მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი: კონსტანტინეპოლის პატრიარქ…

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი: კონსტანტინეპოლის პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში მილიონობით უკრაინელ მართლმადიდებელს ავნებს

უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ გამოაქვეყნა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურის, ბარიშევის ეპისკოპოს ვიქტორის მიერ გამომცემლობა news-politics.com-სთვის მიცემული ინტერვიუს თარგმანი.

– თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ! სულ ახლახან, რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულზე, ჩვენ ვიხილეთ და წავიკითხეთ, რომ ჯვრით მსვლელობაში, რომელიც კიევში გაიმართა, 300 000-ზე მეტი მორწმუნე იღებდა მონაწილეობას. გაგვიზიარეთ, თუ შეიძლება, თქვენი ემოციები. საბოლოო ჯამში, წარმოადგენს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში ყველაზე მსხვილ რელიგიურ კონფესიას?   

– მიმდინარე წელს, ჩვენი ანგარიშით, დახლოებით 350 000 ადამიანი გახდა კიევში ჯვრით დიდი მსვლელობის მონაწილე. ეს ლიტანიობაში მონაწილე ადამიანთა ყველაზე დიდი რიცხვია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა ზოგადად, უკრაინაში და კერძოდ, კიევში ჩატარებულ ჯვრით მსვლელობებში. ამასთან, აღვნიშნავ, რომ ჯვრით მსვლელობა გაიმართა 27 ივლისს – სამშაბაბათს და, მაშასადამე, ჩვენი ეკლესიის მრავალმა მართლმადიდებელმა მორწმუნემ მასში მონაწილეობა ვერ მიიღო იმ მიზეზით, რომ ეს სამუშაო დღე იყო. გარდა ამისა, მორწმუნეთა დიდ რიცხვს კიევში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა ფინანსური სიდუხჭირის ან უტრანსპორტობის გამო. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მორწმუნეთა დიდმა უმრავლესობამ უკრაინის დედაქალაქში დამოუკიდებლად ჩამოაღწია ლიტანიობაში მონაწილეობის მისაღებად: ადამიანები მოდიოდნენ მატარებლებით, ელექტრო მატარებლებით, კერძო მანქანებით ან ავტობუსებით. ამიტომ ვინც მაინც მოახერხა კიევში ჩამოსვლა, ყველა მათგანს მტკიცე სურვილი ჰქონდა იმისა, რომ უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ლოცვით გაევლო ქვეყნის მშვიდობისათვის, ეკლესიური ერთობისა და სიმშვიდისათვის.

– თქვენ ალბათ კითხვა გებადებათ, თუ რატომ მოიქცნენ ასე? სახელდობრ, რამ აღძრა ხალხი როგორც ფიზიკურად, ისე მატერიალურად ასეთ ძნელ საქმეზე?

– საქმე ისაა, რომ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობს. პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რამდენიმე ასეული ტაძარი დაკარგა, რომლებიც მას უკანონოდ და ძალის გამოყენებით წაართვეს „მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის“ წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, უმაღლესმა რადამ რამდენიმე ანტიეკლესიური კანონი მიიღო, რომლებიც ამჟამად ამარტივებენ „გადასვლებს“, როგორც მას უწოდებენ „მეუ“-ში, თავისი არსით კი ეს არის ჩვენი ტაძრების რეიდერული დაუფლება. ხელისუფლების შეცვლამ მდგომარეობა რამდენადმე შეცვალა, მაგრამ საგრძნობი ძვრები მაინც არ მომხდარა. ყოვლივე ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენმა მორწმუნე ხალხმა შეწყვიტა უმოქმედობა და თავისი ეკლესიის დასაცავად გამოსვლა გადაწყვიტა. ლაპარაკია, უპირველესად, კრებსითი ლოცვით ეკლესიის დაცვაზე. სწორედ ლიტანიობა არის მორწმუნე ერის ლოცვითი აღძვრის მოქმედი განხორციელება.

თუმცა მთავარი მიზეზი სხვა რამეა. უკრაინის მართლმადიდებელი ერი, ისე, რომ არ უღრმავდება საღვთისმეტყველო ნიუანსებს, გულითა და სულით გრძნობს სულიწმიდის მადლის არსებობას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ კანონიკურობაზე, ეკლესიის არსებობის ისტორიულ პირობებზე, რაღაც პოლიტიკურ თუ სხვა მიზეზებზე, რათა ვამტკიცოთ საღვთო მადლის არსებობა, მაგრამ ყველაფერი ეს მშრალი გარეგანი არგუმენტაციაა, რომელიც ადამიანის გულზე არ მოქმედებს. მაგრამ შეიძლება უბრალოდ იცხოვრო ეკლესიური ცხოვრებით, მონაწილეობა მიიღო საეკლესიო საიდუმლოებებში, იყო მისი ერთგული შვილი, რათა არა მხოლოდ გაიგო, არამედ მიიღო კიდეც ღვთისგან ბოძებული მადლმოსილი ნიჭები. და აი, ამ მხრივ ადამიანის მოტყუება შეუძლებელია. მტკიცებულება? – კიევის ვლადიმერის გორაკი და ჯვრით მსვლელობაში მონაწილეებით გადაჭედილი ქუჩები და ტროუარები 17 ივლისს. ყველაფერი ეს არის ჩვენი ქვეყნის მორწმუნე ერის მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ნდობის უპირობო დამოწმება. არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდი რელიგიური კონფესიაა უკრაინაში; და არ არის საჭირო სოცგამოკითხვები იმისათვის, რომ ამას მივხვდეთ. ცხადია, წმინდა მთავარ ვლადიმერის ხსენებისა და რუსეთის გაქრისტიანების დღის ზეიმის შემდეგ, საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ უკრაინის მორწმუნეთა უმრავლესობა სხვა რომელიმე კონფესიას უჭერს მხარს და არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, მხოლოდ ბრმა ან აშკარად ცრუ ადამიანი თუ შეეცდება. ქვეყნის ვერცერთი სხვა რელიგიური ორგანიზაცია ვერ შეძლებს დედაქალაქის ქუჩებში იმდენი ხალხის შეგროვებას, რამდენიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად გამოვიდა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ პირობებს, რომლებშიც ვცხოვრობთ.

თქვენ მეკითხებით: რა ემოციები განვიცადეთ ჯვრით მსვლელობის დროს? – ეს იყო უზომო სიხარული, სულიერი აღმაფრენა, ღვთის მადლის დასწრების განცდა. გარდა ამისა, ჩვენი ერთობის გაცნობიერება. დიახ, ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში ზიარების დროს. მაგრამ ჩვენ ასევე ერთნი ვართ ერთობლივი ლოცვის დროსაც. თავად უფალმა ბრძანა, რომ ის იქ არის, სადაც მისი სახელით ორი ან სამი კაცია შეკრებილი – ჩვენ კი რამდენიმე ასი ათასი ვიყავით! 2021 წლის ჯვრით მსვლელობა ნამდვილი მოწმობა გახდა ჩვენი ერთობისა და ზეიმი – ჩვენი რწმენისა.

– გვიამბეთ, თუ შეიძლება, უკრაინაში დღევანდელი სიტუაციის შესახებ. ხომ არ გაუმჯობესებულა ის უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში? რას იტყვით მორწმუნეებზე თავდასხმისა და ტაძრების მიტაცებაზე?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მაშინვე, როგორც კი კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა ავტოკეფალურობის „ტომოსი“ მიანიჭა ჩვენი ქვეყნის ორ განხეთქილებაში მყოფ სტრუქტურას, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენმა მორწმუნეებმა გადაიტანეს მანამდე არარსებული წნეხი ეკლესიაზე. ტაძრების მიტაცებას და მიტაცების მცდელობებს ხშირად ახლდა ვანდალიზმის აქტები და ფიზიკური ძალადობები „მეუ“-ს მიმდევართა მხრიდან. ჩვენს ტაძრებს უმტვრევდნენ კარებს; იყო შემთხვევები, როცა ქუჩაში ყრიდნენ წმინდა ზიარებას, ტაძრიდან გამოჰქონდათ ტრაპეზი. რამდენჯერმე სასტიკად სცემეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს, მათ შორის ხნიერი ასაკის ადამიანებს. ყოველივე ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების ხელშეწყობით ან ჩუმი თანხმობით.

ვლადიმერ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლით მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა. კერძოდ, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე იყო მცდელობა, გარკვეული პარიტეტის დამყარებისა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მანამდე, ვიდრე ზელენსკი უკრაინაში მოიწვევდა პარიარქ ბართლომეოსს. ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში პრობლემები არსად გამქრალა. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტი ახერხებდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, რომელიც ახლა გარკვეულწილად დარღვეულია „მეუ“-ს სასარგებლოდ. თუმცა ასეთი პოზიცია უთუოდ წამგებიანია, რასაც მოწმობს უკრაინის წინა პრეზიდენტის – პოროშენკოს მმართველობის შედეგები. მინდა მხოლოდ შევახსენო, რომ ეკლესიის ისტორიაში, მისგან მომწყდარი სტრუქტურის მხარდაჭერას და საუკუნოვანი საეკლესიო კანონების გათელვას, არსად, არავისთვის და არასდროს კარგი არაფერი მოუტანია. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა – ეს არ არის მხოლოდ ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრება და საკუთარ ცხონებასთან საშიში თამაში, არამედ, ასევე არის პოლიტიკური კარიერისა და სტაბილური ცხოვრების დასრულება. ამაოდ არ ამბობს წმინდა წერილი, რომ კეისარს კეისრის უნდა მიეცეს, ღმერთისა კი ღმერთს.

– კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს განზრახული აქვს აგვისტოში კიევს ეწვიოს. იქნება თუ არა ეს ვიზიტი დადებითი შედეგის მომტანი ყველა ზემოთ აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, რომლებმაც თავი მას შემდეგ იჩინა, რაც მან 2 წლის წინ „ტომოსის“ მინიჭება გადაწყვიტა ეკლესიის გარეთ მდგარი სტრუქტურებისთვის?

– მართალაც, რამდენადაც ჩვენთვის მასმედიიდან ცნობილი გახდა, პატრიარქი ბართლომეოსი აპირებს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას. თუ გავითვალიწინებთ ჩვენი ქვეყნის ეკლესიური ცხოვრების არსებულ მდგომარეობას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მილიონობით წევრი კონსტანტინეპოლის ეკლესიის მეთაურის ჩამოსვლას უკრაინაში ეწინააღმდება. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენი მორწმუნენი მწარე გამოცდილებით არიან განსწავლულნი და იცინ, რომ ეს ვიზიტი მილიონობით მორწმუნეს ავნებს. უკვე არაერთხელ გამოითქვა საფრთხის საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ მოხდება პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და იმ კურსთან დაბრუნება, რომელიც ეჭირა ქვეყნის წინა ხელისუფლებას 2019 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ ტაძრების მიტაცება გახშირდება და ე. ი. ძალადობის დონეც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება. შეუძლებელია, პატრიარქ ბართლომეოსს არ ესმოდეს, რომ უკრაინაში მისი ჩამობრძანება რადიკალური ნაციონალური ძალების მიერ აღქმული იქნება როგორც მოქმედებისკენ მოწოდება; და თუ ის ლაპარაკობს ყველა უკრაინელის სიყვარულზე, მაშინ ამ ვიზიტისგან თავი უნდა შეიკავოს.

მეორე მხრივ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურს, როგორც პატივით პირველს თანასწორთა შორის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს შორის, შეეძლო, საჯაროდ განეკითხა ძალადობის აქტები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით, მოეწოდებინა თავისი სულიერი შვილებისთვის „მეუ“-დან, შეეწყვიტათ ტაძრების მიტაცების ბილწი პრაქტიკა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების გვემა. მას შეეძლო, შეეჩერებინა შეურაცხყოფების, ცილისწამებებისა და ღვარძლის მიზანმიმართული ნაკადი, რომელიც მიმართულია ჩვენს ეკლესიაზე. თუმცა მას ეს ერთხელაც არ გაუკეთებია.

ბუნებრივია, რომ არსებულ სიტუაციაში მისი ჩამოსვლა ვერ გამოიწვევს მოწონებას ჩვენი ეკლესიის მილიონობით მორწმუნის მხრიდან. შედარებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იგივეა, წინა საუკუნის 90-იან წლებში რომის პაპს რომ ჩამოსვლა განეზრახა, როდესაც უნიატები ყოველდღიურად და ყოველ ადგილზე იტაცებდნენ ჩვენს მართლმადიდებლურ ტაძრებს ლვოვში, ლუცკში, ტერნოპოლში (დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე). როგორი იქნებოდა მაშინ მორწმუნეთა რეაქცია, რომლებიც ამ მტაცებლობისგან ზარალდებოდნენ და წართმეული ტაძრების კედლებს გარეთ, ქუჩაში რჩებოდნენ, – იმ ტაძრებისა, რომლებიც თვითონ, ან მათმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა ააშენეს? რა თქმა უნდა – ნეგატიური; როგორც 90-იანებში, ისევე იქნება ახლაც.

აი, ასეთი განწყობა ჭარბობს ჩვენს მრევლში პატრიარქ ბართლომეოსის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით, და ხალხის ეს განწყობა უკრაინაში მისი მოქმედებებითაა გამოწვეული. და მაინც, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის მეთაური, ყურადღებით შეისწავლის რა რეალურ და არა ვირტუალურ სიტუაციას უკრაინაში, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას. რათა არ გაამწვავოს არსებული პრობლემები ჩვენი ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში.


გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب