მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
როგორს ვხედავთ დღეს ჩვენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს?…

როგორს ვხედავთ დღეს ჩვენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს?

Illustration_1.jpg

დარკო ჯოგო, სტავროფორული დეკანოზი, ღვთისმეტყველების მეცნიერების დოქტორი, წმ. ვასილი ოსტროჟელის სახ. აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორი.

ახლახან სერბულ ენაზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში მე გამოვთქვი ძალიან მარტივი აზრი, რომელიც ბევრ ადამიანს საინტერესოდ მოეჩვენა: „ფანარიონი დღეს უნდა აღვიქვათ უფრო როგორც აშშ-ს დეპარტამენტის ოფისი, ვიდრე როგორც ადგილობრივი ეკლესია“. თუმცა ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმა და ნაცნობმა ჩემი ყურადღება მიაქცია გამოთქმული პოზიციის მკვეთრ სიმძაფრეზე.

„ნუთუ ეს ზედმეტად მკაცრი მსჯელობა არ არის მოწამე ეკლესიის მიმართ, რომელიც თავად არსებობს ამჟამად ფრიად არა სასურველ ვითარებაში?“. ჩვენ ვცხოვრობთ პოსტმოდერნისტული კონტრასტის დროში: თანამედროვე ურთიერთობის კულტურაში თანამოსაუბრეს ხშირად მოეთხოვება გარკვეული დახვეწილობა, ევფიმენიზმისა და არაორაზროვანი ფრაზებისადმი მიდრეკილება, მაშინ, როდესაც საჯარო დისკურსში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის, წარმოუდგენლად უცენზურო ლექსიკა. ამიტომ მე ვამჯობინებ ჭეშმარიტებასთან ჟამითი-უჟამოდ ურთიერთობას, როგორც არისტოტელე იტყვის: ვლაპარაკობ იმის შესახებ, რაც არსებობს, და არა – რაც არ არსებობს. ამრიგად, საკითხი, ჩემი გამოთქმის სისწორის შესახებ, დევს არა „ნორმალურობასა“ და „კონვენციებში“, არამედ ნათქვამის ადეკვატურობაში იმის საწინააღმდეგოდ, რაც არის ჭეშმარიტება.

როგორ წარმოგვიდგება ჩვენ დღეს კონსტანტინეპოლი? რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები და ნაცნობები, რომლებსაც ჯერ ისევ აწუხებთ აზრი და მოქმედება პატრიარქ ბართლომეოსისა და სხვა ფანარიონელი სანოვნიკებისა, ამჯობინებენ ფანარიონის ისეთ წარმოდგენას, როგორც მას ყველაზე ხშირად გამოხატავენ სხვები: ეს არის ისტორია წმინდა ანდრია მოციქულის ძველი კათედრისა, ადგილობრივი ეკლესიისა, რომელიც უწყვეტად არსებობს აგერ, თითქმის, ორი ათასწლეული. რა თქმა უნდა, ნებისმიერი, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ზედაპირულად მცოდნეც კი, შეძლებდა სამართლიანად შედავებოდა ფანარიონის მეხოტბეებს: ბოლომდე არასდროს ყოფილა გასაგები, თუ მაინც როგორი დამოკიდებულება აქვს კონსტანტინეპოლის კათედრას საკუთარი ისტორიის საკმაოდ ბნელ ფურცლებთან, – იმ პერიოდთან, როცა პატრიარქ ბართლომეოსის ტახტზე მწვალებლობის შემქმნელები იჯდნენ?

Illustration_2.jpg

თუ ამ კითხვაზე პასუხი, ვთქვათ, უბრალოდ უარყოფითია, თუ ჩვენ ვგულისხმობთ ნესტორის ან პიროსს, მაშინ როგორ აფასებს დღევანდელი ფანარა, ვთქვათ, იმ პატრიარქებს, რომლებსაც კოსტანტინეპოლის კათედრა ეპყრათ 1439 წლის ფლორენციის კრებასა და 1453 წელს კოსტანტინეპოლის დაცემამდე პერიოდში? საინტერესო ისტორიულ პერსპექტივას გვთავაზობს ჩვენ შემდეგი ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა გენადი სქოლარიოსმა კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ საბოლოოდ შეწყვიტა თავისი წინამორბედების უნიატური პოლიტიკა, თავად კათედრამ არ შეიწყნარა რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილების კანონიერება, გამოყოფილიყო ცდომილებაში აღმოჩენილი კონსტანტინეპოლისგან უნიატური მმართველობის პერიოდში. არიან თუ არა დღევანდელი კონსტანტინეპოლელი პატრიარქები იმ რომთან ერთობაში გარდაცვლილი პატრიარქების მემკვიდრენი? თუმცა, შესაძლოა, ფანარიონის დღევანდელი ეკლესიურ-პოლიტიკური ხაზი სავსებით შეესაბამებოდეს იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც კათედრა წარმოადგენს პატრიარქ-უნიატების ლეგიტიმურ მემკვიდრეს. 

Illustration_3.jpg

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ფანარიონის დღევანდელ არსსა და მისიას. ამის შესახებ თავად ბერძნები ლაპარაკობენ. ეს მისიაა – ბერძნული კულტურის ერთობისა და თაობების (გენოსის) განვითარება და შენარჩუნება. როდესაც მე ბერძნებს ვეკითხები, რომლებიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ პატრიარქ ბართლომეოსის ქმედებებს, თუ რატომ არ წყვეტენ ერთობას ადამიანებთან, ვინც საკუთარ სიტყვებს ეწინააღმდეგებიან, ისინი ხშირად მპასუხობენ, რომ იციან ფანარიონის არასწორი პოლიტიკის შესახებ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მათთან ზიარების გაწყვეტა – ეს იქნებოდა იმ ბერძნული სამყაროს დეზინტეგრაცია, რომლისთვისაც ფანარიონი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი ნიშანია, ერთი, მაგრამ, შესაძლოა – უმნიშვნელოვანესი ბერძენთა იდენტიფიკაციისათვის. 

რა თქმა უნდა, ასეთი პოზიცია სავსებით გასაგებია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ასევე ნათელია, რომ არანაირი „მსოფლიო საპატრიარქო“ არ შეიძლება არსებობდეს, არამედ არის „პანელინის საპატრიარქო“. ფანარიონის მზადყოფნა, გააცამტვეროს ორი სლავური ეკლესიის – სერბეთის პეჩის საპატრიარქოსა და ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს – თავისუფლება 1766-1767 წწ. ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლების ქვეშ, მოწმობს რომ მისი იდენტიფიკაციის ეს ფენა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წარმოადგენს გარკვეული პროცესებისა და პროცედურების განსაკუთრებით მნიშვნელოვან გასაღებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი ფანარიონი მიდრეკილია არა მხოლოდ ფაქტების სელექტიურ მოხსენიებისკენ (მაგალითად, სლავური ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, ამასთან, ავიწყდება, რომ ის თავად ცდილობდა ამ ეკლესიების სრულ ლიკვიდაციას), არამედ გარკვეული ენისკენაც („დედა ეკლესია“ – „ასული-ეკლესია“). ასე რომ, ფანარიონის ეს პანელინური იდენტიფიკაცია ნიშნავს, რომ ჩვენ ისტორიაში უკვე ვიხილეთ ანტისლავური განწყობებისა და ქმედებების მაგალითები და ამიტომ არ გაგვიკვირდება, თუ კვლავ დავინახავთ.  

Illustration_4.jpg

ფანარიონის ოფიციალურ ისტორიკოსებს დღეს ცინიკური ხედვა აქვთ საკუთარ ისტორიაზე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ უბედურებები, რომლებიც მოეწია მოციქულთა ისტორიულ კათედრას ოსმალეთის უღლის დროს, და მოსკოვის მეფეების უხვი დახმარება, წარმოადგენდა საკმარის და საპატივცემულო მიზეზს იმისათვის, რომ დაეთმოთ, უფრო ზუსტად კი, იჯარით დადაეცათ კიევის კათედრა მოსკოვისათვის იმ დრომდე, სანამ თურქოკრატია და ავტოკრატია იარსებებდა.

საკუთარი ისტორიის ამ ვერსიის თანახმად, რომელიც თავად ფანარიონში აღმოცენდა, მორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად ნორმალური იყო მოსკოვისთვის დაებრალებინა „კანონების დარღვევა“ იმ პირობებში, თუ მას ექნებოდა ფულადი სახსრები ამისათვის! შეიძლება თუ არა სხვა ვინმეს სიტყვა უფრო დამაჯერებელი იყოს ფანარიონისთვის?

არის თუ არა სხვა რამ, რასაც უფრო ნათლად შეუძლია გვიამბოს სირცხვილის ნატამალისა და მორალური სტანდარტის არარსებობაზე ფანარაში, იქ გამეფებულ ბურუსზე? ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, ფანარიონი იქცევა სწორედ, როგორც „ერთადერთი მისამართი" დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში, როდესაც საქმე ეხება „ქსელურ", ანუ გლობალურ სტრუქტურებს. ალბათ, საუბარია არა მსოფლიო, არამედ „გლობალურ საპატრიარქოზე". ამ სიმბიოზის მიზეზები მრავალ ასპექტში არსებობს. მეორე რომმა, პირველის მსგავსად, გადაწყვიტა, პატივისა და სიყვარულის პირველობა ძალაუფლების პირველობად ექცია. ვერავინ იპოვის ამის გამართლებას ვერც მართლმადიდებლური ეკლესიის არსში (რომლის კრებსითობაც ეწინააღმდეგება მასში „პაპიზმის“ ყოველგვარ გამოვლინებას), ვერც ამ კრებსითობის არსიდან გამომდინარე კანონებში. ამიტომ ძალაუფლება, რომელსაც ფანარი ხაპავს გავლენის გლობალური ცენტრებიდან, არის „ნასესხები", ანუ ისეთი, როგორსაც თქვენ ვინმე გაძლევთ გარკვეულ ფასად. ამ ძალაუფლების ფასს კი ჩვენ უკვე ვხედავთ უკრაინაში. იგი გადახდილია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ტანჯვით.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფანარიონის ნამდვილი სამწყსოს უზარმაზარი ნაწილი შედგება მდიდარი ბერძნული ემიგრაციისგან, განსაკუთრებით მისი პლუტოკრატიისგან, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ყველა დასავლურ პროექტში. განმანათლებლობისა და მასონობის ხანიდან „ახალ მსოფლიო წესრიგამდე", სხვადასხვა გემთმფლობელები და ვაჭრები, „მართლმადიდებელი" ქველმოქმედები და ფანარიონის სპონსორები მონაწილეობენ, – როგორც წმინდა იუსტინე პოპოვიჩმა გამოთქვა – „ევროპაში ქრისტეს გარეშე, არიანულ ცივილიზაციაში". ამიტომ ნატოსა და მართლმადიდებლობის ამ სიმბიოზს შეუძლია მხოლოდ განადგურებამდე მიგვიყვანოს: როგორც ჩვენ, ვინც თავდასხმებს განვიცდით, ისე თავად ფანარიონიც.

ფანარიონის ღვთისმეტყველება მთლიანად გადაიქცა ერთგვარ იდეოლოგიად, რომელშიც „ახალი მსოფლიო წესრიგის" თითოეული სოციალური პროგრამა თავის „თეოლოგიურ" დასაბუთებასა და გამართლებს პოულობს. იქნება ეს გენდერულ და გენდერულ იდენტურობასთან დაკავშირებული ცვალებადი დამოკიდებულება, თუ ამერიკული სოციალური პოლიტიკის რთული პრობლემები ან „მწვანე პატრიარქის“ წინწაწევა – ფანარიონი ყოველთვის ერთ ხაზზეა ხოლმე „ღრმა სახელმწიფოსთან“, – შეგნებულად და ამაყად. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ფანარიონი არის იდეოლოგიური განყოფილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა, უფრო შეურაცხყოფს ადამიანებს, რომლებიც ფანარიონმა განსწავლა ჩვენს ადგილობრივ ეკლესიებში, ვიდრე ბერძენ მიტროპოლიტებს, რომლებიც თავიანთ განცხადებებს და თავიანთ „თეოლოგიას“ ვაშინგტონიდან მომავალი იდეოლოგიური და პოლიტიკური კურსის შესაბამისად აწყობენ.

მაშ, როგორი დამოკიდებულება გვმართებს დღეს ფანარიონთან? უნდა დავინახოთ თუ არა მასში ძველი პატრიარქი, პანელინური დაწესებულება თუ სახელმწიფო დეპარტამენტისგან პირდაპირ კონტრილირებადი ოფისი მართლმადიდებელი ეკლესიის გასანადგურებლად?

Illustration_5.jpg

დღეს ფანარიონის ნაცვლად მისი საქმეები ლაპარაკობს. ამჟამად ის მოქმედებს როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფისი, იგი რეალიზებას უკეთებს ამ დღის წესრიგს საბერძნეთის ეკლესიებში პანელინური ინსტიტუტის ავტორიტეტის წყალობით და ყველაფერს ძველი საპატრიარქოს სახით ნიღბავს. და ეს მთელი სიმართლეა. როდესაც თავად პატრიარქი ბართლომეოსი და მისი მიმდევრები უარს იტყვიან ასეთ საქციელებზე და დაგვარწმუნებენ ჩვენ, რომ ისინი, პირველ რიგში, არიან მართლმადიდებლობის დამცველები, ქრისტეს ტანჯვისა და აღდგომის მოწმენი, ღირსი მემკვიდრენი წმინდა იოანე ოქროპირის, ფოტიოს კოსტანტინეპოლის ან უკიდურეს შემთხვევაში, დიდი პატრიარქების – მაშინ ისინი ჩვენში ისეთ ძმებს იპოვიან, როგორებიც დაგვტოვეს, როდესაც იმ გზას დაადგნენ, რომლითც დღეს მიდიან.

რუსულ ენაზე თარგმნა მილა მატიჩიმ

სტატიის ავტორი
გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب