზიტი უკრაინაში, შეიძლება ვითარების დამამძიმებელ გარემოებად იქცეს საეკლესიო ცხოვრებაში.

– რომელ ოლქებშია ამჟამად შედარებით არა კეთილსასურველი მდგომარეობა ტაძრების მიტაცებისა და კანონიკური ეკლესიის შევიწროების მხრივ? როგორი დინამიკაა მთლიანად ქვეყანაში – ზელენსკის დროს ვითარება უარესდება? რამდენი ტაძრის მიტაცება მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში, და რა არის ამის მიზეზი? გვემუქრება თუ არა პოროშენკოს დროში დაბრუნება?

– ყველაზე ხშირად უფლებადარღვევების შესახებ ცნობები დასავლეთ უკრაინიდან მოდის. ეს ბევრწილად ადგილობრივი ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების ან რადიკალური პოლიტიკური ძალების თარეშით აიხსნება, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი რეიტინგი ადარდებთ. აღნიშვნის ღირსია ის, რომ გახშირდა ჩვენი ეკლესიის სამრევლოების უკანონო გადარეგისტრირება „მეუ“-ს იურისდიქციაში. სწორედ ასეთმა თანამდებობრივმა დანაშაულმა, სახელმწიფო ადმინისტრაციის ვინიცის ოლქის ჩინოვნიკის მხრიდან, სულ ახლახან მიიყვანა საქმე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიტაცების მცდელობამდე სოფელ ვერბოვეცში. „მეუ“-ს წარმომადგენლები შეეცადნენ, ძალადობის გზით შეჭრილიყვნენ შენობაში. ისინი ურტყამდნენ, ხელისკვრით გამოჰყავდათ ტაძრიდან მღვდელი და კანონიკური ეკლესიის ერთგული მრევლი, წინამძღვარს ჯვარი ჩამოგლიჯეს, ემუქრებოდნენ, რომ ალესილი რკინის ჯოხებით „როგორც ღორებს“, ისე „აკუწავდნენ“ უმე-ს წევრებს. ამ ამბავს ნაციონალური პოლიციის უფლებადამცველებიც ესწრებოდნენ, მაგრამ არ აღუკვეთიათ „მეუ“-ს წარმომადგენელთა უმსგავსობა. და აი, ასეთი შემთხვევები ნამდვილად გთრგუნავს. უკანონობა ხომ კიდევ უფრო მეტ უკანონობას წარმოშობს. ასე იქმნება მთელს ქვეყანაში რელიგიური ვითარების დესტაბილიზაციის ნიადაგი.

– პატრიარქ ბართლომეოსის ვიზიტის წინ ხომ არ გახშირდა აგრესიის შემთხვევები მღვდელმსახურთა წინააღმდეგ ან ტაძრების მიტაცების მცდელობები? ხომ არ ელოდებით ახალ ტალღებს მისი ვიზიტის დროს ან მის შემდგომ? თქვენი აზრით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის როგორ სიტყვებს შეუძლია გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება ან გაუმჯობესება?

– როგორც აღვნიშნე, გააქტიურდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს წესდებების უკანონო გადარეგისტრირება. კვლავ ახალი მაგალითი: 2021 წლის 8 ივლისს სახელმწიფო ადმინისტრაციის ვოლინის ოლქის თავმჯდომარემ იური პოგულიაიკომ ხელი მოაწერა განკარგულებას №406, რომლითაც განახორციელა სოფელ ბოროჩიჩეს წმ. ნიკოლოზის სახ. სამრევლოს გადარეგისტრირება „მეუ“-ის სასარგებლოდ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესმა დამატებითი იმპულსი შეიძინოს ფანარას მეთაურის ვიზიტის შემდეგ უკრაინის მიწაზე. კონსტანტინეპოლის პატრიარქი ხომ არც მალავს საკუთარ ინტერესს: უკრაინის ხელისუფლებასთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების სურვილს, რომლის უკანაც უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების შესუსტების ამოცანა დგას. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მთელი ეს წლები არცერთი განცხადება არ მოგვისმენია პატრიარქ ბართლომეოსის მხრიდან როგორც უკრაინის კანონიკური ეკლესიის სამრევლოებზე რეიდერული თავდასხმების აუცილებელი შეწყვეტის შესახებ „მეუ“-ს მომხრეების მხრიდან, ისე ძალის გამოყენების, მუქარისა და იმ მორწმუნეებზე ზეწოლის დაუშვებლობის შესახებ, ვისაც უფლისა და მისი ეკლესიის ერთგულების შენარჩუნება სწადია.

– რამდენად რეალურია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელის გადარქმევის მუქარა, ხომ მიიღეს ადრე მსგავსი კანონი? უმე-სთან მიმართებით პოროშენკოს დროს მიღებული რომელი დისკრიმინაციული კანონი მოქმედებს დღეს ქვეყანაში? რითი ემუქრება მორწმუნეებს რადას მიერ ახალი კანონების მიღება? შეუძლია თუ არა პრეზიდენტს მათზე ვეტოს დადება და წინა კანონების გაუქმება, რატომ არ არის ეს აქამდე გაკეთებული?

– უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის იძულებითი წესით გადარქმევის მუქარა აქტუალური რჩება, რადგან მიღებული კანონი არავის გაუუქმებია. უბრალოდ, პროცესი დროებით შეჩერდა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვამდე.

სხვა გადაწყვეტილებათა ფონზე, – იგივე ჩვენი ეკლესიის სამხედრო კაპელანების მსახურების შეზღუდვა, – თქვენ მიერ დასახელებული პრობლემა ყველაზე მწვავედ გამოიყურება. თუ იძულებითი წესით სახელის გადარქმევის სცენარი წარმატებით განახორციელეს, მაშინ გარკვეული ძალები დამატებით შესაძლებლობას მიიღებენ საიმისოდ, რომ უკანონოდ გადაარეგისტრირონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქონება „მეუ“-ს სასარგებლოდ. ადმინისტრაციული რესურსების მხარდაჭერის პირობებში ამის გაკეთება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება რეიდერულ სქემებში, სქიზმატების სტრუქტურამ მიისაკუთრა პრაქტიკულად ჩვენი სახელის იდენტური სახელწოდება „უმე (მეუ – მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის)“. სამწუხაროდ, დისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ვითარების ხარისხობრივი ცვლილების იმედი ჯერჯერობით ვერ გვექნება. რაღაც მიზეზების ძალით ხელისუფლების სხვადასხვა შტო არ ჩქარობს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმატიული აქტების გაუქმებას, მიუხედავდ იმისა, რომ ამისთვის უფლებამოსილებაც აქვს და საფუძველიც.

– გრძნობს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რაიმე სახის ოდნავ მხარდაჭერას მაინც საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანებების, საერთაშორისო ევროპული ინსტიტუტების, აუეს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) და სხვათა მხრიდან?

– საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ უფლებათა დარღვევების შესახებ. უფრო მეტიც, მათ მიერ დამოუკიდებლად ფიქსირდება ესა თუ ის პრობლემა დაკავშირებული ჩვენი მორწმუნეების ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფასთან დაკავშირებით. თუმცა რაიმე განმსაზღვრელი მხარდაჭერის შესახებ, დასახელებული სტრუქტურების მხრიდან, მე თქმა არ შემიძლია.

– რა სიგნალებს იღებთ ადგილობრივი ეკლესიებიდან, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან საკუთარ პოზიციაში „უკრაინის საკითხთან“ მიმართებით – ბულგარეთიდან, საქართველოდან, რუმინეთიდან? თქვენი მონაცემებით, შეიძლება თუ არა „მეუ“-ის მაღიარებელ ეკლესიებს სხვებიც შეუერთდნენ? რომელ ეკლესიებზე ხორციელდება ამჟამად ზეწოლა ფანარასა და უცხოეთის სხვადასხვა ძალის მხრიდან?

– ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობა ამა თუ იმ სახით შეეჯახა ზეწოლას „მეუ“-ს აღიარების საკითხთან დაკავშირებით; ზოგმა გაუძლო, ზოგმა – ვერა. თუმცა იმ ეკლესიებშიც, რომლებმაც სრულად ან ნაწილობრივ აღიარეს დუმენკოს სტრუქტურა, არ არსებობს ერთაზროვნება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ააწყონ სქიზმატებთან ურთიერთობა. ამ ფაქტორს მშვენივრად ხედავენ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. ამიტომაც არ არსებობს სხვა ეკლესიების მხრიდან „მეუ“-ს მაღიარებელთა წრის გაფართოებისკენ მიზანსწრაფვა.   

თუ გავიხსენებთ 2021 წლის დასაწყისს, მაშინ მასმედიის ერთ ნაწილში ისმოდა ხმები, რომ თითქოს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მზად იყო უკრაინის სქიზმატების ლეგალიზაციაზე წასულიყო. ამ ხმების საპასუხოდ, ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა განაცხადა, რომ, ჯერ ერთი, ბმე-ს წმინდა სინოდმა საგანგებო კომისია გამოყო უკრაინის განხეთქილების საკითხის დეტალურად შესწავლისათვის და შესაბამისი მოხსენების წარმოსადგენად ბულგარეთის ეკლესიის სინოდალურ სხდომებზე, მეორეც – ასეთი ანგარიში ჯერ არ შემდგარა. მეტსაც გეტყვით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მოქმედებს მხოლოდ ერთი კანონიკური ეკლესია, და ეს არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მეთაურობით. რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას – მოლოცვა, რომელიც სულ ახლახან ჩვენმა წინამძღვარმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ თავისი ზეციური მფარველი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქისგან, ილია II-სგან მიიღო, თავისთავად პასუხია თქვენს შეკითხვაზე. ჩვენს რუმინელ ძმებთან დაკავშირებით კი შევნიშნავ, რომ ჩვენ მათთან წარმატებული და კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს. უმე და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია სხვადსხვა დონეზე მართავენ შეხვედრებსა და ერთობლივ ღვთისმსახურებებს.

– უკვე ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი განხეთქილებაში ჩავარდა სქიზმატების აღიარებით. მაგრამ არის თუ არა პატრიარქი ბართლომეოსი მწვალებელი? უნდა იქნეს თუ არა ამის შესახებ გამოტანილი გარკვეული კრებითი დადგენილება?

– ფანარას მიერ კონცეფციის გატარება – „პირველი თანასწორთა გარეშე“ და რომთან უნიის მიმართულებით მისი მოძრაობა, ბევრ არცთუ მარტივ და საფუძვლიან კითხვებს ბადებს. ჩემი აზრით, მთელი ჩვენი მსოფლიო ეკლესიის კრებსით გონებას არათუ ძალუძს, ვალდებულიც კი არის შეაფასოს ამგვარი ქმედებები.

– რამდენად სავარაუდოა გლობალური განხეთქილება მსოფლიო ეკლესიაში – 1054 წლის „დიდი სქიზმის“ გამეორება? იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქი ბართლომეოსი გადაჭრით უარს ამბობს ყოველთა მართლმადიდებლთა კრების მოწვევაზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა სხვა ეკლესიებს მისი მოწვევის ინიცირება? თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს, და რა არის ამისთვის საჭირო?

– პატრიარქ ბართლომეოსის მიერ გაშვებულმა პროცესებმა დე-ფაქტო უკვე დაარღვია ყოველთა მართლმადიდებელთა ერთობა და მართლმადიდებელი ეკლესიების გაყოფა გამოიწვია. ჩვენს თვალწინ ყალიბდება მსოფლიო მართლმადიდებლობის სრულიად უცხო მოდელი, სადაც ცენტრალური ადგილი გამზადებულია „აღმოსავლელი პაპისთვის“ – უპრეცედენტო უფლებამოსილებითა და პრივილეგიებით. სავსებით ცხადია, რომ ამ მოდელის წარმატება გარდაუვლად მიგვიყვანს ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობის სიღრმისეულ ცვლილებებთან სხვა მიმართულებითაც, კერძოდ – მართლმადიდებლური სწავლების საფუძვლების სფეროში. ამასთან დაკავშირებით პირველ პლანზე გამოდის ადგილობრივი ეკლესიების მზადყოფნა სარწმუნოების სიწმინდის დასაცავად. უკვე ახლავე ხდება გასაგები, რომ პატრიარქ ბართლომეოსის ავანტურა უკრაინაში, თავისი შედეგებით გარკვეულ ტერიტორიებზე იურისდიქციის შესახებ კამათის საზღვრებიდან ძალიან შორს გადის. და აი, აქ თავისი როლი შეუძლია შეასრულოს „ამანის ფორმატის“ აქტიური საქმიანობის განახლებამ, რომლის ფუნქციონირების ჩარჩოებშიც საჭიროა აღნიშნული საკითხების განხილვა მთელი მათი სიღრმითა და სიმწვავით.

– ხომ არ ხედავთ ახალი დიდი ომის საშიშროებას? რა უნდა გაკეთდეს მისი თავიდან ასაცილებალდ? აპირებთ თუ არა პოლიტიკოსებს მშვიდობისკენ მოუწოდოთ?

– ყველაფერი ღვთის განგებაშია. როგორც თავის დროზე წმინდა მღვდელთმთავარმა ნიკოლოზ სერბმა აღნიშნა, ადამიანის ომი ადამიანის წინააღმდეგ, ეს არის ღმერთის წინააღმდეგ ადამიანის ომის შედეგი. სწორედ ამაში იმალება ჭეშმარიტი მიზეზი ნებისმიერი დიდი კონფლიქტისა ან ურთიერთდაპირისპირებისა. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენგანს მართებს, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა თითოეული თავისი ნაბიჯის, თითოეული თავისი სიტყვისა და გადაწყვეტილებისთვის. ეს განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ეხებათ, რომლებიც თავის ხალხის ბედზე არიან პასუხისმგებელნი.

 


გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب